“ბაზელმა” და “პორტომ” გამარჯვებული ვერ გამოავლინეს

ბაზელში გამართულ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ შეხვედრაში ადგილობრივმა კლუბმა “პორტოს” უმასპინძლა და მეტოქის დამარცხება ვერ შეძლო.

მასპინძლები მე-11 წუთზე გონსალესის გოლით დაწინაურდნენ და ტაიმიც გამარჯვებამდე მიიყვანეს. თუმცა, 79-ე წუთზე დანილოს მიერ გატანილმა გოლმა მატჩის საბოლოო ანგარიში, 1:1 დააფიქსირა.

განმეორებითი შეხვედრა პორტუგალიაში 10 მარტს შედგება.

ბაზელი 1-1 პორტო

გოლები: გონსალესი 11′ (1:0); დანილო 79′ (1:1)

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის II დღე: FANEBI.COM-ის მომხმარებელთა პროგნოზი

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების გათამაშების მერვედფინალური ეტაპის მორიგი სათამაშო დღეა. Fanebi.com-ის მომხმარებლებმა თავიანთი ვარაუდი გამოთქვეს, თუ რა შედეგით დასრულდება დღევანდელი დღის ორი მატჩი. პროცენტულად გთავაზობთ, თუ როგორ გადანაწილდა ხმები.

“შალკე” (1 %) ფრე (7 %) “რეალი” (92 %)
“ბაზელი” (28 %) ფრე (30 %) “პორტუ” (42 %)

 

ჩემპიონთა ლიგა: დღის მატჩს გელზენკირხენი მასპინძლობს

ჩემპიონთა ლიგა დღეს გასამართი ორი შეხვედრით გაგრძელდება. პლეი-ოფის მეორე სათამაშო დღეს გელზენკირხენი და ბაზელი უმასპინძლებენ.

 

ბაზელი  – პორტო
3.10 – 3.15 – 2.50

ზამთრის სატრანსფერო ფანრჯის დროს “ბაზელი” რამდენიმე მოთამაშემ დატოვა, თუმცა მათი უმრავლესობა გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას ვერ ახერხებდა, ამიტომ დიდ დანაკლისად ამას ვერ ჩავთვლით. “გიმარაეშიდან” დამტებული კოტ დივუარელი მცველი ტრაორე კი გუნდს ნამდვილად გააძლიერებს.

სინტერესოა, რომ “გიმარაეშმა” ფეხბურთელი “პორტოშიც” გაყიდა. 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ პორტუგალიური გრანდის ღირსებას ერნანი დაიცვას.

გუნდები შეხვედრას კარგ ფორმაში ხვდებიან. “ბაზელიც” და “პორტოც” 2015-ში მინიმალური დანაკარგებით ასპარეზობენ.

შალკე – რეალი
6.50 – 4.75 – 1.48

ბოლო პერიოდში დამაჯერებლობა ორივე გუნს აკლია. მართალია, “შალკემ” ახალი კალენდარული წელი წარამტებით დაიწყო და ბუნდესლიგის სასტარტო ორ ტურში 4 ქულას მოუყარა თავი, მაგრამ გასულ ტურში გელზენკირხენელები “აინტრახტთან” დამარცხდნენ.

მეტოქისგან განსხვავებით “რეალმა” უკანასკნელი მატჩის მოგება კი შეძლო, მაგრამ ძველებურად დამაჯერებელი ვერ იყო. გასათვალისწინებელი ისიც არის, რომ დერბიში 0:4 მარცხი იოლი გადასატანი არ არის.

ზამთარში “შალკემ” აქცენტი დაცვის ხაზის გაძლიერებაზე გააკეტა და “მანჩესტერ სიტიდან” მატია ნასტასიჩი ინათხოვრა. მადრიდელებმა კი ლიგის განახადში მარტინ ედეგორი და ლუკას სილვა შეიყვანეს.

კუარეჟმამ ლამაზი მოჭრილი დარტყმით გაიტანა

პორტუგალიის ჩემპიონატის მე-19 ტურში “პორტუსა” და “პაკოშ ფერეირას” შორის გამართულ მატჩში მასპინძელთა ნახევარმცველმა რიკარდო კუარეჟმამ ლამაზი მოჭრილი დარტყმით გაიტანა გოლი.

მისგან ასეთი გოლი გასაკვირი სულაც არ არის. კუარეჟმას კარიერის განმავლობაში მოედნის ამ წერტილიდან ასეთივე მოჭრილი დარტმით არაერთი გოლი აქვს გატანილი.

