როგორც გაირკვა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელს რადამელ ფალკაოს ცხოველები ჰყვარებია. მეტიც, კოლუმბიელს თუთიყუშიც ჰყავს, რომელსაც ლაპარაკიც სცოდნია.
ჭდე: რადამელ ფალკაო
ფალკაომ ანხელ დი მარიაზე ისაუბრა
“მანჩეტერ იუნაიტედის” ახალწვეულმა რადამელ ფალკაომ, ახალ პარტნიორზე, არგენტინელ ვინგერზე ანხელ დი მარიაზე ისაუბრა.
“ანხელ დი მარია უმაღლესი დონის ფეხბურთელია. იგი უკვე იქცა “მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავად და მის გარეშე წითელი ეშმაკების თამაში პრაქტიკულად წარმოუდგენელია.”
“როდესაც “მონაკოს” ღირსებას ვიცავდი, ჩემი უდიდესი სურვილი იყო დი მარიასთან ერთად მეთამაშა. ძალიან მიხარია, რომ ეს სურვილი ავიხდინე და ახლა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად თამაში მომიწევს.”
როგორ გაამასხარავა ფალკაომ იოზილი (ვიდეო)
“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეული რადამელ ფალკაო ინგლისის პრემიერლიგაში მეტოქე გუნდის ფეხბურთელის გამასხარავებაში უკვე შემჩნეულია.
2011 წლის მარტში კოლუმბიელი თავდამსხმელის “მსხვერპლი” მესუთ იოზილი გახდა. მართალია, მაშინ ერთი “პორტუს” ღირსებას იცავდა, მეორე კი – მადრიდის “რეალის”, თუმცა ფაქტი გასახსენებლად ღირს.
“იოზილს სიმპსონების მსგავსი თვალები აქვს”, – დაწერა მაშინ სოციალურ ქსელში ფალკაომ.
Ozil tiene los ojos como Los Simpsons
— Radamel Falcao (@FALCAO) March 14, 2011
კოლუმბიელი ფეხბურთელი პირველი არ გახლავთ, რომელმაც იოზილის გარეგნობაზე ყურადღება გაამახვილა. ინტერნეტსივრცეში გავრცელებულია ვიდეო, რომელშიც “ბოკა ხუნიორსის” 13 წლის ქომაგი გონსალო გალვანი საუბრობს. საინტერესო ისაა, რომ ბიჭს ძალიან ამსგავსებენ მესუთ იოზილს.
ფალკაოს ასაკში ეჭვი ეპარებათ
ბრიტანული გამოცემა “მეტრო” წერს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” რადამელ ფალკაოს შეძენა ზაფხულის აწ უკვე დასრულებულ სატრანსფერო პერიოდშივე შეეძლო, თუმცა ფეხბურთელის ასაკში დაეჭვებულმა კლუბის ხელმძღვანელებმა კოლუმბიელი თავდამსხმელის იჯარის წესით აყვანა გადაწყვიტეს.
როგორც მოგეხსენებათ, “წითელმა ეშმაკებმა” ფალკაო “მონაკოსგან” ერთი წლის ვადით ინათხოვრეს. სეზონის ბოლოს “მანჩესტერ იუნაიტედს” ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვის უფლება მიეცემა.
რამდენიმე დღის წინათ ბრიტანულ ბულვარულ გამოცემა “სანში” ფალკაოს სასკოლო დოკუმენტაცია გამოქვეყნდა, რომელიც მიუთითებს, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელი სინამდვილეში ახლა არა 28-ის, არამედ 30 წლის არის.
ფალკაო: “მინდა, რომ მანჩესტერს ბევრი გოლი ვაჩუქო”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულმა რადამელ ფალკაომ ინგლისურ კლუბში გატარებული პირველი კვირის შემდეგ მცირე კომენატარი გააკეტა.
