ვეტერანთა ქართულ-ფრანგული ბურთაობა

შაბათს ვისოლის სარაგბო სტადიონმა ქართულ-ფრანგულ რკენას უმასპინძლა. 16 საათზე ვეტერან ლოკომოტიველბსა და ფრანგულ კლუბ „პოკელენ XV“-ის  შორის დიდი ბურთაობა გაჩაღდა.

მატჩის ფოტოები >>>

საქართველოში ვეტერან მორაგბეთა სტუმრობა უცხო ხილი როდია. პოკელენი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მესამე გუნდია, რომელიც სათამაშოდ თბილისს ესტუმრა. 2012 წელს ინგლისიდან ‘სევენოუქსი’ გვეწვივნენ, რომლებიც სამოყვარულო კლუბებს ‘დევებსა’ და ‘ბარბაროსებს’ ერაგბნენ. შემდეგ პოლონეთში მცხოვრები ფრანგი, ინგლისელი, ირლანდიელი და შოტლანდიელი მორაგბეებისგან დაკომპლექტებული  გუნდი ‘ოლდ ქოჯერსი’ ჩამოვიდა, 2014-ში კი ქართველ და რუს ვეტერანთა რკენაც გაიმართა ‘ავჭალაში’.

 

პოკელენი საფრანგეთის ლანგედოკის რეგიონის ქალაქ პეზნასის გუნდია, რომელშიც ვეტერანი ბორჯღალოსანი გუჯა იოვაძე თამაშობდა. სწორედ მისი დამსახურებაა ფრანგული გუნდის სტუმრობა საქართველოში. ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის ვეტერანთა გუნდის შემადგენლობაში ლოკომოტივის სხვა დასხვა თაობის მორაგბემ ითამაშა, მათ შორის ბორჯღალოსნებმა და 7-კაცელებმა: გუჯა იოვაძემ, კახა ალანიამ, აჩიკო ქავთარაშვილმა, გიორგი ბუგიანიშვილმა, ზაზა ლეჟავამ, პალიკო ჯიმშელაძემ, კაკო მაჭუტაძემ, ბობა კვინიხიძემ, გიორგი კობერიძემ, ვასილ აბაშიძემ დაგიორგი ასათიანმა.

 

„ძალიან გახარებული ვარ, ვინაიდან იმ ბიჭებთან ერთად მომიწია თამაშმა, ვისთანაც ერთად ლოკომოტივის თუ ნაკრების შემადგენლობაში მინდორზე არა ერთხელ გავსულვარ და წარმატებისთვის მიმიღწევია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფრანგ ვეტერანებს ამ თამაშისათვის. ნამატჩევს, როგორც მორაგბეებს გვჩვევია, კარგათაც მოვილხინეთ და ერთად ვუქომაგეთ ჩვენს 20-წლამდელებს, რომლებმაც ალაფის გათამაშებაზე ფიჯის სძლიეს.“ განაცხადა კახა ალანიამ,  ვეტერანმა ბორჯღალოსანმა და საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

 

როგორც ბებრებს შეჰფერით, ლაღი, მხიარული და თავშესაქცევი რაგბი გაიმართა. შეცვლა შეუზღუდავი იყო, კარში არავინ ურტყამდა და ლელობსაც აქა-იქღა ითვლიდნენ, რის გამოც ზუსტი ანგარიში არ შემოგვრჩა, მაგრამ ასეთ მატჩებში ანგარიშს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება, თუმცა შეჯერებული ვერსიებით თამაში ლოკომოტიველების გამარჯვებით დასრულდა. ორივე გუნდმა ნანატრი ბურთაობით გული კარგად, რომ იჯერა, გეზი ტრადიციული მესამე ტაიმის ასპარეზისკენ აიღო და კარგად, რაგბულად მოილხინა.

 

„ეს იყო რაგბის ზეიმი. რამდენიმე თაობის “ლოკომოტიველს” ამ დღეს სიზმარი აუხდა. სიზმარი, რომელიც ყველა ვეტერან მორაგბეს მინიმუმ კვირაში ორჯერ მაინც ესზიმრება – ის რაგბის თამაშობს ! სათამაშო გადაძახილები გუნდელებთან, ბალახის და გამახურებელი მალამოს სუნი, ჯახი, ტკივილი და ოფლი. ამიტომაც ვამბობ რომ ყოფილი მორაგბე არ არსებობს, ვერც იარსებებს იმიტომ, რომ რაგბი ცხოვრება და ცხოვრების წესია. მადლობა ჩვენს ძმას, ვეტერან ბორჯღალოსან გუჯა იოვაძეს ამ ინიციატივისათვის, სწორედ მან ჩამოიყვანა ეს გუნდი საქართველოში.“ განაცხადა ვეტერანმა მორაგბემ, სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო ‘ლაივის’ დამფუძნებელმა, ალექსი ჩიქოვანმა.

Rugby.GE

20წ. ალაფა, ფიჯისთან ორი ცვლილებით

16 მაისს, ლისაბონში ჟამორის სტადიონზე, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის მეორე ტურის მატჩში, უმცროსი ბორჯღალოსნები ფიჯელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.

შეხვედრა ჩვენი დროით 20 საათზე დაიწყება, რომლის ყურებაც  სთრიმის მეშვეობით შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი:

საქართველო – ფიჯი, 16 მაისი, სთრიმი 20 საათიდან >>>

სატურნირო მდგომარეობა

ასპარეზობის პირველი მატჩები ორივე გუნდმა ბონუს ქულით მოიგო და 5-5 ქულით  „ა“ ჯგუფს ლიდერობენ. უკეთესი სხვაობით მოგებული მატჩის წყალობით, საქართველო პირველ ადგილზეა.

ორი ცვლილება

ურუგვაის წინააღმდეგ გამართულ მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო, სადისციპლინო კომისიამ ჩვენი 20-წლამდელების კაპიტანს ბადრი ალხაზიშვილს ერთ მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა, ხოლო გარემარბ იოსებ კიკვაძეს, სამწუხაროდ ტურნირის ბოლომდე აუკრძალეს თამაში.

როგორც მოგეხსენებათ, ამავე მატჩში დაშავდნენ სათადარიგო კვაჭი ლაშა საჯაია და შუამარბი გიორგი კოშაძე. ტრავმები მძიმე არ არის, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით სამწვრთნელო შტაბმა ამჯობინა შინიდან ჯანმრთელ შემცვლელთა – გიორგი თედორაძისა და სანდრო ილურიძის გამოძახება.

