ბრაზილიული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, პელეს, ეჭვი ეპარება ტიტეს გუნდის ერთიანობაში. პელეს თქმით, ბრაზილიელები მუნდიალს სრულ მზადყოფნაში ვერ ხვდებიან.
“ტიტეს შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება, მას ვენდობი. მაგრამ ბრაზილიას გუნდი ჯერაც არ ჰყავს, ამაზე ვდარდობ. მუნდიალის დაწყებამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი, მაგრამ პრობლემა მაინც არის.
ჩემთვის ნეიმარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატს მხოლოდ ის ვერ მოიგებს. მას გუნდი სჭირდება,” – აცხადებს პელე.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები E ჯგუფში, შვეიცარიის, კოსტა რიკისა და სერბეთის ნაკრებებთან ერთად იმყოფება. პირველ ტურში სამხრეთ ამერიკელები შვეიცარიელებს დაუპირისპირდებიან.