ფილიპე ლუისი და კეილორ ნავასი მადრიდული დერბის წინ ბავშვთა საავადმყოფოს ესტუმრნენ (ვიდეო)

სულ ცოტა დრო რჩება სეზონის ერთ-ერთი გამორჩეულ შეხვედრამდე. მადრიდული დერბი მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს, ამიტომაც თითოეული გუნდის ყველა მოთამაშე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია.

დღეს ფილიპე ლუისი და კეილორ ნავასი ბავშვთა ჰოსპიტალს ეწვივნენ, სადაც სიმსივნით დაავადებული მცირეწლოვანები მკურნალობენ. მათთან ერთად პატარები რუბი პერესმა (“ლეგანესი”), ანხელმა (“ხეტაფე”) და ფრან ბელტრანმა (“რაიო ვალეკანო”) მოინახულეს. ფეხბურთელებმა ბავშვებთან ისაუბრეს და ფოტოები გადაიღეს. მათ მცირედით მაინც სცადეს პატარების გაბედნიერება. სპორტსმენებმა, ასევე მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

ფილიპე ლუისი: “პიკეს ფანი ვარ”

მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელმა, ფილიპე ლუისმა მხარდაჭერა გამოხატა ჟერარდ პიკეს მიმართ, რომელსაც საკუთარი აზრის გამოხატვის გამო (კატალონიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით) ბევრი ესპანელი გულშემატკივარი გადაემტერა.

“პიკეს ფანი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში მის მოსაზრებებს არ ვიზიარებ. პიკე ალბიოლს ჰგავს, მათ არ ეშინიათ საკუთარი აზრის დაფიქსირების და დიდების უკან არ იმალებიან.

ისინი ნამდვილად პატივსაცემი ფეხბურთელები არიან და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში სხვებიც შეძლებენ საკუთარი აზრის ღიად გამოხატვას,” – აცხადებს ესპანელი ფეხბურთელი El Mundo-სთან საუბრისას.

ფილიპე ლუისი: “ბარსელონასთან” “ქამბექი” რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი”

ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალის პირველ შეხვერდაში მადრიდის “ატლეტიკომ” საკუთარ მოედანზე კატალონიის “ბარსელონა” მიიღო და შეხვედრა, ანგარიშით, 1-2 დათმო.

განმეორებითი მატჩის (თბილისის დროით, 8 თებერვალს, 00:00 საათზე) წინ ჟურნალისტებთან დედაქალაქელთა მარცხენა მცველმა, ფილიპე ლუისმა ისაუბრა.

“”ბარსელონასთან” “ქამბექი” რთული იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. “კამპ ნოუზე” თამაში იმ ტემპით უნდა დავიწყოთ, რა ტემპითაც “კალდერონზე” დავასრულეთ. ძალიან დიდი შემართება, შეუპოვრობა და რისკიანობა უნდა გამოვავლინოთ, არაფერს მოვერიდოთ და ყველა მომენტში თავი არ დავზოგოთ. მხოლოდ ასე მივიღებთ სასურველ შედეგს.”

“იმედია, სწრაფ გოლს გავიტანთ და ასე შანსებს მალე გავიზრდით. ადვილია, კარგიდან ცუდისკენ წახვიდე, თუმცა რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა გაცილებით დიდ დაბრკოლებებს უკავშირდება. იმედია, ამ ბარიერს დავძლევთ. ერთიანი გუნდი ვართ, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი უდგას სათავეში. ასეთ მომენტებში ის ჩვენ თავდაჯერებულობასა და რწმენას გვმატებს,” – განაცხადა ლუისმა.

ფილიპე ლუისს დისკვალიფიკაცია შეუმცირეს

მოგეხსენებათ, მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველმა ფილიპე ლუისმა ლიონელ მესის წინააღმდეგ უხეშობისთვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

ამის გამო მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობამ აპელაცია შეიტანა, რომელიც „ლა ლიგას“ კომიტეტმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია სამი მატჩიდან ერთ მატჩამდე შემცირდა, რადგან ხსენებულ ეპიზოდში მისი მხრიდან თამაშის წესის განგებ დარღვევა არ ჩანს.

ოფიციალურად: ფილიპე ლუისი „ატლეტიკოში“ გადავიდა

„ჩელსის“ მცველი ფილიპე ლუისი მადრიდის „ატლეტიკოში“ დაბრუნდა, რის შესახებაც ესპანური კლუბის ოფიციალური საიტი წერს.

29 წლის მოთამაშესთან ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ამჟამად შეთანხმების ფინანსური მხარე უცნობია. აქამდე გავრცელებული ცნობით, ტრანსფერი 16 მილიონი ევროს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ ფილიპე ლუის „ატლეტიკოში“ 2010 წლიდან 2014 წლამდე გამოდიოდა, რის შემდეგაც 22 მილიონ ევროდ „ჩელსიში“ გადაბარგდა. ინგლისის პრემიერლიგის განვლილ სეზონში ბრაზილიელა 15 მატჩი ჩაატარა.

ATM_Landscape_fichaje_filipe_EN

“ატლეტიკო” “ჩელსის” მცველების გაცვლას სთავაზობს

მადრიდის “ატლეტიკოს” ტობი ალდერვეირელდის ფილიპე ლუისზე გაცვლა სურს. აღნიშნული იდეით მადრიდელები “ჩელსის” ხელმძღვანელობას რამდენიმე კვირსი წი დაუკავშირდნენ, თუმცა ლონდონელებისთვის 26 წლის ალდერვეირელდი პრიორიტეტული შენაძენი არ არის.