 

სამატჩო რაზმი

 

უკანა ხაზი [ბექები]

15

ირაკლი სვანიძე  

ჯიქი

14

ანზორ სიჭინავა  

აკადემია

13

ბადრი ლიპარტელიანი  

არმაზი

12

სანდრო ილურიძე  

აკადემია

11

დავით გულიტაშვილი

ხარები

10

რეზი ჯინჭველაშვილი  

აია

9

ვასილ ლობჟანიძე  

არმაზი

ერკინება [ფორვარდები]

1

ნიკა ნეფარიძე  

ლოკომოტივი

2

გიორგი თედორაძე

თიბიეს

3

გიორგი მელიქიძე  

ხარები

4

 ოთარ გიორგაძე  

აია

5

მიხეილ ბაბუნაშვილი 

ტარბ [სფრ]

6

თორნიკე ბუბუტეიშვილი  

ლელო

7

დავით პაპავაძე  

ჯიქი

8

ბექა გორგაძე^კაპ

მონ დე მარსან [სფრ]

მარქაფა [სათადარიგოები]

22

გიორგი ბაბუნაშვილი  

აია

21

თემურ თუთბერიძე  

აია

20

გიორგი კვესელაძე  

იუნკერები

16

ბექა კაკაბაძე  

კლერმონ [სფრ]

17

ნიკა სვიმონიშვილი  

ლელო სარასენს

18

როლანდ კვაჭაძე  

ორიაკ [სფრ]

19

გიორგი ცუცქირიძე  

ბრივ [სფრ]

 

სამწვრთნელო შტაბი

ილია მაისურაძე – მთავარი მწვრთნელი, ლადო კილასონია – მწვრთნელი, ზურაამონაშვილი – მწვრთნელი, გაგა გურეშიძე – მწვრთნელი, ირაკლი ჭყონია – ფიზ. მომზადების მწვრთნელი, გიორგი ნადარეიშვილი – ფიზ. მომზადების მწვრთნელი, ვახტანგ წიკლაური – ექიმი, ირაკლი შაორშიძე – ფიზიო, ლიამ რობინსონი– ფიზიო, დავით რამიშვილი – ვიდეო ანალიტიკოსი, ოთარ იაშვილი და ირაკლიხუნდაძე – მენეჯერები

Rugby.GE

ახალი სარაგბო კლუბი “კლდეკარი”

რამდენიმე ხნის წინ წალკაში სარაგბო კლუბი „კლდეკარი“ დაარსდა, რომელშიც ადგილობრივი საფესტივალო და უფროსი საფესტივალო ასაკის 50-მდე ჭაბუკივარჯიშობს.

ჭაბუკ წალკელებს რაგბის ანაბანისა და ჩვენი მშვენიერი თამაშის ფასეულობების დაუფლებაში ადგილობრივი მწვრთნელი, ბორის ძიმცეიშვილი ეხმარება, ხოლო მასთან მხარდამხარ კლუბის მენეჯერი ლევან ჯარმელაშვილი ირჯება.

საბრძოლო ნათლობა

9 მაისს, როდესაც თბილისში მესხის სტადიონზე ლელო სარასენსსა და ლოკომოტივს შორის საქართველოს ჩემპიონის ვინაობა ირკვეოდა, წალკაში კლდეკარის მოთამაშეებს პირველმა სარაგბო ბურთაობამ მოუწია – წალკის სტადიონზე სარაგბო ფესტივალი გაიმართა, რომელშიც კლდეკარელებთან სათამაშოდ ორი თბილისური კლუბის, არმიისა და არმაზის თანატოლთა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.

ფესტივალზე ახალი სარაგბო კლუბის აღსაზრდელთა გარჯას წალკის ეპარქიის წინამძღვარი, მამა გრიგოლი და ქვემო ქართლის გუბერნატორი, პაატა ხიზანიშვილი ადავნებდნენ თვალს. სამივე გუნდის ჭაბუკ მორაგბეებს სათამაშო მოტივაცია იმანაც გაუზარდა, რომ ფესტივალზე მათ ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრები,ბორჯღალოსნები – ირაკლი აბუსერიძე, ირაკლი მაჩხანელი და ვასილ აბაშიძე ქომაგობდნენ.

„დღეს მშვენიერი სარაგბო დღე შედგა წალკაში, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გუნდებს და ფესტივალის სტუმრებს. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო„ვისოლი ჯგუფს“ და ადგილობრივ მთავრობას, რომელთა მხარდაჭერითაც ამ ტურნირის გამართვა გახდა შესაძლებელი.

„გუნდში 50-მდე  სხვა და სხვა ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური კუთვნილების ადგილობრივი ბავშვი ვარჯიშობს. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ რაგბი აერთიანებს.“ განაცხადა რაგბის კლუბ კლდეკარის მენეჯერმა, ლევან ჯარმელაშვილმა.

Rugby.GE

საქართველო მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 2017 წლის ჩემპიონატის მასპინძელია

მსოფლიო რაგბის დღევანდელი განცხადებით, 20-წლამდელთა 2017 წლის ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება.

ქვეყანა, რომელიც უკვე სამი წელია მასპინძლობს „თბილისის თასს“, 2017 წელს მსოფლიო რაგბის მომავალ ვარსკვლავებს თბილისსა და ქუთაისში ელის.

2008 წლის შემდეგ, 20-წლამდელთა ჩემპიონატმა, რომელიც წელს იტალიაში იმართება, ზუსტად 340 მოთამაშე გაუშვა საერთაშორისო ასპარეზზე; მათ შორის ბევრი ბოლოდროინდელი ტოპ მორაგბეცაა.

2008-11 წლების განმავლობაში ახალი ზელანდია 20-წლამდელთა ჩემპიონატის (რომელიც ადრე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის სახელით იყო ცნობილი) პირველობას არავის უთმობდა, სანამ 2012 წელს ეს ტიტული სამხრეთ აფრიკამ არ გადაიბარა. 2013-2014 წლებში კი ჩემპიონის თასი ინგლისმა აღმართა, რომელიც ივნისში იტალიისკენ ჰეთ-თრიქის შესრულების იმედით მიემართება.

სოფლიო რაგბის თავმჯდომარე, ბერნარ ლაპასე: „მინდა მივულოცო საქართველოს რაგბის კავშირს ამ პრესტიჟული ღონისძიების – 2017 წლის 20- წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა.

„მინდა ასევე მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას ამ ტურნირის მასპინძლობისათვის გაწეული ინვესტიციისთვის. 2017 წლის ამ უდიდეს ღონისძიებაში მონაწილეობისას, მსოფლიო რაგბის მომავალი ვარსკვლავები ნამდვილად კმაყოფილები დარჩებიან მდიდარი კულტურული და სპორტული მემკვიდრეობის მქონე ქვეყნის უნიკალური სტუმართმოყვარეობითა და თბილი დახვედრით.“

2017 წლის ჩემპიონატის მასპინძლად საქართველოს დასახელება მსოფლიო რაგბის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო, რომელიც 13 მაისს დუბლინის შეხვედრის დროს იქნა მიღებული. ტურნირის ზუსტი განრიგი და სათამაშო სტადიონები უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

#WorldRugbyU20s -ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს>>> http://www.worldrugby.org/u20

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, გიორგი ნიჟარაძე: „მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 2017 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა უდიდესი პატივია, არა მხოლოდ ქართული რაგბის სამყაროსთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის.

„ეს ასპარეზობა საქართველოში რაგბის პოპულარიზაციისათვის კიდევ ერთ შესაძლებლობას წარმოადგენს. ეს არის ქართული რაგბის მიერ განვლილი გზის შეფასება და დაფასება იმისა თუ რა გაკეთდა საქართველოში ჩვენი შესანიშნავი თამაშის განსავითარებლად.

„გარდა ამისა, 2017 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატი კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს ცნობადობას, მისცემს ძალიან ბევრ ადამიანს იმის საშუალებას, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში, გაიცნონ ჩვენი ქვეყნის მდიდარი კულტურა და ისიამოვნონ განთქმული ქართული სტუმართმოყვარეობით.”

