იტალიური “იუვენტუსის” ნახევარმცველი ანდრეა პირლო მოედანს გაურკვეველი ვადით დაემშვიდობა. საქმე იმაშია, რომ ვეტერანმა ნახევარმცველმა მუხლის ტრავმა იტალიის სერია А-ს მეთოთხმეტე ტურში მიიღო. შეგახსენებთ, რომ ტურინელები “უდინეზეს” ხვდებოდნენ და მინიმალური ანგარიშით შესძლეს მოწინააღმდეგის დამარცხება.
“იუვენტუსის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილია, რომ პირლო წელს ვეღარ ითამაშებს.