ლამპარდი: “იმედგაცრუებული ვარ, რომ დრო არ მომეცა”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფრენკ ლამპარდის გათავისუფლების შემდეგ, ინგლისელმა სპეციალისტმა საზოგადოებას საგანგებო განცხადებით მიმართა.

“ჩემთვის დიდი პატივი იყო “ჩელსის” თავკაცობა – კლუბის, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში საკმაო ადგილი უკავია.

პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ფანებს, რომლებიც მთელი 18 თვის განმავლობაში დიდ მხარდაჭერას მიცხადებდნენ. იმედია, მათ იციან, რას ნიშნავს ეს ჩემთვის.

როდესაც ამ როლს დავთანხმდი, მესმოდა, თუ რა გამოწვევები მელოდა კლუბისთვის ამ ურთულეს პერიოდში.

ვამაყობ ჩვენი მიღწევებით. ვამაყობ აკადემიის ფეხბურთელებით, რომლებმაც მთავარ გუნდში პირველი ნაბიჯები გადადგეს და ეს საკმაოდ კარგად მოახერხეს. ეს გახლავთ კლუბის მომავალი.

იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ამ სეზონში საკმარისი დრო არ მომეცა, რათა წინ წავსულიყავით და კლუბი ახალ დონეზე გადასულიყო.

მადლობას ვუხდი ბატონ აბრამოვიჩს, ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებს, ჩემს სამწვრთნელო შტაბსა და ყველას იმ შრომისმოყვარეობისა და ერთგულებისათვის, რომელიც ამ არაპროგნოზირებადი და რთული პერიოდის განმავლობაში გამოავლინეს.

გუნდს სამომავლოდ წარმატებას ვუსურვებ”, – ნათქვამია ლამპარდის განცხადებაში.

ლამპარდი მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა გუნდიდან მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.

“მე ჩემს საქმეში დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს ხალხი. ფეხბურთს ფეხის ადგმის მომენტიდან ვთამაშობ, პროფესიონალურ დონეზე ოცი წელიწადი ვითამაშე და მაშინაც ისე ვცდილობდი, როგორც ახლა.

წაგება არ მიყვარს. “მანჩესტერ სიტისთან” მარცხმა დამამწუხრა. ჩვენ იმ დღეს უკეთეს გუნდთან დავმარცხდით, მაგრამ მომდევნო დღეს უკვე პროგრესისკენ ვიყავი მომართული. მე სიტუაციას ასე ვუყურებ.

ამ გამოწვევის მიღების სურვილი რომ არ მქონოდა, ტელეექსპერტად ვიმუშავებდი და გაცილებით იოლ საქმეს გავაკეთებდი. სხვების მსგავსად მეც შემეძლო ექსპერტად მუშაობა, მაგრამ არ ვისურვე”, – ციტირებს ლამპარდის სიტყვებს “გარდიანი”.

ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურის თავზე “ჩელსის” სატურნირო ცხრილში 26 ქულით მეცხრე ადგილი უკავია. ხვალ ლამპარდის გუნდი ინგლისის თასის მესამე რაუნდში მეორელიგელ “მორკამს” ეთამაშება.

ლამპარდი: “ვენგერს პატარა ბავშვივით უხაროდა”

ფრენკ ლამპარდი ლონდონის “არსენალის” წარმატებას გამოეხმაურა და “მეთოფეების” დადებით მხარეებსაც გაუსვა ხაზი.

“ის, რამაც დღეს ყველაზე მეტად მომხიბლა, არის “არსენალის” ფეხბურთელების თამაში, როდესაც მათ ბურთი არ ჰქონდათ.

ბურთის კონტროლისასაც ძალიან კარგად მოქმედებდნენ იოზილისა და სანჩესის წყალობით, მაგრამ უბურთუდაც ჭკვიანურად მოძრაობდნენ. თითქოს მთელი კვირა ამაზე ვარჯიშობდნენ.

არსენ ვენგერი? დიდი ზეწოლის მიუხედავად, ის ძალიან ბედნიერი იყო, პატარა ბავშვივით უხაროდა,” – აცხადებს ფრენკ ლამპარდი.

ფრენკ ლამპარდის სამი საუკეთესო გოლი “ნიუ იორკ სიტიში” (ვიდეო)

ფრენკ ლამპარდმა ორშაბათს ოფიციალურად დაადასტურა, რომ “ნიუ იორკ სიტისთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებდა და კლუბს 2016 წლის მიწურულს დატოვებდა.

შეგახსენებთ, რომ “ჩელსის” ლეგენდა “იანკი სტედიუმზე” 2015 წლის MLS-ის სეზონის შუაგულში გამოჩნდა. მას შემდეგ, 38 წლის ლამპარდმა ლიგის 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 15 გოლი ჩაიწერა აქტივში.

