”ტატიშვილი” უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზეა

ფუტსალში საქართველოს ჩემპიონმა “ტატიშვილმა” წარმატებით დაძლია უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპი. პირველ ტურში შვეიცარიულ ”ფიდელთან” 5:5-ის შემდეგ, ჯგუფის გადამწყვეტ მატჩში ქართველებმა მასპინძელი კიშინიოვის ”დინამო” 3:1 დაამარცხეს. გოლები გიორგი ტიკურიშვილმა (ორჯერ) და ვახტანგ ჯვარაშვილმა გაიტანეს.

მეინ-რაუნდში “ტატიშვილის” მეტოქეები იქნებიან ყაზახური ”აქტობე”, ხორვატული ”ნოვო ვრიემე” და საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის გამარჯვებული.

მატჩებს 2-7 ოქტომბერს ხორვატია უმასპინძლებს.

Gff.Ge

ფუტსალი: მფკ ტატიშვილი საქართველოს ჩემპიონია!!!

საქართველოს ფუტსალის  ლიგის  2017/18 წწ სეზონის  გამარჯვებული მფკ ტატიშვილი გახდა!

„მედიკოსებმა“, დღეს თბილისის ოლიმპიურ სასხლეში გამართულ, ფინალური სერიის  მესამე  გადამწყვეტშეხვედრაში  4:0 დაამარცხეს კოლხი გულრიფში  და საქართველოს ჩემპიონის  ტიტულს პირველად დაეუფლნენ.

მატჩში ანგარიში მე-9 წუთზე გიორგი სილაგავამ გახსნა, პირველივე ტაიმში „მედიკოსების“ მეკარემ,  თორნიკე  ბუკიამ  ულამაზესი  დარტყმით ორამდე გაზარდა ანგარიში.  შეხვედრის მიწურულს, მანვე დუბლ გაიფორმა. მატჩის დასეზონის  ბოლო გოლი  კი გიორგი ქურდაძემ გაიტანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა, რომელსაც კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დაგენერალური მდივანი დავით მუჯირი ესწრებოდნენ.

სეზონის  საუკეთესო ბომბარდირი  33 გატანილი  გოლით, გიორგი სილაგავა გახდა, ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედკი „მედიკოსების“ კარის დარაჯი, თორნიკე ბუკია დასახელდა.

Gff.Ge

ფუტსალის ლიგა სეზონის მთავარი მატჩის მოლოდინში!

15 ივნისს, 19:30 სთ-ზე, თბილისის  ოლიმპიური  სასახლის დიდ დარბაზში, ფუტსალის ლიგის ფინალური დაპირისპირების მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება – საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის მფკ ტატიშვილი და კოლხი-გულრიფში იბრძოლებენ!
ფინალურმა სერიამ სტარტი 8 ივნისს აიღო. პირველ შეხვედრაში კოლხი-გულრიფშმა დაძაბულ შეხვედრაში 3:0 დაამარცხა მეტოქე.

08.06.2018. ფუტსალის ლიგა. ფინალი. I მატჩი
ტატიშვილი – კოლხი გულრიფში 0:3

გოლები: 16:43’ ალავერიქჰანი (0:1), 35:19’ დარჩია (0:2), 38:32’ სარანი (0:3)

გაფრთხილება: 20:35’ დარჩია (კოლ)

10 ივნისს გამართულ განმეორებით შეხვედრაში, „მედიკოსებმა“ სერიაში ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს – უგოლოდ დასრულებული ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ, მატჩის ბედი 6 მეტრიანების სერიამ გადაწყვიტა – 3:1 ტატიშვილის სასარგებლოდ. შესაბამისად, ჩემპიონის გამოსავლენად მესამე შეხვედრის დანიშვნა გახდა საჭირო.

10.06.2018. ფუტსალის ლიგა. ფინალი. II მატჩი

ტატიშვილი – კოლხი გულრიფში 0:0 დ.დ 0:0 პენ. 3:1


6 მეტრიანების სერია:
 თოთლაძე (1:0), სარანი (1:0), ექიზაშვილი (2:0), ნაბათალიზადე (2:1), სილაგავა (3:1)

გაფრთხილება:
 07:14’ ქურდაძე (ტატ), 26:07’ ონიანი (ტატ), 37:30’ სარანი (კოლ), 47:20’ ექიზაშვილი (ტატ)

აღსანიშნავია, რომ ტატიშვილი მოქმედი ვიცე-ჩემპიონია, კოლხი  კი პირველ სეზონს ატარებს ლიგაში – ქვეყნის საუკეთესო გუნდის წოდება კი აქამდე არცერთ მათგანს არ მოუპოვებია.  ფინალური მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა, გულშემატკივარს სილკ უნივერსალზე შეეძლება.

