„სან-ანტონიო“ და „მაიამი“ პაუ გასოლს დაუკავშირდნენ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის განვლილი სეზონის ფინალისტები „სან-ანტონიოო სპურსი“ და „მაიამი ჰიტი“ ესპანელი ბიგმენის პაუ გასოლის შეძენაში არიან დაინტერესებულები, რის შესახებაც „Sports Illustrated“-ი წერს. როგორც ცნობილია, ტეხასელთა ერტ-ერთი წარმომადგენელი მოთამაშის აგენტს დაუკავშირდა, ხოლო ფლორიდელთა პრეზიდენტმა ლიგის ორგზის ჩემპიონს პირადად დაურეკა.

გასოლი, რომელიც „ლეიკერსში“ 2008 წლიდან გამოდის, აქამდე კალიფორნიული კლუბის გენერალურ მენეჯერს მიტჩ კაპჩაკს შეხვდა. გარდა ამისა, ესპანელისადმი ინტერესი „ნიუ-იორკ ნიქსისა“ და „დალას მავერიკსის“ ხელმძღვანელებსაც აქვთ.

სავარაუდოდ, პაუს, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, წლიური ხელფასის სახით 10-12 მილიონი დოლარის მიღება სურს.

განვლილი სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში 33 წლის კალათბურთელის საშუალო მონაგარმა 17,4 ქულა, 9,7 მოხსნა და 3,4 გადაცემა შეადგინა. სხვადასხვა ტრავმის გამო პაუს 22 მატჩის გამოტოვება მოუწია.

„დალას მავერიკსი“ პაუ გასოლის დამატებას შეეცდება

მიმდინარე ზაფხულს „დალას მავერიკსი“ ესპანელი ბიგმენის პაუ გასოლის შეძენას შეეცდება, რომელიც პირველ ივლისს თავისუფალი აგენტი გახდება. ამის შესახებ „ESPN Dallas“-ი წერს.

ყველაფერი იმაზრე იქნება დამოკიდებული, შეთანხმებიან თუ არა მხარეები. სავარაუდოდ, „ლეიკერსის“ ვეტერანი, რომელიც ლოს-ანჯელესში 2008 წლიდან თამაშობს ხელფასის შემცირებაზე წავა (ცნობისთვის, 2013/14 წლების სეზონში მისმა ხელფასმა 19,3 მილიონი დოლარი შეადგინა).

გარდა ამისა, „დალასი“ ცენტრით მარჩინ გორტატითაც ინტერესდებიან, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა ეჭვობს, რომ ეს მოთამაშე საბოლოოდ „უაშინგტონ უიზარდსში“ გადაბარგდება.

პაუ გასოლი, შესაძლოა, „ნიუ-იორკ ნიქსში“ გადავიდეს

გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულში „ნიუ-იორკ ნიქსის“ ხელმძღვანელები „ლოს-ანჯელს ლეიკერსის“ ფორვარდის პაუ გასოლის შეძენას შეეცდებიან.

ცნობისთვის, 33 წლის ესპანელი მიმდინარე სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება.

მიმდინარე სეზონში გასოლმა „ლეიკერსის“ მაისურით 60 მატჩი ჩაატარა. ერთ შეხვედრაში მისი საშუალო მონაგარი 17,4 ქულას, 9,7 მოხსნასა და 3,4 გადაცემას შეადგენს.

ალექსანდრე მატევოსოვი

პაუ გასოლმა „ლეიკერსის“ მაისურით, შესაძლოა, ბოლო მატჩი ჩაატარა

„ლოს-ანჯელეს თაიმსის“ ინფორმაციით, ფორვარდი პაუ გასოლი,დიდი ალბათობით, მიმდინარე რეგულარული ჩემპიონატის დარჩენილ შვიდ მატჩს გამოტოვებს და იქედან გამომდინარე, რომ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდება, „ლეიკერსის“ მაისურით მოედანზე მეტი აღარ გამოჩნდება.

