ევრა: „საპასუხო მატჩს წინ თავდაჯერებულები ვართ“

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა პატრის ევრამ მადრიდის „რეალთან“ მოგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„რეალიგ“ წინააღმდეგ თამაში ადვილი არაა. ჩემი თანაგუნდელებითა და სამწვრთნელო შტაბით ვამაყობ, შეხვედრისთვის ჩინებულად მოვემზადეთ.

ტევესი ნამდვილი ჩემპიონი და პროფესიონალია, ის ძალიან ბეჯითად მუშაობს. მეორე მატჩი რთული იქნება, მაგრამ ჩვენ თავდაჯერებულები ვართ“, – განაცხადა ფრანგმა მცველმა.



ევრა დერბის გამოტოვებს

„იუვენტუსის“ ნახევარმცველი პატრის ევრა „ტორინსოთან“ იტალიის ჩემპიონატის 32-ე ტურის მოახლოებულ მატჩს გამოტოვებს.

ფრანგმა ტრავმა „მონაკოსთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში მიიღო, ტურინული დერბისთვის გამოჯანმრთელება კი ვერ მაოსწრო.

ასეა თუ ისე, როგორც გაირკვა, შემდეგი შეხვედრისთვის ვეტერანი მზად უნდა იყოს.

ევრა ტურინულ დერბს გამოტოვებს

“იუვენტუსის” ფრანგი მცველი, პატრის ევრა ტრავმის გამო ვერ შეძლებს “ტორინოსთან” თამაშს.

ვეტერანმა მცველმა ოთხშაბათს “მონაკოსთან” მატჩში ბარძაყი დაიზიანა, ექიმების თქმით ტრავმა არასერიოზულია, მაგრამ ოფიციალური გვერდის ცნობით, ის მაინც ვერ დაეხმარება გუნდს მნიშვნელოვან მატჩში.

33 წლის ევრას ანგარიშზე ამ სეზონში 19 მატჩი და ერთი გოლია.

ტურინული დერბი “ტორინოსა” და “იუვენტუსს” შორის კვირას გაიმართება.

ევრა: „ფერგიუსონმა მითხრა, რომ დიდებული მწვრთნელი გავხდები“

„იუვენტუსის“ მცველმა პატრის ევრამ მომავალში მწვრთნელობა არ გამორიცხა. ფრეანგის თქმით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა მის სამწვრთნელო ნიჭს ხაზი გაუსვა.

„კლუბიდან წასვლის წინ ფერგიუსონმა ოფისში დამიბარა. მან მითხრა, რომ გუნდში დიდი მწვრთნელი ორი ადამიანი გახდება. ერთი რაიან გიგზი იყო, ხოლო მეორე – მე. ახლა მწვრთნელის დიპლომის მიღება მსურს, შემდეგ კი ვნახავთ, თუ რა იქნება“, – განაცხადა ევრამ.

ევრა: “ნახევარფინალის საგზურის ბედი განმეორებით შეხვედრაში გადაწყდება”

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში “იუვენტუსმა” საკუთარ მოედნაზე “მონაკოს” მინიმალური ანგარიშით სძლია. თამაშის შემდეგ საკუთარი აზრი ტურინელთა მცველმა, პატრის ევრამ გამოთქვა.

“მინიმალური ანგარიში უპირატესობას არ გვაძლევს. “მონაკოს” პატივი უნდა ვცეთ. ყველაფეი მომდევნო შევედრაში გადაწყდება.

“იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს, ამიტომ ყველა მოთამაშე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს.

წყვილში ფავორიტის სტატუსი ფსიქოლოგიურად ჩვენზე მოქემდებს. საწყის 20 წუთში გაგვიჭირდა, თუმცა შემდეგ დავმშვიდდით და ყველაფერი კარგად წავიდა” – განაცხადა ევრამ.