ამ გადაწყვეტილებაზე მსოფლიო რაგბის საშეჯიბრო დ მაღალი მიღწევების კომიტეტის თავმჯდომარემ მარკ იგანმა განაცხადა: „2017 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების საქართველოსთვის მინიჭება, ქვეყანაში რაგბის განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს.

„ბოლო 7 წლის მანძილზე, საქართველოში სარაგბო ინფრასტრუქტურის დონე უპრეცედენტოდ ამაღლდა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს” მრავალმილიონიანი დაფინანსებისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის წყალობით.

„საქართველოს ნამდვილად შეუძლია დაიკვეხნოს მსოფლიო კლასის სავარჯიშო და სათამაშო ბაზებით, რისიც ალბათ ელიტარული რაგბის კავშირების უმრავლესობასაც შეშურდებოდა.“

მსოფლიო რაგბი ყოველწლიურად 2 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე ინვესტიციას ახორციელებს, როგორც 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის, ისე 20-წლამდელთა ალაფისთვის. 2012-2015 წწ. სტრატეგიულ ციკლში, მსოფლიო რაგბი საქართველოს პირდაპირი დაფინანსების სახით გადასცემს დაახლოებით 3.2 მილიონ გირვანქა სთერლინგს შიდა და მაღალი მიღწევების რაგბის განვითარების, სანაკრებო პროგრამების განხორციელებისთვის, ყოველწლიური ტესტ-მატჩებისა და საერთაშორისო ტურნირის – თბილისის თასის მასპინძლობის მხარდასაჭერად.

ამა წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იტალიაში 2 ივნისს დაიწყება, ტურნირთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს >>>http://www.worldrugby.org/u20/fixtures

19:00 საათზე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართება პრეს-კონფერენცია, რომელზეც გავრცელებულ ინფორმაციასა და კომენტარებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

Rugby.GE

ქართველი მორაგბეების ჩხუბი ურუგვაელებთან (ვიდეო)

12 მაისს, რაგბის 20-წლამდელთა ალაფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ურუგვაელი თანატოლები 46:12 დაამარცხეს.

შეხვედრის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში სიტუაცია დაიძაბა.

ალაფაზე ასპარეზობა ბონუს ქულიანი მოგებით დავიწყეთ

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის პირველი მატჩის პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარეს და ურუგვაისთან 40 წუთის შემდეგ 31:0 დაწინაურდნენ. ასეთი სტარტის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს საქმე საბოლოო გამარჯვებამდე მშვიდად უნდა მიეყვანა, მაგრამ მეტოქის პროვოკაციებმა იჩინა თავი, რასაც ჩვენი ბიჭები ძალაუნებურად აყვნენ.

ილია მაისურაძის შეგირდები სამხრეთამერიკელ მეტოქეს პრაქტიკულად ყველაფერში სჯობდნენ. განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ჩვენი გუნდის უპირატესობა მოლსა და შერკინებაში, ასევე, უფრო მაღალი იყო ინდივიდუალური და საშემსრულობლო ოსტატობა, რამაც შედეგი საწყის 20 წუთში გამოიღო და არა მხოლოდ მატჩის, არამედ პრემიალური ქულის ბედიც პირველსავე მეოთხედში გადაწყდა.

თამაშში ბურთი ურუგვაიმ შეიყვანა, ოთარ გიორგაძემ რაქიდან მოულოდნელად შეუტია და თავისი ნახევრიდან მეტოქის 22-მდე ბრძოლით ლამის 50 მეტრი გაიარა, იქიდან ფეხით მარცხენა ფრთაზე ჩაკიდებულს იოსებ კიკვაძე მიყვა და პირველი ლელოც მე-40 წამზე დაამიწა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ ქართველთა უპირატესობის დასტურად, მეორე ლელოც მალევე დაიდო. მეტოქის დერეფნის მოგების შემდეგ, გიორგი კოშაძემ ხაზი გაჭრა და მართალია ბურთი მეტოქის ლელოს მოედნიდან 5-იოდე მეტრში დაიკარგა, მაგრამ მეტოქეს შერკინებაში, რომ ვაჯობეთ ბექა გორგაძემ ბურთი ვასილ ლობჟანიძეს გაატანა და უფროსი ბორჯღალოსნების 9 ნომერი მცველებს შორის გაძვრა – 10:0 და ჯინჭველაშვილმა მონაგარს გარდასახვით კიდევ 2 ქულა შემატა.

გორგაძელობჟანიძის დუეტმა კიდევ რამდენჯერმე იმუშავა. ამ თამაშში კი, შერკინების უპირატესობა საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე გამოიყენა, მეტოქის ლელოდან 7 მეტრში ჯარიმის ნაცვლად შერკინება ირჩია, სამხრეთამერიკელებს უკან დაახევინა და მესამე ლელოგორგაძემ მიითვალა, ხოლო ჯინჭველაშვილმა ეს გარდასახვაც ზუსტად შეასრულა – 19:0 მე-14 წუთზე!

თამაში რომ განახლდა ურუგვაიმ ჩამორჩენის შემცირების შანსი მიიღო, მაგრამ მათი დარტყმული ჯარიმა ძელმა აისხლიტა. ამას ქართველთა რამდენიმე შეცდომა და ზედიზედ ორი ჯარიმა მოყვა, ურუგვაიმ ზედ კარის წინიდან 3 ქულის აღებას ლელოზე თამაში არჩია, მაგრამ 5-მეტრა დერეფანიდან რომ არაფერი გამოუვიდა, ფეხით ითამაშა და შემტევს დამიწება მცველმა დაასწრო.

ტაიმის შუაში ჩვენმა 20-წლამდელებმა ცენტრიდან ხელდახელ შეუტიეს, ბადრილიპარტელიანმა ჯინჭველაშვილს უპასა, მანაც რამდენიმე მეტრი ირბინა და ბადრისვეგადაცემა დაუბრუნა, ამ უკანასკნელმა კი, კარგი შეტევა მეოთხე ლელოთი დაასრულა,  26:0.

ამრიგად, მატჩის ბედი ხომ ნაადრევად გადაწყდა და პრემიალური ქულაც ქართველებს ჯიბეში ჰქონდათ, რასაც წესით სიტუაცია უნდა დემშვიდებინა. ამ ყველაფერს ისიც დაერთო, რომ მეტოქის გატანჯული ბურჯი მორიგი ჯარიმის შემდეგ სინბინით დაისაჯა, შემდეგი შერკინებიდან გორგაძენ ბურთი ისევ ლობჟანიძეს გაუტანა, რომელმაც მარჯვენა ფრთიდან შეტევაში ჩართულ ანზორ სიჭინავას გადაცემა არ დაუგვიანა და მეხუთე ლელოც გამოცხვა. ასეთმა სხვაობამ მეტოქე კიდევ უფრო გააღიზიანა და მისმა პროვიკაციებმაც პირველი შედეგი 31-ე წუთზე გამოიღო, როდესაც სიჭინავა სინბინით დაისაჯა. მიუხედავად ამისა, ტაიმის მიწურულს სალელოვე შანსი ისევ ქართველებს ჰქონდათ, თუმცა ყველა შანსი ლელოთი ვერ დაგვირგვინდება და ტაიმი 31:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან ურუგვაიმ შემოგვიტია, მოლით ლელოს ხაზსაც მიუახლოვდა, მერე დავჯარიმდით და ისევ დერეფნიდან შეგვიტიეს, მაგრამ დაცვამ კარგად იმუშავა. ამასობაში 48-ე წუთი მოვიდა, მეტოქე წაქცეულ კაპიტანს, ბადრი ალხაზაშვილსეუხეშა და გუნდური ჩხუბი ატყდა. მუშტი კრივში ქართველებმა იმარჯვეს და როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტრიბუნიდან უმცროს ბორჯღალოსნებს ბოთლიც ესროლეს, მაგრამ რა დისციპლინარული სასჯელი მოყვება ამას, ჯერ არავინ იცის და იმედია, ალხაზაშვილის გარდა, რომელსაც რეფერიმ წითელი ბარათი უჩვენა, სხვა არავინ დაისჯება. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში მთავარმა არბიტრმა ასევე ურუგვაელთა 10 ნომერიც იმავე ფერის ბარათით დასაჯა.

