ხამესის კომენტარი “რეალთან” მატჩის შემდეგ

დღეს ჩემოპიონთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრის პირველი მატჩი შედგა: მიიუნხენის “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო. დაპირისპირება ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით, 2-1 დასრულდა.

თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელი, ხამეს როდრიგესი ესაუბრა.

“ძალიან ახლოს ვიყავით, რომ მატჩი მოგვეგო. ბევრი მომენტი გვქოდნა. მათ მხოლოდ ორი შესაძლებლობა მიიღეს და ორივე გამოიყენეს. ძალიან კარგ ტემპში ვთამაშობდით. ახლა კი შვიდი დღე გვაქვს, რათა ქამბექზე ვიფიქროთ. ამ გუნდში ბედნიერი ვარ. უკვე რვა შესანიშნავი თვე მქონდა. დღესაც კარგად ვითამაშე. არ ვიცი რა იქნება მომავალში, ჩემი აწმყო “ბაიერნია”. ყველამ კარგად იცის, რომ აქ თავს კარგად ვგრძნობ,” – ამბობს ხამესი.

ხამესი რონალდუს პასუხობს: “ზოგჯერ, ადამიანები ისეთ რამეს ამბობენ, რაც სათქმელი არაა”

ცოტა ხნის წინ, მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, კრშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ გასულ სეზონთან შედარებით, გუნდი დასუსტებულია. პორტუგალიელის თქმით, ამის მთავარი მიზეზი გუნდიდან პეპეს, ხამესისა და მორატას წასვლა იყო.

32 წლის შემტევის ამ განცხადებას მიუნხენის “ბაიერნში” ორწლიანი იჯარით მყოფი ხამეს როდრიგესი გამოეხმაურა.

“როგორც მე, ასევე მორატასა და პეპეს რთული პერიოდი ჰქონდათ და გუნდი ამიტომ დატოვეს. რონალდუს განცხადება? ვფიქრობ,ზოგჯერ ისეთ რაღაცებს ამბობ, რაც არ უნდა თქვა. მადრიდის “რეალს” ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს და მათ ამ სეზონშიც სასურველი მიზნების მიღწევა ჩვეულებრივად შეუძლიათ. ეს ძალიან მასიური გუნდია. მას აქვს ძალა, რომ რამდენიმე წუთში ყველაფერი შემოატრიალოს და თავის სასიკეთოდ დაასრულოს. მადრიდში ბევრი მეგობარი დავტოვე. მათ ხშირად ვეკონტაქტები. ასევე, როცა დრო მაქვს, “რეალის” თამაშსაც ვუყურებ,” – აცხადებს კოლუმბიელი.

 

Marca-ს გამოკითხვა: ისკო თუ ხამესი?

მადრიდული გამოცემა, Marca საკმაოდ საინტერესო გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

მადრიდის “რეალის” ორ ნახევარმცველს ხამეს როდრიგესსა და ისკო ალარკონს შორის არჩევანი 76,998-მა გულშემატკივარმა გააკეთა. მათ 61.75 პროცენტს ურჩევნია, კლუბი ისკომ დატოვოს.

კერძოდ, მადრიდელთა კოლუმბიელ შემტევს ხმა 47,540-მა გულშემატკივარმა მისცა (61.75 პროცენტი), ხოლო “მალაგას” ექს-ნახევარმცველს 29,458-მა ფანმა მისცა ხმა.

ხამესი და მარსელო ვარჯიშს დაუბრუნდნენ

მადრიდის “რეალში” დიდი ტრავმიანობაა. გუნდის რამდენიმე ლიდერი ლაზარეთში იმყოფება. ეს კი ზიდანს დიდ თავსატეხს უქმნის.

რთულ პერიოდში, სასიხარულო ფაქტიც მოხდა: მარცხენა მცველი – მარსელო და შემტევი ნახევარმცველი – ხამეს როდრიგესი მოედანზე გამოჩნდნენ. ბრაზილიელი და კოლუმბიელი რამდენიმე კვირაა, რაც გუნდის დახმარებას ვერ ახერხებენ. ისინი 30 იანვარს გამართულ ვარჯიშზე განცალკევებით ირჯებოდნენ. დღეს კი, უკვე სრულფასოვნად ივარჯიშებენ.

ექიმების თქმით, 5 თებერვალს პრიმერა დივიზიონის 21-ე ტურში გასამართი შეხვედრისთვის, რომელსაც “რეალი” “სელტას” წინააღმდეგ გამართავს, ორივე სპორტსმენი სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს.

