იკერ კასილასმა “პორტუს” შემადგენლობაში პენალტი პირველად მოიგერია (ვიდეო)

28 ნოემბერს, პორტუგალიის ჩემპიონატში, “ტონდელამ” საკუთარ მოედანზე “პორტუ” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის 82-ე წუთზე, მთავარმა არბიტრმა “პორტუს” საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და პენალტი დანიშნა. თუმცა, იკერ კასილასმა ჩამოროს დარტყმული მოიგერია.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა იკერმა “პორტუს” მაისურით პენალტის მოგერიება შეძლო.

იკერ კასილასის კურიოზული შეცდომა გუშინდელ მატჩში (ვიდეო)

24 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “პორტუმ” საკუთარ მოედანზე კიევის “დინამო” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

მატჩის 64-ე წუთზე, პორტუგალიელთა მეკარემ, იკერ კასილასმა კურიოზული შეცდომა დაუშვა.

კასილიასი: „მოურინიოსთან კონფლიქტი ბევრ ფეხბურთელს ჰქონდა“

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მეკარემ იკერ კასილიასმა, რომელიც ამჟამად „პორტუში“ თამაშობს, ჟოზე მოურინიოსთან კონფლლიქტის შესახებ ისაუბრა.

„იყო მომენტი, როდესაც არ მესმოდა, თუ რა ხდება. ყველამ ყურადღება ჩემზე გადაიტანა და მხოლოდ კლუბის ინტერესების გათვალისწინებით, ხმის ამოღებისგან თავს ვიკავებდი.

ყველამ იცოდა, რომ მოურნიოსთან ბევრ ფეხბურთელს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ყველაზე მეტად ეს მე მეხებოდა. კლუბის ხელმძღვანელობას არ მივუთითე, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოქცეულიყო“, – განაცხადა კასილიასმა დოკუმენტურ ფილმ „იკერის მემუარებში“.

იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი რეკორდი დაამყარა

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში “პორტუმ” თელ ავივის მაკაბი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ეს იკერ კასილასისთვის ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული 51-ე მატჩია, რომელშიც გოლი არ გაუშვია. ამ მაჩვენებლით 34 წლის ესპანელი მეკარე რეკორდსმენი გახდა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ კიპერ ედვინ ვან დერ სარს ჩემპიონთა ლიგაზე 50 “მშრალი” შეხვედრა აქვს ჩატარებული, ვიქტორ ვალდესსა და პეტრ ჩეხს – 45-45, ხოლო ჯანლუიჯი ბუფონს – 37.

 

დელ ბოსკე: „დე ხეა კასილიასის შესაცვლელად ემზადება“

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ აღნიშნა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე დავიდ დე ხეა ნელ-ნელა ეროვნულ გუნდში იკერ კასილიასის შესაცვლელად ემზადება.

„როდესაც კასილიასი ნაკრებში აღარ იქნება, მისი შემცვლელის პოვნა მოგვიწევს. ერთ-ერთი, ვინც ამისთვის ემზადება, დე ხეაა. საკითხი იმაში არ მდგომარეობს, რომ იკერი აუცილებალდ ერთა ადამიანმა უდნა შეცვალოს. უბრალოდ, ეს პროცესი ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ“, – ციტირებს დელ ბოსკეს „Bernabeu Digital“-ი.

5 ფეხბურთელი, რომლებიც “პორტუმ” ყველაზე ძვირად გაყიდა

5. პეპე
შეიძინა: 2.1 მილიონი
გაყიდა: 32.8 მილიონი

4. მანგალა
შეიძინა: 7.1 მილიონი
გაყიდა: 43.7 მილიონი

3. ფალკაო
შეიძინა: 5.9 მილიონი
გაყიდა: 43.7 მილიონი

2. ჰალკი
შეიძინა: 20.7 მილიონი
გაყიდა: 60.1 მილიონი

1. ხამესი
შეიძინა: 7,9 მილიონი
გაყიდა: 49.2 მილიონი

რა უთხრა ჟოზე მოურინიომ იკერ კასილასს მატჩის დასრულების შემდეგ

“პორტუს” კარის დარაჯი იკერ კასილასი აცხადებს, რომ გუშინდელი მატჩის დასრულების შემდეგ ის ჟოზე მოურინიოს შეხვდა და ხელი ჩამოართვა.

შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს “პორტუმ” საკუთარ მოედანზე “ჩელსი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

“მოურინიოს შევხვდი და ხელი ჩამოვართვი. მან მითხრა: “წარმატებებს გისურვებ. ლონდონში გნახავ…” – ციტირებს კასილასის სიტყვებს Mirror-ი.

იკერ კასილასის რეაქცია “ბენფიკას” კარში გატანილ გოლზე (ვიდეო)

20 სექტემბერს, პორტუგალიის ჩემპიონატში, “პორტუმ” საკუთარ მოედანზე “ბენფიკა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე ანდრე ანდრემ გაიტანა, რამაც იკერ კასილასი ძალიან გაახარა.

Alegria de Casillas

Alegria contagiante de Iker Casillas no momento do golo!Até já parece um dos nossos! 🙂 Bravo!

Posted by Blog SUPER PORTO on Tuesday, 22 September 2015

კასილასმა “პორტუს” სტადიონზე პირველად ითამაშა (ფოტო)

“პორტუს” კიპერმა იკერ კასილასმა კლუბის საშინაო არენა “დრაგაოზე” პირველად ითამაშა და კარი ამჯერადაც მშრალად შეინახა. “ნაპოლის” წინააღმდეგ გამართული ამხანაგური შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

პორტუგალიური კლუბის ქომაგები ესპანელ მეკარეს მქუხარე აპლოდისმენტით შეეგებნენ. მატჩს დაახლოებით 50 ათასი გულშემატკივარი დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ იკერ კასილასი “პორტუში” ამ ზაფხულს მადრიდის “რეალიდან” გადავიდა.

Casillas

იკერ კასილასმა “ვალენსიასთან” პენალტი მოიგერია (ვიდეო)

1 აგვისტოს, “პორტუსა” და “ვალენსიას” შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა, ორივე ტაიმი კი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა.

საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც “პორტუმ” 5:4 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ბოლო თერთმეტმეტრიანი იკერ კასილასმა მოიგერია.

კასილასი: “ლოპეტეგი მენდობოდა და “პორტუც” ამიტომ ავირჩიე”

“პორტუს” კარის დარაჯი იკერი კასილასი აცხადებს, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგის მისი სჯეროდა და ამ კლუბში გადასვლაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა.

“ლოპეტეგის ჩემი სჯეროდა და მენდობოდა, “პორტუ” კი ამიტომ ავირჩიე. შემოთავაზებები სხვა კლუბებიდანაც მქონდა, მაგრამ პორტუგალიაში წასვლა ვამჯობინე. ესპანეთის დატოვება მსურდა. იმედი მაქვს, რომ “პორტუსთან” ერთად არაერთი ტიტულის მოგებას მოვახერხებ”, – ამბობს კასილასი.

კასილიასი: „პორტუში“ თავს როგორც სახლში ვგრძნობ“

მადრიდის „რეალიდან“ პორტუგალიის „პორტუში“ გადასულმა იკერ კასილიასმა თავისი ახალი კლუბის გულშემატკვირებს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ესპანელმა აღნიშნა, „პორტუში“ ის თავს როგორც სახლში გრძნობს.

„გულშემატკვირებს ასეთი სიყვარულისთვის მადლობას ვუხდი. იგივეს ფეხბურთელებზეც ვიტყოდი. აქ თავს როგორც სახლში ვგრძნობ. გლშემატკივრების მხრიდან სიყვარული ერთ-ერთი დიდი რამაა, რომლის მიღება სპორტსმენს შეუძლია“, – განაცხადა კასილიასმა.