„ქუთაისმა“ ბათუმში მოიგო

დასრულა საკალათბურთო სუპერლიგის მე-20 ტურის მეორე მატჩი, რომელშიც პრიველა დგილზე მყოფმა „ბათუმმა“ „ქუთაისი“ მიიღო. შეხვედრა სტუამრთა გამარჯვებით 73:66 დასრულდა.

არადა, პირვლეი მეოთხედის შემდეგ მასპინძლები 3-ქულიანი უპირატესობით იგებდნენ (21:18), თუმცა შესვენების წინ ამავე სხვაობით უკვე ტუღუშის გუნდი იგებდა (37:41). მესამე მეოთხედში უსტიაშვილის გუნდმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო (54:54), მაგრამ ბოლო მეოთხედში ქუთაისელებმა მეტოქეს 7 ქულით აჯობეს.

ამ გამარჯვებით იმერლებმა 32 ქულა დააგროვეს და მინიმუმ ხვაკლამდე მეორე ადგილზე დარჩნენ. „ბათუმს“, რომლისთვისაც ეს ზედიზედ მეორე მარცხი გამოდგა, ქულების იგივე რაოდენობა აქვს, თუმცა ხვალ 31 ქულის მქონე „დინამოს“ ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „ოლიმპთან“ მოგების შემთხვევაში, ორივე გუნდი თითო პოზიციით ქვემოთ აღმოჩნდება.

„დინამო“ – „ოლიმპი“ ხვალ, „ახალ სპორტის სასახლეში“ 11 საათსა და 45 წუთზე დაიწყება, 14:00 საათზე კი ერთმანეთს „მგზავრები“ და „სოხუმი“ შეხვდებიან.

„ბათუმი“ – „ქუთაისი“ 66:73 (21:17, 16:23, 17:13, 12:19)

მატჩის სრული სტატისტიკა

გოგობერიშვილი: „მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება შევძელით“

„რუსთავის“ თავკაცი რამაზ გოგობერიშვილი თვლის, რომ მისმა გუნდმა „ქუთაისთან“ გასვლით მატჩში წარმატებას კარგი დაცვის ხარჯზე მიაღწია.

„თავიდანვე ჩვენი უპირატესობით წარიმართა თამაში და სასიხარულოა, რომ ეს ტემპი მატჩის ბოლომდე შევინარჩუნეთ. გადამწყვეტ მომენტს მაქსიმალურად მობილიზებულნი შევხვდით და კარგი დაცვის ხარჯზე მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება შევძელით“, ციტირებს გოგობერიშვილს superleague.ge

ტუღუში: „აშკარად კრიზისში ვართ“

„ქუთაისის“ მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტურუშმა „რუსთავთან“ სუპერლიგის მე-17 ტურის ანგარიშით 61:73 წაგებული საშინაო მატჩი შეაფასა.

„პირველ რიგში მივულოცავ „რუსთავს“ გამარჯვებას. არ გამოგვივიდა დღევანდელი თამაში. აშკარად კრიზისში ვართ და ეს კრიზისი ძალიან გაგვეწელა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ყურებს ნამდვილად არ ჩამოვყრით და შემდეგ ტურში უკეთესად ვითამაშებთ“, – განუცხადა ტუღუშმა სუპერლიგის ოფიციალურ საიტს.

აღსანიშნავია, რომ ტუღუშის გუნდისთვის ეს ზედიზედ მეორე მარცხი გამოდგა. შემდეგ ტურში ქუთაისელები თბილისში „სოხუმს“ შეხვდებიან.

სუპერლიგის მე-17 ტური „რუსთავის“ ქუთაისური მოგებით დაიწყო

დასრულდა საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მე-17 ტურის პირველი მატჩი, რომელშიც „ქუთაისმა“ „ქუთაისის სპორტის სასახლეში“ „რუსთავი“ მიიღო და ანგარიშით 61:73 დამარცხდა.

პირველი მეოთხედი სტუმრებმა 6 ქულით, 11:17 მოიგეს. მეორე მეოთხედში „ქუთაისმა“ სხვაობა მხოლოდ 1 ქულით შეამცირა. მესამე მეოთხედში „რუსთავმა“ უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა და გადამწყვეტი 10-წუტიანი პერიოდის წინ 43:54 იგებდა. საბოლოოდ, ბოლო მეთოხედში სხვაობა კიდევ 1 ქულით გაიზარდა და რუსთაველებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და მინიმუმ ხვალამდე მე-6 ადგილზე მყოფ „ოლიმპს“ გაუთანაბრდნენ, რომელსაც ცხრილის ლიდერ „ბათუმთან“ მატჩი ელის.

