სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასურდა, რომ იტალიელი მწვრთნელი, ჩეზარე პრანდელი პრიმერა დივიზიონში მოასპარეზე “ვალენსიას” აღარ გაწვრთნის.
ირკვევა, რო “ღამურების” ხელმძღვანელობამ, უფულობის გამო, იმ 5 ფეხბურთელის ყიდვაზე თქვა უარი, რომლის შეძენასაც პრანდელის დაპირდნენ. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ჩეზარეს სეზონის ბოლომდე ვოლო გონსალესი ჩაანაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ 59 წლის სპეციალისტი სულ რაღაც სამი თვის წინ მივიდა ესპანურ გუნდში. ყველა ტურნირზე ჩატარებული ათი თამაშიდან, “ვალენსიამ” 3 მოიგო, 3 ფრედ ითამაშა და 4 წააგო. “ღამურები”ამჟამად 12 ქულით მე-17 პოზიციაზე იმყოფებიან.