“გასული კვირა საკმაოდ ინტენსიური იყო. მანჩესტერში ყველაფრით კმაყოფილი ვარ. მსგავს გრძნობებს ეროვნულ ნაკრების შემადგენლობაში თამაშის დროს განვიცდი. “მანჩესტერში” გადმოსვლით ბედნიერი ვარ.
კარგ ფორმაში ვარ და სავარჯიშო პროცესში ჩართვას მოუთმენლად ველი. მინდა, რომ “მანჩესტერს” ბევრი გოლი ვაჩუქო” – განაცხადა ფალკაომ.
მონაკოს გულშემატკივრები ფულის დაბრუნებას ითხოვენ
სატრანსფერო ფანჯრის დროს მომხადრი ცვლილებების გამო “მონაკოს” გულშემატკივრები კლუბს დაუპირისპირდნენ. ფანები გუნდის ლიდერების გაშვებას ვერ ეგუებიან. შეგხსენებთ, რომ ხამეს როდრიგესის “რეალში” გადაბარგების შემდეგ სატრასნფერო ფანჯრის ბოლო დღეს “მონაკო” რადამელ ფალკაომაც დატოვა, რომელიც კარიერას “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს.
გუნდში მომხდარ ცვლილებებს “მონაკოს” გულშემტაკივრები განცხადებით ეხმაურებიან:
“ჩვენ გვიღალატეს. კლუბის დაპირებებს დავუჯერეთ და აბონიმენტებზე ფასების ზრდა არ გავაპროტესტეთ.
ხამესი და ფალკაო “მონაკოს” ნათელი მომავლის გარანტია იყო, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ ისინი გაასხვისა. მოვუწოდებთ ყველა გულშემატკივარს, რომ გაძვირებულ აბონიმენტებში გადახდილი თანხის დაბრუნება მოითხოვონ.
2012 წელს მოვლენები ანალოგიურად “მილანში” განთვითარდა, როდესაც იტალიურმა კლუბმა იბრაჰიმოვიჩი და ტიაგო სილვა გაყიდა. “მილანის” გენერალურმა დირექტორმა ყველა უკმაყოფილო ფანს ბილეთებში გადახდილი ფულის დაბრუნება შესთავაზა. მზად არის “მონაკოს” ხელმძღვანელობა ანალოგიური ნაბიჯისთვის?” – ნათქვამია გულშემატკივრების განცხადებაში.
თავის მხრივ “მონაკოს” ვიცე-პრეზიდენტმა ვადიმ ვასილიევმა გულშემატკივრების წინაშე ბოდიში მოიხადა.
ფალკაომ “მანჩესტერ იუნაიტედში” სასურველი ნომერი აირჩია
როგორც მოგახსენეთ, “მონაკოს” თავდამსხმელი რადამელ ფალკაო იჯარის წესით კარიერას “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს. კოლუმბიელი ფეხბურთელი “ოლდ ტრაფორდზე” მთელი სეზონის განმავლობაში ითამაშებს, შემდეგ კი ინგლისურ კლუბს მისი სრულად გამოსყიდვის უფლებაც მიეცემა. ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.
რადამელ ფალკაომ “მანჩესტერ იუნაიტედში” 9-ნომრიანი მაისური აირჩია.
“მოხარული ვარ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” მე-9 ნომრით ვითამაშებ”, – დაწერა სოციალურ ქსელში ფალკაომ.
“მოხარული ვარ, რომ განათხოვრების წესით “მანჩესტერ იუნაიტედში” ვითამაშებ. ეს მსოფლიოს ყველაზე დიდი კლუბია და მიზანიც მკაფიო აქვს — მწვერვალზე დაბრუნება. მოუთმენლად ველოდები ლუი ვან გაალთან მუშაობის დაწყებას. მინდა, რომ გუნდის წარმატებებში ჩემი წვლილი შევიტანო”, – ფალკაოს სიტყვები “მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ვან გაალმა ფალკაოს ტრანსფერის შესახებ ისაუბრა
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა კოლუმბიელი ფორვარდის, რადამელ ფალკაოს ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, შემტევი მანჩსტერულ კლუბში “მონაკოდან” ერთწლიანი იჯარით გადავიდა.
