„ინტერმა“ ტორესის მიმართ ინტერესი დაადასტურა

მილანის „ინტერის“ გენერალურმა დირექტორმა მარკო ფასონემ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ნერაძურის“ ზაფხულში ლონდონის „ჩელსის“ ფორვარდ ფერნანდო ტორესის დამატება სურს.

„ის ჩვენი ყურადღების არეალში მყოფი ერთ-ერთი ფეხბურთელია. ამის შესახებ ჩვენმა პრეზიდენტმა ერიკ თოჰირმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადა. მოგვიანებით ზუსტად გაგაცნობთ, თუ რომელი მოთამაშეებით არის ჩვენი კლუბი დაინტერესებული“, – ფასონეს სიტყვებს football espana ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ ფერნანდო ტორესი 2011 წელს „ლივერპულიდან“ დაიმატა. მაშინ ლონდონელებმა 50 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღეს, თუმცა ესპანელმა ფეხბურთელმა მასზე გაცემული ავანსების გამართლება ვერ შეძლო.

ბექა დოგრაშვილი

მოურინიომ ტორესის თამაში შეაფასა

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „გალათასარაისთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ ფერნანდო ტორესის თამაში შეაფასა.

„ნანდო მიმდიანრე სეზონს მისაღებ დონეზე ატარებს. მას ორი ტრავმა ჰქონდა, რომელის სწორედ მაშინ მიიღო, როდესაც შესანიშნავ ფორმაში იყო. პირველად იგი „მანჩესტერ სიტის“ კარში გამარჯვების გოლის შემდეგ დაშავდა, მაშინ ფერნანდო ერთი თვის განმავლობაში ვერ თამაშობდა.

შემდგომ ტორესმა „საუთჰემპტონსა“ და „ჰალ სიტის“ გაუტანა და მორიგი ტრავმა მიიღო.

„გალათასარაისთან“ შეხვედრაში მან კარგად იმუშავა, თუმცა, ნათელია, რომ მატჩის ბოლოდე ასე თამაში ფერნანდომ ვერ შეძლო“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ტორესი: „მესი და რონალდუ რეგულარულად იტანენ, მე – ვერა“

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი სამართლიანად აღნიშნავს, რომ საკამრისზე ნაკლებ გოლს იტანს, ამის მიზეზად კი ხანმოკლე სათამაშო დროს ასახელებს.

„თუ გოლს ყოველ მატჩში იტან, მაშინ ძირითადი შემადგენლობის წევრი ხარ. მესი და რონალდუ რეგულარულად იტანენ და ამიტომ, ისინი სასტარტო განაცხადში მუდმივად არიან. ახლა რომ ვარ, ასეთ სიტუაციაში არც „ატლეტიკოში“ და არც „ლივერპულში“ არ ვყოფილვარ. მესმის, რომ არასაკმარისი რაოდენობის გოლს ვიტან, თუმცა ეს იმიტომ ხდება, რომ ძირითად შემადგენლობაში ჩემს ნაცვლად სხვა მოთამაშეები ხვდებიან. რას ვიზამთ, ეს ფეხბურთის ნაწილია“, – ციტირებს ტორესის სიტყვებს „სქაი სპორტსი“.

შეგახსენებთ, რომ ტორესმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 12 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

დალაქი ჟოზე მოურინიო

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო რომ არაორდინალური კაცია, ეს არახალი ამბავია. ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი საკუთარ თავს „განსაკუთრებულს“ ტყუილად როდი უწოდებს.

პრესკონფერენციებზე უცნაურ კითხვებს ყველგან სვამენ. ამ მხრივ გამონაკლისი არც შვეიცარიაა. „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის Vტურში „ბაზელს“ სტუმრობს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კი, მოურინიოს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ შეიჭრა თმა.

შეიძლება მიაქციეთ ყურადღება, რომ სანაკრებო პაუზამდე მოურინიოს უფრო დიდი თმა ჰქონდა, შემდეგ კი შეთხელებული ვარცხნილობით დაბრუნდა, რამაც ჟურნალისტის დაინტერესება გამოიწვია.

მოურინიომ აღნიშნა, რომ თმის შესაჭრელი მოწყობილობა ფერნანდო ტორესისგან ითხოვა და ახალი ვარცხნილობა თავადვე დაიყენა.

