დედის დღე პრემიერ ლიგაშიც აღნიშნეს

დიდ ბრიტანეთში 6 მარტი დედის დღედ არის აღიარებული. გთავაზობთ სურათების ნაკრებს სოციალური ქსელიდან, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ აღნიშნეს ინგლისში ეს განსაკუთრებული დღე :

Happy Mothers Day to the very best mommy my daughters could have. We love you so much @daniellasemaan ❤️

A photo posted by Cesc Fàbregas (@cescf4bregas) on

ვენგერი: “კოკლინი შესვენებაზე არაერთხელ გავაფრთხილეთ”

“უაით ჰართ ლეინზე” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, “არსენალის” თავკაცმა, არსენ ვენგერმა პრესას გაუმხილა, რომ შესვენებაზე ფრანსის კოკლინი გააფრთხილა და სიფრთხილისკენ მოუწოდა. თუმცა ამ უკანასკნელმა ვენგერის მითითება არ გაითვალისწინა და გუნდი დიდ გასაჭირში ჩააგდო.

“მან იცის, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. ჩვენ ის შესვენებაზე არაერთხელ გავაფრთხილეთ. მას უნდოდა ყველაფერი მაღალ დონეზე გაეკეთებინა, თუმცა არ გამოუვიდა.

გაკვეთილი მალევე უნდა ისწავლოს. როდესაც ყვითელი ბარათი უკვე გაქვს, მსგავსი შეცდომა აღარ უნდა დაუშვა.

მსაჯის ამ გადაწყვეტილებას ვერ გავასაჩივრებ, თუმცა თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ დაიერი გასაგდები იყო. ვფიქრობ, რომ მსაჯიც ვალდებული უნდა იყოს, რომ მედიას ესაუბროს. იქნებ შესაბამისი პასუხი გაგვცეს.” – განაცხადა ვენგერმა, რომლის გუნდიც ამჟამად მესამე ადგილზე იმყოფება.

ბართომეუ: “ბარსასთვის” პრემიერ ლიგაზე უფრო მეტად დარდობს, ვიდრე “რეალზე”

“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ აღნიშნა, რომ კატალონიური კლუბისთვის ინგლისური კლუბები უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენენ, ვიდრე მადრიდის “რეალი”.

შეგახსენებთ, რომ Sky-სა და BT Sport-საგან ინგლისური კლუბები საერთო ჯამში 5.136 მილიონ ფუნტს მიიღებენ.

“პრემიერ ლიგის კლუბებს ამიერიდან დაუჯერებელი ფინანსური სიტუაცია შეექმნებათ, რაც კიდევ ერთ დიდ სადარდელს გაგვიჩენს. “ბარსელონასთვის” პრემიერ ლიგა ყველაზე დიდი მეტოქეა.

პრემიერ ლიგა საუკეთესო ჩემპიონატია, მათ განსაკუთრებული გულშემატკივრები ჰყავთ. ამ ყველაფრის შედეგი არის ის, რომ ისინი ყველა ტიტულისთვის განაგრძობენ ბრძოლას.

ესპანეთში ბიუჯეტის მხრივ სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. აქ ისეთ კლუბს, როგორიც “ლესტერია” ცხრილის სათავეში ყოფნა ძალიან გაუჭირდებოდა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ჩვენი ვარსკვლავების შესანარჩუნებლად.”

ინგლისის თასის გამარჯვებული შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის საგზურითაც დაჯილდოვდეს

ინგლისური ფეხბურთის ასოციაციაში განიხილავენ იდეას, რომლის თანახმადაც ინგლისის თასის გამარჯვებული  ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურითაც უნდა დაჯილდოვდეს.

აღნიშნული იდეის ავტორი ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, მარტინ გლენია, რომელიც აცხადებს: ” ძალიან კარგი იქნება, თუკი ინგლისურ კლუბებს ასეთ შანს მივცემთ. ამით ეს ტურნირი უფრო საინტერესო გახდება.”

გლენმა ზამთრის პაუზაზეც ისაუბრა: ” ზამთრის ‘არდადეგები’ ნამდვილად კარგი იქნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ლიგაში გუნდთა რაოდენობა ავტომატურად 18-მდე უნდა შემცირდეს. სხვა გზებიც არსებობს, უბრალოდ ამასი ბევრი ფიქრი სჭირდება.”

 

მასკერანო: “ლივერპულური” წარსული? ეს სხვა ინგლისურ კლუბში გადაბარგებაში ხელს არ შემიშლის “

“ბარსელონას” არგენტინელმა ნახევარმცველმა, ხავიერ მასკერანომ ყველასათვის ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ “ლივერპულთან” არსებული მოგონებები, მას ინგლისის სხვა კლუბში გადაბარგებაში ხელს არ შეუშლის.

