20-წლამდელების მე-3 შეკრება

22-25 მარტის ჩათვლით მსოფლიო ახალგაზრდული ალაფისთვის მზადების ფარგლებში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა, მესამე, მარტის შეკრება შევარდენზე გაიარა.

სამწვრთნელო შტაბის განცხადებით, მიმდინარე შეკრებაზე გუნდმა მოსამზადებელი პერიოდის განვილი ეტაპების პროგრამა გადაიმეორეს და გუნდური თამაშის ახალი ელემენტები დანერგეს. შეკრების დამაგვირგვინებელ დღეს 20-წლამდელებმა და უმაღლესი ლიგის კლუბმა ‘არმაზმა’ ერთობლივად  ივარჯიშეს. ფოტოები>>>
ალაფამდე, აპრილში ჩვენი გუნდი მეოთხე, მთავარ შეკრებას გამართავს, სადაც ნაკრებს უცხოეთში მოთამაშე მორაგბეები დაემატებიან.

ტურნირი 12-დან 25 მაისის ჩათვლით ლისაბონში გაიმართება. ჩვენი ნაკრები ასპარეზობაზე მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად  ურუგვაის, ფიჯისა და მასპინძელი პორტუგალიის ნაკრებებს A ჯგუფში დაუპირისპირდება.

Rugby.GE

18-წლამდელები მზადებას ტულუზაში აგრძელებენ

18-წლამდელები ტულუზაში ჩავიდნენ, სადაც ტურნირისთვის მზადებას ვალე დიუ ჟირუს (Vallee Du Girou) სამწვრთნელ ბაზაზე განაგრძობენ.

ტულუზამდე უმცროსი ბორჯღალოსნები 18 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით კლერმონში იმყოფებოდნენ, სადაც ამავე კლუბის აკადემიის თანატოლთა გუნდთან საპრინგ-მატჩი გამართეს. ასევე დაგეგმილი იყო მეორე სპარინგის გამართვა, მაგრამ მასპინძელთა თხოვნით გუნდებმა რამდენიმე ერთობლივი ვარჯიში ჩაატარეს.

ელიტ დივიზიონი

26 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით უმცროსი ბორჯღალოსნები 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონში იასპარეზებენ. წლევანდელი ტურნირი ტულუზაში რაგბი ევროპის ეგიდით სამხრეთ პირინეების (Midi-Pyrenees) რაგბის კავშირის ორგანიზებით იმართება. შარშანდელი გათამაშების მსგავსად, 18-წლამდელები პირველ შეხვედრას ირლანდიის თანატოლთა ნაკრებთან გამართავენ. შეხვედრა ფრანგული მეორე ელიტარული დივიზიონის კლუბ მონტობანის სტადიონზე 27 მარტს ჩვენი დროით 22 საათზე გაიმართება.

საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, გვარდება მატჩების სთრიმის ტექნიკური საკითხები, რომლის გარკვევის შემდეგ სთრიმის ბმულს შემოგთავაზებთ.

ტურნირში მონაწილე გუნდები:

საფრანგეთი, ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია, საქართველო, პორტუგალია

Rugby.GE

7-ქალამ ათენის საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

21 და 22 მარტს ათენში  7-ქალა საერთაშორისო, სამოყვარულო ტურნირი ‘ათენის თასის’მეორე გათამაშება გაიმართა, რომელიც ერთობლივად საბერძნეთის რაგბის კავშირისა და რაგბის კლუბ ‘ჰიპოკრატისის’ მიერ იყო ორგანიზებული.

ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს, საბერძნეთის, ისრაელის და მალტისქალთა ნაკრებები, ასევე შვედური 7-ქალას კლუბი ‘Mama’s Girls’.

