კოუტინიომ, შესაძლოა, კოლუმბიასთან ითამაშოს

ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ, რომელმაც პერუსთან კოპა ამერიკას სასტარტო მატჩი გამოტოვა, ორშაბათს საერთო ჯგუფთან ივარჯიშა.

სავარაუდოდ, „ლივერპულის“ ფეხბურთელი კოლუმბიასთან თავისი ეროვნული ნაკრების დახმარებას შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ კარლოს დუნგას გუნდი კოლუმბიას ხუთშაბათს, გამთენიისას შეხვდება.

ალან შირერი: “ბრენდან როჯერსმა მხოლოდ ერთი წარმატებული ტრანსფერი განახორციელა”

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და “ნიუკასლ იუნაიტედის” ყოფილმა კაპიტანმა ალან შირერმა, რომელიც დღესდღეობით საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, “ლივერპულის” სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა. მისი თქმით, მერსისაიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა 2012 წლიდან მხოლოდ ერთი წარმატებული ტრანსფერი განახორციელა.

“მე ვიტყოდი, რომ მხოლოდ კოუტინიოს ტრანსფერი გამოდგა წარმატებული. დანიელ სტარიჯს ტრავმის გამო საკმაოდ დიდი პერიოდი გაუცდა.

“ლივერპულს” კარგი სატრანსფერო პოლიტიკა არ აქვს, რაც, ალბათ, არის მიზეზი გუნდის წარუმატებლობისა.

მათ უნდა დაიმატონ მსოფლიო დონის ფეხბურთელები, თუმცა შარშან, როდესაც გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა, გუნდმა ასეთი ტრანსფერები ვერ განახორციელა და ახლა, როდესაც მერსისაიდელები ტურნირს მიღმა არიან, ამ მოთამაშეების გაფორმება კიდევ უფრო გაუჭირდებათ”, – შირერის კომენტარი “მირორმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ბრენდან როჯერსმა “ლივერპული” 2012 წელს ჩაიბარა. ამ ხნის განმავლობაში მან 24 ფეხბურთელი დაიმატა, ტრანსფერებში 211 მილიონი ფუნტ სტერლინგი დახარჯა, აქედან 8.5 მილიონი – კოუტინიოს შესაძენად.

კოუტინიო თებერვლის საუკეთესო მოთამაშე გახდა

“ლივერპულის” ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგებით პრემიერლიგის თებერვლის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

გასულ თვეში 22 წლის ბრაზილიელმა ინგლისის ჩემპიონატში ორი გოლი გაიტანა, “ლივერპულმა” კი 2-ჯერ მოიგო და 1 შეხვედრა ფრედ დაასრულა.

თებერვლის დასაწყისში ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა. 

კოუტინიო – ოქტომბრის ბოლომდე ლაზარეთში

ინგლისური „ლივერპულის“ ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო გუნდს ოქტომბრის ბოლომდე ვერ დაეხმარება. მერსისაიდული კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მხარი დაიზიანა. კოუტინიომ ტრავმა „სუონსი სიტის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო.

მანამდე „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა იმედი გამოთქვა, რომ 21 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი შემდეგი კვირის ბოლოს გამოჯანრმრთელდებოდა, თუმცა რეალობა გაცილებით მძიმეა. მიმდინარე სეზონში კოუტინიომ მერსისაიდული გუნდის რიგებში ხუთი მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

ბექა დოგრაშვილი