“პორტო” – “ბილბაო” 2:1

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში “პორტომ” საკუთარ მოედანზე “ბილბაო” მიიღო და მეტოქეს მინიმალური სხვაობით სძლია.

პორტო 2-1 ბილბაო

გოლები: ერერა 45′ (1:0); გილერმო ფერნანდესი 58′ (1:1); რიკარდო კვარეჟმა 75′ (2:1)

10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ზაფხულში

2014 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არაერთი ტრანსფერი განხორციელდა. კლუბებმა საკმაოდ დიდი თანხები დახარჯეს.

“ევროსპორტმა” ზაფხულში განხორციელებული ათი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი დაასახელა.

*თანხები მოცემულია ფუნტ სტერლინგის სახით

10. ლუკ შოუ (“საუთჰემპტონიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში”) – 27 მილიონი

10

9. ანდერ ერერა (“ბილბაოდან” “მანჩესტერ იუნაიტედში”) – 29 მილიონი

9

8. სესკ ფაბრეგასი (“ბარსელონადან” “ჩელსიში) – 30 მილიონი

Pre-Season Friendly - "Vitesse Arnhem v Chelsea"

7. ალექსის სანჩესი (“ბარსელონადან” “არსენალში”) – 31.7 მილიონი

7

6. დიეგო კოშტა (“ატლეტიკოდან” “ჩელსიში”) – 32 მილიონი

6

5. ელიაკიმ მანგალა (“პორტუდან” “მანჩესტერ სიტიში”) – 32 მილიონი

5

4. დავიდ ლუისი (“ჩელსიდან” “პარი სენ-ჟერმენში”) – 39.3 მილიონი

4

3. ახნელ დი მარია (“რეალიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში”) – 59.6 მილიონი

3

2. ხამეს როდრიგესი (“მონაკოდან” “რეალში”) – 63.5 მილიონი

2

1. ლუის სუარესი (“ლივერპულიდან” “ბარსელონაში”)

Luis Suarez

“მანჩესტერ სიტიმ” საფრანგეთის ნაკრების მცველი დაიმატა

“მანჩესტერ სიტიმ” “პორტუში” მოთამაშე მცველი ელიაკიმ მანგალა დაიმატა. მხარეებს შორის ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი “ქალაქელთა” რიგებში 20-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ტრანსფერის დეტალები არ ხმაურდება. არაოფიციალური ინფორმაციით, ინგლისელებმა 23 წლის ფრანგი მცველის სანაცვლოდ 32 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღეს.

“მანჩესტერ სიტი” ევროპის საუკეთესო კლუბთა სიაში შედის. ჩემთვის მნიშვნელოვანია განვითარება. “პორტუდან” “სიტიში” გადასვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მინდა, რომ ახალი ტიტულები მოვიგო. დარწმუნებული ვარ, ეს გამოგვივა. საკმაოდ ამბიციური ვარ და ამიტომაც ვიმყოფები აქ.
ვთვლი, რომ პრემიერლიგა მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატია. აქ საკმაოდ სწრაფ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობენ, ბევრ გოლს იტანენ, რაც საყურებლადაც კარგია. მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას”, – ციტირებს მანგალას სიტყვებს “მანჩესტერ სიტის” ოფიციალური ვებგვერდი.

ელიაკიმ მანგალამ გასულ სეზონში “პორტუს” ფორმით 21 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

 

დეკუს ულამაზესი გოლი “ბარსელონას” კარში

როგორც იცით, პარასკევს დეკუს გამოსათხოვარი მატჩი გაიმართა. ერთმანეთს “ბარსელონა” და “პორტუ” დაუპირისპირდნენ.

შეხვედრაში საკმაოდ ლამაზი გოლი გაიტანა თავად დეკუმ.

როგორი გოლი გაუტანა ეტოომ მესის პასის შემდეგ “პორტუს”

როგორც იცით, პარასკევს პორტუგალიელი ფეხბურთელის დეკუს გამოსათხოვარი მატჩი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა “ბარსელონასა” და “პორტუს” ვარსკვლავებმა მიიღეს.

შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი სამუელ ეტოომ მესის პასის შემდეგ გაიტანა.

დეკუს გამოსათხოვარი მატჩი ჩატარდა

კარიერის დასრულებიდან თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ დეკუს გამოსათხოვარი მატჩი შედგა.

შეხვედრაში ერთმანეთს პირობითად „პორტუ-2004“ და „ბარსელონა-2006“ დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ, რომ დეკუმ 2004 წელს „პორტუსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო იმავე წარმატებას 2006 წელს „ბარსელონასთან“ ერთად მიაღწია.

დეკუმ პირველი ტაიმი „პორტუს“, მეორე კი „ბარსელონას“ შემადგენლობაში ჩაატარა, თუმცა მეორე ნახევრის ბოლოს კვლავ „პორტუს“ რიგებში დაბრუნდა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 4:4 დასრულდა.

„პორტუს“ სასტარტო შემადგენლობა: ბაია, პ.ფერეირა, ჟ.კოსტა, პ.ემანუელი, ვალენტე, კოშტინია, მანიშე, მენდეში, დეკუ, დერლეი, მაკარტი.

„პორტუს“ სათადარიგო შემადგენლობა: ვალე, კარვალკიუ, სეკრეტარიუ, იანკაუსკასი, ანდრადე, ალენიჩევი, რუბენსი, რ.ფერნანდეში, ბ.მორაეში, მარიო სილვა, კონსეისაუ.

მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში.

„ბარსელონას“ სასტარტო შემადგენლობა: ხორკერა, ბელეტი, სილვინიო, ოლეგერი, ვან ბრონხორსტი, დავიდსი, ხერარდი, ვან ბომელი, გუდიონსენი, ჟიული, ესკერო.

„ბარსელონას“ სათადარიგო შემადგენლობა: დეკუ, მესი, ჯალმინია, ლუიზაო, ეტოო

მწვრთნელი: ჰენკ ტენ კატე.

გოლები: 1:0 – დერლეი (3′), 2:0 – მაკარტი (14′), 2:1 – ეტოო (55′), 2:2 – დეკუ (57′), 3:2 – იანკაუსკასი (62′), 3:3 – ეტოო (67′), 3:4 – მესი (81′), 4:4 – დეკუ (90′).

ბიზნესი პორტუგალიურად — როგორ არსებობს „ბენფიკა“

პორტუგალიური „ბენფიკა“ წამყვანი ევროპული კლუბებისთვის ერთგვარ დისტრიბუტორად ჩამოყალიბდა. აქამდე ეს ფუნქცია „პორტუს“ ჰქონდა მორგებული, თუმცა „არწივებმა“ ბოლო პერიოდში მართლაც გამოიჩინეს თავი კარგი სატრანსფერო პოლიტიკით. ხუმრობა ხომ არ არის, უკანასკნელ თვეში „ბენფიკამ“ ტრანსფერების მეშვეობით თითქმის 100 მილიონი ევრო იშოვა.

ევროპაში პორტუგალიურმა კლუბებმა ყველაზე კარგად იციან, როგორ იყიდონ იაფად ფეხბურთელი და რამდენიმე წლის შემდეგ ტოპკლუბში ძვირად გაყიდონ. რამდენიმე წლის წინათ ასეთ ტრანსფერებში „პორტუს“ ბადალი არ ჰყავდა. დღესდღეობით „ბენფიკას“ ფეხბურთელები იმდენად პოპულარულები არიან, რომ ივლისის შუა პერიოდში გუნდი სასტარტო შემადგენლობის ერთბაშად ხუთი ფეხბურთელის გარეშე დარჩა. დიდი ალბათობით, აგვისტოს ბოლომდე „ბენფიკას“ კიდევ ორი ფეხბურთელი დატოვებს. ასაკის გამო, სხვა კლუბთა მიერ დაინტერესება არ „ემუქრებათ“ მხოლოდ ლიმას, ლუიზაოსა და მაქსი პერეირას.

საინტერესო კითხვაა, თუ რატომ მიდიან ახალგაზრდა ფეხბურთელები „ბენფიკაში“?! ნიჭიერი მოთამაშეებისთვის ლისაბონური კლუბი ერთგვარ ტრამპლინად ჩამოყალიბდა. „ბენფიკას“ ხელმძღვანელობა დაინტერესებულია, რომ ფეხბურთელები ევროპის საუკეთესო კლუბებში გაყიდონ. მაგალითად ისეთი მოთამაშეების დასახელებაც ღირს, როგორებიც არიან რამირესი, დავიდ ლუისი და ფაბიო კოენტრაუ, რომლებიც „ჩელსიში“ და „რეალში“ გაიყიდნენ. ეს ნებისმიერი მოლაპარაკების დროს „ბენფიკას“ მთავარი კოზირი გახლავთ. ამიტომაც, ახალგაზრდა მოთამაშეები სიამოვნებით მიდიან პორტუგალიურ კლუბში.

