პიტერ კრაუჩს გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანენ

“სტოკ სიტის” თავდამსხმელი, პიტერ კრაუჩი 2018 წლის გინესის რეკორდების წიგნში შევა იმ ადამიანის სტატუსით, რომელსაც ყველაზე მეტი თავური გოლი აქვს ინგლისის პრემიერ ლიგაში გატანილი.

როგორც იცით, კრაუჩს არაერთ ინგლისურ კლუბში აქვს ნათამაშები (“ასტონ ვილა”, “საუთჰემპტონი,” “ლივერპული”, “პორსმუტი”, ტოტენჰემი და “სტოკი”), ამ დროის მანძილზე კი მან 51-ჯერ შეძლო მეტოქეთა კარის თავური დარტყმით დალაშქვრა.

36 წლის პიტერ კრაუჩმა ალან შირერის რეკორდი (46 თავური გოლი) 2015 წლის მაისში დაამხო და მას შემდეგ ნელი ნაბიჯებით აუმჯობესებდა ამ ბრწყინვალე მიღწევას.

“დიდებული გრძნობაა! დიდებულია, როდესაც პრემიერ ლიგაში საკუთარი რეკორდი გაქვს, ამით ძალიან ვამაყობ,” – აცხადებს კრაუჩი, რომელსაც ინგლისის უმაღლეს ჩემპიონატში 436 მატჩი აქვს ჩატარებული.

რაფაელ ბენიტესი პიტერ კრაუჩის გადაბირებით არის დაინტერესებული

როგორც ჩანს, რაფაელ ბენიტესს პიტერ კრაუჩთან მუშაობა მოენატრა – “ნიუკასლის” თავკაცი “სტოკ სიტის” შემტევის გადაბირებით არის დაინტერესებული.

ბენიტესისა და კრაუჩის თანამშრომლობა 2005 წელს დაიწყო, როდესაც ისინი ერთმანეთს “ლივერპულში” შეხვდნენ.

“ნიუკასლის” თავკაცმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე უკვე მოასწრო 5 ტრანსფერის განხორციელება, თუმცა ის კვლავ აპირებს ერთი თავდამსხმელის დამატებას გუნდში.

ესპანელი სპეციალისტი თვლის, რომ 35 წლის კრაუჩი იდეალური მეწყვილე იქნება გეილისათვის, რომელიც ჩემფიონშიპში გადაბარგებულმა გუნდმა 10 მილიონ ფუნტად შეიძინა “კრისტალ პალასიდან”.

კრაუჩი ინგლისელთა მატჩზე: “გუნდის თამაშის დადანაშაულება უსამართლობა იქნება”

ევრო 2016-ის B ჯგუფის მეორე მატჩს, რომელშიც ერთმანეთს რუსეთისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, ბრიტანელთა ყოფილი ფეხბურთელი, პიტერ კრაუჩი გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელები ამ მატჩში ერიკ დაიერის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა მატჩის ბოლოს ბერეზუცკიმ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

“არ ვფიქრობ, რომ ეს გუნდის თამაშის ბრალია, იმ გუნდის რომელიც აარჩიეს. უბრალოდ ვთვლი, რომ უკეთესი იქნებოდა, ვარდი უფრო ადრე რომ ჩართულიყო თამაშში …

ამ შემთხვევაში ის უფრო ეფექტიურად ითამაშებდა, გაიქცეოდა შეტევაში და მცველებს პრობლემებს შეუქმნიდა.” – განაცხადა კრაუჩმა.

პიტერ კრაუჩი უკმაყოფილოა

გამოცდილმა თავდამსხმელმა პიტერ კრაუჩა „სტოკ სიტიში“ თავისი სათამაშო დროით უკმაყოფილება გამოთქვა. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ფორვარდმა მხოლოდ ერთ მატჩში ითამაშა, ჯამში მისმა სათამაშო დრომ კი 15 წუთი შეადგინა.

„სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა მწყინს, რომ არ ვთამაშობ. ზაფხულში „სტოკ სიტიმ“ 12 ფეხბურთელი დაიმატა. არადა, პრემიერლიგის სხვა კლუბებმა ნაკრები მოთამაშე მოიწვიეს. ახლა იმდენს ვერ ვთამაშობ, რამდენსაც ვისურვებდი, თუმცა მესმის, რომ ამ ლიგაში მაღალი კონკურენციაა. ჯანმრთელობასთან დაკავშრებული პრობლემები არ მაქვს, ვგრძნობ, შემიძლია, საჭირო ვიყო. იმედია, უახლოეს დროში უფრო ხშირად ვითამაშებ“, – ციტირებს კრაუჩს „სქაი სპორტსი“.

პრემიერლიგაში თავით გატანილი გოლების რაოდენობით კრაუჩი შირერს მიუახლოვდა

ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურში “სტოკ სიტისა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართულ მატჩში (1:4) მასპინძელთა თავდამსხმელმა პიტერ კრაუჩმა 38-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ინგლისელი ფორვარდისთვის ეს პრემიერლიგაში თავური დარტყმით გატანილი 45-ე გოლია.

ინგლისის უმაღლეს დივიზიონში თავური დარტყმით გატანილი გოლების რაოდენობით კრაუჩი მხოლოდ “ნიუკასლ იუნაიტედის” ყოფილ თავდამსხმელ ალან შირერს ჩამორჩება (46). აქტივში თავით გატანილი 45 გოლი აქვს “ქოვენთრი სიტისა” და “ასტონ ვილას” ყოფილ ფორვარდ დიონ დაბლინსაც. თავით ოდნავ ნაკლები გოლი გაუტანიათ ლეს ფერდინანდსა (40) და დუაიტ იორკს (38).

მსოფლიოს ყველაზე მაღალი ფეხბურთელები

დღევანდელ რეიტინგში მსოფლიოს ყველაზე მაღალ ფეხბურთელებს წარმოგიდგენთ.

პიტერ კრაუჩი, 201 სმ

ერთი შეხედვით მოუქნელ ფეხბურთელს საკმაოდ კარგი კარიერა გამოუვიდა, რომლის მიმდინარეობისას არაერთი ლამაზი გოლის გატანაც შეძლო. მართალია, კრაუჩს ინგლისის ნაკრებში აღარ იძახებენ, მაგრამ “სტოკ სიტისთვის” ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად რჩება.

1419706022_b_piter-krauch

ჟელკო კალაცი, 202 სმ

ავსტრალიელმა გიგანტმა მეკარემ ბუცევი ლურსმანზე ერთი წლის წინ ჩამოკიდა. კალაცის აქტიური საფეხბურთო კარიერა 24 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ჟელკო ინგლისში, ჰოლანდიაში, იტალიაში, საბერძნეთში და მშობლიურ ავსტრალიაში თამაშობდა.

r225733_894700

იან კოლერი, 202 სმ

მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გოლიათი. კოლერმა ბევრ ქვეყანაში ითამაშა, თუმცა ყველაზე კარგი პერიოდი დორტმუნდის “ბორუსიას” შემადგენლობაში ჰქონდა. ფორვარდი ჩეხეთის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეც იყო.

2000548-3x2-940x627

ნიკოლა ჟიგიჩი, 202 სმ

2000-იანების დასაწყისში ჟიგიჩმა “ცრვენა ზვეზდას” შემადგენლობაში გაიბრწყინა, სადაც სამ სეზონში 47 გოლის გატანა შეძლო და წამყავნი ლიგების ბინდართა ინტერესიც დაიმსახურა. სერბმა ესპანეთს მიაშურა, სადაც “ბეტისის”, “ვალენსიას” და “რასინგის” ღირსებას იცავდა. ამჟამად 34 წლის შემტევი “ბირმინგემში” ასპარეზობს.  

25

 

ლასინა ტრაორე, 203 სმ

აფრიკელი ფორვარდი რუსეთში ასპარეზობის შემდეგ “მონაკომ” შეიძინა და მალევე “ევერტონში” გაანათხოვრა, სადაც მან საკმაოდ ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა.