პირველი სატურნირო დღე ჩვენი წარმატებით დაიწყო  და 2 თამაში დიდი სხვაობით მოვუგეთ ჯერ მალტას –  34:0, შემდეგ კი მასპინძელ საბერძნეთს –  36:0. მაგრამ ამ შემართების შენარჩუნება დიდხანს ვერ შევძელით, რადგანაც ისრაელთან მატჩში 5:12დავმარცხდით, ხოლო შვედურ კლუბთან 5:5 – ფრეს დავჯერდით.

მეორე დღეს ჩენმა გოგონებმა ძალები აღიდგინეს და ნახევარფინალში ‘Mama’s Girls’-ს მოგება აღარ დაუთმეს(26:6), ფინალშიც ვიმარჯვეთ ისრაელთან და საბოლოო გამარჯვება7:5 დავაფიქსირეთ.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ჩვენი ნაკრების კაპიტანი ანა პოღოსიანი დასახელდა.

„გოგონების გამარჯვებამ თავდაჯერებულობა და სიხარული შეგვმატა. გამოვცადეთ ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც სამომავლოდ დიდი წარმატების მოტანას შეძლებენ.  პირველი დღის სუსტად თამაშის მერე, გოგონებმა შეძლეს და რადიკალურად განსხვავებული და დახვეწილი რაგბი აჩვენეს, რაც დიდი ნაბიჯია მენტალური მომზადების თვალსაზრისით. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პირველი მოსამსაზედებელი ტურნირი იყო, მე, როგორც მწვრთნელი გუნდს ძალიან დადებითად ვაფასებ“, განაცხადა 7-ქალას მთავარმა მწვრთნელმა, ჯაბა მალაღურაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპამდე 7-ქალა კიდევ სამ მომსამზადებელ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას: გენტის საერთაშორისო ტურნირი (3-6 აპრილი), ნანსის 7-ქალა (16-17 მაისი) და ამსტერდამ სევენსი (23-24 მაისი).

სამწვრთნელო შტაბი

ჯაბა მალაღურაძე – მთავარი მწვრთნელი, ია ხურცილავა – მენეჯერი, ილია ლათიბაშვილი – ექიმი.

Rugby.GE

მე-14 ადგილის დაკავებით იტალიას გადავუსწარით

21 მარტს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ბორჯღალოსნების გამარჯვებით და 6 ერის გათამაშების ფინალურ ტურში უელსელების მიერ იტალიის ნაკრების 61-20 დამარცხებით, მსოფლიო რაგბის რეიტინგში ჩვენთვის სასიხარულო ცვლილება მოხდა. აქამდე საქართველო რეიტინგის მე-15 პოზიციაზე იმყოფებოდა, ხოლო იტალია კი მე-14-ზე.

დღეს მსოფლიო რაგბის ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც 72.16 ქულით ჩვენ იტალიის გადავუსწარით და მე-14 ადგილი დავიკავეთ.

cats

Rugby.GE

ჩემპიონის ტიტული და ანთიმოზის თასი შევინარჩუნეთ

ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2015 წლის გათამაშება. ძველ და პრინციპულ მეტოქესთან, რუმინეთის ნაკრებთან ჩვენმა გუნდმა საფინალო რკენაში 21 მარტს, ბუქარესტში 15:6 გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონის სტატუსის შესანარჩუნებლად ფრეც გვაწყობდა, ბორჯღალოსნებმა ამ ჩემპიონატის არც-ერთი თამაშის მოგება არ გაუშვეს ხელიდან. ამ გამარჯვებით ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის გათამაშება (ყოფილი ევროპის ერთა თასი) მერვედ, ზედიზედ კი მეხუთედ მოიგეს, ხოლო ჩვენსა და რუმინელებს შორის საზიარო ანთიმოზ ივერიელის თასს მეცხრედ დაეუფლნენ.

