“იუვენტუსის” ნახევარმცველი ანდრეა პირლო მლს-ის მატჩს დაესწრო. იტალიელმა “ნიუ-იორკ სიტისა” და “ტორონტოს” შეხვედრას უყურა, იუწყება New York Post.
შეხვედრა, რომელიც ნიუ-იორკში ჩატარდა მასპინძელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა, დუბლი დავიდ ვილიამ გაიფორმა.
გუშინ, “იუვეში” პირლოს ყოფილმა თანაგუნდელმა სებასტიან ჯოვინკომ, რომელიც ახლა “ტორონტოში” თამაშობს, პირლოს მლს-ში გადაბარგება ურჩია.