საქართველოს გოგონათა 16-წლამდე ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე მორიგი მატჩი გამართა

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა მინსკში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე მეორე შეხვედრა გამართა. ამჯერად ქართველი გოგონები მასპინძელ, ბელარუსის 16-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დამარცხდნენ. შეხვედრის ერთადერთი გოლი, ანასტასია ჟალიაზნიაკოვას ანგარიშზეა.

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზა:

გაბელაია, მინაძე, ჯოჯუა, რაუხი, ქადაგიშვილი, დანელია, ბოლქვაძე (53’ წულაია), გოცირიძე (61’ ჩირგაძე), ცაავა (14’ ეჯიბია), ბებია (61’ აკობიძე), წოწერია (44’ მწყერაშვილი)

გივი კვარაცხელიას გუნდი ტურნირის ბოლო შეხვედრას 7 მაისს, ლატვიის 16-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

http://gff.ge/Home/Display/?filepath=764176be-5779-486f-b7e8-2a55561db8fa&width=1024

Gff.Ge

გოგონათა 16-წლამდე ნაკრებმა განვითარების თასზე პირველი შეხვედრა გამართა

3 მაისს, საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა მინსკში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე პირველი შეხვედრა გამართა.

ქართველ გოგონათა მეტოქე მოლდოვას 16-წლამდე ნაკრები გახლდათ. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. პენალტების სერია, კი მეტოქემ უკეთ შეასრულა და 7:6 მოიგო. ჩვენი მხრიდან ერთადერთი გოლი ნათია დანელიამ გაიტანა.

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:

გაბელაია, მინაძე, ჯოჯუა, რაუხი, ქადაგიშვილი, დანელია, ეჯიბია (44’ ცაავა), ბოლქვაძე, გოცირიძე, ბებია (41’ ფერაძე), წოწერია (14’ მწყერაშვილი, 61’ აკობიძე)

გივი კვარაცხელიას გუნდი ტურნირის მომდევნო შეხვედრას 5 მაისს, მასპინძელი ბელარუსის წინააღმდეგ გამართავს.

Gff.Ge

ვახო გეგელია: “მოიკითხა, წამოაყენა და შეიძლება, ოჯახშიც დაპატიჟა” (ვიდეო)

6 აგვისტოს, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ქალთა ფეხბურთში ერთმანეთს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

მატჩის მეორე ნახევრის ერთ-ერთ მომენტში ამერიკელმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, რომელთანაც მსაჯი მივიდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის კომენტატორმა, ვახო გეგელიამ ეს ეპიზოდი ასე შეაფასა:

5 საუკეთესო ქალი ფეხბურთელი მსოფლიოში (ფოტოები)

5. ჰოუპ სოლო

4. ჯენიფერ მაროზსანი

3. კარლი ლოიდი

2. ალექს მორგანი

1. მარტა

პრეზიდენტი ობამა ფეხბურთის ირლანდიელ ვარსკვლავს თეთრ სახლში ეპატიჟება

სტეფანი როშეს სახელი საერთაშორისო მასშტაბით ჰედლაინად გვევლინებოდა როცა მისმა ”საოცარმა გოლმა” საბოლოო სამეული შეადგინა წლის გოლის გამოსავლენად “Fifa Puskas”-ის ჯილდოსათვის. პრეზიდენტმა ობამამ იგი თეთრ სახლში მიიწვია წმინდა პატრიკის დღის აღსანიშნავად , აცხადებს Irish Times-ი.

წმინდა პატრიკის დღე ყველაზე პოპულარული დღესასწაულია თეთრ სახლში და დუბლინელი გოგონა პირადად დაესწრება იქ ამ დღეს.

 

იგი ამბობდა რომ ძალიან გახარებული იყო. ”რა დიდი პატივია, როცა უნდა წახვიდე თეთრ სახლში და შეხვდე ბარაკ ობამას. რამდენიმე კვირის წინ შევიტყვე ამის შესახებ და ახლახანს დადასტურდა, ასე რომ ძალიან ვღელავ. ამ პერიოდში საკმაოდ დაკავებული ვარ, ვაპირებ ჰიუსტონში დავბინავდე ახალ კლუბთან ერთად.”

 
მეგა არენებისგან განსხვავებით, როშემ მოკრძალებულ გარემოცვაში გაიტანა გოლის “ვექსფორდ იაჰისის” წინააღმდეგ. მაგრამ, მისი მოძრაობის ხარისხი იმდენად მაღალი იყო (რომელიც სამ ცალკეულ შეხებას მოიცავდა), რომ ამ ფაქტმა იგი საბოლოო მოგებამდე მიიყვანა.
შაბათს 28 წლის როშემ ტვიტერში გამოხატა მისი უდიდესი სიხარული თეთრ სახლში მიპატიჟების გამო.
გოგონამ ახლახანს მოაწერა ხელი ორ წლიან კონტრაქტს რომლის მიხედვითაც იგი ჰიუსტონისთვის ითამაშებს ამერიკის ეროვნულ ქალთა საფეხბურთო ლიგაში.

ლონდონის “არსენალის” ქალთა გუნდს ორიგინალურად გათამაშებული საჯარიმო გაუტანეს (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ გაათამაშეს საჯარიმო “ნოთს ქანთრის” ქალთა გუნდის ფეხბურთელებმა “არსენალის” წინააღმდეგ.

ჩხუბის გამო გაძევებული მოთამაშე ქალთა ფეხბურთში (ვიდეო)

ინგლისში, “მანჩესტერ სიტისა” და “ბირმინგემის” ქალთა გუნდებს შორის გამართულ მატჩში მოედანზე სიტუაცია დაიძაბა.