თამაში რომ განახლდა საქართველოს ნაკრები არული თამაშობდა და ზედიზედ რამდენჯერმე დაჯარიმების შემდეგ, ყვითელი ბარათი თორნიკე ბუბუტეიშვილმა მიიღო. კაცნაკლულმა ქართველებმა ლელო მაინც იქით დადეს, მარცხენა ფრთაზე ხელდახელ გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, ურუგვაელმა მცველებმა ზედ ხაზზე იყოჩაღეს, მაგრამირაკლი სვანიძემ ფეხით ბურთი მარჯვრნა ფლანგზე ჩაკიდა და ოთარ გიორგაძემ მეექვსე ლელო მიმატა ქართულ ყულაბას. გარდასახვა არაზუსტი იყო – 36:0.

მერე სამხრეთელებმა მაინც შეძლეს მეტობის გამოყენება და მარცხენა ალამთან პირველი საპასუხო ლელო გაიტანეს,

 

მატჩის მიწურულს საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორი ლამაზი კომბინაცია ლელოთი დაასრულა. პირველ ჯერზე მოლის შემდეგ თამაში რაქში გადავიდა, იქიდან შეტევა მარცხენა ფრთაზე გაიშალა, კიკვაძემ 22-თან მბოჭავიც ჩამოიცილა და დუბლი გაახერხა. სამ წუთში უკვე შერკინებიდან გაიშალა შეტევა და ხელდახელ იერიში ლელოთი სვანიძემდააგვირგვინა. გარდასახვები არაზუსტი იყო და 46:7. მატჩის მიწურულს რეფერიმ კიკვაძეუხეში ბოჭვისთვის გაასინბინა, მეტობით ურუგვაიმ კვლავ ისარგებლა და თავისი მეორე ლელოთი საბოლოო ანგარიშიი დაფიქსირა – 46:12.

წინაა მატჩი ფიჯისთან, რომელიც 16 მაისს, დღევანდელი შეხვედრის მსგავსად ჩვენი დროით 20 საათზე დაიწყება.

მეტოქეებმა

ფიჯიმ პირველ მატჩში მასპინძელი პორტუგალია 34:19 დაამარცხა, 5 ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც მიითვალა. მეორე ჯგუფში კანადამ ნამიბიას 35:20 სძლია, ხოლო ტონგამ ჰონკონგი 35:16 დაამარცხა.

ნამატჩევს       

ილია მაისურაძე, 20-წლამდელების მთავარი მწვრთნელი: „გუნდი თამაშზე კონკრეტული დავალებით გავიდა, რომ ბურთის მოგების ზონაში ყოფილიყო მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი, იქნებოდა ეს შერკინება, მოლი თუ დერეფანი; გადაეკვეთა უპირატესობის ხაზი და რიცხვობრივი უპირატესობის შეექმის შემდეგ ხაზზე გაეტანა ბურთი, რაც ბიჭებმა პირველ ტაიმში კარგად შეასრულეს.

„დალაგებულად ვთამაშობდით. მეორე ტაიმში კი, მომხდარი ჯხუბის გამო ავირიეთ. ფაქტია, რომ მთელი თამაშის განმავლობაში მოწინააღმდეგე ცდილობდა ჩვენს პროვოკაციაზე წამოკიდებას, რაც საბოლოოდ მოახერხეს და სამწუხაროდ წითელი ბარათით დავისაჯეთ. ამის შემდეგ ცოტა გაგვიჭირდა და ეს სათამაშო დისციპლინაზეც აისახა – კაპიტანი გაგვიგდეს, შემდეგ ორჯერ სინ ბინიც მივიღეთ, მარამ მინდა ავღნიშნო, რომ გუნდმა მალევე მოახერხა დალაგება და დისციპლინაც გამოასწორა, რაც ცალსახად მათი მენტალური სიძლიერისა და მდგრადობის მანიშნებელია.

„მომავალი მოწინააღმდეგეების თამაშს რაც შეეხება, ფიჯის დიდი და საგრძნობი უპირატესობა აქვს ღია თამაშში და ძალიან სწრაფი გუნდია. ჩემდა გასაკვირად კუნძულელები პორტუგალიელებს შერკინებაშიც სჯობნიან. მე ვთვლი, რომ პორტუგალიას უფრო უნდა ჩაეკეტა მათთვის თამაში. სწრაფი ბურთაობაა და ბევრი ოფლოუდია. ფიჯი საკმაოდ შემოქმედებითად თამაშობს. ამ ყველაფერს ჩვენ რათქმაუნდა გავითვალისწინებთ შემდეგი მატჩისთვის და  შესაბამისად მოვემზადებით.“

 

ირაკლი აბუსერიძე, რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი: „ყველა სტატიკურ ფაზებში, იქნებოდა ეს დერეფანი თუ შერკინება, ბიჭებმა შეძლეს მოწინააღმდეგის დაჯაბნა. უბრალოდ აღსანიშნავია, რომ მთელი თამაშის განმავლობაში ურუგვაელები ცდილობდნენ ჩვენი მოთამაშეების პროვოკაციაზე წამოკიდებას და ბოლოს ბიჭებს ნერვებმა უმტყუნეს და მეორე ტაიმში მოხდა ეს ჩხუბი, რომელსაც სამწუხაროდ ბადრი ალხაზიშვილის წითელი ბარათი მოყვა. ახლა ჩვენი მენეჯერები ესაუბრებიან ტურნირის ორგანიზატორებს. ვიდეოს განიხილავენ და ალბათ მალე გავარკვევთ საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„რათქმაუნდა ამ უსიამოვნო ეპიზოდმა ცოტათი არია ჩვენი თამაში და სათამაშო დისციპლინაზეც იმოქმედა, მაგრამ ბიჭებმა მაინც შეძლეს დალაგება და თამაშის გამოსწორება.

„მთლიანობაში, ჩვენი 20-წლამდელების თამაშს შევაფასებ დადებითად. ამ მატჩამდე ყველას ფავორიტად ურუგვაი მიაჩნდა, ხოლო ბიჭები ბიშესაბამისი განწყობით გავიდნენ მოედანზე და შესანიშნავად ითამაშეს.