„ზოგიერთს არ შეუძლია ის, რაც მე შემიძლია. ორიოდ თვეში ძველებურად მექნება თმა. ზოგიერთს ეს არ ძალუძს.
თმის შეთხელება გადავწყვიტე. ფერნანდოსგან თმის შესაჭრელი მანქანა ვითხოვე, დავჯექი სარკის წინ და თვითონვე შევიჭერი. ასე უფრო იაფია.
სანამ სახლში დავრუნდებოდი, ჩემს მეუღლეს ფოტო გავუგზავნე, რომ გამეგო, შემეძლო თუ არა შინ დაბრუნება. ქალბატონ მოურინიოს არავითარი პრობლემა არ ჰქონია“, – აღნიშნა ჟოზე მოურინიომ.

საინტერესოა, ვინ იგულისხმა მოურინიომ, როცა თქვა, რომ ზოგიერთს თმის გაზრდა არ შეუძლია. გამოითქვა მოსაზრება, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ამ ფრაზით ოსტატურად დასცინა ტორესის ყოფილ თავკაც და „ნაპოლის“ ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესს.

ბექა დოგრაშვილი

ტორესი “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

ლონდონის “ჩელსის” ესპანელი თავდამსხმელი, ფერნანდო ტორესი “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ გასამართ მატჩს გამოტოვებს. ამის შესახებ, ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო აცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ ვარჯიშზე, ფეხზე მიღებული ტრავმის გამო, ტორესმა “შალკესთან” და “ვესტ ბრომვიჩთან” ჩატარებული შეხვედრებიც გამოტოვა.

მოურინიოს თქმით, დიდი შანსია, “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში არ იყოს ეშლი კოულიც, რომელსაც ადგილი სეზარ ასპილიკუეტამ წაართვა.

ფერნანდო ტორესის კურიოზული აცილება “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში

27 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, ლონდონის “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ლონდონელთა ესპანელმა თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა “მანჩესტერ სიტის” კარს ბურთი ახლო მანძილიდან ააცილა.

ტორესმა „შალკეს“ ქომაგებს უცენზურო ჟესტი უჩვენა

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა თავი ვერ შეიკავა და გელზენკირხენის „შალკეს“ ქომაგებს უცენზურო ჟესტი უჩვენა. მატჩის დაწყებამდე, გერმანული კლუბის გულშემატკივრებმა ტორესი ავტობუსში შენიშნეს და ის დამაცირებელი ლექსიკით მოიხსენიეს. ესპანელმა ფეხბურთელმა ვეღარ მოითმინდა და „შალკეს“ ქომაგებს საფეხბურთო სამყაროში ცნობილი „ეფენბერგის ჟესტი“ უჩვენა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი „ჩელსის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. ტორესმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი ედენ აზარის ანგარიშზეა.

ტორესი: „ეტოო ჩემი მეგობარია და არა – მტერი“

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა განაცხადა, რომ კონკურენციის მიუხედავად, კლუბის დანარჩენ ფორვარდებთან კარგი ურთიერთობა აქვს. ესპანელმა ფეხბურთელმა „ჩელსის“ ახალწვეული სამუელ ეტოო შეაქო.

„ჩელსის“ შეტევით ხაზში კონკურენცია მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა დემბა ბა და სამუელ ეტოო ჩემი მეგობრები არიან და არა – მტრები. ჩვენ თანაგუნდელები ვართ და ერთი მიზნისკენ მივიწევთ. ვფიქრობ, ეს კლუბისთვის კარგია. ეტოო ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია მათ შორის, ვინც კი ოდესმე მინახავს. მის წინააღმდეგ ესპანეთში ბევრჯერ ვითამაშე, როდესაც ის „მალიორკასა“ და „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა. დარწმუნებული ვარ, რომ ის „ჩელსიში“ თამაშით დატკბება. ეტოო ყოველდღე მუყაითად ვარჯიშობს. მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. ეტოოს ყველანაირად დავეხმარები, რისი საშუალებაც მექნება“, – ტორესის სიტყვები „ტელეგრაფმა“ გამოქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი