„ჩელსის“ ხელმძღვანელობა ფერნანდო ტორესის გაშვებას ადრე ზეიმობდა, რადგან ესპანელი ფორვარდი, შესაძლოა, ლონდონურ კლუბში უკვე იანვარში დაბრუნდეს.
ზაფხულში „ელ ნინიო“ ორწლიანი იჯარით „მილანში“ გადავიდა. იქედან გამომდიანრე, რომ „ჩელსისთან“ ტორესს კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს, იგი, წესით, „არისტოკრატთა“ რიგებში არც უნდა დაბრუნებულიყო. თუმცა, „მილანის“ მთავარ მწვრთნელს ფილიპო ინძაგის ოთხი თვეც ეყო, რათა სიტუაცია შეეფასებინა. „როსონერიში“ ყოფნის პერიოდში ტორესმა ათი მატჩი ჩააატარა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, „მილანის“ ხელმძღვანელები ტორესის „ატლეტიკოში“ გაშვებას, სანაცვლოდ კი, ალესიო ჩერჩის მიღებას ცდილობდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ტორესის „ატლეტიკოში“ დაბრუნება ვერ მოხერხდება, „მილანმა“, შესაძლოა, კონტრაქტი გაწყვიტოს, რის გამოც ფერნანდოს „ჩელსიში“ გადასვლა მოუწევს.