პრემიერ ლიგა: 31-ე ტურის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

გასულ სამშაბათს და ოთხშაბათს პრემიერ ლიგის 31-ე ტურის მატჩები შედგა. უპრინციპულესი შეხვედრა მოიგო ლონდონის “ჩელსიმ”, რომელმაც “მანჩესტერ სიტი” მინიმალური  სხვაობით (2:1) დაამარცხა. როგორც იქნა, იმარჯვა “არსენალმაც”. სამი ქულის მოპოვება ვერ მოახერხეს “ლივერპულმა” და “მანჩესტერ უნაიტედმა”. გვაკვირვებს “ლესტერი”, რომელმაც ბოლო მატჩში ტურში 15 ქულა მოიპოვა.

Goal.Com-ი აღნიშნული ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

შმეიხელი, დევისი, გაბრიელი, ჰუტი, ბელერინი, აზარი, ალი, დემბელე, ოზილი, რედმონდი, დინი.

 

 

 

ალექსის სანჩესი: “მინდა, ლონდონში დავრჩე და ვითამაშო იმ კლუბში, რომელსაც გამარჯვებული მენტალიტეტი აქვს”

ალექსის სანჩესი რომ ლონდონის “არსენალში” არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა, ეს ყველამ კარგად იცის. მის სახელს რამდენიმე გრანდს უკავშირებენ, თუმცა ზუსტად არაფერია გადაწყვეტილი.

ჩილელმა მის მომავალაზე ისაუბრა.

“მინდა, ლონდონში დავრჩე და ვითამაშო იმ კლუბში, რომელსაც მოგებულის მენტალიტეტი აქვს.”

“ბედნიერი ვარ ამ ქალაქში. იმედია, “არსენალში” კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ბოლომდე დავრჩები. მინდა, ამ კლუბთან ერთად დიდი ტიტულებისთვის ვიბრძოლო.”

“28 წლის ვარ. დიდი გამოციდლება მივიღე და წინ ბევრი კარგი რამ მელის,” – განაცხადა ალექსისმა.

ინგლისთან გამარჯვების შემდეგ – ახალშობილთა რეკორდული რაოდენობა ისლანდიაში

ისლანდიური საავადმყოფო საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც იმის წარმოდგენის საშუალებასაც გვაძლევს, თუ რამდენმა ადამიანმა აღნიშნა ევრო 2016-ზე ისლანდიის ნაკრების ინგლისის ნაკრებთან გამარჯვება.

საქმე ისაა, რომ ამ მატჩიდან ზუსტად 9 თვის გასვლის შემდეგ, ერთ-ერთ ისლანდიურ საავადმყოფოში მშობიარობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

როგორც ვხვდებით, ლარს ლაგერბეკის გუნდის ამ შესანიშნავ გამარჯვებას ისლანდიაში საკმაოდ დიდი ზეიმი მოჰყვა, ინგლისელებმა კი, ალბათ, მალევე დაიძინეს…

ინგლისის ნაკრების წარმატებული სერია გრძელდება

ინგლისის ნაკრებმა მსოლფიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში “ლიტვის ეროვნული გუნდი მიიღო და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ბალტიისპირელების კარის აღება ჟერმეინ დეფომ (21 წთ.) და ჯეიმი ვარდიმ (66 წთ.) მოახერხეს.

საგულისხმოა, რომ ამ ტურის შემდეგ ბრიტანელების ნაკრები არის ერთადერთი, რომლებსაც მიმდინარე შესარჩევში საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია. საბოლოო ჯამში, გარეთ საუთგეიტის შეგირდებმა რვაჯერ მოახერხეს მეტოქეების კარის აღება.

“სამი ლომი” მომდევნო ოფიციალურ მატჩს ივლისში, გლაზგოში, შოტლანდიის წინაარმდეგ გამართავს.

იხილეთ შეხვედრის მიმოხილვა

ჯეიმი ვარდის ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს? (ვიდეო)

“ლესტერ სიტისა” და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელს, ჯეიმი ვარდის ვერავინ დაადანაშაულებს იმაში, რომ გოლის გასატანად სათანადოდ არ ირჯება, არ ცდილობს. ამიტომაც გამოიყვანა გარეთ საუტგეიტმა ის მოედანზე ლიტვასთან გამართულ მატჩში.

ვარდი მოედანზე 61-ე წუთზე შემოვიდა და სულ რაღაც 5 წუთში მოახერხა მეტოქეთა კარში გოლის გატანა. მატჩის ბოლოსკენ კი მას ინგლისელთა უპირატესობის სამამდე გაზრდა შეეძლო, რაც არ გამოუვიდა. ეს კი საკმაოდ მტკივნეულად აღნიშნა.

ამან კი კიდევ ერთხელ შეგვახსენა “ლესტერისა” და “სევილიას” შორის გამართული მატჩის ერთი საინტერესო მომენტი.