“ფალკაოს ტრასნფერით გახარებული ვარ. ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი ფორვარდია. მას რეალიზაციის საკმაოდ მაღალი პროცენტი აქვს. როდესაც ასეთი დონის მოთამაშის შეძენის შანსი გაქვს, მისი ხელიდან გაშვება არ შეიძლება” – განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.
მონაკოს ვიცე-პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა
“მონაკოს” ვიცე-პრეზიდენტმა ვადიმ ვასილიევმა ფალკაოს წასვლის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.
“გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. თუმცა, ვგრძნობდი, რომ მის შენარჩუნებას ვერ შევძლებდით, როდესაც რადამელმა “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის სურვილი გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს “მონაკოს” ფეხბურთელების მიმართ ინტერესი დიდია. ჩვენი პროექტი არ ჩერდება. წელს საუკეთესო სეზონის ჩატარებას ვაპირებთ” – განაცხადა ვასილიევმა.
შეგახსეენებთ, რომ კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელი “იუნაიტედში” იჯარის წესით გადავიდა. ხელშეკრულება ერთწლიანია, ხოლო მისი დასრულების შემდეგ ინგლისურ კლუბს ფალკაოს გამოსყიდვის უფლება ექნება.
ოფიციალურად: “მანჩესტერ იუნაიტედმა” ფალკაო ინათხოვრა
“მანჩესტერ იუნაიტედმა” ოფიციალურად გამოაცხადა “მონაკოს” თავდამსხმელ რადამელ ფალკაოს იჯარის წესით აყვანის შესახებ.
კოლუმბიელი ფეხბურთელი “ოლდ ტრაფორდზე” მთელი სეზონის განმავლობაში ითამაშებს, შემდეგ კი ინგლისურ კლუბს მისი სრულად გამოსყიდვის უფლებაც მიეცემა. ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.
“მოხარული ვარ, რომ განათხოვრების წესით “მანჩესტერ იუნაიტედში” ვითამაშებ. ეს მსოფლიოს ყველაზე დიდი კლუბია და მიზანიც მკაფიო აქვს — მწვერვალზე დაბრუნება. მოუთმენლად ველოდები ლუი ვან გაალთან მუშაობის დაწყებას. მინდა, რომ გუნდის წარმატებებში ჩემი წვლილი შევიტანო”, – ფალკაოს სიტყვები “მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
რადამელ ფალკაოს საუკეთესო გოლები (ვიდეო)
წარმოგიდგენთ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალწვეულის რადამელ ფალკაოს საუკეთესო გოლების ამსახველ ვიდეოს.
ფალკაოს ახალი გუნდი ცნობილია
კოლუმბიური პრესა იუწყება, რომ რადამელ ფალკაო კარიერას მანჩესტერულ კლუბში გააგრძელებს. თუმცა, ეს არა “სიტი” არამედ, “იუნაიტედი” იქნება. El Tiempo-ს ცნობით “მონაკო” ფორვარდში 65 მილიონ ევროს მიიღებს. წყაროს ცნობით ინფორმაცია ოფიციალური არ არის, თუცმა გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. თუმცა, არის ვერსია, რომლის მიხედვითაც ფალკაო “იუნაიტედში” იჯარის წესით ითამაშებს.
მოგვიანებთ აღნიშნული ინფორმაცია ესპანურ პრესაშიც გავრცელდა. კერძოდ კი, AS-ის ცნობით სატრასნფერო ფანჯარა დიდი სიურპრიზით იხურება. ტრანსფერის თაობაზე ბრიტანულ მედიაშიც საუბრობენ.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელებული ცნობებით ფალკაოს გადაბირებასთან ყველაზე ახლოს “მანჩესტერ სიტი” და “არსენალი” იყვნენ.