„მოთამაშეები ჯანმრთელად არიან, არავის მნიშვნელოვანი ტრავმა არ აქვს, თუ არ ჩავთვლით მცირე დაჟეჟილობებს, რომლებიც მოწინააღმდეგე გუნდის პროვოკაციებით არის გამოწვეული.“

 

მატჩების განრიგი (საქართველოს დროით):

12 მაისი საქართველო 46:12 ურუგვაი

16 მაისი საქართველო – ფიჯი 20:00 სთ

20 მაისი საქართველო – პორტუგალია 20:00 სთ

24 მაისს ტურნირის ფინალური რაუნდი გაიმართება 20:00 სთ

ტურნირის განრიგი სრულად>>> http://www.worldrugby.org/tournament/1567/fixtures

 

საგაზეთო ოქმი

საქართველო$ 46:12 ურუგვაი

საქ (5ქ) – 8ლ: კიკვაძე (1 7ლობჟანიძე გორგაძე ლიპარტელიანი სიჭინავა გიორგაძე სვანიძე; 3ჯინჭველაშვილი / წბ ალხაზაშვილი; სბ სიჭინავა   ბუბუტეიშვილი კიკვაძე

ურუ (0ქ) – 2ლ: არდაო პინეირუა; გ: უბიჟა წბ ეჩევერი; სბ გატას

5:0(1) 12:0(8) 19:0(15) 26:0(22$პ) სბ(27უ) 31:0(30) სბ(32ს) ნახ(40+4) /
წბწბ(53) სბ(56ს) 36:0(58) 36:7(63) 41:7(76) 46:7(79) სბ(80+4ს) 46:12(80+5) ბოლო(80+9)

სამ 12/05 ლისაბონი, ჟამორ 20.00 საქ

Rugby.GE

20წ. საქართველო – ურუგვაი, შემადგენლობა და სთრიმი

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის პირველ მატჩამდე, რომელშიც ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ურუგვააის თანატოლთა ნაკრებს დაუპირისპირდება, 24 საათი რჩება.

შეხვედრა ხვალ, 12 მაისს ლისაბონის სარაგბო აკადემიის სტადიონ ‘ჟამრზე’ (CAR Rugby do Jamor), საქართველოს დროით 20 საათზე დაიწყევა. როგორც დღეს უკვე გაუწყეთ, შეხვედრის სთრიმი პორტუგალიის რაგბის კავშირის ვებ-გვერდის შემდეგ ბმულზე იწარმოებს:

“ა” ჯგუფის მატჩების სანახავად >>>

 

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ‘ა’ ჯგუფში ურუგვაის გარდა ფიჯის და მასპინძელ, პორტუგალიის თანატოლთა ნაკრები გუნდების წინააღდეგ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის (ყოფილი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი) საგზურის მოსაპოვებლად იასპარეზებენ.

 

გულშემატკივრებს, რომლებიც თვითერისა და ფეისბუქის მეშვეობით უქომაგებენ ჩვენს 20-წლამდელებს ვთხოვთ, რომ შემდეგი ჰეშთეგები გამოიყენონ #WorldRugbyU20s და#JuniorLelos.

 

20-წლამდე ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი:

უკანა ხაზი [ბექები]

15

ირაკლი სვანიძე  

ჯიქი

14

ანზორ სიჭინავა  

აკადემია

13

გიორგი კოშაძე  

ხარები

12

ბადრი ლიპარტელიანი  

არმაზი

11

იოსებ კიკვაძე  

აია

10

რეზი ჯინჭველაშვილი  

აია

9

ვასილ ლობჟანიძე  

არმაზი

ერკინება [ფორვარდები]

1

ნიკა ნეფარიძე  

ლოკომოტივი

2

ბადრი ალხაზაშვილი^კაპ

ლელო

3

გიორგი მელიქიძე

ხარები

4

ოთარ გიორგაძე

აია

5

მიხეილ ბაბუნაშვილი

ტარბ [სფრ]

6

თორნიკე ბუბუტეიშვილი  

ლელო

7

დავით პაპავაძე  

ჯიქი

8

ბექა გორგაძე  

მონ დე მარსან [სფრ]

მარქაფა [სათადარიგოები]

22

გიორგი ბაბუნაშვილი  

აია

21

თემურ თუთბერიძე  

აია

20

გიორგი კვესელაძე  

იუნკერები

16

ლაშა საჯაია

ჯიქი

17

ბექა კაკაბაძე  

კლერმონ [სფრ]

18

როლანდ კვაჭაძე

ორიაკ [სფრ]

19

გიორგი ცუცქირიძე  

ბრივ [სფრ]

 

 

სამწვრთნელო შტაბი

ილია მაისურაძე – მთავარი მწვრთნელი, ლადო კილასონია – მწვრთნელი, ზურაამონაშვილი – მწვრთნელი, გაგა გურეშიძე – მწვრთნელი, ირაკლი ჭყონია – ფიზ. მომზადების მწვრთნელი, გიორგი ნადარეიშვილი – ფიზ. მომზადების მწვრთნელი, ვახტანგ წიკლაური – ექიმი, ირაკლი შაორშიძე – ფიზიო, ლიამ რობინსონი– ფიზიო, დავით რამიშვილი – ვიდეო ანალიტიკოსი, ოთარ იაშვილი და ირაკლიხუნდაძე – მენეჯერები

 

მატჩების განრიგი (საქართველოს დროით):

12 მაისი საქართველო – ურუგვაი 20:00 სთ

16 მაისი საქართველო – ფიჯი 20:00 სთ

20 მაისი საქართველო – პორტუგალია 20:00 სთ

24 მაისს ტურნირის ფინალური რაუნდი გაიმართება 20:00 სთ

ტურნირის განრიგი სრულად>>> http://www.worldrugby.org/tournament/1567/fixtures

 

ასევე იხილეთ:

20-წლამდელების სატურნირო რაზმი

ქართველი 20-წლამდელები წარმატებული კამპანიის გაგრძელების იმედით

20-წლამდელთა ალაფას სთრიმით ვადევნებთ თვალს

ალაფის მონაწილე რვავე გუნდის ქომაგები 12 მაისიდან ტურნირის ყოველ მატჩს სთრიმის მეშვეობით ონლაინ რეჟიმში იხილავენ.

ლისაბონის ტურნირის 4 სამატჩო დღიდან თითოეულისთვის ორი სტადიონი იქნება გამოყოფილი, საიდანაც პიდაპირი ტრანსლაციის ყურება შესაძლებელი იქნება პორტუგალიის რაგბის კავშირის ვებ-გვერდიდან.

“ა” ჯგუფის მატჩების სანახავად >>>

“ბ” ჯგუფის მატჩების სანახავად >>>

 

გულშემატკივრებს, რომლებიც თვითერისა და ფეისბუქის მეშვეობით უგულშემატკივრებენ თავიანთ გუნდებს ვთხოვთ, რომ შემდეგი ჰეშთეგი გამოიყენონ #WorldRugbyU20s.

სამშაბათს, 12 მაისს ტურნირი ურუგვაისა და საქართველოს მატჩით აიღებს სტარტს, რომელიც საქართველოს დროით 20 საათზე, ლისაბონის ეროვნული სარაგბო აკადემიის ესტადიო ჟამორზე (CAR Rugby do Jamor) გაიმართება, რასაც 10 საათზე ფიჯისა და პორტუგალიის ნანატრი რკენა მოყვება.
ტურნირის მხარდასაჭერად, კვირას პორგტუგალიის დედაქალაქში რვავე გუნდის კაპიტანმა მოიყარა თავი, სადაც ლისაბონის ისტორიული ძეგლების ფონზე ფოტოსესია მოაწყვეს, ულამაზესი ხედებით დატკბნენ და გადატვირთული ევროპული ქალაქის ატმოსფეროსაც გაუგეს გემო.