რაც შეეხება „ქუთაისს“ ტუღუშის გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. წინა ტურში, ასევე სახლში, იმერლები ბოლოადგილოსან „აკადემიასთან“ დამარცხდნენ. ამის მიუხედავად, გუნდი ჯერჯერობით მეორე პოზიციაზეა, მაგრამ „დინამოს“ „მგზავრებთან“ გამარჯვების შემთხვევაში, მესამე ადგილზე გადაინაცვლებს.

„რუსთავს“ შემდეგ ტურში მორიგი გასვლითი შეხვედრა ელის, რომელშიც „ბათუმს“ ესტუმრება, „ქუთაისი“ კი თბილისში „სოხუმს“ დაუპირისპირდება.

საუკეთესო „რუსთავის“ მხრიდან და ზოგადად მატჩში 24 ქულით, 2 მოხსნითა და 7 პასით გიორგი გამყრელიძე იყო. „ქუთაისიდან“ 14-14 ქულით გიორგი ცეკვავა და ივან მიკულიჩი გამოირჩნენ, თუმცა ლეგიონერმა ასევე 5 პასი და 5 მოხსნა მიითვალა, ცეკვავას ანგარიშზე კი მხოლოდ 1 მოხსნაა.

„ქუთაისი“ – „რუსთავი“ 61:73 (11:17, 13:12, 19:25, 18:19)

მატჩის სრული სტატისტიკა

გელა წულაძე „ქუთაისთან“ მოგებული შეხვედრით კმაყოფილია

მოგეხსენებათ, სუპერლიგის აუტსაიდერმა „აკადემიამ“ პარასკევს „ქუთაისთან“ გასვლითი მატჩი ორი ქულით – 85:83 მოიგო. აღნიშნულ შეხვედრაში მიღწეული შედეგით და ნაჩვენები თამაშით „აკადემიელთა“ თავკაცი გელა წულაძე კმაყოფილი დარჩა.

„დაძაბულთან ერთად სანახაობრივი თამაშიც გამოდგა. მოთამაშეებმა დავალება კარგად შეასრულეს. დღეს ორი ახალწვეული ლეგიონერიც გვყავდა და კარგია, რომ ასეთი დებუიტი ჰქონდათ. მე კმაყოფილი ვარ არამარტო მოგებით, არამედ გუნდის თამაშითაც“, – ციტირებს წულაძეს სუპერლიგის ვებგვერდი.

„აკადემიამ“ სეზონში მესამე მატჩი ქუთაისში მოიგო

დასრულდა სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის მე-16 ტურის მეორე მატჩი, რომელშიც მეორე ადგილზე მყოფმა „ქუთაისმა“ ბოლოადგილოსანი „აკადემია“ მიიღო. „ქუთაისმა“ წინა ტურში თბილისში „მგზავრები“ დაამარცხა, „აკადემიისა“ და „ოლიმპის“ მატჩი კი 9 თებერვლისთვის გადაიტანეს, შესაბამისად, გელა წულაძის გუნდს დასვენების საშუალება და მატჩისთვის უკეთესად მომზადების საშუალება ჰქონდა.

სუპერლიგაში დღეს  „აკადემიის“ ორი ახალწვეული ლეგიონერის, უკანახაზელ ჩარლს სთროუბრიჯისა და ცენტრ ქრისტოფერ ფელჩერის დებიუტი შედგა, რომელთაც თავისი გუნდის ანგარიშით 85:83 გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

პირველ მეოთხედში „აკადემია“ სოლიდურად დაწინაურდა, თუმცა მეოთხედის ბოლოს მასპინძლებმა სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირეს და ანგარიშთ 28:32 აგებდნენ. მეორე ათ წუთში ანგარიში თანაბარი იყო, დიდი შესვენების წინ „აკადემიელები“ ისევ 4 ქულით იგებდნენ. მესამე მეოთხედში „ქუთაისმა“ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, რის გამო შეხვედრის ბოლო წუთამდე ორივე გუნდს შორის უშეღავათო ბრძოლა იყო. მატჩის დასრულებამდე 8 წამით ადრე, როდესაც ანგარიში 83:83 იყო, ქუთაისელებმა წუთშესვენება აიღეს, რამაც მათ მაინც ვერ უშველა, ბოლო წამზე ბურთი ნახსენებმა ახალწვეულმა სთროუბრიჯმა ჩააგდო და თავის ახალ გუდნს მიმდიანრე სეზონში მესამე გამარჯვება მოუტანა.