Lacina-Traore-celebrates-his-goal-with-team-mate-Phil-Jagielka

 

კოსტელ პანტილიმონი, 203 სმ

საუკუნის დასაწყისში გიგანტური კიპერი რუმინეთის ჩემპიონატში გამოჩნდა, საიდანაც 8 წლის შემდეგ ინგლისში გადაბარგდა და “მანჩესტერ სიტისთან” გააფორმა კონტრაქტი. ამჟამად ის “სანდერლენდის” ფეხბურთელია.

1403005067_1366362307_pantilimon

 

ჟარკო მარკოვიჩი, 204 სმ

ყაზახური “ქაირათის” სერბ მცველ ჟარკო მარკოვიჩს განსაკუთრებული კარიერა არ აქვს, თუმცა გაბარიტებით ის ნამდვილად გამოირჩევა.

News-1386995370-64046

 

ტორ-ჰოგნე ოროი, 204 სმ

ორმეტრიანმა გიგანტმა კარიერის ძირითადი ნაწილი ნორვეგიაში გაატარა. 2011 წელს ფეხბურთელი იაპონიასი გაემგზავრა, თუმცა მალევე სამშობლოს დაუბრუნდა და “ოლესუნდის” მაისური მოირგო. გაზაფხულზე ოროი 38 წლის გახდება.

960x

ვანია ივეშა, 205 სმ

37 წლის ხორვატი მეკარე თურქეთის მეორე ლიგაში “ელაზიღსპორის” ღირსებას იცავს. მიუხედავად ასაკისა ფეხბურთელი კარიერის დასრულებაზე ჯერჯერობით არ ფიქრობს.

kısa-ve-uzun_HMLSA

 

იანგ ჩანგპენგი, 205 სმ

ჩინელი გოლიათი კარის დარაჯი ბელგიაში ასპარეზობს. 20 წლის ასაკში ის უკვე 205 სანტიმეტრია და შესაძლოა უახლოეს მომავალში რეიტინგის პირველ საფეხურზეც გადაინაცვლოს.

Yang-Changpeng

კრისტოფერ ვან ჰაუტი, 208 სმ

კრისტოფერი პლანეტის ყველაზე მაღალი ფეხბურთელია. მისი სიმაღლე 208 სანტიმეტრია. ბელგიელს სამშობლოში და ჰოლანდიაში უთამაშია, რის შემდეგაც ინდოეთში გაემგზავრა, სადაც “დელი დინამოს” ღირსებას იცავს.

1419701766_b_kristofer-van-khaut

კრაუჩი სტოკთან გაახანგრძლივებს

პიტერ კრაუჩი “სტოკ სიტიში” დარჩენას ფიქრობს. 33 წლის ფორვარდის კონტრაქტს ვადა მომდევნო წლის ზაფხულში ეწურება. ფეხბურთელის შენარჩუნება კლუბის ხელმძღვანელობასაც სურს, ამიტომ იმის შანსი, რომ მხარეები შეთანმდებიან, საკმაოდ დიდია.

გასულ სეზონში პრემიერლიგის 34 შეხვედრაში კრაუჩმა 7 გოლი და 6 საგოლე პასი ჩაიწერა საკუთარ აქტივში. მიმდიანრე სეზონში ტანმაღალმა ფორვარდმა ორჯერ შესძლო მეტოქეთა დამწუხრება.

გოლის ყველაზე გამორჩეული და უცნაური აღნიშვნები – პირველი ნაწილი

“ნიუკასლის” კარში გატანილი გოლის შემდეგ პიტერ კრაუჩის ორიგინალურმა ცეკვამ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ემოციური აღნიშვნები გაგვახსენა.

1. მარკო ტარდელი

1982 წლის მუნდიალის ფინალში გატანილი გოლი მარკო ტარდელიმ ძალიან ემოციურად აღნიშნა. მოთამაშე საკუთარ სახელს ყვიროდა.

2. ერიკ კანტონა

“მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი ერიკ კანტონა მსახიობის ნიჭით რომ იყო დაჯილდოვებული საფეხბურთო მეოდანზეც კარგად ჩანდა.