მატჩების განრიგი (საქართველოს დროით):

12 მაისი საქართველო – ურუგვაი 20:00 სთ

16 მაისი საქართველო – ფიჯი 20:00 სთ

20 მაისი საქართველო – პორტუგალია 20:00 სთ

24 მაისს ტურნირის ფინალური რაუნდი გაიმართება 20:00 სთ

ტურნირის განრიგი სრულად>>> http://www.worldrugby.org/tournament/1567/fixtures

 

ასევე იხილეთ:

20-წლამდელების სატურნირო რაზმი

ქართველი 20-წლამდელები წარმატებული კამპანიის გაგრძელების იმედით

Rugby.GE

“ლელო” საქართველოს ჩემპიონია

9 მაისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს “ლელო სარასენსი” და “ლოკომოტივი” დაუპირისპირდნენ. მატჩი “ლელოს” უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ, თასსაც ეს გუნდი დაეუფლა.

შეხვედრის პირველ წუთებში “ლოკომოტივს” ჯარიმის შესაძლებლობა ორჯერ მიეცა, თუმცა ორივე ცდა უშედეგოდ დასრულდა. ამის შემდეგ “ლელომ” შეუტია – ლაშა თოდუა მეტოქე დაუსხლტდა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა, გარდასახვა ირაკლი ყიასაშვილმა გაიტანა – 7:0.

ტაიმის შუაში ბაჩო კოლელიშვილმა “ლელოს” უპირატესობა ლელოთი გაზარდა, ყიასაშვილმა გარდასახვა ისევ ზუსტად შეასრულა – 14:0. 27-ე წუთზე თავი ისევ ყიასაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც საჯარიმო ზუსტად შეასრულა – 17:0. მალე კიდევ ერთი სამი ისევ ყიასაშვილმა მიითვალა და თავისი გუნდი უპირატესობა სოლიდური გახადა.

მეორე ტაიმში “ლოკომოტივის” მორაგბეები უკეთ გამოიყურებოდნენ. 53-ე წუთზე შკინინმა ლელო გაიტანა და წიკლაურმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მართალია, სხვაობა 13 ქულამდე შემცირდა, თუმცა მალე “ლელომ” ისევ იყოჩაღა და ანგარიში 27:7 გახდა. ამას მოჰყვა ყიასაშვილის კიდევ ერთი ზუსტი საჯარიმო. შეხვედრის ბოლო წუთებში, “ლოკომოტივმა” ორი ლელო დადო და საბოლოოდ მატჩი “ლელოს” გამარჯვებით 30:21 დასრულდა.

თემურ ბენდიაშივილი (“ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი): “გვინდოდა, ორივე ტაიმი კარგად გვეთამაშა. პირველ ნახევარში შეცომები დავუშვით, “ლელომ” კი ამით ისარგებლა. ლელოს ვულოცავ. ეს ჩვენი მაქსიმუმი არ ყოფილა. ტრავმირებულები ძალიან დაგვაკლდნენ, მათი არ ყოფნა შეგვეტყო. უყურადღებოდ ვთამაშობდით, მეტოქემ კი თავისი შანსები გამოიყენა. სეზონით კმაყოფილი არ ვარ, რადგან ვერ ვითამაშეთ ის თამაში, რაც შეგვეძლო”

ბექა წიკალური: “ბურთი ბევრჯერ დავკარგეთ, “ლელო” გადაყრებში უკეთესი იყო. თავიდან, ჯარიმები ვერ გავიტანეთ, მეტოქემ ამით ისარგებლა და ქულები მოიპოვა. მეორე ტაიმში თამაში კი გამოვასწორეთ, მაგრამ მოგება ვერ მოვახერხეთ. “ლელომ” დამსახურებულად გაიმარჯვა.

ლევან მაისაშვილი (“ლელო სარასენსის” მთავარი მწვრთნელი): “განსხვავებულ ორ ტაიმს გამართელბა აქვს. დიდი ანგარიშით გავედით წინ, ამიტომ ისეთი მორაგბეები ჩავრთეთ თამაშში, რომლებსაც არ უთამაშიათ. ცოტა ყურადღებაც მოვადუნეთ. პირველ ოც წუთში გარდატეხა მოვახერხეთ, შემდეგ თამაშს ვაკონტროლებდით. “ლოკომოტივი” მებრძოლი გუნდია. საინტერესო ფინალი იყო. გამარჯვება გამოცდილებისა და სათამაშო დისციპლინის ხარჯზე მოვახერხეთ. შეტევაში აქტიურები, ხოლო დაცვაში აგრესიულები ვიყავით. ევროტურნირები? აქ გასვლას ფინანსები ჭირდება. ჩემპიონები გავხდით, მაგრამ ამით თანხა არ მიგვიღია.”

ლაშა ხმალაძე: “ფინალისთვის დიდი ხანი ვემზადებოდით. ჩვენი სისუსტეები გავაანალიზეთ, მეტოქე შევისწავლეთ. ისე ვითამაშეთ, როგორც დაგეგმილი გვქონდა.”

20-წლამდელები ლისაბონში ალაფის მოლოდინში

როვნული ჩემპიონატის დიდი ფინალის ციებ-ცხელება კულმინაციას ხვალ 16 საათზე მესხის სტადიონზე წლის დამაგვირგვინებელი რკენით მიაღწევს, რომელშიც ერთმანეთ მოქმედი ჩემპიონი ლელო სარასენსი თბილისის ლოკომოტივს ეთამაშება.

ლისაბონში, კი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის სტარტის მოლოდინში ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ადგილზე აგრძელებენ მზადებას. ჩვენი 20 წლამდელები, რომლებიც, ტურნირისთვის მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ და 4 შეკრება გაიარეს, პორტუგალიის დედაქალაქში ორი დღის წინ ჩავიდნენ. წუხელ გუნდმა მგზავრობის შემდეგ აღდგენა გაიარა, ხოლო დღეს უკვე ორჯერ სრულფასოვნად ივარჯიშა. სამწვრთნელო შტაბის განცხადებით ახალგაზრდა ბორჯღალოსნები კარგ ფორმაში არიან და სრული ძალებით ემზადებიან პირველი მატჩისთის, რომელშიც ჩვენი ნაკრები ურუგვაელ თანატოლებს 12 მაისს, საქართველოს დროით 20 საათზე ეთამაშება.

20-წლამდელების სამატჩო რაზმი შეხვედრამდე 24 საათით დასახელდება. მსოფლიო რაგბის განცხადებით, შარშანდელი ჰონკონგის ტურნირისგან განსხვავებით, ალაფის წლევანდელი მატჩები ინტერნეტ სთრიმის მეშვეობით გადმოიცემა.

 

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელების ალაფა 2015

 

წლევანდელი ტურნირი 12 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით ლისაბონში გაიმართება. ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ‘ა’ ჯგუფში ფიჯისურუგვაისა და მასპინძელიპორტუგალიის თანატოლთა ნაკრები გუნდების წინააღდეგ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის (ყოფილი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი) საგზურის მოსაპოვებლად იასპარეზებენ.

