ანტუან გრიზმანმა ფრენკ რიბერის უპასუხა

მადრიდის “ატლეტიკოს” ლიდერი, ანტუან გრიზმანი ფრანკ რიბერის უპასუხა, რომელმაც მასზე კრიტიკულად ისაუბრა და განაცხადა, რომ გრიზმანი ოქროს ბურთზე არ უნდა წარედგინათ.

“მე ჩემი საქმის კეთებას კვლავ გავაგრძელებ. როგორც მან თქვა, ბოლოს გამოჩნდება, თუ როგორი ფეხბურთელი ვარ მე. მაგრამ ვიცი, რომ სწორ გზას ვადგავარ.

ყველას განსხვავებული აზრი აქვს. მაგალითად, მამაჩემისთვის მე მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელი ვარ. ასევე ფიქრობენ “ატლეტიკოს” გულშემატკივრებიც.”

ფრანგი ანტუან გრიზმანი კლუბის პრეზიდენტმაც დაიცვა: “რიბერის უნდა ვაპატიოთ, ის დიდებული ფეხბურთელი იყო, თუმცა ცოტათი დაბერდა.”

რიბერის შესაძლოა, კიდევ ორი თვე გაუცდეს

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველ ფრანკ რიბერის მორიგი ტრავმა შესაძლოა, იმაზე სერიოზული აღმოჩნდეს, ვიდრე ვარაუდობდნენ.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ფრანგი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზაგრების “დინამოს” წინააღმდეგ 11 დეკემბერს გამართულ მატჩში დაშავდა. რიბერი ზამთრის შესვენების დროს უნდა მომჯობინებულიყო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, “ბაიერნის” გარემარბმა ბარძაყის კუნთებიც დაიშავა. არ არის გამორიცხული, რიბერის ორი თვე გაუცდეს.

შეგახსენებთ, რომ ფრანკ რიბერის მიმდინარე კალენდარულ წელიწადში ცხრა თვე არ უთამაშია.

 

რიბერი CNN-სგან 1,5 მილიონ დოლარს ითხოვს (ფოტო)

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ ამერიკულ ტელეფომპანია CNN-ს სასამართლოში უჩივლა. ფეხბურთელი თავისი ერთ-ერთი სურათის უნებართვოდ გავრცელებისთვის მორალური კომპენსაციით ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც 1,5 მილიონ დოლარს შეადგენს.

როგორც სააგენტო „როიტერსი“ იტყობინება, CNN-მა რიბერის სურათი გაავრცელა:

Untitled

„ფრანკ რიბერის ამ სურათის გავრცელებაზე ნებართვა არავისთვის მიუცია. ჩემი კლიენტი ფრანგული სასამართლოს დახმარებით 1,5 მილიონი დოლარის ოდენობით კომპენსაციას ითხოვს“, – განაცხადა RMC-თან ინტერვიუში ფეხბურთელის ადვოკატმა კარლო ალბერტო ბუსამ.

რიბერი სეზონის სტარტს გამოტოვებს

„ბაიერნის“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი ბუნდესლიგის დასაწყისისთვის გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს. ფრანგი ფეხის ტრავმის შემდეგ მკურნალობას აგრძელებს, რის გამოც მიუნხენურ გუნდს ვერც წინასასეზონო ტურნეზე შეუერთდება.

„რიბერი სეზონის პირველი მატჩისთვის მზად არ იქნება. თუმცა იგი თავს უკეთესად გრძნობს, რაც ოპტიმისტურ პროგნოზებს გვაძლევს“, – განაცხადა „ბაიერნის“ თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ.

ბუნდესლიგაში პირველ მატჩს „ბაიერნი“ 14 აგვისტოს, „ალიანც არენაზე“ ჩაატარებს. გვარდიოლას გუნდის მეტოქე „ჰამბურგი“ იქნება.

რიბერი გამოჯანმრთელებას ვერაფრით ახერხებს

მარტში მიღებული ტრავმის შემდებ მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ გამოჯანმრთელება ჯერ ვერ მაოხერხა.

მკურნალობის სხვადასხვა გაძლიერებულმა მეთოდმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, რის გამო, ექიმებს ახალი გზების პოვნა უწევთ.

ამ ეტაპზე ფრანგის გამოჯანმრთელების დაახლოებითი პერიოდი უცნობია. მარტში ვარაუდობდნენ, რომ ფეხბურთელი მხოლოდ რამდენიმე დღეს იუქმებდა.

ლიდერების გარეშე – ვინ ვერ დაეხმარება „ბაიერნს“ „ბარსელონასთან“ ხვალინდელ მატჩში?

მოგეხსენებათ, ხვალ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ერთმანეთს მიუნხენის „ბაიერნი“ და კატალონიის „ბარსელონა“ დაუპირისპირდებიან.

ხსენებულ შეხვედრაში ხოსეპ გვარდიოლას გუნდს ერთდროულად ოთხი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. მათ შორის აღსანიშნავი გუნდის ორი წამყვანი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი და არიენ რობენია. გარდა ამისა, შეხვედრას ნახევარმცველი სებასტიან როდე და ძირითადი მცველები დავიდ ალაბა და ხოლგერ ბადშტუბერი გამოტოვებენ.