3. კრეიგ ბელამი

“ლივერპულის” შემადგენლობაში მოთამაშე კრეიგ ბელამიმ “ბარსელონას” კარში გატანილი გოლი გოლფის თამაშის იმიტაციით აღნიშნა.

craig-bellamy_1112042a

4. დიეგო ფორლანი

ულამაზესი გოლის შემდეგ ფორლანმა მაისურის ჩაცმა ვერ მოასწრო და რამდნეიმე წამის განმავლობაში მოედანზე ვიზუალური თვალსაზრისითაც ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

5. სტიუარტ პირსი

1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩში სტიუარტ პირსმა 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა, რომელიც ძალიან ემოციურად აღნიშნა.

6. ფაკუნდო სავა

არგენტინელმა შემტევმა, რომელიც “ფულემში” ასპარეზობის დროს შედეგიანობით არ გამოირჩეოდა, ორი წლის განმალვობაში გატანილი 7 გოლიდან ერთ-ერთი გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნა. მანამდე კი ნიღაბიც მოირგო

vZCfc_3056361a

 

7. პიტერ კრაუჩი

პიტერ კრაუჩი ორიგინალური ცეკვის მანერით ახალგაზრდობაშიც გამოირჩეოდა.

8. პიტერ კრაუჩი  #2

ბრიტანელმა ტელევარსკვლავმა ჯეიმს კორდენმა პიტერ კრაუჩს გაკვეთილებიც კი ჩაუტარა. მეგობრის რჩევა ფეხბურთელმა უკრაინასთან მატჩის დროს გაითვალისწინა.

9. იურგენ კლინსმანი

გერმანელის “ტოტენჰემური” დებიუტი საკმაოდ წარმატებული გამოდგა.

10. როჟე მილა

კამერუნის ნაკრების მოთამაშის ეს აღნიშნვა მუნდიალების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო.

პიტერ კრაუჩი ავტომობილში ცეკვავს

პიტერ კრაუჩს რომ ცეკვა უყვარს, ეს უცხო არავისთვისაა. ცოტა ხნის წინ, ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ცეკვავს “სტოკ სიტის” თავდამსხმელი ავტომობილში.

პიტერ კრაუჩმა “სუონსის” ხუთი ფეხბურთელი მინდორზე დააწვინა

12 თებერვალს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “სტოკ სიტისა” და “სუონსის” შორის გამართულ მატჩში (1:1), პიტერ კრაუჩის გატანილი გოლის შემდეგ, მინდორზე ერთდროულად ხუთი ფეხბურთელი დაწვა.

პიტერ კრაუჩის მომხიბვლელი მეუღლე (ფოტოები)

„სტოკ სიტიმ“ წუხელ პენალტების სერიაში „ბირმინგემი“ დაამარცხა და ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, რაც უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში პირველად მოხდა.

პიტერ კრაუჩმა ხუთ მატჩში უკვე მესამე გოლი გაიტანა. ბოლოს როდის მოხდა ასეთი რამ, ალბათ, თვითონაც არ ახსოვს. საინტერესოა, რა (თუ ვინ) არის კრაუჩის მთავარი მოტივატორი.

რამდნეიმე დღის წინათ, Fanebi.Com-ის ფეისბუქის გვერდზე კრაუჩის მეუღლის ფოტო გამოვაქვეყნეთ, რამაც საყოველთაო ყურადღება გამოიწვია. შლანგი უძახეთ და კრაუჩს მშვენიერი ქალის გული კი აქვს მოგებული. გადავწყვიტეთ ები კლენსისთვის ცალკე პუბლიკაცია მიგვეძღვნა. ები კლენსი ბრიტანელი მოდელი და ტელეწამყვანია. პიტერი და ები ერთად 2006 წლის შემდეგ არიან.

ები კლენსი ბრიტანულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“

 

 

 

 

 

 

 

 

ებისა და პიტერს ქორწილი 2011 წლის ზაფხულში ჰქონდათ. მ წლის გაზაფხულზე წყვილს ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც სოფია რუბი დაარქვეს.