მსოფლიო ჩემპიონატის E ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში ბრაზილია სერბეთს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 2-0 დაამარცხა. ლათინოამერიკელებმა შვიდი ქულა მოაგროვეს და მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდნენ.
გეტვყით, რომ აღნიშნული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ “სელესაოს” ნახევარმცველი, პაულინიო დასახელდა. მან 36-ე წუთზე ლამაზი გოლის გატანა შეძლო და მოედნის ცენტრში დიდი სამუშაო შეასრულა. “ბარსელონას” მოთამაშემ 66 წუთი გაატარა მოედანზე და ის შემდეგ ფერნანდინიომ შეცვალა.
ბრაზილია მერვედფინალში მექსიკას დაუპირისპირდება. ეს მატჩი ორ ივლისს, 18:00 საათზე “სამარა არენაზე” აიღებს სტარტს.