აბუბაკარი პორტუში გადავა

ფრანგული პრესის ცნობით “ლორიანის” ფორვარდი ვენსან აბუბაკარი უახლოეს მომავალში “პორუს” ფეხბურთელი გახდება.

ტრასნფერი პორტუგალიურ კლუბს 10 მილიონი ევრო დაუჯდება. მოთამაშე დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

აბუბაკარის მიმართ “პორტუს” გარდა ინტერესს “მონაკო”, “სპორტინგი” და “ჰალ სიტი” იჩენდნენ.

გასულ სეზონში 22 წლის აბუბაკარმა ლიგა 1-ის მატჩებში 16 გოლის გატანა მოახერხა და თავი წლევანდელი გათამაშების პირველ ტურში, “მონაკოსთანაც” გამოიჩინა.

“მანჩესტერ სიტიმ” საფრანგეთის ნაკრების მცველი დაიმატა

“მანჩესტერ სიტიმ” “პორტუში” მოთამაშე მცველი ელიაკიმ მანგალა დაიმატა. მხარეებს შორის ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი “ქალაქელთა” რიგებში 20-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ტრანსფერის დეტალები არ ხმაურდება. არაოფიციალური ინფორმაციით, ინგლისელებმა 23 წლის ფრანგი მცველის სანაცვლოდ 32 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღეს.

“მანჩესტერ სიტი” ევროპის საუკეთესო კლუბთა სიაში შედის. ჩემთვის მნიშვნელოვანია განვითარება. “პორტუდან” “სიტიში” გადასვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მინდა, რომ ახალი ტიტულები მოვიგო. დარწმუნებული ვარ, ეს გამოგვივა. საკმაოდ ამბიციური ვარ და ამიტომაც ვიმყოფები აქ.
ვთვლი, რომ პრემიერლიგა მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატია. აქ საკმაოდ სწრაფ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობენ, ბევრ გოლს იტანენ, რაც საყურებლადაც კარგია. მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას”, – ციტირებს მანგალას სიტყვებს “მანჩესტერ სიტის” ოფიციალური ვებგვერდი.

ელიაკიმ მანგალამ გასულ სეზონში “პორტუს” ფორმით 21 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

 

ვილაშ-ბოაში: ხამეს როდრიგესი შრომისმოყვარე ფეხბურთელია

ხამეს როდრიგესის მადრიდის „რეალში“ ტრანსფერს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საკუთარი მოსაზრებები აღიარებულმა საფეხბურთო სპეციალისტებმა არაერთგზის გამოთქვეს. „მარკას“ ჟურნალისტი კოლუმბიელის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მის ყოფილ თავკაცსა და „ზენიტის“ მთავარ მწვრთნელს, ანდრე-ვილაშ ბოაშს დაუკავშირდა.

 

–         სეუ ანდრე, „პორტუში“ დანიშვნისთანავე, თქვენი ერთ-ერთი პირველი შესაძენი ხამეს როდრიგესი იყო. როგორ დაახასიათებდით კოლუმბიელს?

–         ხამესზე ინფორმაცია „პორტუს“ სკაუტებმა ჯერ კიდევ კლუბში ჩემს მოსვლამდე მოიძიეს. მაშინ როდრიგესი „ბანფილდში“ ასპარეზობდა და კლასიკურ 4-4-2 სქემაში ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგს ამაგრებდა. კრეატიული ფეხბურთელის შეძენა გვინდოდა, ისეთის, რომელიც ჰალკს, ვარელასა და კრისტიან როდრიგესს სათანადო კონკურენციას გაუწევდა. ტრანსფერიც მალევე გავჩარხეთ. სიმართლე რომ გითხრათ, ხამესისგან საწყის ეტაპზე „აფეთქებას“ არ ველოდით, ვიცოდით, რომ ეტაპობრივად პროგრესირებდა და, ადრე თუ გვიან, მისგან ექსტრაკლასის ფეხბურთელი დადგებოდა.

–         როდრიგესზე თქვენ პირველ შთაბეჭდილებებს ხომ ვერ გაიხსენებდით?