მატჩის ფოტოები>>>

შეხვედრაში ჩვენ ნაკრებს მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინა დერეფანში თამაში. ორწლიანი შესვენების შემდეგ გუნდში დაბრუნებულმა შერკინების კვაჭმა ირაკლინატრიაშვილმა დერეფნის მოწოდებას თავი კარგად გაართვა, ხოლო მამუკა გორგოძემრუმინელთა ჩანაფიქრები კარგად წაიკითხა და ხუთჯერ მოიგო მათი მოწოდებული ბურთი.

მეკოს სამიდან სამით

მატჩი ჩვენი დროით ხუთის ნახევარზე დაიწყო. მალევე რუმინელებმა საკუთარი 22-დან გვარიანი მოლი ააგორეს და ცენტრამდეც იჭიდავეს, მაგრამ ამან ბორჯღალოსნების მობილიზება გაზარდა და მასპინძლებმა გაშლილი შეტევა რომ წამოიწყეს, ისეთ დაცვას წააწყდნენ 10 მეტრით მოუწიათ უკან დახევა. ამას მოყვა ფეხით თამაში, რაშიც რუმინელები განთქმული არიან, მაგრამ ქართველებმა მასპინძლებს ტოლი არ დაუდეს.

მთელი 80 წუთის განმავლობაში, მსგავსი მომენტი არაერთხელ შეიქმნა და ფაქტობრივად ყველა შემთხვევაში კვირიკაშვილმა და ლაშა მალაღურაძემ რუმინელებს აჯობეს. მეკოცარიელ ადგილებს ზუსტად პოულობდა, ხოლო მალაღურაძეს ბურთი დიდ მანძილზე გადაჰქონდა და რუმინეთი ყველა შემთხვევაში წაგებული რჩებოდა. პირველი ასეთი შემთხვევის შემდეგ, მე-9 წუთზე საქართველოს ნაკრებმა მასპინძელთა ლელოს ხაზი გადაკვეთა. 22-ის ხაზთან დერეფნის მოგების შემდეგ, მერაბ შარიქაძემ მიიღო ბურთი და ხაზი გაჭრა, რის შემდეგაც ბურთი თამაზ მჭედლიძეს უოფლოუდა, ის რომ შეაჩერეს შეტევა კოკი თხილაიშვილმა გააგრძელა, მერე საქმეში კვლავ მჭედლიძე ჩაერთო და ლელო გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ რუმინელები ბურთს ჩაუწვნენ და შემტევს მისი დამიწების საშუალება არ მისცეს.

რეფერიმ 5-მეტრა შერკინებაში ქართველები დააჯარიმა, მას შემდეგ მასპინძელთა სასარგებლოდ კიდევ ორჯერ ჩასტვინა და ჩვენს ნახევარზე პირველივე გადმოსვლისას, მე-14 წუთზე ვალენტინ კალაფეტეანუმ ანგარიში გახსნა –  პირველი ნახევრის ბოლომდესტეჟარის 9 ნომერს კიდევ სამჯერ მიეცა ჯარიმის დარტყმის შესაძლებლობა და სამივე ააცილა. სამაგიეროდ მუხები შერკინებაში დაჯარიმდნენ და კვირიკაშვილმა წონსაწორობა 35 მეტრიდან ზუსტი დარტყმით მე-19 წუთზე აღადგინა.

ამის შემდეგ მასპინძლებმა გარკვეული დროით სათამაშო ინიციატივა ხელთ იგდეს. მატჩის 29-ე წუთისთვის ირლანდიელმა რეფერიმ გიორგი ნემსაძეს 10 წუთით მინდორი დაატოვებინა.

დასარტყმელი პოზიციიდან კალეფიტიანუ სამი ქულის მოპოვებას შეეცადა, მაგრამ ზემოთ როგორც ავღნიშნეთ მან ტაიმში მეტი ჯარიმის გატანა ვერ მოახერხა. ამ უკანასკნელის დარტყმული ძელმა აისხლიტა და ვასილ ლობჟანიძემ ბურთი აუტში გადაგზავნა. მეტოქის დერეფნის მოგების შემდეგ, რუმინელთა კაპიტანმა მიაი მაკოვეი შუბური ბოჭვისთვის დაჯარიმდა, მაგრამ რეფერიმ იგი სინ ბინით არ დასაჯა და მხოლოდ ჯარიმა დანიშნა. სამაგიეროდ, დერეფნის შემდეგ მასპინძლები დაჯარიმდნენ და კვირიკაშვილმასაქართველოს ნაკრები 6:3 დააწინაურა.