საჩემპიონო მატჩისთვის მზადების შესახებ, Sbm.ge გუნდების მთავარ მწვრთნელებს გაესაუბრა:

ალექსანდრე  ძაბირაძე, ტატიშვილი:  „წინ ძალიან  რთული და  დაძაბული მატჩი  გველოდება, რაზეც გასული ორი შეხვედრაც მეტყველებს. კოლხი სწრაფი და ტექნიკური  გუნდია, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ სასურველი შედეგის მისაღწევად. თუმცა ჩვენც არ   დავიშურებთ არანაირი ძალას და ენერგიას, იმედია ჩემპიონის ტიტულს  მოვიპოვებთ.“

მოსენ ჰაბირი, კოლხი: „ ჩვენმა  გუნდმა ორი დღე დაისვენა. 8 დღეში ოთხი თამაში  ჩავატარეთ რაც ძალიან რთულია. განვაახლეთ ვარჯიშები, სამწუხაროდ  ორ  ფეხბურთელს  ტრავმა  აქვს, მათ ვინაობას არ გაგიმხელთ, თუმცა გეტყვით, რომ ისინი თამაშს დიდი ალბათობით შეძლებენ. ორი მატჩის მანძილზე  გოლი არ  გაგვიშვია, იგივე შედეგი მინდა  გადამწყვეტი შეხვედრის დროს, თუმცა გვავქვს სხვა მონახაზებიც. არ გვინდა დამატებითი დროის  დანიშვნა, რადგან  შეგვწევს  უნარი ყველაფერი  ძირითად  დროში დავასრულოთ. მაღალი  დონის  მატჩს  იხილავს თამაშზე  მოსული გულშემატკივარი. ტატიშვილიც  ისეთივე სწრაფი და დინამიური ფეხბურთის მოყვარულია  როგორიც  ჩვენ,  მე  ძალიან  დიდ პატივს ვცემ ამ  გუნდს.“

ორი მატჩის გამართვა გახდა საჭირო მესამე ადგილისათვის ბრძოლაში. ექს-ჩემპიონმა, სტუ-თელასმა აგორა იოლად 2:1, 5:2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებს  დაეუფლა.

ბომბარდირები: ოთარ ბერეჩიკიძე (მართვე), გიორგი სილაგავა (ტატიშვილი)  – 32, ბაბაქ ალავერიქჰანი (კოლხი)  – 28

Gff.Ge

საქართველო 19-წლამდე ფუტსალის ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატია

უეფას ორგანიზებით, 2019 წლიდან, 19-წლამდე ფუტსალის ნაკრებთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. პირველი ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად შვიდი ქვეყანა იბრძოლებს. საქართველო 19-წლამდე ფუტსალის ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ერთერთი კანდიდატია. საქართველოსთან ერთად ცნობილია მასპინძლობის მსურველი კიდევ ექვსი ქვეყანა.

2019 წელს, 19-წლამდე ფუტსალის ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის მსურველი ქვეყნები – საქართველო, ხორვატია, უნგრეთი, ლატვია, პორტუგალია, რუსეთი და უკრაინა. მასპინძელი ქვეყანა მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დასახელდება.

19-წლამდე ფუტსალის ნაკრებთა საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 2018 წლის 1 ნოემბერს გაიმართება. ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი 2019 წლის 21-26 იანვარს შედგება.

მეინ რაუნდი 26-31 მარტს ჩატარდება. ევროპის ჩემპიონობისთვის, 2019 წლის 8-14 სექტემბერს, რვა ნაკრები იბძოლებს.

Gff.Ge

ფუტსალი: საქართველომ ინგლისი მეორეჯერაც გაანადგურა (ვიდეო)

5 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების პროცესში ინგლისის ნაკრებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ტყიბულში, მინდელის მაღაროში მომხდარი ტრაგედიის გამო შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ის ჩვენი გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა და დამაჯერებელი გამარჯვებით 6:0 დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან დუბლი სიმი საიოტიმ და გია ნიყვაშვილმა შეასრულეს, თითო გოლი კი, რონინიომ და ლევან კობაიძემ გაიტანეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ინგლისის ფუტსალის ნაკრებებს შორის 4 აპრილს გამართული პირველი ამხანაგური მატჩი, ავთანდილ ასათიანის გუნდი გამარჯვებით 5:1 დასრულდა.

