ჩეხეთის 19-წლამდე ნაკრებმა შვედეთი დაამარცხა

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრა შედგა. ერთმანეთს შვედეთისა და ჩეხეთის ასაკობრივი ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

პირველ ტაიმში შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. ანგარიშის გახსნა 42-ე წუთზე ჩეხების შემტევმა, დანიელ ტურინამ შეძლო. 55-ე წუთზე ტურინამ დუბლი შეასრულა. მეორე ნახევარში კიდევ ერთი გოლი გავიდა. ამჯერად, უკვე შვედებმა ივარგეს. ვიქტორ გიოკერესმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

საბოლოოდ, ჩეხებმა ანგარიშით, 2-1 იმარჯვეს. მათ სამი ქულა აქვთ და პირველ ადგილზე იმყოფებიან.

აქვე გეტყვით, რომ ამ ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი დღეს გაიმართება. 20:00 საათზე “თენგიზ ბურჯანაძეზე” ერთმანეთს საქართველოსა და პორტუგალიის 19-წლამდე ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა პორტუგალიასთან მატჩში ცნობილია! (ფოტო)

დღეს ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიხსნება. ამ შეხვედრაში ერთმანეთს საქართველოსა და პორტუგალიის ასაკობრივი ნაკრებები შეერკინებიან.

ცნობილია ის ძირითადი შემადგენლობა, რომლითაც გიორგი ყიფიანის გუნდი ითამაშებს.

ჩოჩიშვილი, ლაკვეხელიანი, კობოური (C), ბურჯანაძე, მალი, საღრიშვილი, კუცია, სამურკასოვი, ჩაკვეტაძე, კოხრეიძე, არაბიძე.

 

რატომ არ შეასრულა რონალდუმ პენალტების სერიაში პირველი დარტყმა?

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა პრესასთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც კრიშტიანუ რონალდუმ ჩილესთან გამართულ პენალტების სერიაში პირველი დარტყმა არ შეასრულა.

“ეს ჩვენი გადაყწვეტილება იყო, მე ყოველთვის ვიცავ ჩემს ფეხბურთელებს. მნიშვნელობა არ აქვს იმაზე ფიქრს, თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ პირველ დარტყმას რონალდუ შეასრულებდა,” – აცხადებს ფერნანდუ სანტუში.

ვიდალი: “რონალდუ? ის ჩემთვის არავინაა”

არტურო ვიდალმა პორტუგალიისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის წინ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

“კრიშტიანო გამაღიზიანებელია. ჩემთვის ის არავინაა, არ არსებობს. უკვე ვუთხარი ჩემს თანაგუნდელს, ჯოშუა კიმიხს, რომ ერთმანეთს ფინალში ისევ შევხვდებოდით,” – განაცხადა ჩილელმა ფეხბურთელმა, რომელმაც კონფედერაციის თასის ნახევარფინალში უნდა ითამაშოს.

გეტყვით იმასაც, რომ რონალდუსა და ვიდალის ბოლო დაპირისპირება (“ბაიერნი” – “რეალი”) პორტუგალიელის გამარჯვებით დასრულდა.

რონალდუ პუშკაშის რეკორდს უახლოვდება

კრიშტიანუ რონალდუმ კონფედერაციის თასის 2017 წლის გათამაშების მესამე ტურის მატჩში ახალი ზელანდიის კარში ერთი გოლის გატანა შეძლო, რითიც კიდევ უფრო მიუახლოვდა ფერენც პუშკაშის რეკორდს.

შედეგად, ამ დროისთვის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ანგარიშზე ნაკრების მაისურით გატანილი 75 გოლია და მას სულ რაღაც 10 გოლი აშორებს უნგრელი პუშკაშის რეკორდის დამხობამდე.

ჰადსონი: “ახალ ზელანდიას არც რონალდუსი ეშინია და არც პორტუგალიის ნაკრების””

კონფედერაციის თასის 2017 წლის გათამაშების მესამე ტურის მატჩის წინ (პორტუგალია – ახალი ზელანდია), ოკეანეთის წარმომადგენელთა თავკაცმა პრესასთან ისაუბრა.

“ჩვენ ამ მატჩს ისე ვუყურებთ, როგორც ერთ ჩვეულებრივ შეხვედრას. გვინდა, რომ მოედანზე მაქსიმალურად მობილიზებულები გამოვიდეთ და სასურველი შედეგი დავდოთ.

მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინ არის მეტოქე. ჩვენ მოედანზე საბრძოლველად გავდივართ. ვიცით, რომ პორტუგალია მსოფლიო დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.

ჩემთვის, რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ პორტუგალიას სხვა მაღალი დონის მოთამაშეებიც ჰყავს. ჩვენ არც რონალდუსი გვეშინია და არც პორტუგალიის,” – აცხადებს ჰადსონი.

პეპეს გოლი ვიდეო რეფერის გადაწყვეტილების გამო არ ჩაუთვალეს (ვიდეო)

პორტუგალიისა და მექსიკის ნაკრებების მატჩის მთავარმა მწვრთნელმა, პიტანმა პეპეს მიერ გატანილი გოლი ვიდეო რეფერის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო არ ჩათვალა.