–          ხამესი ძალიან მორცხვი და შრომისმოყვარე ბიჭია. ტაქტიკურ დავალებებს ყოველთვის კარგად ასრულებს. თავიდან „პორტუს“ კოლუმბიელ ლეგიონერებს, ფალკაოსა და გუარინს დაუახლოვდა, მოგვიანებით კი სხვა თანაგუნდელებთან მარტივად გამონახა საერთო ენა, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

–         თუმცა ისიც აღვნიშნოთ, რომ თავიდან მას არ სწყალობდით…

–         ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა. ახალ ფეხბურთელს ადაპტაციისთვის გარკვეული დრო სჭირდება. ჰალკი და ვარელა, ხამესის უშუალო კონკურენტები, დიდებულად გამოიყურებოდნენ. როდესაც გუნდი შედეგიანად ასპარეზობს, ძირითად შემადგენლობის მუდმივი როტაცია სახიფათო შეიძლება გამოდგეს. მახსოვს, როდრიგესს პორტუგალიის ჩემპიონატში დებიუტი ოქტომბრის ბოლოს ჰქონდა. თავის გამოჩენის საშუალებას ევროპა ლიგაზეც ხშირად ვაძლევდი. იანვარში ფალკაომ ტრავმა მიიღო, რის გამოც ჰალკი ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე გადავიყვანე, ხოლო ხამესს გარემარბის ფუნქციების შესრულება დავავალე, რასაც თავი საკმაოდ კარგად გაართვა. მოედანზე სრული თავისუფლების მინიჭების შემდეგ კი საგოლე პასების ჩამორიგება დაიწყო. მართალია, „რეალის“ ახალწვეული ამპლუით გამთამაშებელი უფროა, თუმცა არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ფლანგზე ასპარეზობამ მისი პროგრესი დააჩქარა.

–         გინდათ თქვათ, რომ კოლუმბიელი გამთამაშებლის პოზიციაზე უფრო ნაყოფიერია?

–         მოდი, განვაზოგადებ: ხამესი კრეატიული ფეხბურთელია და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მაქსიმალური დონეს მაშინ აღწევს, როდესაც მოედანზე სრულ თავისუფლებას ანიჭებენ.

–         ხამესის საუკეთესო შეხვედრებიდან რომელს გაიხსენებდით?

–         კონკრეტულად რომელიმე დაპირისპირების გამოყოფა მიჭირს, როდრიგესი საკმაოდ სტაბილური ფეხბურთელია და მატჩების უმეტესობას მაღალ დონეზე ატარებს. თუმცა მაინც აღვნიშნავდი მის პირველ გოლს „პორტუს“ რიგებში, „ნასიონალთან“ შეხვედრაში, როდესაც შეცვლაზე შუსულმა მოახერხა თავის გამოჩენა. ხო, რა თქმა უნდა, მთავარი კინაღამ დამავიწყდა, –  პორტუგალიის თასის ფინალი „გიმარაეშთან“, რომელშიც ხამესმა ერთბაშად სამი გოლი გატანა. ეს იყო მისი პირველი ჰეთ-თრიკი „პორტუს“ რიგებში.

–         როგორ ფიქრობთ, „რეალის“ სათამაშო სტილს ალღოს მალე აუღებს?

–         ხამესი ყველა იმ მოთხოვნას ერგება, რასაც „სამეფო კლუბის“ ფეხბურთელი უნდა აკმაყოფილებდეს. დარწმუნებული ვარ, თანაგუნდელები და სამწვრთნელო შტაბიც  მაქსიმალურ დაეხმარება საკუთარი შესაძლებობების სრულად წარმოჩენაში.

დეკუს გამოსათხოვარი მატჩი ჩატარდა

კარიერის დასრულებიდან თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ დეკუს გამოსათხოვარი მატჩი შედგა.

შეხვედრაში ერთმანეთს პირობითად „პორტუ-2004“ და „ბარსელონა-2006“ დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ, რომ დეკუმ 2004 წელს „პორტუსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო იმავე წარმატებას 2006 წელს „ბარსელონასთან“ ერთად მიაღწია.

დეკუმ პირველი ტაიმი „პორტუს“, მეორე კი „ბარსელონას“ შემადგენლობაში ჩაატარა, თუმცა მეორე ნახევრის ბოლოს კვლავ „პორტუს“ რიგებში დაბრუნდა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 4:4 დასრულდა.