საქართველო – ინგლისი 6:0 

თბილისი, „ოლიმპიური სასახლე“

საქართველო: ბუკია, კაკაბაძე, რონინიო, თალესი, სიმი საიოტი

სათადარიგო შემადგენლობა: კეფაშვილი, ჯამბურია, ჭანუყვაძე, ჭუმბურიძე, კობაიძე, მაისაია, ნიყვაშვილი, კეკელია

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

ინგლისი: მალპასი, ვიზერსი, ბეტსონი, ვარდი, ქუქი

სათადრიგო შემადგენლობა: კროფტი, გოლდშტეინი, დიქსონი, რიდი, ეჯი, პალფრიმანი, რაონი, ვები, ვოლასი, მეისონი

მთავარი მწვრთნელი: მაიკ სკუბალა

მსაჯები: შოთა ქუხილავა, ზვიად ბლიაძე, ლევან ვარამიშვილი

გოლები: 1:0 სიმი საიოტი (9), 2:0 სიმი საიოტი (11), 3:0 რონინიო (18), 4:0 ნიყვაშვილი (37), 5:0 ნიყვაშვილი (38), 6:0 კობაიძე (40)

გაფრთხილება: 22’ ვიზერსი, 40’ რაონი

 

საქართველოს ფუტსალის ნაკრების ღია ვარჯიში ინგლისთან მატჩამდე (ვიდეო)

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა წლის სადებიუტო მატჩამდე ღია ვარჯიში გამართა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ საწვრთნელ პროცესში 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრებს უახლოეს ამხანაგურ შეხვედრებში ორი ნატურალიზებული ბრაზილიელი ფეხბურთელი დაეხმარება. და მატა ფეიტოსა თალესი სერბეთი ჩემპიონი კლუბის „ეკონომაცის“ წევრია, სიმი საიოტი კი რუსულ კლუბ „სიბირიაკში“ თამაშობს.

ინგლისთან ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე ვერ დაეხმარება.  დღეს გამართულ ვარჯიშზე ზვიად კუპატაძემ ინდივიდუალურად ივარჯიშა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა,რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი,თბილისი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი,თბილისი), დავით კეფაშვილი (იმპერიალ ვეტ, რუმინეთი)

წინა ხაზი: სიმი საიოტი (სიბირიაკი,რუსეთი), და მატა ფეიტოსა (ეკონომაცი,სერბეთი), კახა მაისაია (თელასი,თბილისი), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი,თბილისი), ლევან კობაიძე (აგორა,თბილისი), მურთაზ კაკაბაძე (ვალეტა,მალტა), გია ნიყვაშვილი (ვალეტა, მალტა),ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში,ბელარუსი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში,ბელარუსი), რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა), შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი, მალტა), ვახტანგ კეკელია (ტატიშვილი, თბილისი)

საქართველო-ინგლისის მატჩი 4 და 5 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. 4 აპრილს მატჩის ტელე-რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

`

Gff.Ge

ფუტსალის ეროვნული ნაკრები ინგლისთან დაპირისპირებამდე ღია ვარჯიშს გამართავს

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები წლის პირველი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 4-5 აპრილს ჩვენი გუნდი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება.

3 აპრილს 18:00 საათზე ავთანდილ ასათიანის გუნდი ოლიმპიურ სასახლეში მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს. მედიის წარმომადგენლებს საწვრთნელი პროცესის საწყისი 15 წუთის გადაღების უფლება ექნებათ.

ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ორივე ამხანაგური შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და მათზე დასწრება თავისუფალია.

Gff.Ge

ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩებს გამართავს

4-5 აპრილს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი თბილისში ინგლისის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. ორივე მატჩი ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება და მათზე დასწრება თავისუფალია.

ინგლისის ეროვნული გუნდი ევრო 2018-ის შესარჩევ ტურნირში წინა საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და „დ“ ჯგუფში ალბანეთის, ბულგარეთისა და მალტის ნაკრებებს დაუპირისპირდა. გამართული სამი შეხვედრიდან ინგლისელებმა ორი მოიგეს, თუმცა ლიდერ ალბანეთს სამი ქულით ჩამორჩნენ და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება ვერ მოიპოვეს.

