ბლანი: „მეკარეები შეცდომებს უშვებენ“

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა „ბორდოსთან“ მატჩის შემდეგ თავისი გუნდის მეკარე კევინ ტრაპი დაშვებული შეცდომების გამო არ გააკრიტიკა.

„მეკარეები შეცდომებს უშვებენ. მატჩში შეცდომა ჩვენი მეტოქის გოლკიპერმაც დაუშვა.

ტრაპის ფილოსოფია ჩემს ფილოსოფიას ჰგგავს. როდესაც რისკავთ, შესაძლოა, გოლი გაუშვათ.

იმედია, ის თავის სათამაშო სტილს არ შეცვლის და თავის სამუშაოს უფრო ეფექტურად შეასრულებს. სამშაბათს, მალმესთან მატჩში, ეს აუცილებლად გამოგვადგებოდა.

ასეა თუ ისე, გუნდს იდეალურად არ უთამაშია. ბურთი ბევრჯერ დავკარგეთ, როდესაც უპირატესობას ვფილობდით. პირველი ტაიმის ბოლოს კიდევ ერთი გოლი უნდა გაგვეტანა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთი სათამაშო სტილით მოგება შეგვეძლო“, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

სილვა: „პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია“

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა ტიაგო სილვამ მოახლოებულ სეზონში თავისი გუნდის გეგმებზე ისაუბრა.

„მეტოქეების მიუხედავად, ჩვენთვის კარგი სტარტი მნიშვნელოვანია. პსჟ-ს ერთადერთი მეტოქე თვითონ პსჟ-ა. ყოველ პოზიციაზე ორ-ორი უმაღლესი დონის შემსრულებელი გვყავს. წელს გუნდი თავის ფილოსოფიას არ შეცვლის. გვსურს, საფრანგეთის ჩემპიონატი რაც შეიძლება ადრე მოვიგოთ და ჩვენს მთავარ მიზანზე – ჩემპიონთა ლიგაზე გადავერთოთ“, – განაცხადა ბრაზილიელმა.

ლავესი: „წელს სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა კიდევ უფრო გამიჭირდება“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ესეკიელ ლავესიმ თავისი შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა.

„მართალია, მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა კიდევ უფრო გამიჭირდება, თუმცა ჩემთვის ეს დამატებითი მოტივაცია იქნება. შევეცდები, ფეხბურთისგან სიამოვნება მივიღო.

ამჟამად პარიზში ყველაფერი მაწყობს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვას დაველოდები, აქ დარჩენა მსურს. ეს კლუბი მომწონს, თანაც აქ ჩემი მეგობარი ანხელ დი მარიაც გადაბარგდა“, – განაცხადა არგენტინელმა.

გამოცემა „Le Parisien“-ის ინფორმაციით, „ინტერმა“ არგენტინელს სამწლიანი კონტრაქტი და, ხელფასის სახით, წელიწადში 3,5 მილიონი ევრო შესთავაზა.

გალიანიმ იბრაჰიმოვიჩის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა

„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს მისი კლუბი ახალი ფეხბურთელების დამატებას არ აპირებს.

„ვფიქრობ, ჩვენთვის სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურულია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საინტერესო მოთამაშის გამოჩენა არ გამოირიცხება. მგონია, გუნდი ყველა პოზიციაზე დაკომპლექტებულია.

რაც შეეხება ზლატან იბრაჰიჩს, მისი ამჟამინდელი კლუბი მას, სავარაუდოდ, არ გაუშვებს. თუ ზლატანის ტრანსფერი შესაძლებელი იქნება, შევეცდებით, ის დავიბრუნოთ“, – განაცხადა გალიანიმ.

ვან დერ ვილს ახალ კონტრაქტს სთავაზობენ

ცოტა ხნის წინ პსჟ-ს ჰოლანდიელმა მცველმა გრეგორი ვან დერ ვილმა განაცხადა, რომ კლუბს მისი გაშვება სურს.

თუმცა, გაზეთ „Lequipe“-ს თუ დავუჯერებთ, ფეხბურთელმა კლუბისგან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკაბვირებით წინადადება მიიღოა. მართალია, დარჩენის შემთხვევაში, ვან დერ ვილის ხელფასი არ გაიზრდება.

27 წლის ფეხბურთელმა ლიგა 1-ს განვლილ სეზონში 25 მატჩი ჩაატარა – მის ანგარიშზე 1 გოლი და 3 შედეგიანი პასია.

ტიაგო სილვამ დი მარიას ტრანსფერის შესახებ ისაუბრა

„პარი სენ-ჟერმენის“ კაპიტანმა ტიაგო სილვამ განაცხადა, რომ ანხელ დი მარიას მის გუნდში შესაძლო ტრანსფერი არგენტინელისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

„ვფიქრობ, ახლა პატივი უნდა გვცენ, რადგან ევრპის უძლიერეს კლუბებს შორის ვართ. დიახ, „რეალი“ და „ბარსელონა“, ალბათ, სხვა დონეა, მაგრამ პსჟ-ში ტრანსფერი ყოველთვის პროგრესს უნდა ნიშნავდეს. თავად განსაჯეთ, ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისურ კლუბებზე უკეთესად გამოვედით. პსჟ-მ ინგლისის ჩემპიონატის დამარცხება მოახერხა.