 

მატჩების განრიგი (საქართველოს დროით):

12 მაისი საქართველო – ურუგვაი 20:00 სთ

16 მაისი საქართველო – ფიჯი 20:00 სთ

20 მაისი საქართველო – პორტუგალია 20:00 სთ

24 მაისს ტურნირის ფინალური რაუნდი გაიმართება 20:00 სთ

ტურნირის განრიგი სრულად>>> http://www.worldrugby.org/tournament/1567/fixtures

 

ასევე იხილეთ:

20-წლამდელების სატურნირო რაზმი

ქართველი 20-წლამდელები წარმატებული კამპანიის გაგრძელების იმედით

Rugby.GE

მესხზე დიდი ფინალია!

საქართველოს XXV ჩემპიონატი შაბათს, 9 მაისს, მესხზე სრულდება დიდი ფინალით, რომელშიც ბოლო ორი წლის გამარჯვებული, ლელო სარასენსი ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბს, ლოკომოტივს ერკინება.

 

თამაში 16 საათზე დაიწყება

ბოლო ხანს დამკვიდრებული ტრადიციით, საშინაო სეზონის მთავარ მატჩს ირლანდიელი სტუმარი განსჯის.

ფინალზე ბილეთი არ გაიყიდება – სტადიონზე შესვლა თავისუფალია.

რკენას ახალი სპორტული არხი – თი’ვი’ეს – ცოცხლად გადასცემს.

 

გულშემატკივარი იხილავს მოქმედ, ყოფილსა და მომავალ ბორჯღალოსნებს.

 

ლელოს განაცხადში ჰყავს ირაკლი ყიასაშვილი, სანდრო თოდუა, ლაშა ხმალაძე, გიორგი კაჭარავა, გიორგი სანიკიძე, შოთა მელიქიძე, ზვიად მაისურაძე და ოთარ ბარკალაია,

 

ხოლო ლოკომოტივს – ბექა წიკლაური, ზურაბ ძნელაძე, გიორგი შკინინი, გივი ბერიშვილი, ბექა ბიწაძე, დავით გასვიანი და დავით ჟამუტაშვილი.

 

წინა საფინალო პრესკონფერენცია

ჟურნალისტების საყურადღებოდ: წლის დამაგვირგვინებელ რკენამდე ერთი დღით ადრე, 8 მაისს ლელო სარასენსისა და ლოკომოტივის მწვრთნელები და კაპიტნები ერთობლივ პრესკონფერენციას მოაწყობენ. პრესკონფერენცია გაიმართება მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, რომელიც 14 საათზე დაიწყება

 

დიდი ფინალი
ლელო #1 – ლოკომოტივი #2

შაბ 9/05 ვაკე, მესხი 16.00  რეფ ვილქინსონ (ირლ)
დებულებიდან
თუ ფინალი (80 წუთი) ფრედ დამთავრდა, დაინიშნება დამატებითი დრო = 2 x 10 წუთი;
თუ ამის შემდეგაც ფრეა, ჩემპიონია ის გუნდი, ვინც ფინალის 100 წუთში

1) გაიტანა მეტი ლელო,
2) მიიღო ნაკლები წითელი ბარათი,
3) მიიღო ნაკლები ყვითელი ბარათი,
4) იყო მასპინძელი (ეკავა უკეთესი ადგილი)

 

გზა ფინალისკენ

ლელომ ორი წრე მეორე ადგილზე დაასრულა
18თ: 12მ – 3წ * 3ფ + 2ბ (355:228) ლ 40/17 = 56 ქ

ლოკომოტივმა – მეოთხეზე
18თ: 9მ – 8წ * 1ფ + 10ბ (327:267) ლ 34/22 = 48 ქ

პლეი’ოფში:

ლელომ ავჭალაში 22:21 ძლია ყოჩები და დიდ ფინალში პირდაპირ გავიდა,

ხოლო ლოკომოტივმა მიყოლებით დაამარცხა სამი მეტოქე –
19:12 ხარები (ავჭალაში), 18:13 ბათუმი (ფოთში), 23:16 ყოჩები (რუსთავში)

 

ამ სეზონში (2014-15):
წრიულ სტადიაზე, ურთიერთ-შეხვედრებში ორჯერვე ლელომ იმარჯვა:
9 ნოემბერს, ავჭალაში, 13:9 და 29 მარტს, შევარდენზე, 14:12

 

წარსული

საქართველოს სრულფასოვანი ჩემპიონატის შემოღებიდან (1990)
ლელომ 7 მედალი (4 ოქრო, 3 ვერცხლი) მოიპოვა,
ლოკომოტივი კი 24 სეზონში კვარცხლბეკზე 19-ჯერ ავიდა:
რკინიგზა 9-გზის ჩემპიონია, რითაც ბადალი არა ჰყავს (+ 2 ვერცხლი, 8 ბრინჯაო)

ლელომ ბზის თასი 200420092013 და 2014 წლებში შემართა,
ლოკომოტივმა კი ახალ ათასწლეულში 7-ჯერ იჩემპიონა –
200020012003200520062008 და 2010 წლებში.

მეტოქეები ვაკეში ერთმანეთს ორჯერ შეხვედრიან დიდ ფინალში:

ლოკომოტივმა 2008 წლის 9 ნოემბერს 19:9 იმარჯვა,
ხოლო 2010 წლის 14 ნოემბერს 16:11

III წრე * წინასწარი ფინალი

ყოჩები #1 16:23 ლოკომოტივი #3

ლ: ხიდეშელი; გ 3ჯ: სოხაძე სბ ჯინჭარაძე –
2ლ: კალანდაძე წიკლაური; 2გ 3ჯ: წიკლაური

რეფ გეფიქინ (ირლ) @ 2/05 რუსთავი (1 000)

0:3(2) 3:3(6) 3:10(22) 6:10(29) /
13:10(43) 16:10(51) 16:13(57) 16:16(77სბ) 16:23(80+)

ყოჩები მესამე ადგილზე დარჩნენ; ლოკომოტივი დიდ ფინალში (9/05) გავიდა

 

სტატ-მოწინავენი

ქულა

203  თემურ სოხაძე (ყოჩ; 180  ბახვა კობახიძე (ბთმ; 177  ირაკლი ყიასაშვილი (ლელ; 164  ბექა წიკლაური (ლოკ; 120  რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქ, ვაჟა ხუციშვილი (ხარ; 103  რეზი ჯინჭველაშვილი (აია; 95 უჩა მჭედლიშვილი (თბს;82 დიტო კალანდაძე (ლოკ; 67 საბა ნიკოლავა (ამზ; 51 დავით კიკნაძე (ამზ, ბაჩო ჯოგლიძე (თბს; 44  რატი ნუცუბიძე (არმ; 43  მამუკა ნინიძე (ჯიქ)

ლელო

10  ირაკლი გეგენავა (ყოჩ)

8  ლევან თხელიძე (ბთმ, გიორგი ლომთაძე (ლელ)

7  ბექა წიკლაური (ლოკ)

6  გიორგი აბრამიძე (აია, გიორგი ფრუიძე (აია, გელა შალამბერიძე (აია)

5  გიორგი ბებიაშვილი (ხარ, გიორგი ბიწაძე (ლოკ, ბექა გიგაშვილი (ბთმ, ლევან გოგოლაშვილი (ყოჩ, თორნიკე თეგეთაშვილი (ხარ, დიტო კალანდაძე (ლოკ, ოთარ მინაშვილი (ამზ)