“ლივერპულთან” არსებული მოგონებები არ ნიშნავს, იმას რომ თუ რომელიმე ინგლისური კლუბი შანსს მომცემს, ვეტყვი : ‘ არა, მე მხოლოდ მათ რიგებში ვითამაშებ.’

ჩვენ პროფესიონალები ვართ, ასე ვცხოვრობთ. რაც არ უნდა მოხდეს, ჩემი გრძნობები “ლივერპულისადმი” არ შეიცვლება.

რაც შეეხება წარსულს, ლივერპულში თავს კარგად ვგრძნობდი, თუმცა იყო პრობლემებიც. როდესაც რაფამ გუნდი დატოვა, მივხვდი, რომ მათი პროექტი ჩავარდა. ამიტომაც კლუბის დატოვება გადავწყვიტე, რის შემდგომაც “ბარსელონასგან” შეთავაზება მომივიდა.”

ბენიტესი: “პრემიერ ლიგაში დაბრუნება მსურს”

მადრიდის “რეალის” ექს-თავკაცმა, რაფაელ ბენიტესმა პრემიერ ლიგისადმი საკუთარი სიმპატიები არ დამალა და აღნიშნა, რომ დიდი სიამოვნებით დაუბრუნებოდა ბრიტანულ ლიგას.

“პრემიერ ლიგა ძალიან მომწონს. ჩემი მომავლისთვის ეს ლიგა უფრო პრიორიტეტულია, რადგანაც ჩემი ოჯახი ჯერ კიდევ ვირალში ცხოვრობს.

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მიმდინარეობისას მწვრთნელს არავინ შეცვლის. ისღა დამრჩენია, უბრალოდ ვუყურო და გავაანალიზო მატჩები.”

შეგახსენებთ, რომ ბენიტესს ინგლისში მუშაობის საკმაო გამოცდილება აქვს – რაფა “ლივერპულს” წვრთნიდა, მან კლუბს ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა.

 

რანიერი: ” წითელი ბარათი რომ არა, მატჩს მოვიგებდით”

“ლესტერ სიტის” თავკაცს, კლაუდიო რანიერის სჯერა, რომ მისი გუნდი “არსენალის” დამარცხებას შეძლებდა, მეორე მატჩის არბიტრს დანი სიმპსონი რომ არ გაეძევებინა მოედნიდან.

“ფანტასტიური მატჩი გამოვიდა, ძალიან ჩქარი. 11×11-ზე რომ ყოფილიყო ჩვენ მოვიგებდით. სიმპსონი ორივე შემთხვევაში უხეშობდა, თუმცა მათგან არცერთი არ იყო ყვითელი ბარათის ღირსი. 

“არსენალი” შესანიშნავი გუნდია, თუმცა მატჩის სადავეები ჩვენს ხელში იყო. ბოლოს ისინი უფრო ჭკვიანები აღმოჩნდნენ, რის ხარჯზეც გამარჯვების გოლი გაიტანეს.

ჩვენ მოსაგებად გავედით, მაგრამ წავაგეთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც პირველ ადგილზე ვართ. ახლა “ნორვიჩზე” ვართ კონცენტრირებული.” – განაცხადა რანიერიმ.

ვარდი: “არსენალისთვის” პრობლემების შექმნა შეგვიძლია”

“ლესტერ სიტის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯეიმი ვარდიმ ლონდონის “არსენალთან” გასამართ მატჩზე საუბრისას აღნიშნა, რომ “მელიებს” “მეთოფეთათვის” გარკვეული პრობლემების შექმნა შეუძლიათ.

“ვიცით, რომ ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი და რთული იქნება. განსაკუთრებით თუ გავიხსენებთ წინა მატჩს, როცა “არსენალმა” შინ 2:5 დაგვამარცხა, თუმცა არამგონია ეს ანგარიში მატჩის მიმდინარეობას ობიექტურად ასახავდეს.

“არსენალი” მსოფლიო დონის ფეხბურთელებით დაკომპლექსებული გუნდია, თუმცა ჩვენ მათთვის პრობლემების შექმნა მაინც შეგვიძლია.

თუ ტიტულის მოგებას ვერ მოვახერხებთ, ამით ტრაგედია არ შეიქმნება, რამეთუ სეზონის წინ ჩვენგან ამას არავინ მოითხოვდა. შესანიშნავ სეზონს ვატარებთ, რომლის ყოველი წუთისგან ვიღებთ სიამოვნებას.”