„პორტუს“ სასტარტო შემადგენლობა: ბაია, პ.ფერეირა, ჟ.კოსტა, პ.ემანუელი, ვალენტე, კოშტინია, მანიშე, მენდეში, დეკუ, დერლეი, მაკარტი.

„პორტუს“ სათადარიგო შემადგენლობა: ვალე, კარვალკიუ, სეკრეტარიუ, იანკაუსკასი, ანდრადე, ალენიჩევი, რუბენსი, რ.ფერნანდეში, ბ.მორაეში, მარიო სილვა, კონსეისაუ.

მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში.

„ბარსელონას“ სასტარტო შემადგენლობა: ხორკერა, ბელეტი, სილვინიო, ოლეგერი, ვან ბრონხორსტი, დავიდსი, ხერარდი, ვან ბომელი, გუდიონსენი, ჟიული, ესკერო.

„ბარსელონას“ სათადარიგო შემადგენლობა: დეკუ, მესი, ჯალმინია, ლუიზაო, ეტოო

მწვრთნელი: ჰენკ ტენ კატე.

გოლები: 1:0 – დერლეი (3′), 2:0 – მაკარტი (14′), 2:1 – ეტოო (55′), 2:2 – დეკუ (57′), 3:2 – იანკაუსკასი (62′), 3:3 – ეტოო (67′), 3:4 – მესი (81′), 4:4 – დეკუ (90′).

კაზემირო პორტუში გადავიდა

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი კაზემირო იჯარის წესით კარიერას “პორტუში” გააგრძელებს. პორტუგალიურმ კლუბმა 22 წლის ფეხბურთელი ერთი წლით ინათხოვრა.

2015 წლის ზაფხულში “პორტუს” კაზემიროს გამოსყიდვის უპირატესობა ექნება. ფეხბურთელის გადაბირებით ასევე ინტერესდებოდნენ “ინტერი” და “ბენფიკა”.

ოფიციალურად: ტელიო იჯარით „პორტუში“ ითამაშებს

კატალონიის „ბარსელონამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ თავდამსხმელი კრისტიან ტელიო შემდეგ სეზონში იჯარით პორტუგალიის „პორტუს“ შემადგენლობაში ითამაშებს.

როგორც ცნობილია, მხარეები ორწლიან იჯარაზე შეთანხმდნენ. ამასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, „ბლაუგრანასს“ შემდეგ ზაფხულს კრისტიანის დაბრუნების უფლება ექნება.

შეგახენებთ, რომ 22 წლის ფეხბურთელი „ბარსას“ ძირითად გუნდში 2011 წლიდან ირიცხება.

ხავი გარსია „სიტის“ დატოვებს

„მანჩესტერ სიტიმ“ ესპანელ ნახევარმცველ ხავი გარსიასთან განშორება გადაწყვიტა. უახლოეს პერიოდში „ქალაქელებმა“ „პორტუს“ ნახევარმცველ ფერნანდოსთან კონტრაქტი უნდა გააფორმონ, რის შემდეგაც ხავი გარსიას ადგილი გუნდში აღარ მოიძებნება.

„სიტიში“ ფერნანდოს შესაძლო გადასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კლუბში იაია ტურეს დარჩენის საკითხსაც. გავიხსენოთ ისიც, რომ სეზონის ბოლო კოტ დივუარელ ფეხბურთელსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ერთგვარი კონფლიქტი აგორდა, როცა „სიტის“ მეპატრონეებმა ტურეს იუბილე არ მიულოცეს.

 

მანგალა სხვა გუნდში გადასვლაზე ჯერ არ ფიქრობს

“პორტუს” მცველით ინგლისური და ესპანური კლუბები ინტერესდებიან, თუმცა ფეხბურთელი ამ ეტაპზე მხოლოდ მუნდიალზე ფიქრობს.

“ჩემი მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობაა. საკლუბო კარიერაზე მუნდიალის დასრულების შემდეგ ვიფიქრებ.

სამომავლოდ ისეთ კლუბში ვისურვებდი თამაშს, რომელსაც დიდი მიზნები აქვს.