რუმინელთა კიდევ ერთი გაცუდებული ჯარიმის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა კარგად შეუტია, რეფერიმ უპირატესობა დაგვიბრუნა და კაცნაკლულმა ბორჯღალოსნებმა მეორე ჯარიმა გაიტანეს. ამ ეპიზოდში რეფერიმ იონუც ბოტეზატუ სინბინით დასაჯა და მოედანზე გუნდების მორაგბეთა რაოდენობა გათანაბრდა. კვრიკაშვილმა ზუსტი დარტყმა 40 მეტრიდან შეასრულა. პირველი ნახევარი ბორჯღალოსანთა გამარჯვებით 9:3 დასრულდა.

მეორე ნახევარში კიდევ 2 ქართულ ჯარმიას მასპინძლებმა  დაუპირისპირეს

მატჩის განახლებიდან ფეხით თამაში გაჩაღდა. ქართველები მეტობის გამოყენებას შეეცადნენ და შეძლეს კიდეც. კვირიკაშვილმა მარცხენა ფრთაზე გაჭრა, მერემალაღურაძემ ხაზი ზედ კარის წინ გაკვეთა, რუმინეთი თამაშგარისთვის დაჯარიმდა დაკვირიკაშვილმა უშეცდომოდ დაარტყა. მასპინძლებმა მოინდომეს, მაგრამ ქართველთა ტაქტიკურად გამართულ თამაშსა და შეუდარებელ დაცვას ვერაფერი მოუხერხეს. დაახლოებით სამწუთიანი, მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ, რომლის დროსაც ხშირად იცვლებოდა შეტევის მიმართულებები, ბორჯღალოსნებმა უჯარიმოდ დაიცვეს თავი,გორგოძემ მეტოქეს ზედიზეც ორი დერეფანი მოუგო და 62-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა რომ შეუტია, კვირიკაშვილმა მეხუთე შანსი გამოიყენა – 15:3.

ამის შემდეგ რუმინეთმა მხოლოდ ერთხელ შეძლო ცენტრალური ხაზის გადაკვეთა დადენუც დუმბრავამ ჯარიმით სტეჟარის მონაგარს კიდევ სამი ქულა შემატა. დარჩენილი დრო ქართველებმა მეტოქის ნახევარზე გაატარეს, დროის ამოწურვის შემდეგ აგორებული მოლიდან ბურთი მალაღურაძემ მიიღო, რომელმაც ბურთი ხაზს იქით მოისროლა, რასაც მსაჯის საფინალო სასტვენი მოყვა. ბორჯღალოსნებმა შეხვედრა 15:6 მოიგეს, დაიცვეს ჩემპიონის ტიტული, შეინარჩუნეს ანთიმოზ ივერიელის თასი და ზედიზედ მეორედ დიდ სლემს დაეუფლნენ.

ამრიგად ამ გამარჯვებით ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი (ყოფილი ევროპის ერთა თასი) მერვედ მოიგეს, რუმინეთის ნაკრებს მეათედ სძლიეს, ხოლოანთიმოზ ივერიელის თასს მეცხრედ დაეუფლნენ.