ესპანელს „საკრამენტი კინგსთან“ გასვლით მატჩში თავბრუსხვევის გამო არ უთამაშია. შეგახსენებთ, რომ მსგავი პრობლემა მას უკვე ჰქონდა, მაშინ მან ოთხი თამაში გამოტოვა.

ალექსანდრე მატევოსოვი

გასოლი: „მიხარია, რომ ბრაიანტმა თავისი აზრი გამოხატა“

გუშინ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა, რის შესახებაც დღეს მისმა თანაგუნდელმა პაუ გასოლმაც ისაუბრა.

„მიხარია, რომ კობიმ ყველაფერი თქვა, რისი თქმაც სურდა. მას მოგება უნდა. ბრაიანტმა ცოტა ხნის წინ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც ორი წლის განმავლობაში იმოქმედებს. კობის სურს, რომ მოგებისათვის საჭირო გარემო შეუქმნან. მხოლოდ მასზე არის დამოკიდებული, თუ როგორ გააკეთებს იგი ყველაფერს. ბრაიანტმა ყველაფერი თქვა, რის გამოც მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს“, – განუცხადა ესპანელმა „ლოს-ანჯელეს დეილი ნიუსს“.

ალექსანდრე მატევოსოვი

პაუ გასოლი: „ლეიკერსში“ არც ისე კარგი დისციპლინაა“

„ინდიანა პეისერსთან“ დიდი ანგარიშით წაგებული შეხვედრის შემდეგ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ცენტრმა პაუ გასოლმა აღნიშნა, რომ გუნდში დისციპლინა სათანადო დონეზე არ არის. ესპანელით თქმის, ის ფაქტი, რომ 15 კალათბურთელიდან ზაფხულს 12 თავისუფალი აგენტი გახდება, „ლეიკერსის“ თამაშზე უარყოფითად მოქმედებს.

„დიახ, ჩვენი ცუდი თამაშის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ დისციპლინაა, რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. თქვენ ან სიტუაციის გამოსწორებას ცდილობთ, ან საერთოდ არაფერს აკეთებთ. ვერ ვიტყოდი, რომ „ლეიკერსში“ ამჟამად მაღალი დისციპლინაა“, – განუცხადა ესპანელმა ESPN Los Angeles-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ლეიკერსი“ და „სანსი“ პაუ გასოლის გაცვლას განიხილავენ

ორშაბათს „ლეიკერსისა“ და „ფინიქსის“ ხელმძღვანელებმა პაუ გასული შესაძლო გაცვლასთან დაკავშირებთ მოლაპარაკებები გააგრძელეს, რის შესახებაც „ESPN Los Angeles“-ი იტყობინება.

ორივე მხარე ჯერჯერობით ამ გაცვლაშია დაინტერებული. „სანსის“ ხელმძღვანელებს სურთ იმის ნახვა, თუ რამდენად სწრაფად მოახერხებს ესპანელი კალათბურთელი კუნთის ტრავმის მიღების შემდეგ გამოჯანმრთელებას.

ცნობისთვის, იანვარში ჩატარებულ მატჩებში გასოლის საშუალო მონაგარმა 20,8 ქულა და 11,9 მოხსნა შადგინა.

პაუ გასოლმა მორიგი ტრავმა მიიღო

გუშინდელმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდს პაუ გასოლს მარცხენა ფეხის თითის პრობლემა აქვს.

ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა ესპანელი „კლივლენდ კავალიერსთან“ მატჩში მონაწილეობის მიღებას. საბოლოო გადაწყვეტილებას კალიფორნიული კლუბის მწვრთნელები აღნიშნული შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღებენ.

მიმდინარე სეზონში პაუმ 34 მატჩი ჩაატარა. ერთ შეხვედრაში მისი საშუალო მონაგარი 15,6 ქულასა და 9,6 მოხსნას შეადგენს.