4  თორნიკე გოგლიძე (თბს, იოსებ კიკვაძე (აია, ჟორა მღებრიშვილი (ხარ, გიორგი სოსელია (ამზ, არსენ ტრაპაიძე (ჯიქ, ირაკლი ყიასაშვილი (ლელ)

3  ლაშა აზალაძე (ბთმ, არჩილ ალიქაძე (ბთმ, ვახტანგ ამირანაშვილი (ამზ, მიხეილ არჩუაშვილი (ყოჩ, გიორგი აფციაური (აია, ნიკო აფციაური (ყოჩ, რატი გარუჩავა (ყოჩ, ფარნავაზ გასვიანი (ლოკ, ლექსო გუგავა (ლელ, ლევანდარასელია (არმ, ბექა მამრიკიშვილი (ჯიქ, შავლეგ მახარაშვილი (ყოჩ, გიორგი მელიქიძე (ხარ, გიორგი მისრიაშვილი (ამზ, სანდრო ნიჟარაძე (ლელ, ნიკა პინაიშვილი (ამზ, მიხეილ რატიაშვილი (აია, გიორგი ტორაძე’უმც (აია,სანდრო ქოიავა (ლელ, ზვიად ღამბარაშვილი (ხარ, გიორგი შკინინი (ლოკ, მამუკა ცხადაძე (ხარ, გიორგი ხარშილაძე (ყოჩ, დავით ხიდეშელი (ყოჩ)

2  ბადრი ალხაზაშვილი (ლელ, ბექა არველაძე (თბს, უჩა აღაშვილი (ხარ, ბესო ბარბაქაძე (ამზ, ვანო გაბროშვილი (ჯიქ, მურაზ გიორგაძე (ამზ, გიორგი გოგოლაძე (არმ, არჩილ დავითაძე (ბთმ, გიორგი თხილაიშვილი (ბთმ, შოთაკანდელაკი (ამზ, გიორგი კაჭარავა (ლელ, ჯაბა კიკვიძე (ყოჩ, დიტო კიკნაძე (ჯიქ, ბაჩო კოლელიშვილი (ლელ, დავით ლაზარიშვილი (თბს, ბადრი ლიპარტელიანი (ამზ, დავით ლოსაბერიძე (აია, ზვიად მაისურაძე (ლელ, ლექსო მელიქიშვილი (ხარ, გიორგი ნათელაშვილი (ხარ, დავით პაპავაძე (ჯიქ, თემურ სოხაძე (ყოჩ, გიორგი ტალახაძე (ლელ, ალეკო ტუჩაშვილი (არმ, ლაშა ფოფხაძე (ლოკ, გიორგი ქუთათელაძე (თბს, ჯიმი ღამბაშიძე (თბს, გურამ შენგელია (ჯიქ, ნიკა ჩხიკვაძე (ყოჩ, ზურაბ ძნელაძე (ლოკ, მიხეილ წიკლაური (ხარ, ზურაბ ხორბალაძე (ლელ, ვაჟა ხუციშვილი (ხარ, კოტე ჯიმუხაძე (არმ, გიორგი ჯიმშელაძე (ბთმ, რეზი ჯინჭველაშვილი (აია)

Rugby.GE

მსოფლიომდე თბილისის თასზე დაძაბული პაექრობა გველის

საქართველოსა და ურუგვაის ეროვნულ, ირლანდიისა და იტალიის  მზარდ მოთამაშეებს კიდევ ერთხელ ეძლევათ შესაძლებლობა ბიძგი მისცენ მსოფლიო თასისთვის გუნდში მოხვედრის სელექციურ პროცესს – მათ წინაშე 2015 წლის თბილისის თასია.

თბილისში, ავჭალის სტადიონზე  ერთმანეთს 4 გუნდი ერკინება. ტურნირი კი ტრადიციულად, სამ სათამაშო დღედ გაიმართება: 13, 17 და  21 ივნისი

იხლილეთ მატჩების განრიგი >>

მსოფლიო რაგბის ეგიდით ორგანიზებული თბილისის თასი დიდ როლს თამაშობს მონაწილე ქვეყნების სანაკრებო განვითარებაში.  საქართველოში რაგბის განვითარება მართლაც მზარდი ტემპით მიმდინარეობს. 2015 წლის მსოფლიო თასიც ახლოვდება, ეს ტურნირი კი გუნდებსა და მწვრთნელებს საკმაოდ კონკურენტული შესარჩევი განრიგის გადახედვის საშუალებას მისცემს.

მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე, ბერნარდ ლაპასე აცხადებს: „საქართველოსთვის ისეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში, როგორებიც ურუგვაი, მზარდი ირლანდია და მზარდი იტალიაა, პროგრესის საერთაშორისო დონეზე გამოსაცდელად, მართლაც, კარგ საშუალებას წარმოადგენს –  თბილისის თასის მასპინძლობა კი ამ ყველაფრის შესაძლებლობას იძლევა.

„საქართველო და ურუგვაი, სამსოფლიოდ ჯერ კიდევ ნაკრების საბოლოო შემადგენლობის ჩამოყალიბების პროცესში არიან, რის გამოც ეს მატჩები მოთამაშეებისთვის მართლაც დაძაბული გამოცდა იქნება.

“ირლანდიისა და იტალიის მზარდ მოთამაშეებს სანაკრებო სელექციაში მოსახვედრად თავის გამოჩენის არანაკლები შანსი ეძლევათ, რათა სექტემბერში ინგლისში გაემგზავრონ, სადაც საკუთარ უნარ-ჩვევებს ყველაზე დიდ სარაგბო ფორუმზე წარმოაჩენენ“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, გიორგი ნიჟარაძე: „ ჩვენ უკვე ზედიზედ მესამედ ვმასპინძლობთ თბილისის თასს, რომელიც ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ტურნირს წარმოადგენს, რადგან საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგეებთან თამაშით, ჩვენი ეროვნული ნაკრების უახლოესი რეზერვის დონის შეფასების საშუალება გვეძლევა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ  გულშემატკივრები იხილავენ უშეღავათო ბრძოლას და ძალიან საინტერესი მატჩებს, რაც თავისმხრივ ხელს შეუწყობს საქართველოში რაგბის პოპულარიზაციას.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მსოფლიო რაგბს ამ მშვენიერი შესაძლებლობისთვის. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ  მონაწილე გუნდების ხელშეწყობისთვის, რათა გულშემატკივრებსა და მოთამაშეებს ეს ტურნირი დაამახსოვრდეთ არა მხოლოდ სანახაობრივი და დაძაბული თამაშებით, არამედ ასევე ქართული ტრადიციული სტუმართმასპინძლობით.“

თბილისის თასი 2015 – მატჩების განრიგი (ადგილობრივი დროით)

შაბათი, 13 ივნისი

17:00 – მზარდი იტალია – მზარდი ირლანდია
19:00 – საქართველო – ურუგვაი

ოთხშაბათი, 17 ივნისი

17:00 – ურუგვაი – მზარდი ირლანდია
19:00 – საქართველო – მზარდი იტალია

კვირა, 21 ივნისი

17:00 – ურუგვაი – მზარდი იტალია
19:00 – საქართველო – მზარდი ირლანდია

Rugby.GE