საუკეთესო „აკადემიას“ მხრიდან 20 ქულით, 3 მოხსნითა და 6 პასით სწორედ სთროუბრიჯი იყო. მასზე მხოლოდ 1 ქულით ნაკლები მერაბ ბოქოლიშვილმა დააგროვა. „ქუთაისიდან“ 20 ქულით, 8 მოხსნითა და 1 პასით ბექა ბექაური გამოირჩა.

„ქუთაისი“ – „აკადემია“ 83:85 (28:32, 22:22, 22:18, 11:13)

მატჩის სრული სტატისტიკა

„მგზავრები“ – „ქუთაისი“ 65:77 (ფოტომიმოხილვა)

წარმოგიდგენთ „მგზავრებსა“ და ქუთაისს“ შოირის საქართველოს სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის მესამე წრის პირველი ტურის მატჩის ფოტომიმოხილვას.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა „ქუთაისის“ გამარჯვებით, 77:65 დასრულდა.

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები:

ბარბაქაძე: „ჩემს პრიზებს MVP აკლდა“

სუპერლიგის „ოლ სტარის“ მატჩის MVP-მ გიორგი ბარბაქაძემ, რომელმაც ასევე ჩატენვების კონკურსიც მოიგო, პრიზების მიღების შემდეგ ჟურნალისტებს თავისი შთაბეჭდილება გაუზიარა.

„პირველ რიგში, დიდი მადლობა ორგანიზატორებს. ასევე სტუმარს თუ მასპინძელს, ბერა ივანიშვილს, მადლობა მას. გახარებული და ბედნიერი ვარ. ჩემს პრიზებს აქამდე MVP აკლდა, რომელიც დღეს გავასამმაგე“, – განაცხადა ბარბაქაძემ.

სუპერსტარის მატჩში ბარბაქაძემ მოედანზე ყველაზე მეტი – 31 ქულა დააგროვა.

„ქუთაისმა“ „ოლიმპს“ ბოლო წამზე გაუთანაბრა და ოვერტაიმში მოუგო

დღეს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის მე-12 ტური დაიწყო. პირველი შეხვედრა ახალ სპორტის სასახლეში „ოლიმპსა“ და „ქუთაისს“ შორის შედგა. „ოლიმპი“ ბოლო დროს ცუდად გამოიყურება – კაზანჯიანის გუნდმა წინა ტურში „მგზავრებთანაც“ წააგო, დღეს კი ოვერტაიმში დათმო.

შეხვედრა თავიდანვე კოტე ტუღუშის გუნდის უპირატესობით დაიწყო. საწყის წამებზე „ქუთაისი“ ფაშაევის სამქულანი სროლით დაწინაურდა. სულ ცოტა ხანში ზაურმა მეორე სამქულიანიც ჩააგდო, მაშინ, როდესაც ანგარიში 1:9 გახდა. იმავე მეოთხედში „ქუთაისის“ უკანახაზელმა მესამე სამქულიანიც მიითვალა და სტუმრები ანგარიშით 5:16 იგებდნენ. მეოთხედის დასრულებამდე 1 წუთითა და 19 წამით ადრე კაზანჯიანმა წუთშესვენება აიღო, „ქუთაისი“ ამ დროს 15 ქულით – 7:22 იგებდა. საბოლოოდ, „ოლიმპმა“ სხვაობა 12 ქულამდე შეამცირა – პირველი მეოთხედი 12:24 დასრულდა.

მეორე ათწუთიანი პერიოდი ამჯერად „ოლიმპის“ ორი სამქულიანით დაიწყო, რომელიც დიდიამ ჩააგდო. სულ მალე სამქულიანი ალფოროვმაც ჩააგდო და კაზანჯიანის გუნდმა სხვაობა ხუთ ქულამდე – 21:26 შემცირდა. მეოთხედის დასრულებამდე 6 წუთითა და 48 წამით ადრე დიდიამ კიდევ ერთი სამქულიანი ჩააგდო და თავისი გუნდი უკვე ერთი ქულით 28:27 დააწინაურა. ამავე მეოთხედში „ოლიმპი“ 5 ქულით (34:29) იგებდა, მაგრამ ქუთაისელებმა მდგომარეობა იმდენად გამოასწორეს, რომ დიდი შესვენების წინ ისევ 15 ქულით – 34:49 იგებდნენ. ამ დროს მათი მხრიდან და, ზოგადად მატჩში, 10 ქულით საუკეთესო ანატოლი ბოისა იყო. „ოლიმპიდან“ 9 ქულით ალფოროვი გამოირჩა.