გთავაზობთ KICK-ის მიერ არჩეულ სამ საუკეთესო გოლს, რომელიც ფრენკმა დროის ამ შუალედში გაიტანა:

ლამპარდი: “მანჩესტერს” მოურინიოს მსგავსი სპეციალისტი დასჭირდება”

ამერიკულ MLS-ში მოთამაშე ფრენკ ლამპარდმა ჟოზე მოურინიოს მომავალზე საუბრისას აღნიშნა, რომ  სავსებით შესაძლებელია პორტუგალიელის “ოლდ ტრაფორდზე” გამოჩენა.

“ზუსტად ვერაფერს გეტყვით. “ჩელსის” დატოვების შემდგომ, მასთან ბევრი არ მისაუბრია. თუმცაა ვფიქრობ, რომ ის სულ ცოტა ხანში მოგვევლინება ევროპული გრანდის სათავეში.”

 როდესაც ITV-ს ჟურნალისტმა ჰკითხა ლამპარდს, შეიძლება თუ არა ეს დიდი გრანდი “მანჩესტერი” იყოს, მან განაცხადა: ” თუ ვან გაალი კლუბს დატოვებს, მაშინ “მანჩესტერს” ჟოზე მოურინიოს ტიპის სპეციალისტი დასჭირდება.
ვფიქრობ, რომ ჟოზე ამ დავალებას თავს გაართმევს. ის ხომ სწორედ ასეთია.” – განაცხადა ლამპარდმა.

ლამპარდი: „არამგონია, მოურინიოს გაშვებისას ფეხბურთელებს შორის რაიმე გარიგება ყოფილიყო“

„ჩელსის“ ლეგენდა ფრენკ ლამპარდი, რომელიც ამჟამად „ნიუ-იორკ სიტის“ რიგებში თამაშობს, არ ფიქრობს, რომ ლონდონური კლუბისდ ფეხბურთელები მოურინიოს გასაშვებად სპეციალურ გარიგებაში იღებდნენ მონაწილეობას.

„ვფიქრობ, გარიგების შემთხვევაში, კლუბში საჭირო ხალხი შეკრები არ არის. „ჩელსის“ მოთამაშეებსა და თვითონ კლუბს ვიცნობ, ეს გარიგება არ იყო.

უბრალოდ, ფეხბურთელებმა სათანადოდ ვერ ითამაშეს. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ეჭვებს ეძებენ, მაგრამ პასუხი საფეხბურთ მინდორზეა“, – ციტირებს პორტუგალიელს „დეილი მეილი“.

რა გაუკეთეს ფრენკ ლამპარდს დღევანდელ მატჩში (ვიდეო)

10 აგვისტოს, MLS-ში, “ნიუ იორკ რედ ბულზმა” საკუთარ მოედანზე “ნიო იორკ სიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, მასპინძელთა ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ფრენკ ლამპარდი ასე მაოტყუა:

ლამპარდი: “ჩელსიში” გადასვლა ჩემი კარიერის მთავარი მოვლენაა”

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმა, რომელიც ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს, განაცხადა, რომ 2001 წელს “ვესტ ჰემ იუნაიტედიდან” ლონდონის “ჩელსიში” გადასვლა მისი კარიერის მთავარი მოვლენაა.

“ახალგაზრდობაში ბევრს ვშრომობდი, გამიმართლა და “ვესტ ჰემში” მოვხვდი, სადაც ჰარი რედნაპთან, ტონი კართან, მამაჩემთან და სხვებთან ერთად ვმუშაობდი.

Lampard

შემდეგ ბედმა გამიღიმა და “ჩელსიში” აღმოვჩნდი. ამან ჩემი ცხოვრება და კარიერა მთლიანად შეცვალა. ეს დიდებულ გუნდში გატარებული საოცარი პერიოდი იყო.

მოხარული ვარ, რომ გამოჩენილი ფეხბურთელების გვერდით ორი დიდი გუნდის რიგებში მომიწია თამაში — “ჩელსიში” და “მანჩესტერ სიტიში”, – ლამპარდის სიტყვები “დეილი ექსპრესმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ფრენკ ლამპარდი “ჩელსის” შემადგენლობაში სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი (2004–05, 2005–06, 2009–10), ოთხჯერ მოიგო ფეხბურთის ასოციაციის თასი (2006–07, 2008–09, 2009–10, 2011–12), დაისაკუთრა ჩემპიონთა ლიგისა (2011–12) და ევროპის ლიგის (2012–13) თასები.

 

ლამპარდი: „მანჩესტერ სიტის“ წინადადება იმდენად კარგი იყო, რომ მასზე უარს ვერ ვიტყოდი“

ფრენკ ლამპარდმა „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ „ქალაქელებმა“ მას იმდენად კარგი პირობები შესთავაზეს, რომლებზეც ის უარს ვერ იტყოდა.