რიბერიმ სირბილი დაიწყო

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი, ფრანკ რიბერი ინდიციდუალური პროგრამით ვარჯიშობს. გერმანული კლუბის ტვიტერის ცნობით უკანასკნელ ვარჯიშზე ფრანგმა სირბილი დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ რიბერიმ ტრავმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, დონეცკის “შახტართან” შეხვედრაში მიიღო, რომელიც გერმანულმა გრანდმა გამანადგურებელი ანგარიშით, 7:0 მოიგო.

ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

რიბერი: „ვან გაალმა თავი ცუდ ადამიანად აჩვენა“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ თავისი გუნდის ყოფილ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ამჟამინდელ თავკაცზე ლუი ვან გაალზე ისაუბრა.

„პირად ურთიერთობაში პრობლემები გვქონდა. როდესაც ის გუნდში მოვიდა, არავინ იცოდა, თუ რა იქნებოდა. მას სახელები არ აინტერესებდა, მისთვის ვარსკვლავები არ არსებობდნენ, ყველას თავი ნულიდან უნდა გამოეჩინა. ასეთ სიტუაციაში, როგორც პროფესიონალი, ნდობას კარგავ. დიახ, ვან გაალს ჩინებული სტრატეგიის არჩევა შეუძლია, მაგრამ თავი მან როგორც ცუდმა ადამიანმა გამოიჩინა. ჩვენი ურთიერთობა დაინგრა“, – განაცხადა რიბერიმ.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი ბავარიელებს 2009 წლიდან 2011 წლამდე თავკაცობდა. ამ პერიოდში მან ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და გერმანიის სუპერთასი მოიგო. 2010 წელს ვან გაალის თავკაცობით „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც „ინტერთან“ ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

რიბერი “ლევერკუზენთან” ვერ ითამაშებს

“ბაიერნის” ნახევარმცველი, ფრანკ რიბერი საკუთარ გუნდს ტრავმის გამო “ლევერკუზენთან” გასამართ სათაშო შეხვედრაშიც ვერ დაეხამრება.

აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთელმა გერმანულ პრესასთან საუბრისას თავად დაადასტურა. კითხის ნიშნის ქვეშ არის მისი თამაში “აინტრხატთანააც”.

ფრანგმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაში “პორტუსთან” მატჩისთვის დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში რიბერიბ 15 შეხვედრაში ითამაშა და 5 გოლი გაიტანა.

რიბერი: „ბაიერნისთვის“ ალაბას ტრავმა კატასტროფაა“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველის ფრანკ რიბერის აზრით, დავიდ ალაბა მისი გუნდისთვის დიდი დანაკარგია. ცნობისთვის, ავსტრიელი თამაშს შვიდი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.

„დავიდისთვის, მისი ოჯახისთვისა და თანაგუნდელებისთვის ეს ცუდი ამბავია. ჩვენთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ტრავმა მას ზამთრის შესვენებამდეც ჰქონდა, თუმცა ის სწრაფად გამოჯანმრთელდა. ალაბა ფორმის პიკში იყო და კარგ ფეხბრუთსაც აჩვენებდა. ჩვენ დიდი მოთამაშე დაგვაკლდება. ახლა მან სიმშვიდე და ოპტიმიზმი უნდა შეირაჩუნოს. დავიდი საკმაოდ ძლიერია, რათა ასეთ სირთულეებს გაუმკლავდეს. „ბაიერნისთვის“ ეს ამბავი ნამდვილი კატასტროფაა“, – განაცხადა რიბერიმ.

ბეკენბაუერი: „რიბერი და ბოატენგი „ბაიერნს“ სახელს უფუჭებენ“

ფრანც ბეკენბაუერი ფრანკ რიბერისა და ჯერომ ბოატენგის ქმედებებით უკმაყოფილოა. მისი აზრით, ორივე ფეხბურთელმა მოედანზე ემოციების გამოვლინებისგან თავი უნდა შეიკავოს.

„რიბერის წინააღმდეგ უხეშად ხშირად თამაშობენ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან თავი არ უნდა შეიკავოს. არ აქვს მნიშვნელობა, მას ხშირად პროვოცირებენ თუ არა. მეტოქეებმა უკვე იციან, რომ ფრანკი ასეთ მომენტებზე ყოველთვის რეაგირებს. იგივე ბოატენგსაც ეხება. მათთან ამ საკითხზე საუბარი აუცილებელია, რადგან ასეთი ქმებედებებით ისინი „ბაიერნს“ ზიანს აყენებენ“, – განაცხადა ბეკენბაუერმა.

რიბერი გერმანიის მოქალაქეობა სურს

გერმანული პრესის ნობით, მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველ ფრანკ რიბერის გერმანიის მოქალაქეობის მიღება სურს.

“რატომაც არა? გერმანიაში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ამას ჩემი ოჯახის და მომავლის გამო გავაკეთებ. აქ მშვენიერი სახლი ვიყიდე, გერმანულ მენტალიტეტს კი ძალიან ვაფასებ. ჩემი შვილი, სალიფი გერმანიაში დაიბადა და მომავალში ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსების დაცვა შეუძლია” – განაცხადა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რიბერი გერმანულ გრანდში 2007 წლიდან თამაშობს. “ბაიერნთან” ერთად მან ფაქტობრივად ყველა ტიტულის მოგება შეძლო.