“პორტოს” ჩემს თაობაზე “მანჩესტერ სიტისთან” ჰქონდა მოლაპარაკებები, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა” – განაცხადა მანგალამ.

 

ტოპ 10: ყველაზე ძვირადღირებული მცველები ფეხბურთის ისტორიაში

საფეხბურთო პორტალმა GiveMeSport-მა ფეხბურთის ისტორიაში, ყველაზე ძვირად შეძენილი ათი მცველი დაასახელა.

ათეული ასე გამოიყურება:

*თანხები მოცემულია ფუნტ სტერლინგის სახით

10. რიკარდო კავალიუ

“პორტუდან” “ჩელსიში” – 26.5 მილიონი

Chelsea v Cardiff City - FA Cup 5th Round

9. პეპე

“პორტუდან” “რეალში” – 26.5 მილიონი

FBL-EUR-C1-DORTMUND-REAL-MADRID

8. დავიდ ლუისი

“ბენფიკადან” “ჩელსიში” – 26.5 მილიონი

8

7. ფაბიო კოენტრაო

“ბენფიკადან” “რეალში” – 26.5 მილიონი

7

6. ალესანდრო ნესტა

“ლაციოდან” “მილანში” – 27 მილიონი

6

5. მარკინიოსი 

“რომადან” “პარი სენ-ჟერმენში” – 27.5 მილიონი

5

4. დანი ალვეში 

“სევილიადან” “ბარსელონაში” – 31 მილიონი

4

3. ლილიან ტურამი 

“პარმადან” “იუვენტუსში” – 36.5 მილიონი

France's former World Cup winner Lilian

2. ტიაგო სილვა 

“მილანიდან” “პარი სენ-ჟერმენში” – 37 მილიონი

2

1. რიო ფერდინანდი 

“ლიდსიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” – 40.5 მილიონი

1

“პორტუ” მწვრთნელის გარეშე დარჩა

პორტუგალიელი სპეციალისტი პაულუ ფონსეკა “პორტუს” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი წარუმატებელი მატჩების სერია გახდა.

41 წლის სპეციალისტი “დრაკონებს” სათავეში მიმდინარე სეზონის დასაწყისში ჩაუდგა, თუმცა ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა და პორტუგალიის ჩემპიონატში 4-მატჩიანი მოუგებელი სერია ფონსეკას გასაშვებად საკმარისი აღმოჩნდა.

უახლოეს მომავალში “პორტუს” მეორე გუნდის მწვღტნელი ლუის კასტრო უხელმძღვანელებს.

10 ყველაზე ცუდი ფეხბურთელი, რომელთაც ჩემპიონთა ლიგა მოუგიათ

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ დაასახელა ათი ყველაზე ცუდი ფეხბურთელი, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხეს.

10. მაკდონალდ მარიგა – “ინტერი” (2010 წელი)

9. ფრანსისკო პავონი – “რეალი” (2002 წელი)

8. პაულო ფერეირა – “პორტო” (2004 წელი)

7. ფინიდი ჯორჯი – “აიაქსი” (1995 წელი)

6. ეგარას იანკაუსკასი – “პორტო” (2004 წელი)

5. ოლეგერი – “ბარსელონა” (2006 წელი)

4. როკე ჟუნიორი – “მილანი” (2003 წელი)

3. იესპერ ბლუმქვისტი – “მანჩესტერ იუნაიტედი” (1999 წელი)

2. ჯოვან კიროვსკი – დორტმუნდის “ბორუსია” (1997 წელი)

1. ჯიმი ტრაორე – “ლივერპული” (2005 წელი)

არსენალს მანგალა სურს

გავრცელდა ხმები იმის შესახებ რომ ლონდონის არსენალის ხელმძღვანელობა  პორტუს მცველ მანგალათია დაინტერესებული,ზაფხულში კი ”მეთოფეები” შეეცდებიან €38.5 მილიონად იყიდონ მანგალა.

შეგახსენებთ რომ აქამდე მანგალათი ტოპ კლუბებიც იყვნენ დაინტერესებული რომლებიდანაც ყველაზე მეტად მაინც ბარსელონა აქტიურობდა.