გამომდინარე აქიდან, ისმის კითხვა – ხომ არ სჭირდება ჯეიმი ვარდის ფსიქოლოგის დახმარება?

სამი ხედირა ინგლისის წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებს

გერმანიის ეროვნული ნაკრები 22 მარტს ამხანაგურ მატჩში ინგლისის გუნდს დორტმუნდში “სიგნალ-იდუნა-პარკზე” უმასპინძლებს.

ირკვევა, რომ იოხამ ლიოვის განკარგულებაში სამი ხედირა არ იქნება. ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველს კოჭის მცირე ტრავმა აქვს. სწორედ ამიტომ, ექიმების რჩევით, 29 წლის ფეხბურთელი თავს დაიზღვევს და ამხანაგურ შეხვედრაში მოედანზე არ გავა.

სამაგიეროდ, იგი სრულ მზადყოფნაში იქნება 26 მარტს. სწორედ ამ დღეს აზერბაიჯანში გერმანია ადგილობრივ ნაკრებს დაუპრისიპირდება. შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით გაიმართება.

ხედირამ მიმდინარე სეზონში “ბებერი ქალბატონის” რიგებში ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

“ჩელსიმ” “სტოკ სიტი” ბოლო წუთებზე დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 29-ე ტურის მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა ლონდონის “ჩელსის” გულშემატკივართათვის, რომელთა გუნდმაც ძალზედ რთული ბარიერის წარმატებით გავლა შეძლო.

საუბარია მარკ კიუზის “სტოკ სიტიზე”, რომელიც საშინაო არენაზე ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მე-13 წუთზე თავისი გუნდი უილიანმა დააწინაურა. უოლტერსმა კი 38-ეზე გაათანაბრა.

მეორე ტაიმის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი კი 87-ე წუთზე ტიმ კეჰილმა გაიტანა და თავის გუნდს სამი ქულაც მოუტანა, რომლის წყალობითაც 28 მატჩის შემდეგ “არისტოკრატებს” 69 ქულა დაუგროვდათ. “სტოკი” კი 39 ქულით მეცხრე პოზიციაზე იმყოფება.


“სტოკ სიტი”: გრანტი; პიტერსი, მარტინს ინდი, შოუქროსი, ბარდსლი; სობჰი, ალენი, კამერონი, არნაუტოვიჩი; ბერაჰინო (დიუფი 62′), უოლტერსი

მთავარი მწვრთნელი: მარკ კიუზი

“ჩელსი”: ტიბო კურტუა; ასპილიკუეტა, ლუისი, კეჰილი; ვიქტორ მოზესი (ფაბრეგასი 70′), ნგოლო კანტე, მატიჩი, ალონსო; უილიანი, დიეგო კოშტა, პედრო

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე


ოფიციალურად: “ლეტსერ სიტიმ” რანიერის შემცვლელი დაასახელა

კლაუდიო რანიერიმ ცოტა ხნის წინა დატოვა პრემიერ ლიგის გუნდის, “ლესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა.

დღეს ინგლისური კლუბის ბოსებმა დაასახელეს იმ ადამიანის ვინაობა, რომელიც იტალიელ სპეციალისტს ჩაანაცვლებს. ეს პიროვნება რანიერის ყოფილი თანაშემწე, კრეგ შექსპირია. იგი ამ სეზონის ბოლომდე იმუშავებს გუნდში.

 

აქვე გეტყვით, რომ შექსპირმა, კლაუდიოს წასვლის შემდეგ, გუნდს ორ მატჩში უხელმძღვანელა: ჯერ “ლივერპულთან”, ხოლო შემდეგ “ჰალ სიტისთან”. ორივე მატჩი “მელიებმა” ერთი და იმავე ანგარიშით – 3:1 – მოიგეს.

 

აზარი: “ჩვენ პროფესიონალები ვართ და ვიცით, რასაც ვაკეთებთ”

პრემიერ ლიგის 26-ე ტურში ლონდონის “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “სუონსი სიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 3:1 დაამარცხა. ლონდონელები ახლა პირველ ადგილზე არიან და მეორეადგილოსან “სიტის” მთელი 10 ქულით უსწრებენ.

ნახსენებ მატჩში ერთ-ერთი საგოლე გადაცემის ავტორმა, ედენ აზარმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ჩვენ ორი წლის წინ მოვიგეთ ეს ტიტული და ახლა საკმაო გამოცდილება გვაქვს. ჩვენ პროფესიონალები ვართ და, შესაბამისად, ძალიან კარგად ვიცით, რასაც ვაკეთებთ.”

“რამდენიმე თვეა, პირველ ადგილზე ვართ და გვინდა, ეს პოზიცია შევინარჩუნოთ. უფრო და უფრო, ვდილობთ, დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით ვითამაშოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.”

