საფრანგეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში “ბორდოსა” და “მონაკოს” შორის გამართულ მატჩში (0:4) სტუმართა თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ ჰეთ-თრიკი გაიფორმა. კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ერთ კონკრეტულ შეხვედრაში სამი გოლი 2012 წლის 9 დეკემბრის შემდეგ პირველად მიითვალა. მაშინ მადრიდის “ატლეტიკოში” მოთამაშე ფალკაომ გოლები “დეპორტივოს” კარში გაიტანა.
მიმდინარე სეზონში 30 წლის თავდამსხმელმა ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 16 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.
აქვე გთავაზობთ “ბორდოსა” და “მონაკოს” შორის გამართული შეხვედრის ვიდეომიმოხილვას.