მატჩის მიმოხილვის ვიდეო >>>

საქართველო 15:6 რუმინეთი

საქართველო = 4 ქულა

15 მერაბ კვირიკაშვილი, 14 თამაზ მჭედლიძე, 13 დავით კაჭარავა, 12 მერაბ შარიქაძე, 11 სანდრო თოდუა; 10ლაშა მალაღურაძე, ვასილ ლობჟანიძე (21 გიორგი ბეგაძე 70) /

მიხეილ ნარიაშვილი (17 კახა ასიეშვილი 62), ირაკლი ნატრიაშვილი (16 ზურაბ ჟვანია 58), დავით ზირაქაშვილი (18 ლევან ჩილაჩავა 62); გიორგი ნემსაძე სბ 29 (19 ლევან დათუნაშვილი 58), კოტე მიქაუტაძე; 6შალვა სუთიაშვილი^კაპ (2ლაშა ლომიძე 67), გიორგი თხილაიშვილი (23 ბექა ბიწაძე 60), მამუკა გორგოძე *

არ შესულა: 22 გიორგი აფციაური –

5ჯ: კვირიკაშვილი

რუმინეთი = 0 ქულა

15 იონუც ბოტეზატუ სბ 37, 14 ადრიან აპოსტოლ, 13 რობერტ დასკელუ, 12 ჩობა გალ, 11 დორინ მანოლე; 10დენუც დუმბრავა, ვალენტინ კალაფეტეანუ (21 ფლორინ სურუ’ჯიუ 67) /

მიხეიცა ლაზერ (17 ალეკსანდრუ ცერუშ 67), ოთარ ტურაშვილი (16 ანდრეი რედოი 74), ანდრეი ურსაკე  (18ხორაციუ პუნჯა 48); 4 ალინ კოსტე (19 ვალენტინ პოპირლან 67-73), მარიუს სირბე; ვიორელ ლუკაჩ (20სტელიან ბურჩა 37), ვალენტინ ურსაკე, მიხაი მაკოვეი^კაპ *

არ შესულან: 23 საბინ სტრეტილა, 22 ფლორინ იონიცა –

2ჯ: კალაფეტეანუ, დუმბრავა

მსაჯები

რეფერი გარი ქონვეი; კიდეებზე: ნაიჯელ ქორელ / რიჩარდ ქერ (ირლანდია); კომისარი პატრიკ რობენ (რაგბი ევროპა)

შაბ 21/03 2015 ბუქარესტი, არკულ’დე’ტრიუმფ @ 16.30 საქ

0:3(15) 3:3(19) სბ(29ს) 6:3(33) 9:3(37სბ) ნახ(39) /
12:3(46) 15:3(63) 15:6(66) ბოლო(77)

კალაფეტეანუმ ჯარიმები ააცილა: 29’ 35’ 39’

საბოლოო 2015

სხვ

გატ:გაშ

მ-წ

$

საქართველო

21 +116 16/02 158:042 5-0

1

რუმინეთი

15 +41 11/03 102:061 3-2 3
ესპანეთი

14

+32

18/12 131:099 3-2

2

რუსეთი

13 -16 12/15 103:119 3-2 1

პორტუგალია

5 -48 04/09 052:100 1-4 1
გერმანია 1 -125 06/26 061:186 0-5 1
ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა – თითო პრემია ($)   

Rugby.GE

საქართველომ რუმინეთი დაამარცხა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის გათამაშების მე-5 ტურში, რუმინეთის ეროვნულმა ნაკრებმა ბუქარესტში საქართველოს ნაკრები მიიღო. მატჩი “ბორჯღალოსნების” გამარჯვებით, 15:6 დასრულდა.

ქართველთა მხრიდან, თხუთმეტივე ქულა მერაბ კვირიკაშვილმა მოაგროვა, რომელმაც ხუთი საჯარიმო ზუსტად შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო და ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი შეინარჩუნა.

7-ქალა ათენის ტურნირზე გაემგზავრა

21 და 22 მარტს ათენში იმართება 7-ქალა საერთაშორისო, სამოყვარულო ტურნირი ‘ათენის თასის’ მეორე გათამაშება, რომელიც ერთობლივად საბერძნეთის რაგბის კავშირისა და რაგბის კლუბ ‘ჰიპოკრატისის’ მიერ იმართება.

