ჯეი არ სმიტი: ”თავისი სიტყვების გამო პირსი პასუხს აგებს”

”ნიუ-იორკ ნიქსის” უკანახაზელი ჯეი არ სმიტი ”ბრუკლინ ნეტსის” ახალწვეულის პოლ პირსის განცხადებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ”სელტიკსის” ყოფილმა კალათბურთელმა არც ისე დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ მისი ახალი გუნდი ნიუ-იორკში ყოველთვის ყველაზე პოპულარული იყო, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

”პოლ პირსი არც თუ ისე სასიამოვნო ადამიანია, რომელმაც ბოსტონი სულ ცოტა ხნის წინ დატოვა. ნიუ-იორკის შესახებ მან ჯერჯერობით არაფერი იცის. მთელი კარიერის განმალობაში იგი ”სელტიკსში” თამაშობდა. მან იცის, რომ მის სიტყვებს პასუხი გაეცემა, ასე რომ, იგი ყველაფრისთვის პასუხს აგებს”, – განუცხადა სმიტმა ESPN New York-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი