ტორესი: „ასეთი საღამოს გატარება ყოველთვის მინდოდა“

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა TVE-ს ეთერში ლევერკუზენის „ბაიერთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი შეაფასა.

„არაერთი მიზეზის გამო ძალიან გახარებული ვარ. მიხარია, რომ ყველაფერი ასე განვითარდა და ჩვენ ასე ვითამაშეთ. მსგავსი საღამოს გატარება ყოველთვის მინდოდა.

გარდა ამისა, ჩვენი ახალგაზრდა მეკარის იან ობლაკის გამო მიხარია. ამ პოზიციის ფეხბურთელისთვის სათადარიგოთა სკამზე ჯდომა რთულია, ამიტომაც, დღეს მან ღირსეულად ითამაშა“, – განაცხადა ელ ნინიომ.

სუარესი და ტორესი ენფილდზე ბრუნდებიან

29 მატს “ენფილდ როუდზე” საქველმოქემდო მატჩი შედგება, რომლის ფარგლებშც ერთმანეთს სტივენ ჯერარდის და ჯეიმი კარაგერის გუნდების წარსდგებიან.

მატჩში მონაწილეობა უკვე დაადასტურეს “ლივერპულის” ყოფილმა მოთამაშეებმა. ესენი არიან: ლუის სუარესი, ფერნანდო ტორესი, დირკ კიუიტი, პეპე რეინა და ჩაბი ალონსო. მათთან ერთად მოედანზე ტიერი ანრი, ჯონ ტერი და დიდიე დროგბაც გავლენ.

შეხვედრაში “ლივერპულის” ის მოთამაშეებიც მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც ამ პერიოდში საკუთარი ქვეყნების ეროვნულ ნაკრებებში არ იქნებიან გამოძახებულები. გუნდების მწვრთნელების ვინაობა კი უახლოეს მომავალში დასახელდება.

მატჩიდან შემოსული თანხა “ლივერპულის” ფონდზე და სამკურნალო ორგანიზაციებზე გადანაწილდება.

დელ ბოსკემ ტორესის ესპანეთის ნაკრებში დაბრუნება არ გამორიცხა

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვისენტე დელ ბოსკეს თქმით, ფერნანდო ტორესს ესპანეთის ნაკრებში დაბრუნების შანსი აქვს.

„ფერნანდოს ნაკრებში დაბრუნების შანსი აქვს. „ატლეტიკომ“ და ტორესმა ერთმანეთი იპოვეს. „რეალის“ წინაამღდეგ მან ჩინებული მატჩი ჩაატარა. ნაკრებში მისი პოტენციური დაბრუნება ჩვენთვის კარგი სიახლეა“, – განაცხადა „ფურია როხას“ დამრიგებელმა.

ტორესი: “სწრაფმა გოლმა ჩვენი თამაშის ჩვენების შესაძლებლობა მოგვცა”

ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის გამართული განმეორებითი მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა და მომდევნო ეტაპზე დიეგო სიმეონეს გუნდი გავიდა. “ატლეტიკოს” რიგებიდან დუბლი შეასრულა გუნდში ახლადდაბრუნებულმა ფერნანდო ტორესმა, რომელსაც მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა კომენტარის გაკეთება სთხოვეს.

“დღეს მშვენიერი დღეა და ამით უნდა დავტკბეთ. ფრედ ვითამაშეთ და კმაყოფილები ვართ, რადგან მოედანზე საკმაოდ თავდაჯერებულნი ვიყავით. სწრაფმა გოლმა ჩვენი თამაშის ჩვენების შესაძლებლობა მოგვცა. საერთო შედეგი საფრთხის წინაშე არ დამდგარა და ეს ეტაპი ზედმეტი წინააღმდეგობის გარეშე გავიარეთ.

მოხარული ვარ, რომ “ატლეტიკოში” დაბრუნების შემდეგ გატანა შევძელი და ეს იმ მოედანზე მოვახერხე, სადაც მანამდე გოლი გატანილი არ მქონდა”, – ციტირებს ტორესის სიტყყვებს “მარკა”.

 

ტორესმა “რეალს” გაუტანა (ვიდეო)

ფერნანდო ტორესმა ესპანეთის თასზე “რეალის” წინააღმდეგ “ატლეტიკოს” დაწინაურება პირველ წუთზე შეძლო. ფორვარდისთვის ეს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პირველი გოლია.

ტორესი: “რეალის დონის გუნდის დამარცხება ყოველთვის სასიამოვნოა”

მადრიდის “რეალთან” მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი “ატლეტიკოს” ფორვარდმა, ფერნანდო ტორესმა გააკეთა.

“მშობლიურ კლუბში დაბრუნებით გახარებული ვარ. დღევანდლი შეხვედრა შესანიშნავი იყო. სტადიონზე სასიამოვნო ატმოსფერო სუფევდა, მატჩის შედეგმა კი ძალიან გაგვახადა. “რეალის” დონის გუნდის დამარცხება ყოველთვის სასიამოვნოა.

“სანტიაგო ბერნაბეუზე” გაგვიჭიერდება. “რეალს” პირველ ნომრად თამაში კარგად გამოსდის. ამიტომ, მეტოქეს ხელი მაქსიმალურად უნდა შევუშალოთ და ჩვენი შანსებით უნდა ვისარგებლოთ” – განაცხადა ტორესმა.

როგორ ითამაშა ტორესმა „რეალთან“ სადებიუტო მატჩში (ვიდეო)

მოგეხსენებათ, ესპანეთის თასის მატჩში მადრიდის „ატლეტიკომ“ ვისენტე კალდერონის სახელობის სტადიონზე თანაქალაქელი „რეალი“ მიიღო და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

აღნიშნული შეხვედრა საინტერესო იმითაც იყო, რომ დიეგო სიმეონეს გუნდის შემადგენლობაში ფერნანდო ტორესმა ითამაშა, რომელიც თავის მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. ელ ნინიომ ხსენებულ შეხვედრაში 60 წუთის განმავლობაში ითამაშა.

წარმოგიდგენთ მისი თამაშის ამსახველ ვიდეოს:

პირველივე დღეს „ატლეტიკოს“ გულშემატკვირებმა ტორესის 2000 მაისური შეიძინეს

კვირას, როდესაც „ატლეტიკომ“ ფერნანდო ტორესი წარადგინა, გაყიდვაში მისი მაისურებიც გამოვიდა.

ელ ნინიოს 19-ნომრიანი მაისური გაყიდვაში, ადგილობრივი დროით, დილით 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე იყო. აღნიშნულ დროში მადრიდიული კლუბის გულშემატკვირებმა 2000 მაისური იყიდეს.

აქედან გამომდინარე, საათში, საშუალოდ 222 მაისური, ხოლო წუთში 3,7 მიასური გაიყიდა.

ცნობისთვის, დღეს ტორესი „ატლეტიკოში“ დაბრუნების შემდეგ თავის პირველ მატჩს ჩაატარებს – ესპანეთის თასის 1/8 ფინალში მისი გუნდის მეტოქე მადრიდის „რეალი“ იქნება.

ტორესი: „თავდაჯერებულობას მხოლოდ „ატლეტიკო“ მომცემს“

„ატლეტიკოს“ შემადგენლობაში დაბრუნებულმა ფერნანდო ტორესმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მადრიდული კლუბი ერთადერთია, რომელსაც მისთვის თავდაჯერებულობის დაბრუნება შეუძლია.

„აქ უნდა დავბრუნებულიყავი, რადგან „ატლეტიკო“ ის კლუბია, რომელსაც ჩემთვის თავდაჯერებულობის მოცემა შეუძლია. აქ დაბრუნებაზე ვოცნებობდი, ღვთის წყალობით, ოცნება რეალობად მექცა.

ყველაფერი ცოტა არარეალურად გამოიყურება. დღევანდელ „ატლეტიკოში“ პირველი მატჩი განსაკუთრებული იქნება. გულშემატკივრებს ჩემი დაბრუნება ძალიან გაუხარდათ. ესპანეთში ყველაზე კარგ თანადგომას თავისი ქომაგებისგან სწორედ ჩვენი გუნდი გრძნობს. მათთვის ამისთვის დიდ მადლობას გადავუხდი“, – ციტირებს ტორესს „Football Espana“.

შეგახსენებთ, რომ ელ ნინიო „ატლეტიკოში“ 2001 წლიდან 2007 წლამდე თამაშობდა და 244 მატჩში 91 გოლი გაიტანა.

“ატლეტიკომ” ტორესი წარადგინა

დღეს მადრიდის “ატლეტიკომ” ფერნანდო ტორესი წარადგინა, რომელიც ესპანურ კლუბში “მილანიდან” გადავიდა. ელ ნინიო მშობლიურ კლუბში 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ტორესის წარდგენამ დიდი ინტერესი გამოიწვია. “ვისენტე კალდერონზე” აღნიშნულ მოვლენას 45 ათასი ქომაგი დაესწრო.

ფერნანდო ტორესს “ატლეტიკოში” თამაში 5 იანვრის შემდეგ შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი თავდამსხმელი მადრიდულ კლუბში 2007 წლამდე თამაშობდა.

Torres

Calderón

გოდინი ტორესის დაბრუნებით გახარებულია

მადრიდის “ატლეტიკოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დიეგო გოდინმა, კლუბში ფერნანდო ტორესის დაბრუნებაზე ისაუბრა.

“ფერნანდო “ატლეტიკოს” ნებისმიერი ფანისთვის ბევრს ნიშნავს. მისი დაბრუნება კი ძალიან მნიშვნელოვნია.

დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს გუნდს. ფერნანდო აქ წარმატებაში საკუთარი წვლილი შესატანად მოვიდა და ეს სწორი გადაწყვეტილებაა” – ამბობს გოდინი.

“ატლეტიკოში” ტორესი 2001-2007 წლებში ასპარეზობდა და 244 მატჩში შეძლო გატანა.

 

ფერნანდო ტორესმა მარკო როისს მიბაძა

3 იანვარს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მადრიდის “ატლეტიკოსა” და “ლევანტეს” შორის გამართულ შეხვედრას (3:1) ფერნანდო ტორესიც დაესწრო, რომელსაც ახალი ვარცხნილობა აქვს.

a184ff80-9367-11e4-87e8-2fd08b03c084_Tablet-two-510-pics-copy

 

fc5c7d50-9364-11e4-974e-0d0946b0ca18_000_DV1933997