გასული სეზონი ბილგიელმა ფეხბურთელმა იჯარის წესით “საუთჰემპტონში” გაატარა და 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

“ჩელსი” მზად არისნ ფილიპე ლუისს შეელიოს, თუმცა სანაცვლოდ მირანდას მიღება სურს, რაც თავად ბრაზილიელ მცველს არ სურს, რომელსაც კარიერის გაგრძელება მილანის “ინტერში” ურჩევნია.

“ატლეტიკო” მზადაა, ფილიპე ლუისის დასაბრუნებულად 16 მილიონი გადაიხადოს

მადრიდის “ატლეტიკოს” სურს ბრაზილიელი მცველის დაბრუნება.

ერთი წლის წინ, ფილიპე ლუისი “ჩელსიში” გადავიდა, მაგრამ “სელესაოს” წევრმა ვერ შეძლო სესარ ასპილიკუეტას ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება.

მადრიდული გუნდი მზად არის დაიბრუნოს გამოცდილი უკანახაზელი, რომელსაც სათამაშო დროს ჰპირდება. “ლეიბებმა” 29 წლის მცველისთვის 16 მილიონი გადადეს.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ “ჩელსი” ლუისს გაუშვებს, “ვესტ ჰემიდან” აარონ კრიუსველს შეიძენს.

“ჩელსი” მზად არის შეელიოს ფილიპე ლუისს კოკესთვის

ლონდონის “ჩელსი” მზად არის გაუშვას ფილიპე ლუისი თავის ძველ გუნდში, თუ ეს ყოველივე მათ კოკეს დაბრუნებაში დაეხმარებათ.

Standard Sport-ის ცნობით, “არისტოკრატები” გეგმავენ გაიფორმონ 23 წლის ნახევარმცველი, რომლის სატრანსფერო ფასიც დაახლოებით 48 მილიონი ფუნტია.

წყაროს გათვალისწინებით, “ჩელსიმ” შეიძლება ტრანსფერში 29 წლის ბრაზილიელი მცველი გამოიყენოს, რომელიც გასულ ზაფხულს სწორედ მადრიდული გუნდიდან შეუერთდა მათ.

“პენსიონერებმა” ფილიპე ლუისში 20 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

ამ ორ კლუბს ერთმანეთთან კარგი სატრანსფერო ურთიერთობა აქვს. ინგლისელებს ტიბო კურტუა სწორედ მათთან ჰყავდათ იჯარით, რომელიც ლუისთან და დიეგო კოშტასთან ერთად ზაფხულში მივიდა გუნდში, ხოლო “ჩელსიმ” “ლეიბებში” ფერნანდო ტორესი გაუშვა.

ფილიპე ლუისმა “დერბის” ჯარიმიდან გაუტანა (ვიდეო)

16 დეკემბერს, ინგლისის ლიგის თასზე, “დერბისა” და “ჩელსის” შორის გამრთულ მატჩში (1:3), ფილიპე ლუისმა მეტოქის კარი საჯარიმო დარტყმით დალაშქრა.

ოფიციალურად: ფილიპე ლუისი „ჩელსის“ ფეხბურთელია

მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველი ფილიპე ლუისი ლონდონის „ჩელსიში“ გადავიდა. 28 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „პენსიონერებთან“ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

„ოცნება ამიხდა. უკვე მაქვს შესაძლებლობა, რომ „ჩელსის“ ფორმით პრემიერლიგაში ვითამაშო. ძალიან ბედნიერი ვარ. მოუთმენლად ველოდები იმ მომენტს, როდესაც ახალი კლუბის რიგებში თამაშს დავიწყებ. „ჩელსის“ წარმატებებისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებ“, – ფეხბურთელის სიტყვები ლონდონური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ფილიპე ლუისი „ჩელსიში“ 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ბრაზილიელმა მცველმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის 2013-14 წლების სეზონში 32 მატჩი ჩაატარა.

 

ოფიციალურად: ფილიპე ლუისი „ჩელსიში“ ითამაშებს

ლონდონის „ჩელსიმ“ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მცველ ფილიპე ლუისის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.

უახლოეს პერიოდში 28 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი „პენსიონერებთან“ კონტრაქტს გააფორმებს.

ფილიპე ლუისმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის 2013-14 წლების სეზონში 32 მატჩი ჩაატარა.

 

ფილიპე ლუისი: “დღვანდელი მატჩი მწვრთნელთა დუელი იქნება”

მადრიდის “ატლეტიკოს” მცველმა ფილიპე ლუისმა განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაში საკუთარი გუნდის ფინალში გასვლის იმედი აქვს. შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკოს” და “ჩელსის” პირველი მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

“ჩვენთვის ეს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. ჩვენს გუნდს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაშის გამოცდილება ბევრს ნამდვილად არ აქვს. ვფიქრობ, “ჩელსი” ძალიან მკაცრად ითამაშებს დაცვაში, თუმცა არც შეტევებზე იტყვის უარს. დღევანდელი მატჩი მწვრთნელთა დუელი იქნება” – განაცხადა ფეხბურთელმა.