„ჩელსიმ“ თავის ყოფილ მეკარეს პეტრ ჩეხს, რომელიც ამჟამად „არსენალის“ კარს იცავს, პრემიერლიგის რეკორდის დამყარება მიულოცა.
„ჩვენს ლეგენდას პეტრ ჩეხს პრემიერლიგის „მშრალი“ მატჩების რეკორდის მიღწევას ვულოცავთ“, – წერია „არისტოკრატთა“ ოფიციალური „ტვიტერის“ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ „ბორნმუტთან“ ანგარიშით 2:0 მოგებული მატჩი ჩეხისთვის პრემიერლიგაში 170-ე გამოდგა, რომელშც მას გოლი არ გაუშვია. აქედან 162 შეხვედრა მან „ჩელსიში“ ჩაატარა.