როგორ აღნიშნეს “ბრონდბიუს” ფეხბურთელებმა გამარჯვება გასახდელში (ფოტო)

“ბრონდბიუს” ქალ ფეხბურთელთა გუნდის მოთამაშეებმა “ფორტუნა ჰიორინგის” წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება გასახდელში ასე აღნიშნეს:

10808643_1500471003568692_1411378899_n

19-წლამდე გოგონათა ნაკრები ფინეთში – ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპი

დღეს, ფინეთში გაემგზავრა საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები. ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს იქ ითამაშებს. ჯგუფში ჩვენი მეტოქეები არიან – ფინეთი, ჩრდ.ირლანდია და საბერძნეთი. მატჩები ჰელსიკთან ახლომდებარე პატარა ქალაქ ტამელაში გაიმართება.

ჩვენი ნაკრების 18-კაციანი შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: თინათინ ჯიჯეიშვილი („გურია“, ლანჩხუთი), ლია გონგლაძე („ივერია“, ხაშური)

მცველები: მარიამ ენდელაძე, , ქრისტინე შაყულიანი, ოლია ჭაუტიძე (ყველა „მართვე“, ქუთაისი), სალომე ტაბატაძე („ივერია“, ხაშური), თეონა ბაქრაძე („ეგრისი“, სენაკი)

ნახევარმცველები: თამთა ჯინჭარაძე, თამარ დოლიძე (ორივე „დინამო“ ბათუმი), ია ალელიშვილი („გურია“, ლანჩხუთი), ანა სინათაშვილი („მართვე“, ქუთაისი), ნინო ჩანგელია, ირინა ჩიკვილაძე (ორივე „ეგრისი“, სენაკი), მაია ნასყიდაშვილი („ივერია“, ხაშური)

თავდამსხმელები: ლანა გორგაძე, თამთა შენგელია (ორივე „მართვე“, ქუთაისი), ანა ჩემინავა („ჟალგირისის“ აკადემია, ლატვია), მარიამ დანელია („ეგრისი“, სენაკი)

მწვრთნელები – თამაზ კოსტავა, გერონტი ნაჭყებია

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 13 სექტემბრიდან დაიწყება.

13 სექტემბერი

ფინეთი vs საბერძნეთი

ჩრდ.ირლანდია vs საქართველო (17:00 – თბილისის დროით)

 

15 სექტემბერი

საბერძნეთი vs ჩრდ.ირლანდია

ფინეთი vs საქართველო (19:00 – თბილისის დროით)

 

18 სექტემბერი

ჩრდ.ირლანდია vs ფინეთი

საქართველო vs საბერძნეთი (16:00 – თბილისის დროით)

სფფ-ის პრესსამსახური

ინგლისელი გოგონას გასაოცარი გოლი

ქალებში, მსოფლიოს 20-წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატზე ინგლისი ნაკრების მოთამაშემ მექსიკელთა კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.

ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატს ზუგდიდი უმასპინძლებს

5 აგვისტოდან, ზუგდიდში იწყება ქალთა გუნდებს შორის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს შვიდი გუნდი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან – სამეგრელო, აჭარა, გურია, კახეთი, იმერეთი, თბილისი და შიდა ქართლი.

ჩემპიონატი ხუთ დღეს გასტანს და ორ ჯგუფად დაყოფის სისტემით ჩატარდება.
ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სფფ გაიღებს. ადგილზე კი, ორგანიზებას სამეგრელოს რეგიონული ფედერაცია მოახდენს. ჩემპიონატის მონაწილე გუნდები ზუგდიდში, „ბაიას“ ბაზაზე იცხოვრებენ.

საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან თასებითა და მედლებით. სპეციალური პრიზები გადაეცემათ ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეს, მცველს, ბომბარდირსა და საუკეთესო მოთმაშეს.

შემოდგომაზე, საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაცია თასის გათამაშების ჩატარებას გეგმავს, სადაც, მათი ინფორმაციით, უფრო მეტი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ასევე, შემოდგომაზე ჩატარდება „სკოლბურთი 2014“ გოგონებს შორის (1999-2000 წლებში დაბადებულთა შორის) და ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მომაალ წელს, ამ ასაკის ნაკრებს მოუწევს საერთაშორისო ტურნირზე წასვლა.

რაც შეეხება საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს, შემოდგომაზე გუნდი ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

სფფ-ის პრესსამსახური

7 ყველაზე ლამაზი მოთამაშე ქალთა ფეხბურთში

პორტალმა FTBPRO-მ მსოფლიო ქალთა ფეხბურთის 7 ყველაზე ლამაზი მოთამაშის ფოტოს გამოაქვეყნა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.

7. ალესია პუტელასი – 19 წლის (“ბარსელონა”, ესპანეთი)

putellas

6. ნაიელი რანჯელი – 21 წლის (“სქაი ბლუ”, მექსიკა)

rangel

5. ლუისა ნესიბი – 27 წლის (“ლიონი”, საფრანგეთი)

necib

4. ელაიზ პერი – 23 წელი (“უელს ბრექერსი”, ავსტრალია)

New Zealand v Australia - Game 3

3. ლაიზა ანდრიოლი – 25 წლის (ბრაზილია)

laisa-andrioli-sshot-9

2. კაილინ კაილი – 25 წლის (“ბოსტონ ბრექერსი”, კანადა)

Kaylyn-Kyle-Twitter

1. ალექს მორგანი – 24 წლის (“პორტლენდი”, აშშ)

alex-morgan-19812-1920x1200