მესამე მეთხედის დასაწყისში ბოისამ სამქულიანი ჩააგდო. შეხვედრა ჩვეულ სტილში მიმდინარეობა, უპირატესობა ხან ერთ, ხან მეორე გუნდს ჰქონდა, რამაც იმერელთა სხვაობის 11 ქულამდე შემცირება მოჰყვა – მეოთხედის ბოლო წამზე აბულაძის სამქულიანის წყალობით „ოლიმპმა“ ანგარიშით 59:63 გახადა.

ბოლო მეოთხედში კაზანჯიანის გუნდმა დაწინაურაბა არაერთხელ შეძლო. მატჩის დასრულებამდე 0,6 წამით ადრე, როდესაც „ოლიმპი“ 79:78 იგებდა, „ქუთაისმა“ ორი სასროლი ჯარიმის უფლება მოიპოვა – ბექა ბექაურის პირველი სროლა ზუსტი აღმოჩნდა, ხოლო მეორე – არა. საბოლოოდ, შეხვედრის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა, სადაც გაცილებით უკეთ „ქუთაისი“ გამოვიდა და ათი ქულით – 86:96 გაიმარჯვა.

„ქუთაისის“ რიგებიდან საუკეთესო 21 ქულით, 17 მოხსნითა და 5 პასით ბექა ბექაური გამოდგა. ქულების იგივე რაოდენობა „ოლიმპის“ ლეგიონერმა ჯერემი ბაინუმმაც დააგროვა, თუმცა მის ანგარიშზე მხოლოდ 6 მოხსნა და 3 ასისტია.

„ოლიმპი“ – „ქუთაისი“ 86:96 (12:24, 22:25, 25:14, 20:16, 7:17)

მატჩის სრული სტატისტიკა

“დინამოს” კალათბურთელებმა ქუთაისელ გულშემატკივრებთან იჩხუბეს (ვიდეო)

27 ნოემბერს, საქართველოს სუპერლიგაში, “ქუთაისმა” საკუთარ მოედანზე თბილისის “დინამო” მიიღო და მეტოქე ანგარიში 75:64 დაამარცხა.

შეხვედრის ბოლო წუთებში პარკეტზე სიტუაცია დაიძაბა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ “დინამოს” კალათბურთელებმა და ქუთაისელმა გულშემატკივრებმა ერთმანეთთან იჩხუბეს.

მატჩის ბოლო ეპოზოდი, მაყურებლის და დინამოს კალათბურთელების დაპირისპირება.როგორც ჩანს დინამოს კალათბურთელები ვერ ეგუებიან მარცხს. როდესმე გახსოვთ "ქუთაისი 2010" ასე დაეტოვებინოს მოედანი ?

Posted by Green Boys on Friday, 27 November 2015

წინგადადგმული ნაბიჯი – „ტორპედო“ საფეხბურთო სკოლას აფუძნებს

სასიამოვნო სიახლე – მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ფუნქციონირებას დაიწყებს ქუთაისის „ტორპედოს“ საფეხბურთო სკოლა, რომელიც რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის ტერიტორიაზე დაფუძნდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქუთაისის მერიაში გამართულ კრებაზე მიიღეს, რომლის თავმჯდომარე ქალაქის მერი, ბატონი შოთა მურღულია იყო.

რა პირობებში და როდიდან იფუნქციონირებს „ტორპედოს“ ბავშვთა საფეხბურთო სკოლა, ამ და სხვა დეტალებზე ჩვენი კლუბის აღმასრულებელი დირექტორისგან შეიტყობთ.