Gff.Ge

ფუტსალი: პოლონეთმა საქართველო ისევ დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე პოლონეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ქალაქ ჩესტოხოვაში ჩატარებული შეხვედრა პოლონელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. მატჩის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. ანგარიში 22-ე წუთზე ვოიციეჩოვსკიმ გახსნა. 33-ე წუთზე ლუტეცკიმ გაიტანა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორბურთიანი გახადა. ზუსტად ერთ წუთში არჩილ სებისკვერაძემ სხვაობა შეამცირა. საბოლოო ანგარიში 37-ე წუთზე ზასტავნიკმა დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი ამხანაგური მატჩი ასევე პოლონელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.

პოლონეთი – საქართველო 3:1

პოლონეთი: კალუზა, ზასტავნიკი, ლუტეცკი, მიკოლაევიჩი (კ), კრიზელი.

სათადარიგო შემადგენლობა: იენდრუშეკი, კუბიკი, კაიმანი, მარეკი, გლაზიაკი, ციტკო, სოლეცკი, პოპლავსკი, ვოიციეჩოვსკი.

საქართველო: კუპატაძე, კაკაბაძე (კ), თოფურია, თოდუა, კურტანიძე.

სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, ჭანუყვაძე, ლუკავა, ზედელაშვილი, კობაიძე, რონინიო, ჭუმბურიძე, სებისკვერაძე, ნიყვაშვილი.

მსაჯები: დამიან იარუხევიჩი, გჟეჟოგ ვიერჩოხი.

გაფრთხილება: კუბიკი, კობაიძე.

გოლები: 1:0 ვოიციეჩოვსკი (22), 2:0 ლუტეცკი (33), 2:1 სებისკვერაძე (34), 3:1 ზასტავნიკი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური

ფუტსალი: პოლონეთმა საქართველო დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა პოლონეთში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ქალაქ ბელხატოვში ჩატარებული შეხვედრა პოლონეთის გამარჯვებით 4:2 დასრულდა. მატჩის მერვე წუთზე ანგარიში ნიკოლოზ კურტანიძემ გახსნა. ზუსტად ოთხ წუთში, ზასტავნიკმა ორი გოლი გაიტანა. მეცამეტე წუთზე კაკაბაძემ საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა და ტაიმი ფრედ დასრულდა. საბოლოოდ, ვოიციეჩოვსკიმ 34-ე და 38-ე წუთებზე დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს მოაგებინა.

პოლონეთი: კალუზა, ზასტავნიკი, ლუტეცკი, მიკოლაევიჩი (კ), კრიზელი

სათადარიგო: იენდრუშეკი, კუბიკი, კაიმანი, მარეკი, გლაზიაკი, ციტკო, სოლეცკი, პოპლავსკი, ვოიციეჩოვსკი.

საქართველო: ბუკია, კაკაბაძე (კ), თოფურია, თოდუა, კურტანიძე

სათადარიგო: კუპატაძე, ჭანუყვაძე, ლუკავა, ზედელაშვილი, კობაიძე, რონინიო, ჭუმბურიძე, სებისკვერაძე, ნიყვაშვილი.

ავთანდილ ასათიანის გუნდი, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე პოლონეთს, 5 დეკემბერს, ქალაქ ჩესტოხოვაში მეორედ შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

Gff.Ge

ფუტსალის ლიგა 2017/18: სასტარტო ტური, ბევრი გოლით და სატელევიზიო „სიახლით“

3 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.

წლევანდელ გათამაშებაში, რვა გუნდი მონაწილეობს, რომლებიც სამ წრედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, რის შემდეგაც საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის უფლებას ოთხი საუკეთესო მოიპოვებს. 1/2 ფინალურ, ფინალურ და III ადგილისთვის შეხვედრებში, გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გამოვლინდება.

წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი მთავარი სიახლე, ღონისძიების სატელევიზიო გაშუქებას უკავშირდება – პირველად ფუტსალის ეროვნული პირველობის ისტორიაში, ჩემპიონატის მატჩები სატელევიზიო პირდაპირი ეთერით გადაიცემა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, სპორტული სააგენტო SBM-ისა და ტელეკომპანია სილკის პარტნიორობის ფარგლებში, ტურის ცენტრალური შეხვედრის სატელევიზიო ლაივები სილკ უნივერსალის ეთერში განხორციელდება. გულშემატკივარს საშუალება ქონდა სადებიუტო პირდაპირ ეთერში აგორასა და ბსუ-ს დაპირისპირება ეხილა.

