იტალიური პრესის ცნობით, პოლ პოგბა, რომელსაც აქამდე პერსონალური სპონსორი არ ჰყავდა, “ადიდასთან” 10-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.
La Gazzetta dello Sport-მა გაარკვია, რომ “ნაიკის” დაჯაბნისთვის “ადიდასის” ხელმძღვანელებს პოლ პოგბასთვის წელიწადში 4 მილიონი ევროს შეთავაზება მოუწიათ, რასაც რამოდენიმე ბონუსი ემატება.
ამ კონტრაქტმა შესაძლოა გარკვეული გავლენა მის მომავალ კლუბზეც იქონიოს: “ადიდასი” ზინედინ ზიდანის “რეალთან” და გაჭირვებაში მყოფ “მანჩესტერ იუნაიტედთანაც” თანამშრომლობს.