“ფენერბაჰჩე” თურანის იჯარაზე შეთავაზებას აკეთებს

როგორც იცით, თურქი ფეხბურთელი, არდა თურანი “ბარსელონას” შეუერთდა, მაგრამ სატრანსფერო აკრძალვების გამო, ახალ კლუბს იანვრამდე ვერ დაეხმარება.

“ფენერბაჰჩეს” ხელმძღვანელობის ერთ-ერთი წევრი, ილჰან ექსიღლუ აპირებს “ბლაუგრანას” არდას ტრანსფერის თაობაზე ექვსთვიანი იჯარის შეთავაზება გაუკეთოს.

როგორც ცნობილია, “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” 28 წლის წინახაზელი 41 მილიონ ევროდ დაიმატეს, მაგრამ იანვრის სატრანსფერო ფანჯრამდე ვერ გამოიყენებენ.

ამის შედეგად, ილჰან ექსიღლუ სიტუაციის გუნდისდა სასიკეთოდ გამოყენებას ეცდება.

“არდა “ბარსელონაში” იანვრამდე ვერ ითამაშებს. თურანს “ფენერბაჰჩეში” ექვსი თვით თამაში შეუძლია,”-წერს თურქთა პრეზიდენტი, აზიზ ილდირიმი თვითერის გვერდზე.

აზიზ ილდირიმმა არდა თურანის დამატება ოთხი წლის წინ “გალათასარაიდანაც” სცადა, თუმცა მტრის ბანაკიდან უარი მიიღო.

ლუიშ ნანი “ფენერბაჰჩეში” გადავა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ლუიშ ნანი კარიერას “ფენერბაჰჩეში” გააგრძელებს. 28 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი სტამბულში უახლოეს საათებში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, რომ ლუიშ ნანიმ გასული სეზონი იჯარის წესით ლისაბონის “სპორტინგში” გაატარა. ფეხბურთელმა პორტუგალიის ჩემპიონატში 27 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ნანი “ფენერბაჰჩეში” ითამაშებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახვერმცველი, ლუის ნანი კარიერას თურქულ სუპერლიგაში გააგრძელებს.

ფეხბურთელი ადგილობრივ გრანდს, “ფენერბაჰჩეს” შეუთანხმდა. 28 წლის პორტუგალიელის ტრანსფერი კვირის ბოლომდე ოფიციალურ სახეს მიიღებს. ინგლისური კლუბს კი მის სანაცვლოდ 5 მილიონი ერგება.

ნანი “მანჩესტერის” ღირსებას 2007 წლიდან იცავდა, გასული სეზონი კი იჯარის წესით “სპორტინგში” გაატარა.

 

„ლივერპული“ მეძახდა, მაგრამ „ფენერბაჰჩე“ ტიტულების გამო ავირჩიე“

დანიის ნაკრების მცველმა სიმონ კიაერმა, რომელიც გასულ კვირას „ლილიდან“ „ფენერბაჰჩეში“ გადავიდა, აღიარა, რომ მას „ლივერპული“ იწვევდა.

„დიახ, ეს სიმართლეა, „ლივერპულს“ ჩემი დამატება სურდა. თუმცა მე ჩემპიონატის მოგება და ტიტულების დაგროვება მსურს. ახალი სეზონისთვის „ფენერბაჰჩეს“ ძალიან დიდი გეგმები აქვს“, – ციტირებს კიაერს „Haber Turk“.

აქამდე 26 წლის მოთამაშე დანიული „მიდტიულანისა“ და იტალიური „პალერმოსა“ და „რომას“ ფერებს იცავდა. განვლილ სეზონში „ლილის“ მაისურით დანიელმა საფრანგეთის ლიგა 1-ში 31 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 1 გოლი გაიტანა.

კემპბელი “ფენერბაჰჩეში” გადადის

ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი ხოელ კემპბელი კარიერას თურქულ “ფენერბაჰჩეში” გააგრძელებს.

გასულ სეზონში კემპბელი იაჯრის წესით “ვილიარეალში” ასპარეზობდა და 16 შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა. იანვარში კოსტარიკელმა “არსენალთან” ახალი, ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა.

თურქული პრესის ცნობით “ფენერმა” მოთამაშის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას უკვე მიაღწია. ვარაუდობენ, რომ სატრანსფერო თანხა 10 მილიონ ევროზე ნაკლები იქნება. ოფიციალურად ტრანსფერი უახლოეს მომავალში დადასტურდება.

 

კასილიასი, შესაძლოა, თურქეთში გადაბარგდეს

„რეალის“ მეკარის იკერ კასილიასის მადრიდის „რეალიდან“ წასვლის შესახებ საუბარი არ წყდება.

სავარაუდოდ, იკერის მომავალი გუნდის მომავალი მთავარი მწვრთნელის რაფაელ ბენტიესის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემის „მარკას“ ინფორმაციით, იკერით თურქული ფეხბურთის გრანდებიც კი დაინტერესდნენ, რომელთა შორის „ბეშიქთაში“ და „ფენერბაჰჩე“ არიან.

კლოპი “ფენერბაჰჩეს” მიუახლოვდა

თურქული მედიის ინფორმაციით, იურგენ კლოპი, რომელიც ზაფხულში დორტმუნდის “ბორუსიას” დატოვებს
დღეს თურქულმა მედიამ გაავრცელა კლოპის ფოტო, რომელიც სავარაუდოდ თურქეთში კლუბთან მოლაპარაკებების გასამართად ჩაფრინდა.