ხამეს როდრიგესმა წონაში მოიმატა

ესპანური სატელევიზიო შოუ El Chiringuito-ს ცნობით, მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა წონაში მოიმატა.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანის “რეალის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, გუნდმა “დეპორტივო” და ხიხონის “სპორტინგი” დაამარცხა, ამ ორივე შეხვედრაში კი ხამესი სათადარიგოთა რიგებში იყო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზიდანს კოლუმბიელის წონ არ მოსწონს, ამიტომ მას ძირითად შემადგენლობაში არ აყენებს.

ვინ შეიყვანა კრიშტიანო რონალდუმ “ოქროს ბურთის” სამეულში?

როგორც იცით, 11 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს. “ოქროს ბურთი” ლიონელ მესის გადაეცა, მეორე ადგილი კრიშტიანო რონალდუმ დაიკავა, მესამე – ნეიმარმა.

ცერემონიის დასრულების შემდეგ, გაირკვა, თუ რომელი ფეხბურთელები შეიყვანა სამეულში პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისს კაპიტანმა, კრიშტიანო რონალდუმ.

ფიფას ვებ-გვერდის ცნობით, “რეალის” თავდამსხმელმა ასეთი არჩევანი გააკეთა:

1. კარიმ ბენზემა
2. ხამეს როდრიგესი
3. გარეტ ბეილი

როგორი იქნებოდა “პორტუს” შემადგენლობა, კლუბს რომ ვარსკვლავები არ გაეშვა

მეკარე – ვიტორ ბაია

1

მარჯვენა მცველი – დანილო

Porto's Brazilian defender Danilo celebrates after scoring during the Portuguese league football match FC Porto vs Nacional at the Dragao Stadium in Porto, on November 1, 2014.  AFP PHOTO / MIGUEL RIOPA        (Photo credit should read MIGUEL RIOPA/AFP/Getty Images)

ცენტრალური მცველი – პეპე

3

ცენტრალური მცველი – ბრუნო ალვეში

4

მარცხენა მცველი – ალექს სანდრო

5

ცენტრალური ნახევარმცველი – ლუჩო გონსალესი

PORTUGAL SOCCER FIRST LEAGUE
PORTUGAL SOCCER FIRST LEAGUE

ცენტრალური ნახევარმცველი – ჟოაუ მოუტინიო

7

ცენტრალური ნახევარმცველი – ხამეს როდრიგესი

8

მარჯვენა თავდამსხმელი – ჰალკი

9

მარცხენა თავდამსხმელი – ჯექსონ მარტინესი

10

ცენტრალური თავდამსხმელი – ფალკაო

11

cats

გაბრაზებული ხამეს როდრიგესი და რაფაელ ბენიტესი (ვიდეო)

3 დეკემბერს, ესპანეთის თასზე, “კადისმა” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

მატჩის 78-ე წუთზე, რაფაელ ბენიტესმა ხამეს როდრიგესი შეცვალა, მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის ხელის ჩამორთმევა კი ცოტა უხერხულად მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხამეს როდრიგესი ბენიტესზე გაბრაზებულია, რადგან მას ძველებურად დიდი სათამაშო დრო აღარ აქვს.

როგორ მოიპოვა კოლუმბიის ნაკრებმა ჯარიმა არგენტინასთან მატჩში (ვიდეო)

18 ნოემბერს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, კოლუმბიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (0:1), კოლუმბიელებმა ჯარიმა ასე მოიპოვეს:

5 ფეხბურთელი, რომლებიც “პორტუმ” ყველაზე ძვირად გაყიდა

5. პეპე
შეიძინა: 2.1 მილიონი
გაყიდა: 32.8 მილიონი

4. მანგალა
შეიძინა: 7.1 მილიონი
გაყიდა: 43.7 მილიონი

3. ფალკაო
შეიძინა: 5.9 მილიონი
გაყიდა: 43.7 მილიონი

2. ჰალკი
შეიძინა: 20.7 მილიონი
გაყიდა: 60.1 მილიონი

1. ხამესი
შეიძინა: 7,9 მილიონი
გაყიდა: 49.2 მილიონი

ხამეს როდრიგესმა დღევანდელ მატჩში მეორე ულამაზესი გოლი გაიტანა (ვიდეო)

29 აგვისტოს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, მადრიდის “რეალსა” და “ბეტისს” შორის გამართულ მატჩში, 50-ე წუთზე ხამეს როდრიგესმა დუბლი გაიფორმა.

ხამეს როდრიგესმა რამდენიმე წუთის წინ “ბეტისს” ბრწყინვალე ჯარიმა გაუტანა (ვიდეო)

29 აგვისტოს, ეპსანეთის პრიმერა დივიზიონში, მადრიდის “რეალსა” და “ბეტისს’ შორის გამართულ მატჩში, ხამეს როდრიგესმა 39-ე წუთზე შესანიშნავი გოლი გაიტანა.