ზურაბ ჩაკვეტაძე: „ქუთაისის მერიაში ჩატარდა სხდომა, სადაც ჩემ მიერ წარდგენილი წინადადება სკოლის პროექტთან დაკავშირებით მოიწონეს და ხელი მოეწერა გადაწყვეტილებას სკოლის დაფუძნების შესახებ. მინდა გითხრათ, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ ბავშვთა საფეხბურთო სკოლის შექმნა ჩემი ოცნება იყო და სასიხარულოა, რომ ჩემი დანიშვნიდან უმოკლეს დროში  ქალაქის ხელმძღვანელობის უდიდესი თანადგომით გადაწყდა ეს საკითხი და ქუთაისში ფეხბურთის განვითარებისთვის აუცილებელ საქმეს ჩაეყარა საფუძველი, თუმცა ეს ყველაფერი ჯერ დოკუმენტების დონეზეა და წინ დიდი სამუშაო გვაქვს. აქამდე სტადიონის ტერიტორიაზე არსებობდა სხვადასხვა საფეხბურთო სკოლა, მაგრამ ისინი „ტორპედოს“ არ ეკუთვნოდა. როდესაც სხვა სკოლიდან გვიწევს ბავშვის აყვანა, დადგენილი წესია, რომ აუცილებლად ვიხდით აღზრდა-განვითარების თანხას იმ სკოლის სასარგებლოდ, რისი ფუფუნებაც ჩვენ არ გაგვაჩნია, უმჯობესი იქნება ეს თანხა მოხმარდეს სკოლის განვითარებას და აღიზარდონ ისეთი ბავშვები, რომლებიც გამოადგებიან “ტორპედოს” ძირითად შემადგენლობას. თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არავითარ ფინანსურ მოგებაზე არ გვაქვს გათვლა. ვინაიდან, კლუბის ბიუჯეტში ამ ეტაპზე არ იყო გათვალისწინებული სკოლასთან დაკავშირებული ხარჯები, ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებაა, ეს სკოლა იყოს ფასიანი და მშობელი იმ თანხას, რომელსაც შეიტანს „ტორპედოს“ ანგარიშზე, მოხმარდეს მწვთნელებს და საზოგადოდ, სკოლის განვითარებას.

ჩვენ ვესაუბრეთ იმ სკოლების წარმომადგენლებს, რომლებიც აქამდე სარგებლობდნენ ჩვენი სტადიონის ტერიტორიაზე არსებული მწირი სავარჯიშო საშუალებებით. გამოითქვა სხვადასხვა აზრი, თუმცა წინააღმდეგი არავინაა, რომ “ტორპედოს” ბავშვთა სკოლის სტრუქტურას შემოუერთდეს. ჩვენ გვინდა, რომ არ დავკარგოთ არც ერთი კარგი ბავშვი და კვალიფიციური მწვრთნელი. ისინი თავიანთი საქმის სპეციალისტები არიან, რომლებსაც დაემატება კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა მწვრთნელი. მათი დაინტერესებაც ის იქნება, რაც უფრო მეტი ბავშვი ეყოლებათ, მით მეტი ექნებათ ანაზღაურებაც, მაგრამ ბავშვები რომ მოვიდნენ, ამისათვის შესაფერისი ინფრასტრუქტურაა საჭირო, ამიტომ ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. როგორც იცით, „ტორპედოს“ ბაზაზე გვაქვს თითო სტანდარტული ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედანი. ასევე, გვაქვს ჯერ კიდევ გამოუყენებელი ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოსაწყობი მასალა. გუნდის მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებით, გადავწყვიტეთ, რომ იგი სტადიონზე წამოვიღოთ და ჩვენი ძალებით გავაკეთოთ 60X40-ზე მეტრი ზომის სინთეტიკურსაფარიანი მოედანი ბავშვებისთვის. გარდა ამისა, გაკეთდება პატარა ტრიბუნაც.

ალბათ, მიმდინარე წლის აგვისტოში უკვე გამოვაცხადებთ ახალი საფეხბურთო სკოლისთვის ბავშვების მიღებას და სექტემბრის შუაში მოვაწყობთ სკოლის პრეზენტაციას. ფაქტობრივად, შიშველი ხელებით დავიწყეთ ეს საქმე და თანდათან უფრო გავაუმჯობესებთ. ასეთი ჩანაფიქრი გვაქვს და ღმერთის ნებით, ყველაფერი კარგად იქნება“.