დღეს თურქულმა გამოცემებმა გაავრცელეს ფოტო, სადაც აღბეჭდილია სტამბულის აეროპორტში მყოფი გერმანელი მწვრთნელი.

dges

საინტერესოა ისიც, რომ ეს მასალა “ფენერბაჰჩეს” ოფიციალურ საიტზეცაა განთავსებული.

ისმაილ კარტალის ბიჭები წელს საკმაოდ კარგად გამოიყურებიან და თურქეთის ჩემპიონაბში პირველ ადგილოსან სტამბულის “გალათასარაის” მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან.

“ფენერბაჰჩე”: მეირელეში ვარჯიშს დაუბრუნდა

“ფენერბაჰჩეს” ერთ-ერთი ლიდერი ტრავმის მოშუშების შემდეგ ვარჯიშს უბრუნდება.

32 წლის ნახევარმცველს დაზიანების გამო თურქების ბოლო თამაშების გამოტოვება მოუწია.

ახლა პორტუგალიელი დაუბრუნდა საწვრთნელ პროცესს და შაბათის მატჩისთვის განაცხადშიც მოხვდა. “ფენერბაჰჩე” “ბალიკეშირსპორტს” დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ მეირელეში თურქეთში 2012 წელს “ჩელსიდან” 10 მილიონად გადავიდა.

“ფენერბაჰჩეს” ავტობუსს კვლავ თავს დაესხნენ

ფეხბურთელებით სავსე “ფენერბაჰჩეს” ავტობუსს თავს “ბურსასპორის” ფანები დაესნენ. თურქული პრესის ცნობით ინციდენტი 28 აპრილს, ამ გუნდების სათასო დაპირისპირების წინ მოხდა, რომელიც “ფენერმა” სტუმრად 2:1 მოიგო.

150-200 ფანმა ავტობუსს ქვები დაუშინა, რის შემდეგაც ვითარება პოლიციამ განმუხტა.

შეგახსენებთ, რომ “ფენერის” ავტობუსზე თავდასხმა აპრილის დასაწყისშიც განხორციელდა. მაშინ “რიზესპორის” ფანებმა სტამბოლელთა სატრანსფორტო საშუალებას ცეცხლი გაუხსნეს და მძროლიც კი დაჭრეს, რის გამოც თურქეთის ჩემპიონატი ერთი კვირით შეჩერდა.

 

“ფენერბაჰჩეზე” მორიგი თავდასხმა განხორციელდა (ფოტოები)

“ფენერბაჰჩეს” ანკარის ფილიალზე თავდამსხმა მოხდა. თავდამსხმელებმა ოფისის მინის კარი ჩაამსხვრიეს, დააზიანეს კომპიუტერები და სხვა საოფისე ტექნიკა. გარდა ამისა, ჩამტვრეულია ოფისის ფანჯარაც. სამართალდამცველებს თავდამსხმელების ვინაობა ჯერ არ დაუდგენიათ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ, რიზეს პროვინციაში თავს დაესხნენ “ფენერბაჰჩეს” ავტობუსსაც, რომლითაც პირველი გუნდის ფეხბურთელები ტრაპიზონის აეროპორტისკენ მიემართებოდნენ. მაშინ თავდამსხმელებმა ავტობუსი დაცხრილეს, რის შედეგადაც მძღოლი მძიმედ დაშავდა.

 

“ფენერბაჰჩეს” ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს (ფოტოები)

შაბათს, რიზეს პროვინციაში სტამბულის “ფენერბაჰჩეს” ავტობუსზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევის შედეგად ავტობუსის მძღოლი მძიმედ დაშავდა.

თურქული გამოცემა Sabah-ი იუწყება, რომ ინციდენტი თურქეთის სუპერლიგის 26-ე ტურში “რიზესპორსა” და “ფენერბაჰჩეს” შორის გამართული მატჩის შემდეგ მოხდა. აღნიშნული შეხვედრა სტუმრების დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა. ავტობუსი მაშინ დაცხრილეს, როდესაც “ფენერბაჰჩეს” ფეხბურთელები ტრაპიზონის აეროპორტისკენ მიემართებოდნენ.

ავტობუსის მძღოლი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. წინასწარი მონაცემებით, ფეხბურთელები დაზიანებებისგან გადარჩნენ. სამართალდამცველებმა გამოძიება უკვე დაიწყეს.

“ფენერბაჰჩე” კონოპლიანკასთვის პრეტენზიას აცხადებს

სხვა კლუბების მსგავსად, ევგენ კონოპლიანკასთვის ბრძოლაში თურქული გუნდიც ჩაერთო.

25 წლის უკრაინელი შემტევი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, ხოლო სტამბულის “ფენერბაჰჩე” მის დამატებას ეცდება.

რა თქმა უნდა, თურქული გუნდი ამ ფეხბურთელის მიწვევით საკმაოდ გაპოპულარულდება, მაგრამ მათ საკმაოდ სერიოზული კონკურენციის გაწევა მოუწევთ ინგლისურ გუნდებზე.

შეგახსენებთ, რომ “დნიპრომ” შესთავაზა უკრაინელს ახალი კონტრაქტი, მაგრამ მას ჯერ კიდევ არ დათანხმებულა. ევგენმა ზამთარში “რომა” უარით გაისტუმრა.