“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ განაცხადა, რომ ზაფხულში გუნდს აუცილებლად დატოვებდა. ამის შემდეგ, ფრანგებმა მისი შემცვლელის ძიება დაიწყეს.
როგორც Le10Sport-ი წერს, პარიზელთა ერთ-ერთი სამიზნე კარიმ ბენზემაა. მადრიდის “რეალის” შემტევს საშნელი სეზონი აქვს. მან ლა ლიგა სანტანდერის 25 შეხვედრაში მხოლოდ ხუთი გოლი გაიტანა. ზინედინ ზიდანი მას ისე ვეღარ ენდობა, როგორც ადრე და თანამემამულეს სათამაშო დროც შეუმცირა. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ კარიმი 30 წლისაა და ნელ-ნელა ასაკში შედის. უცნობია, შედგა თუ არა კავშირი ორ მხარეს შორის.
აქვე შეგახსენებთ, რომ “პსჟ” კავანის შემცვლელად რობერტ ლევანდოვსკისა და მოჰამედ სალაჰსაც განიხილავს.