ალექსანდრე მატევოსოვი

პაუ გასოლს კარიერის დასრულება „ლეიკერსში“ სურს

როგორც ჩანს, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ესპანელი ფორვარდი პაუ გასოლი კალიფორნიული კლუბის ხელმძღვანელობას ახალი კონტრაქტის გაფორმების თხოვნით მიმართავს.
„თამაშს „ლეიკერსის“ მაისურით გავაგრძელებდი. მეტიც, კარიერის დასრულება სწორედ ამ კლუბში მსურს. ვნახოთ, რა მოხდება სეზონის ბოლოს“, – განაცხადა გასოლმა.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის მოთამაშეს „ლეიკერსთან“ მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში პაუს საშუალო მონაგარი 14,5 ქულასა და 9,8 მოხსნას შადგენს. ჯამში მან 19 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 30,7 წუთი ითამაშა.
ალექსანდრე მატევოსოვი

გასოლი: „ჰარდენი ბრაიანტზე უკეთესია? ეს მომწონს“

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ცენტრი პაუ გასოლი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მენეჯერთა გამოკითხვას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პლანეტის ნომერ პირველი საკალათბურთო ლიგის საუკეთესო შემტევ უკანახაზელად „ჰიუსტონ როკეტსის“ ლიდერი ჯეიმს ჰარდენი დასახელდა, ხოლო კობი ბრაიანტმა მეორე ადგილი დაიკავა.

„ეს საინტერესოა. სინამდვილეში, გამოკითხვის შედეგებით კმაყოფილი ვარ, რადგან კობის მსგავსი რამ არასდროს ავიწყდება და მას მოტივაცია ემატება. ამის შემდეგ, იგი კიდევ უფრო მეტს იმუშავებს და მას მონდომება არ დააკლდება“, – ციტირებს ესპანელის სიტყვებს „Inside The Lakers“-ი.

ალექსანდრე მატევოსოვი

პაუ გასოლს „ლეიკერსში“ დარჩენა სურს

ესპანელმა ცენტრმა პაუ გასოლმა აღიარა, რომ იგი „ლეიკერსთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების იმედზეა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე შეთანხმება მხარეებს 2013/14 წლების დასრულებმდე აკავშრებთ.

„დარწმუნებული ვარ, იმ შემთხვევაში, თუ წარმატებული სეზონი მექნება, „ლეიკერსი“ ახალ კონტრაქტს შემომთავაზებს. შესაძლოა, ეს სეზონის ბოლომდეც კი მოხდეს. წინაამღდეგ შემთხვევაში, სხვა კლუბში მომიწევს გადასვლა“.

გარდა ამისა, პაუმ აღიარა, რომ იგი ხელფასის შემცირებაზე თანახმა არ იქნება.

„ხელფასის შემცირება ნამდვილად არ მსურს. ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავ, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მივიღებ. ლოს-ანჯელესში კარიერის დასრულებაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი“, – განაცხადა ესპანელმა.

აქვე გეტყვით, რომ ახალ სეზონში გასოლი ხელფასის სახით 19,3 მილიონ დოლარს მიიღებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

გასოლი: „ლეიკერსში“ ჩემი მომავალი შედეგებზეა დამოკიდებული“

ესპანელ ცენტრს პაულ გასოლს „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ხელმძღვანელობასთან არსებული კონტრაქტის გახანგძლივების თაობაზე ჯერ არ უსაუბრია.

„თუ კლუბი დაინტერესებული იქნება, მაშინ, ერთ-ერთ ეტაპზე მოლაპარაკებების წარმოებას დავიწყებთ. თუმცა ამჟამად რთულია იმის თქმა, თუ რა ეტაპზე განხორციელდება ეს ყველაფერი. სავარაუდოდ, ყველაფერი ჩემს მიერ ნაჩვენებ თამაშზე იქნება დამოკიდებული. თუ კარგად ვითამაშებ, კლუბის მენეჯერებს ჩემი დატოვების უფრო დიდი სურვილი გაუჩნდებათ“, – განუცხადა გასოლმა ESPN Los Angeles-ის ჟურნალისტებს.

ალექსანდრე მატევოსოვი