ბატონმა ზურაბმა გუნდის დაკომპლექტებასა და მიმდინარე კონკურსის შესახებაც ისაუბრა:

„მცირე დეტალებიღა დარჩა დასაზუსტებელი და გუნდიც საბოლოოდ ჩამოყალიბდება ახალი სეზონისთვის. როგორც ვფიქრობთ, გუნდი საკმაოდ ძლიერი იქნება. მოლაპარაკებების რთული პროცესი გავიარეთ, რათა კლუბის ბიუჯეტის ფარგლებში ჩავმჯდარიყავით. ბიჭებიც გარკვეულ დათმომებზე წავიდნენ და ყველა მათგანი გვერდით დაგვიდგა. მნიშვნელოვანია, რომ კლუბში ასეთი ურთიერთგაგებაა, რამაც კარგი შედეგი უნდა მოიტანოს.

რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, მოგეხსენებათ, ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი ახალ ლოგოსა და ძირითადი სათამაშო ფორმის დიზაინთან დაკავშირებით. თუ ვიმსჯელებთ მოცემულობიდან გამომდინარე, ბოლოდროინდელი ლოგოს შეცვლა აუცილებელი იყო, რადგან გაუგებრობას იწვევდა მისი ფერები, როცა ყვითელ-მწვანეს წითელიც დაემატა, ამიტომ ჩვენ სათანადოდ ვიხელმძღვანელეთ და კონკურსის მოთხოვნად დავაწესეთ ქალაქის ფერებთან შესაბამისობა. ჩვენ უნდა გვქონდეს ახალი ლოგო, ამ უკანასკნელის შესაბამისი ფერების ძირითადი ფორმა, პლუს, 2 სათადარიგო. აქვე აღვნიშნავ, რომ არსებული თეთრი და შავი ფორმა ისევ ექნება გუნდს.

ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრეთ კომპეტენტურ ადამიანებს და დავაზუსტეთ, რომ „ტორპედო“ საბჭოთა კავშირის დროს ძირითადად თამაშობდა თეთრი და წითელი ფერის მაისურებით, ხოლო დამოუკიდებლობის მიღებიდან, ცოტა არ იყოს რთული სიტუაცია იყო, რადგან გუნდი საშუალების მიხედვით იძენდა ფორმებს და არც ლოგო იყო ჩამოყალიბებული და სტაბილური. იმ პერიოდისგან განსხვავებით, ჩვენ შევქმნით კარგად აღსაქმელ და მუდმივ იერსახეს კლუბისა. მოხარული ვარ, რომ კონკურსის ნამუშევრები ყოველდღიურად შემოდის. სხვათა შორის, ამ ბოლოს შემოვიდა 1-2 ისეთი ნამუშევარიც, რომელთა საფუძველზე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვექნება ძალიან მაგარი ლოგო. როგორც იცით, კონკურსის პირველი ეტაპი 15 ივლისამდე გაგრძელდება. შექმნილი კომისია, სადაც იქნებიან ისეთი ადამიანები, რომელთა გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და ყველასთვის მისაღები, შეარჩევს ორ საუკეთესო ვარიანტს, რომლებიც ინტერნეტში განთავსდება და გამოკითხვის გზით გულშემატკივრებს ექნებათ არჩევანის გაკეთების საშუალება. მოკლედ, ჩვენ გვექნება მოწესრიგებული იერსახე, გვეყოლება ძლიერი გუნდი და გვექნება წარმატებული საფეხბურთო სკოლა, დანარჩენი კი მოედანზე გადაწყდება“.

FCTorpedo.GE

ენერგოეფექტურობის პროექტი „ტორპედოს“ ბაზაზე

დღეს ქუთაისის „ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზაზე ქალაქის მერიის დაფინანსებით ენერგოეფექტურობის საპილოტო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში, „ტორპედოს“ ბაზაზე დამონტაჟდება მზის გამანათებელი და წყლის გამაცხელებელი სისტემა, რომლის მიზანია ენერგო გადასახადების შემცირება და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. დღესვე დაიწყო ბაზის შენობების ენერგეტიკული აუდიტი. პროექტის განხორციელებაში ქუთაისის მერიას ეხმარება კომპანია „BP საქართველო“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო “Winrock საქართველო“. აღნიშნული ტექნოლოგიები, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე დაყენდება.

ღონისძიების ფარგლებში, შედგა ამხანაგური მატჩიც, „ტორპედოსა“ და „მართვეს“ ასაკობრივ გუნდებს შორის. შეხვედრის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას საჩუქრად ზემოხსენებულ ორგანიზაციათა მიერ დამზადებული სპეციალური ქუდები და მაისურები გადაეცათ.

ვრცელი ფოტომასალა იხილეთ – Facebook-ზე

FCTorpedo.GE