„ბენფიკა“ თავის ფეხბურთელებს ტრანსფერზე არ აყენებს, მყიდველი თავად გამოდის კონტაქტზე. ბუნებრივია, ასეთი სქემა პორტუგალიური კლუბისთვის უფრო მომგებიანია. „ბენფიკა“, „პორტუ“ და „სპორტინგი“ ყველაზე ადვილად ქმნიან უცნობი ფეხბურთელებისგან ნამდვილ ვარსკვლავებს. მაგალითად, „ბენფიკას“ სკაუტები უკანასკნელ სეზონში დიდ ყურადღებას უთმობდნენ სერბ მოთამაშეთა ბაზარს. ყველაზე კარგ საილუსტრაციო მაგალითად „პარტიზანის“ 19 წლის მოთამაშე ლაზარ მარკოვიჩი გამოგვადგება. ლისაბონელებმა მის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადეს, თითქოს მათ სატრანსფერო პოლიტიკაში მარკოვიჩი არც ეწერებოდა, თუმცა ერთ წელიწადში სერბ ფეხბურთელს ლეო მესის მემკვიდრედ თვლიდნენ და „ლივერპულმა“ მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროც გაიღო.

„წელს უფრო მეტმა ფეხბურთელმა დაგვტოვა, ვიდრე ჩვეულებისამებრ ხდება ხოლმე, თუმცა ასეთ თანხად გაყიდვა წარმატებაა. დიდი ფინანსური შესაძლებლობების მქონე კლუბები სულ უფრო მეტად ინტერსედებიან ჩვენი მოთამაშეებით“, – ამბობს „ბენფიკას“ თავკაცი ჟორჟე ჟეზუში.

კიდევ ერთი საინტერესო კითხვაა, თუ რატომ არ იტოვებს „ბენფიკა“ ამ ფეხბურთელებს თავისთვის?! ასე ხომ წარმატების მეტი შანსი იქნება?! თუმცა, ლისაბონელებს წარმატება არც ახლა აკლიათ. რამდენიმე თვეში აწყობილი გუნდით ჟეზუშმა არამხოლოდ პორტუგალიის ჩემპიონატი, არამედ ქვეყნის ორი სხვადასხვა თასი მოიგო, გავიდა ევროპის ლიგის ფინალშიც, სადაც „სევილიასთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა. რატომ ელევა კლუბი ასე ადვილად ლიდერებს? საქმე იმაში გახლავთ, რომ პორტუგალიური კლუბები მხოლოდ ევროსარბიელიდან და ტრანსფერებიდან მიღებული შემოსავლებით არსებობენ. მცირე თანხას იღებენ სატელევიზიო ტრანსლაციების და მარკეტინგის ხარჯზე. „ბენფიკაში“ ყველაზე მაღალი ხელფასი გუნდის თავკაც ჟორჟე ჟეზუშს აქვს, რომელიც წელიწადში 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ფეხბურთელთა მაქსიმალური ჯამაგირი ერთნახევარი მილიონი ევროა.

ფეხბურთელი რამდენად იყიდა „ბენფიკამ“ რამდენად გაყიდა „ბენფიკამ“ სად გადავიდა
როდრიგო 6 მლ ევრო 30 მლნ ევრო „ვალენსია“
მარკოვიჩი 10 მლ ევრო 25 მლ ევრო „ლივერპული“
ობლაკი 3,9 მლ ევრო 16 მლ ევრო „ატლეტიკო“
გომეში 15 მლ ევრო „ვალენსია“
გარაი 5,5 მლ ევრო 6 მლ ევრო „ზენიტი“
მიტროვიჩი 1,1 მლ ევრო 1,8 მლ ევრო „ფრაიბურგი“

 

ხავი გარსია „სიტის“ დატოვებს

„მანჩესტერ სიტიმ“ ესპანელ ნახევარმცველ ხავი გარსიასთან განშორება გადაწყვიტა. უახლოეს პერიოდში „ქალაქელებმა“ „პორტუს“ ნახევარმცველ ფერნანდოსთან კონტრაქტი უნდა გააფორმონ, რის შემდეგაც ხავი გარსიას ადგილი გუნდში აღარ მოიძებნება.

„სიტიში“ ფერნანდოს შესაძლო გადასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კლუბში იაია ტურეს დარჩენის საკითხსაც. გავიხსენოთ ისიც, რომ სეზონის ბოლო კოტ დივუარელ ფეხბურთელსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ერთგვარი კონფლიქტი აგორდა, როცა „სიტის“ მეპატრონეებმა ტურეს იუბილე არ მიულოცეს.