რაც შეეხება ტურის დანარჩენ შეხვედრებს, ფუტსალის ლიგის ოფიციალური YouTube არხი და sbm.ge, ინტერნეტ ლაივის ფორმატში შემოგთავაზებთ. გაგრძელდება ტურის ყოველკვირეული მიმოხილვა, ყოველ ოთხშაბათს, სილკ უნივერსალზე ტურის ყველა მატჩის გოლი და საინტერესო ეპიზოდი შეგეძლებათ იხილოთ.

ახალმა სეზონმა სტარტი, მქომედი ჩემპიონის, სტუ-თელასისა და დებიუტანტის, წყალტუბოს დაპირისპირებით აიღო. როგორც მოსალოდნელი იყო, ფავორიტს არ გასჭირვებია დაგეგმილი ქულების მოპოვება – 8:2 „ენერგეტიკოსების“ სასარგებლოდ.

დაძაბული და საინტერესო გამოდგა „აფხაზური დერბი“, რომელშიც ერთმანეთს კოლხი-გულრიფში და აფხაზეთი დაუპირისპირდნენ. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა.

იოლი გამარჯვება იზეიმა ვიცე-ჩემპიონმა. ტატიშვილი ორგზის ბრინჯაოს მედალოსან თბილისის „თბილისს“ დაუპირისპირდა და 6:1 დაამარცხა.

ცენტრალური მატჩის სტატუსი გაამართლა აგორასა და ბსუ-ს დაპირისპირებამ. დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა, საბოლოოდ საკმაოდ უხვგოლიანიც გამოდგა და აგორას გამარჯვებით 6:3 დასრულდა.

03.11.2017. ფუტსალის ლიგა. I ტური

სტუ-თელასი – წყალტუბო 8:2 (5:1)

გოლები: 01:15’ წვერავა (1:0), 02:28’ ჭუმბურიძე (2:0), 03:48’ თევზაძე (2:1), 05:27’ კურბანოვი (3:1), 14:36’ სოზაშვილი (4:1), 18:02’ ჭუმბურიძე (5:1), 25:38’ ჭუმბურიძე (6:1), 29:37’ მაღლაკელიძე (7:1), 34:09’ გოგალაძე (7:2), 36:45’ სოზაშვილი (8:2)

გაფრთხილება: 19:22’ მაღლაკელიძე (თელ), 26:47’ გოგალაძე (წყალ)

გაძევება: 33:56’ ჭუმბურიძე (თელ)

კოლხი-გულრიფში – აფხაზეთი 3:3 (1:1)

გოლები:14:22’ ცხომარია (1:0), 17:49’ მუმლაძე (1:1), 22:36; მაჭარაშვილი (1:2), 29:42’ დარჩია (2:2), 32:47’ ბ.მამაგულაშვილი (2:3), 33:39’ დარჩია (3:3)

გაფრთხილება: 27:27’ მუმლაძე (აფხ), 35:00’ ცხომარია (კოლ)

ტატიშვილი – თბილისი 6:1 (3:0)

გოლები: 04:38’ სილაგავა (1:0), 09:19’ ონიანი (2:0), 15:33’ ონიანი (3:0), 25:44’ კეკელია (4:0), 28:40’ მურცხვალაძე (5:0), 30:51’ სილაგავა (6:0), 38:27’ გოგოხია (6:1)

გაფრთხილება: 04:14’ ნამორაძე (თბ), 30:17’ კეკელია (ტატ)

აგორა – ბსუ (ბთ) 6:3 (2:1)

გოლები: 03:04’ სიგუნავა (1:0), 17:59’ კობაიძე (2:0), 19:27’ ნინიძე (2:1), 26:22’ ასამბაძე (2:2), 28:11’ დანელია (3:2), 32:05’ მამაცაშვილი (4:2), 35:56’ დანელია (5:2), 36:52’ სიგუნავა (6:2), 38:39’ ნადარაია (6:3)

გაფრთხილება: 28:26’ დანელია (აგო), 31:12’ ნინიძე (ბსუ)

გაძევება: 10:42’ ვეშაპიძე (აგო)

Gff.Ge

საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/2018 წლების სეზონის პრეზენტაცია

31 ოქტომბერს, სასტურმო „თბილისი რუმსში“, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის პრეზენტაცია გაიმართა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის, 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ფუტსალის ლიგის რიგით მესამე სეზონსაც მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ. ახალი სეზონიდან ლიგის პარტნიორი იქნება საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდი, რომლის თანადაფინანსებითაც ჩატარდება  აღნიშნული ჩემპიონატი.