“პრემიერ ლიგის ბოლო რვა შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გავიტანე. ჩემთვის იგივეა შემთხვევები, როცა გოლი ან გამაქვს, ან – არა, ან საგოლე გადაცემას ვაკეთებ. პრიორიტეტული, მხოლოდ კარგად თამაში და, საბოლოო ჯამში, გამარჯვების მოპოვებაა. თუ ეს ხდება, ჩემზე ბედნიერი კაცი მინდორზე არაა,” – განაცხადა 26 წლის ბელგიელმა.

პრემიერ ლიგა: 26-ე ტურის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

დასრულდა პრემიერ ლიგის 26-ე ტური. წინ მიიწევს ლიდერი ლონდონის “ჩელსი”, რომელმაც საკუთარი მატჩი “სუონსი სიტისთან” ჩაატარა და უპრობლემოდ მოიგო (3:1). იმარჯვეს “ტოტენჰემაც” და “ევერტონმაც”. მანჩესტერულ გრანდებსა და “არსენალს”, “საუთჰემპტონთან” ერთად, ინგლისის ლიგის თასის ფინალის გამო, არ უთამაშიათ. გუშინდელ შეხვედრაში “ლესტერ სიტიმ” მოულოდნელად დაამარცხა (3:1) “ლივერპული”.

Goal.Com-ი 26-ე ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

ლორისი, ვან აანჰოლტი, ევანსი, მაკოლი, კოულმენი, გეიე, ფაბრეგასი, ალი, ერიკსენი, პედრო, კეინი.

 

 

 

იბრაჰიმოვიჩი: “ზაფხულში მოურინიომ დამირეკა და მითხრა…”

ინგლისის ლიგის თასის ფინლაში გამარჯვების გოლის ავტორმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. შვედმა განაცხადა, რომ “მანჩესტერში” ბედნიერია და უკვე თავს ნამდვილ ბოსად გრძნობს.

“გასულ ზაფხულში “პსჟ”-სთან კონტრაქტი დამიმთავრდა და უნდა გადამეწყვიტა, სად წავსულიყავი. ჩემს ორ შვილს ინგლისში გადასვლა სურდათ. მე პრემიერ ლიგაზე არ ვფიქრობდი და სხვა ვარიანტებს განვიხილავდი. თუმცა, ერთ დღეს მოურინიომ დამირეკა და მითხრა: “უბრალოდ მითხარი, რომელ ნომრიანი მაისური გინდა გეცვას?” მე და ჟოზეს განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. საბოლოოდ, აქ წამოსვლა გადავწყვიტე და სწორი ნაბიჯიც გადავდგი.”

“ახლა ჩემი ბაბვშვები გაოცებულები არიან იმით, რასაც ვაკეთებ. მე ნამდვილი ბოსი ვარ!”

“ხედავთ რა ხდება? გუნდში მოვედი და ინგლისის ლიგის თასი მოვიგეთ. ამის გარდა, გავიტანე ბევრი გოლი და კიდევ ერამდენიმე თვეა დარჩენილი. ესე იგი, იმას ვაკეთებ, რაც ბევრს არ სჯეროდა, რომ შევძლებდი.”

“თუმცა, აღფრთოვანება ჩემს ცხოვრებაში დროებითია და ყოველთვის მეტი მსურს. ეს ჩემი მენტალიტეტია! ეს ჩემი 32-ე ტიტულია და ეს ჩემი მეხუთე ქვეყანაა! მსოფლიოს საუკეთესო კლუბებში ვთამაშობდი. ყოველ წელს, უფრო და უფრო, დიდ წარმატებას ვაღწევ!” – განაცხადა “იბრამ”.

იოვეტიჩი: “სევილია” “ლესტერზე” ძლიერია!”

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში ანდალუსიის “სევილიამ” “ლესტერ სიტის” უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით, 2:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში საგოლე გადაცემა გააკეთა მონტენეგროელმა თავდამსხმელმა, სტევან იოვეტიჩმა. მან 62-ე წუთზე ხოაკინ კორეას გაატანინა.

27 წლის შემტევმა მატჩის შემდეგ beIN Sports-თან ისაუბრა.

“ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა. რთული მეტოქე გვყავდა. “ლესტერი”, მიუხედავად პრემიერ ლიგაში ჩავარდნისა, ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს.”

“დღეს უკეთესები ჩვენ ვიყავით. უფრო მეტი შანსი შევქმენით და ყველა ასპექტში უპირატესობა სწორედ “სევილიას” ჰქონდა.”

“ვარდიმ ინგლისელებისთვის მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. თუმცა, 2-0-ც რომ მოგვეგო, მაინც არაფერი იქნებოდა გადაწყვეტილი. ასე რომ, ახლა ორმაგად უფრო დიდი ყურადღებითა და მონდომებით მოგვიწევს ბრიტანეთში თამაში,” – განაცხადა მონტენეგროელმა.