დღეს “იუვენტუსის” მსგავსად, მეორე იტალიურმა კლუბმაც, მილანის “ინტერმაც” დაასახელა იმ 23 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც გუნდს ავსტრალიაში გაჰყვებიან და “ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე” მიიღებენ მონაწიელობას. საგულისხმოა, რომ მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ არც ერთი ის მოთამაშე არ შეიყვანა სიაში, რომლებმაც “ევრო 2016” ან “კოპა ამერიკაზე” მიიღეს მონაწილეობა.
ფეხბურთელთა ჩამონათვალი ასეთია:
მეკარეები: ჰანდანოვიჩი, კარიზო, ბერნი, დი გრეგორიო.
მცველები: რანოკია, ანსალდი, ერკინი, მირანდა, დ’ამბროზიო, ნაგატომო, მიანგუე, დელა ჯოვანა.
ნახევარმცველები: კონდოგბია, ბესა, ნიუკური, მელო, ძონტა.
ფორვარდები: პალასიო, იკარდი, იოვეტიჩი, ბიაბიანი, ბაკაიოკო, პინამონტი.