დარმიანი ლაზარეთში რამოდენიმე კვირას გაატარებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა დაადასტურა, რომ მატეო დარმიანი უახლოეს მომავალში ინგლისური გრანდისთვის დახმარების გაწევას ვერ შეძლებს.

იტალიელი ფეხბურთელი “სანდერლენდთან” გამართული მატჩის პირველ ნახევარში დაშავდა. დარმიანი 21 წლის დონალდ ლავმა შეცვალა.

“ის, რაც ჩვენს თავს ხდება დაუჯერებელია. კიდევ ერთი მცველი დაგვიშავდა, რის შედეგადაც ცენტრალური მცველის გარეშე დავრჩით.” – განაცხადა ვან გაალმა.

შეგახსენებთ, რომ დარმიანის გარდა ლუის დახმარებას ვერ შეძლებს: ლუკ შოუ, მარკოს როხო, ფილ ჯონსი, გილერმო ვარელა, ეშლი იანგი და ანტონიო ვალენსია.

რა ღირს ინგლისის პრემიერ ლიგის მატჩზე დასასწრები ბილეთები?

რამდენიმე დღის წინ, “ლივერპულის” ხელმძღვანებლობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომდევნო სეზონიდან საშინაო მატჩზე დასასწრები ბილეთი 77 ფუნტ სტერლინგი ეღირება. ცხადია, ამ გადაწყვეტილებამ “მერსესაიდელთა” გულშემატკივრებში უკმაყოფილოება გამოიწვია და მათ “სანდერლენდთან” შეხვედრის მიმდინარეობისას ტრიბუნები 77-ე წუთზე დატოვეს.

ბრიტანულმა გამოცემა BBC-მ დაასახელა კლუბები, რომელთა საშინაო მატჩებზე დასწრება გულშემატკივრებს ყველაზე ძვირი უჯდებათ. აღსანიშნავია, რომ ყველაზე იაფი “ბორნმუთის” შეხვედრებზე დასასწრები ბილეთის ფასია (32 ფუნტ სტერლინგი). “მანჩესტერ იუნაიტედის” სტადიონზე ყველაზე ძვირადღირებული ბილეთში 58 ფუნტ სტერლინგი უნდა გადაიხადოთ.

რაც შეეხება ხუთეულს, ის ასე გამოიყურება:

5. “ლივერპული” – 59 ფუნტ სტერლინგი
4. “ტოტენჰემი” – 81 ფუნტ სტერლინგი
3. “ჩელსი” – 87 ფუნტ სტერლინგი
2. “ვესტ ჰემი” – 95 ფუნტ სტერლინგი
1. “არსენალი” – 97 ფუნტ სტერლინგი

ჰიდინკი: “ჩელსიმ” ქულა დამსახურებულად მოიპოვა”

ლონდონის “ჩელსის” თავკაცს, გუს ჰიდინკს სჯერა, რომ “სტემფორდ ბრიჯზე” დაფიქსირებული ფრე სამართლიანი შედეგი იყო ორივე გუნდისათვის.

“მანჩესტერი” თავიდან შესანიშნავად თამაშობდა, სტუმრებმა გვაიძულეს დაცვაზე გვეფიქრა და არა შეტევაზე. თუმცა, ბოლოსკენ ჩვენ თამაშის ხარისხს მოვუმატეთ.

ორივე გოლი იმსახურებს კომპლიმენტებს, რამეთუ არცერთი მათგანი არ იყო ადვილი ასაღები.

წელს ჩვენ დაუმარცხებლები ვართ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა, რაც მოგებების გარეშე შეუძლებელია.” – განაცხადა 69 წლის სპეციალისტმა.

მარეზი: “ტიტულზე ოცნება უნდა განვაგრძოთ”

“ლესტერ სიტის” გოლეადორმა, რიად მარეზმა “მანჩესტერ სიტისთან” შესანიშნავად ჩატარებული მატჩის შემდგომ, პრესასთან სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.

“დიდებული გამარჯვება მოვიპოვეთ. წინ ბევრი მატჩი გველის, ასე რომ ტიტულის შესახებ საუბარი ჯერ არ შეგვიძლია.

ამ გამარჯვების მიუხედავად, მაინც მომავალზე გვმართებს ფიქრი, მითუმეტეს, რომ ჩვენი მომდევნო მეტოქე “არსენალია”. 

ტიტულზე ოცნება უნდა განვაგრძოთ და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. დრო ყველაფერს გვიჩვენებს.” – განაცხადა ალჟირელმა BT Sport-თან ინტერვიუში.