“სპორტინგი”, “სოლსბერი” და სხვა კლუბები რონალდუს ეპატიჟებიან

ესპანეთის მთავრობა მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს გადასახადების გადაუხდელობაში ადანაშაულებს და მას 14.7 მილიონი ევროს გადახდას სთხოვს. პორტუგალიელი თავს დამნაშავედ სულაც არ მიიჩნევს და გაბრაზებულიც კია. რონალდუ თვლის, რომ ასეთ მოპყრობას არ იმსახურებს და ესპანეთიდან წასვლა სურს.

32 წლის ფეხბურთელს ეპატიჟება მშობლიური კლუბი, “სპორტინგი”, რომელიც “რონის” პირველი გუნდი იყო. “სპორტინგის” ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დევს ფოტო, სათაურით: “კრიშტიანუ, კარგი შვილი ყოველთვის ბრუნდება სახლში… რატომ უნდა გადავდოთ?”

“ბოლტონი” კი წერს: “გიდასტურებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუსთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ.”

“სოლსბერ სიტიც” არ უნდა გამოგვრჩეს: “კლუბი არ აკეთებს კომენტარს კრიშტიანუ რონალდუს “სოლსბერიში” გადასვლასთან დაკავშირებულ ჭორებზე.”

სანტუში: “რონალდუ – ბრწყინვალე კაპიტანი, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელებს მიუძღვის წინ”

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა პრესასთან მომავალ კონფედერაციის თასზე და მის არსენალში არსებულ ფეხბურთელთა მდგომარეობაზე ისაუბრა.

“არავისთვის არის ახალი ის ფაქტი, რომ სეზონის ამ მონაკვეთში ფეხბურთელები ფორმის პიკში არ იმყოფებიან. ამ მომენტისთვის არცერთი ფეხბურთელი არ არის 100 პროცენტით მზად.

ფიზიკური დაღლილობა მორალურმა სიძლიერემ უნდა შეავსოს. ვიცი, რომ ჩემს ფეხბურთელებს ეს შეუძლიათ.

კრიშტიანუ რონადლუ? ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთლია. რონალდუ ბრწყინვალე კაპიტანია, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელებს მიუძღვის წინ,” – აცხადებს ევროპის ჩემპიონი ნაკრების თავკაცი.

ოფიციალურად: სერჟიუ კონსეისაუ “პორტოს” ახალი მწვრთნელია!

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ საფეხბურთ კლუბ “პორტოს” ახალი მწვრთნელი სერჟიუ კონსეისაუა. ამის შესახებ პორტუგალიური გუნდის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

42 წლის სპეციალისტმა ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. სხვა დეტალები არ საჯაროვდება.

ისიც აღსანიშნავია, რომ კონსეისაუ “პორტოში” 1996-1998 და 2004 წლებში გამოდიოდა. პორტუგალიელმა სწორედ თანაგუნდელი, ნუნო ესპირატო სანტო ჩაანაცვლა. ეს უკანასკნელი მას შემდეგ გაუშვეს “პორტოდან”, რაც წლევანდელ ჩემპიონ “ბენფიკაზე” ექვსით ნაკლები ქულა დააგროვა. რაც შეეხება, სერჟიუს, იგი ბოლოს ფრანგულ “ნანტს” წვრთნიდა.

 

გიორგი მაკარიძემ პორტუგალიის ჩემპიონატში პენალტი მოიგერია (ვიდეო)

12 მაისს, პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 33-ე ტურში გიორგი მაკარიძის “მორეირენსე” სტუმრად “ბელენენსიშს” დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

ქართველი მეკარე “მორეირენსეს” ძირითად შემადგენლობაში იყო და მისი დიდი დამსახურებაა, რომ სტუმრებმა ქულის მოპოვება მოახერხა. მაკარიძემ მატჩის 62-ე წუთზე, მაურიდესის მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანი მოიგერია, რის შემდეგაც, დაახლოებით ათ წუთში მისმა გუნდმა ანგარიში გაათანაბრა.

ამ შეხვედრის შემდეგ, “მორეირენსე” პორტუგალიის 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილს იკავებს და მასზე ერთი საფეხურით ქვემოთ მყოფ “ტონდელას” ოთხი ქულით უსწრებს.

იხილეთ მაკარიძის მოგერიებული თერთმეტმეტრიანი

ზიდანი: “მინდა, რომ პეპე გუნდში დარჩეს”

კლეპერ პეპემ მიმდინარე სეზონში რამდენიე ტრავმა მიიღო და დიდი ხანიც გაუცდა. იგი ძირითად შემადგენლობაში თითქმის ვეღარ ხვდება. პორტუგალიელის ადგილი რაფაელ ვარანს აქვს დაკავებული. ბევრი ხმა გავრცელდა იმის შესახებ, რომ პეპე მომამავლ ზაფხულში გუნდიდან წავა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გამოცდილ მცველზე ისაუბრა.

“ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ამ სეზონში პეპე ბევრჯერ დაზიანდა. საბედნიეროდ, ახლა იგი ლაზარეთიდან დაგვიბრუნდა. კლეპერი ნაბიჯ ნაბიჯ ეცდება, რომ კარგ ფორმაში შევიდეს და ისე დაგვეხმაროს, როგორც ამას ადრე აკეთებდა.”

“გულწრფელად გეტყვით, ივნისამდე არ გვეცოდნიება, როგორ გადაწყდება პორტუგალიელის გუნდიდან წასვლა-არწასვლის საკითხი.”

“რა თქმა უნდა, მინდა, რომ ის გუნდშ დარჩეს. პეპემ ბევრჯერ დაგვიმტკიცა, რა დონის ფეხბურთელია,” – აცხადებს “ზიზუ”.