 

ტურინში ევრას მეუღლე გაძარცვეს

“იუვენტუსის” მცველის, პატრის ევრას მეუღლე ტურინში გაძარცვეს. ინციდენტი ქალაქის ერთ-ერთ ავტოსადგომზე მოხდა. ყაჩაღი სანდა ევრას თავს მაშინ დაესხა, როდესაც ქალბატონი ავტომობილში შეძენილ პროდუქტს ალაგებდა. თავდამსხმელმა ევრას მეუღლეს ჩანთა გასტაცა. ეპიზოდი ავტოსადგომზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ობიექტივში მოხვდა, კადრების შესწავლა უკვე მიმდინარეობს.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ევრამ 14 მატჩი ჩაატარა (ყველა სასტარტო შემადგენლობაში), გაიტანა ერთი გოლი და ერთხელ მიიღო ყვითელი ბარათი.

 

პოლ პოგბამ და პატრის ევრამ “ჰელას ვერონასთან” მატჩში იცეკვეს (ვიდეო)

18 იანვარს, იტალიის ჩემპიონატში ტურინის “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “ჰელას ვერონა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

შეხვედრაში პირველი გოლი პოლ პოგბამ გაიტანა, სიხარული კი გოლის ავტორმა და მისმა თანაგუნდელმა პატრის ევრამ ასე გამოხატეს:

პატრის ევრამ “იუვენტუსში” სადებიუტო გოლი გაიტანა (ვიდეო)

14 დეკემბერს, იტალიის ჩემპიონატში “იუვენტუსსა” და “სამპდორიას” შორის გამართულ შეხვედრაში პატრის ევრამ ტურინული კლუბის მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

ევრა: “მილანს”დავანახებთ, თუ ვინ არის ნამდვილი ჩემპიონი”

“იუვენტუსის” ფრანგმა ახალწვეულმა პატრის ევრამ ხვალინდელ “მილანის” წინააღმდეგ მატჩზე ისაუბრა.

“მილანს” სტუმრად ვეთამაშებით, რაც მათ დიდ უპირატესობას აძლევს, თუმცა ჩვენ ხვალინდელ მატჩში მაინც დავამტკიცებთ, თუ ვინ არის ნამდვილი ჩემპიონი. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ და შინ 3 ქულით ჩავიდეთ.”

დარწმუნებული ვარ რთული და დაძაბული მატჩი იქნება. როდესაც “იუვენტუსთან” კონტრაქტს ხელს ვაწერდი ვიცოდი, რომ წინ მსგავსი საინტერესო შეხვედრები მელოდა და იმედია მომეცემა თავის გამოჩენის საშუალება”,-განაცხადა ევრამ.

იუვენტუსმა ევრა წარადგინა

ტურინის “იუვენტუსმა” პატრის ევრა ოფიციალურად წარადგინა. “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი იტალიურ კლუბში 33 ნომრით ითამაშებს.

გუშინ, ევრამ ახალ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა. ფრანგმა ფეხბურთელმა “იუვენტუსთან” 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ოფიციალურად: ევრა „იუვენტუსის“ ფეხბურთელია

ფრანგი მცველი პატრის ევრა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ტურინის „იუვენტუსში“ გადაბარგდა.

ფეხბურთელმა „ბებერ ქალბატონთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„ბევრი ვიფიქრე და „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება გადავწყვიტე. ეს ჩემი კარიერის ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო. „მანჩესტერ იუნაიტედი“ სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. ინგლისში თამაში ჩემთვის დიდი პატივი გახლდათ“, – განაცხადა ევრამ.

ტრანსფერის ღირებულებამ 1,2 მილიონი ფუნტი (1,5 მილიონი ევრო) შეადგინა. „წითელი ეშმაკები“ დამატებით 0,3 მილიონ ფუნტს იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ „ბიანკონერი“ ჩემპიონთა ლიგის 2015-16 წლების სეზონის საგზურსაც მოიპოვებს.

 

ევრამ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველმა პატრის ევრამ მანკუნიანელებთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

როგორც ცნობილია, „წითელ ეშმაკებთან“ საფრანგეთის ნაკრების გამოცდილი მოთამაშის ახალი ხელშეკრულება კიდევ ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ ევრას დამატების დიდი სურვილი მილანის „ინტერნაციონალეს“ ჰქონდა, რომლის მაისურსაც შემდეგი სეზონიდან ნემანია ვიდჩი მოირგებს.

ალექსანდრე მატევოსოვი