„ჩელსიში“ 13 წელი ჩავატარე და ყოველთვის ამ გუნდის „ბიჭი“ ვიქნები, რადგან ამ კლუბთან უამრავი მოგონება მაკავშირებს. „ჩელსიში“ გადაწყვიტეს, რომ ჩემი წასვლის დრო დადგა. 35 წლის ასაკში ასეთ სიტუაციაში ვერც იკამათებ. თუ შენი გაშვება სურთ, მიდიხარ.

შემდგომ „მანჩესტერ სიტი“ დამიკავშირდა. უარის სათქმელად, ეს ზედმეტად კარგი ვარიანტი იყო. ასეთ ასაკში ინგლისის ჩემპიონის შემადგენლობაში თამაშით ბევრი ვერ იტრაბახებს.

„ჩელსის“ გულშემატკივრებთან ჩინებული ურთიერთბა მაქვს. ჩემმა გადაწყვეტილებამ ამაზე არ იმოქმედა. ლონდონის იმ რაიონში სახლი კვლავ მაქვს და იქ საკმაოდ ხშირადაც ვრჩები. იმედია, ამ მხვრივ, არაფერი შეიცვლება“, – განაცხადა ლამპარდმა.

10 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც 35 წელს გადაცდა

Fanebi.com წარმოგიდგენთ მსოფლიოს 10 საუკეთესო ფეხბურთელს, რომელთა ასაკმაც 35 წელს გადააჭარბა.

10. ველინგტონი – “მალაგას” 35 წლის ცენტრალური მცველი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში აქვს ნათამაშები. ასაკის მიუხედავად, ის გუნდის უცვლელი წევრია.

we

9. ივიცა ოლიჩი 35 წლისაა, მაგრამ “ვოლფსბურგის” თავდამსხმელს ბუნდესლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად დღემდე მიიჩნევენ.

ivi

8. ლუკა ტონისთვის ეს სეზონი ისეთი წარმატებული არაა, როგორც შარშან, მაგრამ ვეტერანმა ფეხბურთელმა 18 მატჩში მაინც შეძლო 6 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება.

lu

7. რიკარდო კარვალიო 36 წლისაა, მაგრამ ის “მონაკოს” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლაში დაეხმარა.

ca

6. “ლაციოს” 35 წლის კაპიტანი, სტეფანო მაური მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე ფორმაშია. მან 13 მატჩში 7 გოლის გატანა შეძლო.

mu

5. “მონპელიეს” 37 წლის ცენტრალური მცველი ვიტორინო ილტონი ევროპაში სტატისტიკურად საუკეთესოა. 10 მატჩში მან 2-ჯერ შეძლო გოლის გატანა.

mo

4. ანტონიო დი ნატალეს კარიერის დასრულება ბევრჯერ შეეძლო, მაგრამ მან ეს ვერ გაბედა, რადგან ტოტო იტალიური ფეხბურთის სიმბოლოა. ის 38 წლისაა, მაგრამ მიმდინარე სეზონში 8 გოლის გატანა მაინც შეძლო.

tot

3. “მანჩესტერ სიტის” 36 წლის ნახევარმცველი, ფრენკ ლამპარდი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ თამაშობს.

frt

2. ანდრეა პირლო ვეტერანი ფეხბურთელის ხარჯზე ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ის მაყურებელს გენიალური ჯარიმებით ანებივრებს.

p

1. მსოფლიო ფეხბურთის 38 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი – ფრანჩესკო ტოტი.

to

პრემიერ ლიგის 7 ახალწვეული, რომლებმაც მოლოდინს გადააჭარბეს

Fanebi.Com გთავაზობთ 5 ფეხბურთელს, რომელებიც პრემიერ ლიგაში იმაზე უკეთესად თამაშობენ, ვიდრე მათგან ამას ელოდნენ.

7. ფრეიზერ ფორსტერი – “საუთჰემპტონი”

fraser

6. მარკოს როხო – “მანჩესტერი”

marco

5. ალექსის სანჩესი – “არსენალი”

alexis

4. ფრენკ ლამპარდი – “მან.სიტი”

Frank Lampard

3. გრაციანო პელე – “საუთჰემპტონი”

pelle

2. ემრე ჯანი – “ლივერპული”

emre

1. დიაფრა სახო – “ვესტ ჰემი”

diafra

ფრენკ ლამპარდი ახალ თანაგუნდელებს შეხვდა

36 წლის ინგლისელი ფეხბურთელი ფრენკ ლამპარდი ახალ თანაგუნდელებს შეხვდა.

მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს ვეტერანმა ინგლისელმა “ნიუ იორკ სიტისთან” კონტრაქტი გააფორმა. მისი ახალი გუნდი კი ლონდონში იმყოფება, სადაც შოტლანდიურ “სენტ მირენთან” ამხანაგური მატჩი უნდა გამართოს.

2589B40100000578-0-image-a-40_1423573679779