ოლივიე ჟირუ 2012 წელს მივიდა ლონდონის “არსენალში”. ფრანგი უკვე მეხუთე წელია ინგლისურ კლუბშია და ძირითად შემადგენლობაში მუდმივად ხვდება. შეიძლება ითქვას, რომ მას წარმატებული ლონდონური კარიერა აქვს.
ჟირუმ სულ ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივა კონტრაქტი კლუბთან. მან ჟურნალისტებთან “არსენალში” მის როლზე ისაუბრა.
“ძალიან რთულია, როცა უყურებ, შენი გუნდი როგორ აღწევს წარმატებას და შენ მინდორზე არ ხარ. ამ დროს, ძალიან მოუსვნერად ხარ და არ იცი, რა გააკეთო.”
“ხოლო, როცა მინდორზე ვარ, “არსენალში” მოსვლის დღიდან, ვცდილობ, რომ ამ მანქანის წარამტებულ მუშაობაში ჩემი წვლილი შევიტანო, ბოლომდე დავიხარჯო.”
“მიმდინარე სეზონი ეფექტურად ვერ დავიწყე. ოქტომბარმდე გოლი არ მქონდა გატანილი. თუმცა, “სანდერლენდისა” და “მანჩესტერ იუანიტედის” კარების აღების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე ორი გოლი გავიტანე. ამ ყველაფერმა თავდაჯერებულობა შემმატა.”
“ნაბიჯ-ნაბიჯ ვვითარდები და წინ მივიწევ. ჩემს შესაძლებლობებში არასდროს შემიტანია ეჭვი.”
“კარგია, როცა ფეხბურთელს დრო ეძლევა, რათა მისი თვისებები მოედანზე სრულად გამოავლინოს. როცა ჩემი თანამემამულე მწვრნელი შანსს მაძლევს, ვცდილობ პუბლიკას თავი რამე გამოსარჩევით დავამახსოვრო. მიხარია, რომ “არსენალში” მნიშვნელოვანი გოლები მაქვს გატანილი. განსაკუთრებით, ეს ეხება ბოლო წუთებზე გატანილ გოლებს,” – განაცხადა ჟირუ.