ჩვენი ქალთა ნაკრები ტურნირზე დღეს გაემგზავრა. აღნიშნულ ტურნირს სამწვრთნელო შტაბი ევროპის ჩემპიონატის “ა” დივიზიონისთვის მოსამზადებელ ერთ-ერთ ეტაპად განიხილავს.

ევროპამდე 7-ქალა კიდევ სამ მომსამზადებელ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას: გენტის საერთაშორისო ტურნირი (3-6 აპრილი), ნანსის 7-ქალა (16-17 მაისი) და ამსტერდამ სევენსი (23-24 მაისი)

სამწვრთნელო შტაბი

ჯაბა მალაღურაძე – მთავარი მწვრთნელი, ია ხურცილავა – მენეჯერი, ილია ლათიბაშვილი – ექიმი

7-ქალა გაფართოებული შემადგენლობა 21-22 მარტი ათენის საერთაშორისო ტურნირი

1. ანა პოღოსიანია,

2. ნინო ელოშვილი,

3. ქრისტინე გვაზავა,

4. სალომე საღარაძე,

5. სალომე მაკასარაშვილი,

6. თამარ ბეიტრიშვილი,

7. ნინო ტაბატაძე,

8. ანა კვაჭაძე,

9. ანა ანდღულაძე,

10. ბელა გოგსაძე,

11. ნათია ცინცქილაძე

Rugby.GE

რუმინეთი-საქართველო, ბორჯღალოსნების სამატჩო შემადგენლობა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ, მე-5 ტურამდე 2 დღე რჩება – 21 მარტს ბორჯღალოსნები თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, რუმინელ მუხებს ბუქარესტში ერკინებიან. შეხვედრა საქართველოს დროით 16:30 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

შაბათის მატჩი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩემპიონის ტიტულის დაცვის გარდა, ჩვენი ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ ეცდება ანთიმოზ ივერიელის, საქართველოსა და რუმინეთის საზიარო თასის შენარჩუნებას.

ბორჯღალოსნები რუმინეთში დღეს გაემგზავრნენ. ტრადიციულად, მატჩამდე 48 საათით ადრე მილტონ ჰეიგმა ბორჯღალოსნების სამატჩო 23 კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

„ვიცით, რომ ფიზიკური თამაში გველის, რადგანაც რუმინეთს საკმაოდ ძლიერი და აგრესიული მორკინალები ყავს, მაგრამ არც ჩვენი შერკინებაა სუსტი. ამიტომ ეს იქნება ძალისმიერი მატჩში, რომელშიც დაძაბულობა საფინალო სასტვენამდე გაგრძელდება.“

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2015, V ტური: რუმინეთი-საქართველო 21/03/15, 16:30, ბუქარესტი

cats

cats

Rugby.GE

„ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა მიუღებელია“ ნოდარ ანდღულაძე

ნიუ-იორკში ‘გაეროს’ 59-ე სესიაზე გაიმართა დისკუსია თემაზე ‘სპორტის როლი ქალთა გაძლიერებაში’, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საერთაშორისო ოლიპმიური კომიტეტის მიერ იყო ორგანიზებული. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ვეტერანი ქართველი მორაგბე, ბორჯღალოსანი ნოდარ ანდღულაძე, რომელმაც ისაუბრა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

„ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის თამაში, აქ არაა პირველი თუ მეორე ტაიმი – ეს უწყვეტი ბრძოლაა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე უნდა გაგრძელდეს და შეცდომისთვის დრო ნამდვილად არ გვაქვს!

