“მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ “იუვენტუსში” გატარებული ოთხი წელი, რომელმაც მას სახელი მოუხვეჭა, შვებულებაში ყოფნას შეადარა, “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა კი სახლში დაბრუნებას.
“იუნაიტედი” ყოველთვის ჩემს გულში იყო, ეს ჩემი სახლია. როდესაც აქაურობა დავტოვე, ვიცოდი, რომ ერთ დღეს მაინც დავბრუნდებოდი. ჩემთვის ეს ნორმალურია.
თითქოს, შვებულებაში ვიყავი და სახლში ახლახან დავბრუნდი. მართლა ასეა. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა, ისევ იგივე ადამიანი ვარ.” – განაცხადა პოგბამ.
შეგახსენებთ, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა “ოლდ ტრაფორდი” 2012 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. მისი დაბრუნება კი ინგლისელებს 106 მილიონი ევრო დაუჯდათ.