დიდი ინტერესის მიხუედავად, ლიდერებს ყოველწლიურად ვინარჩუნებთ“, – განაცხადა ტიაგო სილვამ.

იბრაჰიმოვიჩმა „მილანის“ გამო სოლიდური ხელფასის მიღება იუარა

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა „Corriere della Sera“ წერს, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თურქული „გალათასარაის“ შემადგენლობაში გადასვლა იუარა, რომელმაც მას ერთ სეზონში 11 მილიონი ევრო შესთავაზა. წყაროს ვარაუდით, შვედმა, რომელმაც გუშინ, შესაძლოა, პსჟ-ს შემადგენლობაში ბოლო მატჩი ჩაატარა, ეს გადაწყვეტილება „მილანში“ დაბრუნების გამო მიიღო.

იბრას „როსონერიში“ დაბრუნებას კიდევ ერთი ავტორიტეტული აპენინური გამოცემა ვარაუდობს. „Corriere dello Sport“ წერს, რომ 33 წლის ფეხბურთელი სინიშა მიჰაილოვიჩის გუდნს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ზლატანის კომენტარი გავრცელდა, რომელშიც მან პარიზული კლუბიდან წასვლა არ გამორიცხა.

დი მარიამ პასტორეს უამბო, რომ პსჟ-ში გადავა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ პსჟ-ს ნახევარმცველ ხავიერ პასტორეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც უამბო, რომ უახლოეს დროში პარიზულ კლუბში გადავა, რის შესახებაც RMC იტყობინება.

აქამდე გაირკვა, რომ მანჩესტერელები 27 წლის მოთამაშის 63 მილიონ ევროდ გაშვებას დათანხმდნენ. პსჟ-ში არგენტინელის ხელფასმა ათი მილიონი ევრო უნდა შეადგინოს. სავარაუდოდ, ანხელი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას შემდეგი კვირის დასაწყისში გაივლის, რაც ოფიციალურად მალე დადასტურდება.

განვლილ სეზონში „მანჩესტერ იუანიტედის“ მაისურით 27 მატჩში დი მარიამ 3 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ – პსჟ 0:2

ჩიკაგოში, საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე, მორიგი შეხვედრა შედგა, რომელშიც ერთმანეთს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ შეხვდნენ. მატჩს 61000 მაყურებელი დაესწრო.

შეხვედრა პსჟ-ს გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. 25-ე წუთზე ანგარიში ბლეზ მატუიდიმ გახსნა, ცხრა წუთში კი თავისი გუნდის უპირატესობა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაზარდა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ – პსჟ 0:2
გოლები: მატუიდი 25, 34′

რამდენს იხდის რონალდუს სანაცვლოდ პსჟ?

„პარი სენ-ჟერმენი“ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს მადრიდის „რეალის“ ლიდერის კრიშტიანუ რონალდუს შეძენას ცდილობდა. პარიზელებმა მადრიდულ კლუბს პორტუგალიელის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო შესთავაზეს.

მას შემდეგ, რაც უეფა-მ ფრანგულ კლუბს შეზღუდვა შეუმსუბუქა, „Qatar Investment Authority“, მზად იყო, რონალდუს ტრანსფერისთვის სწორედ ეს თანხა გამოეყო.

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ-ს პრეზიდენტი ნასელ ალ-ჰელაიფი ფლორენტინო პერესს შეხვდა და კრიშტიანუს შეძენა განიხილა, თუმცა პასუხად უარი მიიღო. პერესის თქმით, რონალდუს კონტრაქტში არსებული პუნქტის თანახმად, მისი შეძენის მსურველებმა ერთი მილიარდი უნდა გადაიხადონ.

იბრაჰიმოვიჩმა დი მარიას პსჟ-ში ტრანსფერის შესახებ ისაუბრა

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიოვიჩმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველის ანხელ დი მარიას პარიზულ კლუბში შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. სავარაუდოდ, არგენტინელი პარიზელებს უახლოეს დღეებში შეუერთდება.

„დი მარიას მივესალმები, ის კარგი მოთამაშეა, რომელიც ჩვენს გუნდს გააძლიერებს. მასთან ერთად პსჟ კიდევ უფრო დიდი ძალა გახდება.

რაც შეეხება ჩემს მომავალს, პარიზში შემდეგი სეზონისთვისაც ვრჩები, აქ ყველაფერი მომწონს“, – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

ვან გაალი: „არ ვიცი, თუ რატომ არ არის დი მარია ჩვენთან ერთად“

იბრაჰიმოვიჩი აშშ-ში გადასვლაზე დაფიქრდა

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიოვიჩმა აღიარა, რომ მომავალში MLS-ში ითამაშებდა.

„რა თქმა უნდა, აშშ-ში ვითამაშებდი. არამგონია იმის თქმა შემეძლოს, თუ კონკრეტულად რომელი გუნდის მაისურს მოვირგებდი.

ვფიქრობ, დიდ გამოცდილებას მივიღებდი. აშშ-ში ფეხბურთი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ეს ქვეყანა 10 წლის წინ მოვინახულე და მაშინ ამ სპორტის სახეობის დონე გაცილებით დაბალი იყო. ვფიქრობ, აქ ბევრი ფეხბურთელი ითამაშებდა“, – განაცხადა ზლატანმა.

ცნობისთვის, ბოლო დროს იბრაჰიმოვიჩს „მილანში“ დაბრუნების შესახებ ხშირად საუბრობენ.