უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის (ფიფა) მიერ შექმნილი სპეციალური ჯგუფი პოლ პოგბას ტრანსფერს გამოიძიებს.
AFP-ს რედაქცია ირწმუნება, რომ ფრანგი ნახევარმცველის “იუვენტუსიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” განხორციელებული ტრანსფერის გამოძიება უახლოეს მომავალში დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ეს ტრანსფერი 2016 წლის ზაფხულში შედგა. “წითელმა ეშმაკებმა” ტურინელებს პოგბას სანაცვლოდ 105 მილიონი ევრო გადაუხადეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელი გახლავთ.
Daily Mail-ის ცნობით, ტრანსფერიდან 41 მილიონი ფუნტი ფრანგი ფეხბურთელის აგენტის, მინო რაიოლას ანგარიშზე გადაირიცხა. ეს კი გარკვეულ ეჭვებს ბადებს.