ახალი სეზონი სტარტს 3 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს. წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს, რომლებიც ერთმანეთს სამ წრედ დაუპირისპირდებიან. პლეი-ოფში თამაშის უფლებას საუკეთესო ოთხეული მოიპოვებს. 1/2 ფინალურ, ფინალურ და III ადგილისთვის შეხვედრებში, გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გამოვლინდება.

ახალ სეზონზე იზრდება საპრიზო ფონდი –  ფრის და მოგების შემთხვევაში, გუნდებს გაზრდილი ბონუსები დაერიცხებათ. ასევე დამატებითი ფულადი წახალისების მიზნით, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, გუნდები გათავისუფლდებიან საწევრო გადასახადისგან. 

რაც შეეხება ფუტსალის ლიგის სატელევიზიო გაშუქებას, სფფ-ს, SBM-სა და ტელეკომპანია „სილკის“ პარტნიორობის ფარგლებში, ყოველკვირეული მიმოხილვის გარდა, გულშემატკივარს საშუალება ექნება ყოველ პარასკევს, ტურის ცენტრალური შეხვედრა, „სილკ უნივერსალის“ პირდაპირ ეთერში იხილოს.

დავით  მუჯირი,  ფეხბურთის  ფედერაციის  გენერალური  მდივანი: „დღეს  ზოგადად  ვისაუბრეთ  იმ სიახლეებზე  რომლითაც  იქნება  გამორჩეული   2017/2018 წლის  სეზონი .  ჩვენ  ყველაფერს  ვაკეთებთ, რათა  ავყვეთ  მსოფლიო ფუტსალის  სიახლეებს, მათ შორის გვინდა, რომ  მომავალი  წლიდან ფუტსალის  19 -წლამდე  ნაკრები  ყავდეს საქართველოს.  ახალი სეზონი  3  ნოემბერს  აიღებს  სტარტს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ეს დაგვანახა წინა შესარჩევმაც, თუ რა დიდია ფუტსალის  ლიგის  როლი  ეროვნული  ნაკრების  ფორმირებასა და მის შემდგომ წარმატებაში.

ზაზა  დოლიძე, ფეხბურთის  განვითარების  ფონდის  დირექტორი: „ფეხბურთის  განვითარების  სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში,    ფუტსალის  სახით  გაჩნდა  მიმართულება, რომელიც  საქართველოში აუცილებლად განვითარდება, მას  ბევრი  მაყურებელი  ჰყავს, მასობრივია, საინტერესო და დინამიური და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მხარში  დავდგომოდით  სპორტის  ამ სახეობას. ფუტსალის ლიგას ყოველწლიურად  ექნებათ  დაფინანსება, ეს სტაბილურობა კი  გულისხმობს    ჩემპიონატის  მაღალ  დონეზე  ჩატარებას.“

ზაალ  ჩიტალაძე,  სპორტული სააგენტო   sbm-ის  დირექტორი: „ ფუტსალის  ლიგის  გათამაშება  სტარტს   3  ნოემბერს  აიღებს,  ლიგაში  8  გუნდი  მონაწილეობს რომლებიც  სამ  წრედ  ითამაშებენ. წლევანდელი  სეზონი ძალიან  საინტერესო  იქნება, რადგან  ნაკრების  შემადგენლობა  რამდენიმე  გუნდშია გადანაწილებული და   ვფიქრობ  ეს დაძაბულობაზეც აისახება. ვისარგებლებ შემთხვევით  და  წარმატებებს  ვუსურვებ   მონაწილე  გუნდებს.“

ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი „უპირველესად,  მინდა,  წარმატება  ვუსურვო  ყველა  გუნდს. ვფიქრობ,  რომ  წლევანდელი  სეზონი  გამორჩეული  იქნება, ყველა  გუნდი  საკმაოდ  ძლიერია, გვყავს  დებიუტანტიც.  ჩემპიონატი  იქნება  დაძაბული და  ეს  ძალიან  კარგია,  რადგან  აიწევს  დონე  და  კლასი. ჩემპიონატი ყოველ წელს  უმჯობესდება  და სწორედ ეს პროგრესია სასიხარულო.“

 

 Gff.Ge