„რაგბი დაფუძნებულია პატივისცემის, ღირსებისა და ურთიერთ თანადგომის პრინციპებზე, რომელიც ეწინააღმდეგება ნებისმიერი ტიპის ძალადობას. ჩვენ, სპორტსმენებმა, მაგალითი უნდა მივცეთ და ავუხსნათ ჩვენ გულშემატკივრებსა თუ საზოგადოებას, რომ ძალადობა მიუღებელია, განსაკუთრებით კი ძალადობა ქალთა და გოგონათა მიმართ! ჩვენ, როგორც მამებმა, მეუღლეებმა, ძმებმა და შვილებმა, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა აღვკვეთოთ და განსაკუთრებით აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ.

„ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ მსოფლიოს ქალების და შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის უკეთესი მომავლისთვის, ამიტომ მინდა მოვუწოდო სპორტის ფედერაციებს, ყველა ცნობილ სპორტსმენს, შემოგვიერთდნენ ოჯახში, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.“ განაცხადა ნოდარ ანდღულაძემ

სრული გამოსვლის ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:http://bit.ly/1MGu23h

Rugby.GE

წინა სარუმინეთო ღია ვარჯიში

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩამდე, ბროჯღალოსნებმა შევარდენზე წლევანდელი გათამაშების ბოლო ღია ვარჯიში გამართეს.ვარჯიშის ფოტოები >>>

შეგახსენებთ, რომ 4 დღეში ჩვენი გუნდი სტუმრად თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს ბუქარესტში დაუპირსპირდება. შეხვედრა 21 მარტს, საქართველოს დროით 16:30 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

Rugby.GE

პერვუხინი: „მოდით, ერთმანეთს პატივი ვცეთ და რაგბი პოლიტიკასთან არ დავაკავშიროთ“

საქართველო – რუსეთის მატჩის დასრულების შემდეგ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ მესხის საპრესკონფერენციო დარბაზში განვლილი შეხვედრა შეაჯამა.

წარმოგიდგენთ „დათვების“ თავკაცის ალექსანდრ პერვუხინის კომენტარს:

„ვფიქრობ, თითქმის 70 წუთის განმავლობაში მატჩი თანაბარი იყო, რაც გულშემატკივართათვის საინტერესო გამოდგა. შეხვედრას არც ინტრიგა დააკლდა. ჯამში, თამაში ცუდი არ ყოფილა.

სიმართლე რომ გითხრათ, თქვენს ნაკრებს სადღაც 50 წუთი დიდი ვერაფერი გამოსდიოდა. სამწუხაროდ, 9 ქულის აღება ვერ მოვახერხეთ. პირველი ნახევრის ერთი მონაკვეთი ჩვენი უპირატესობითაც კი წარიმართა. როგორც აღვნიშნე, 70 წუთი დაცვაში თამაშით კმაყოფილი ვარ. ზოგადად, რუსეთის ნაკრებს ამ რგოლში პრობლემა ყოველთვის ჰქონდა.

სამწუხაროდ, პირველი ტაიმის შუაში შეცდომების დაშვება დავიწყეთ. ჩვენთვის ბევრი პოზიცია დავთმეთ. ამის გამო დაცვაში დავბრუნდით. ასეთი თამაშით საქართველოს ნაკრების დონის გუნდთან, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაისჯები. შედეგზე ცუდი გავლენა ჩვენი ორი მოთამაშის გაძევებამაც იქონია“.

საქართველო-რუსეთი _42424

„საქართველოსთან შედარებით, რუსეთში რაგბი დიდი პოპულარობით არ სარგებლობს და სათანადოდ ვერც ვითარდება. თქვენს ნაკრებთან მატჩები მომავალშიც გველის, ამ შეხვედრებში უკვე ყველა საჭირო რაგბისტი უნდა გვყავდეს.

მთელი გუნდის სახელით, მსურს, გამარჯვება მოგილოცოთ. ასევე რაგბისადმი ასეთი კარგი დამოკიდებულებისთვის მადლობას გიხდით. სამწუხაროა, რომ ჩვენი მისამართით გარკვეული პირების მხრიდან უცენზურო შეძახილები გვესმოდა. მოდით, ერთმანეთს პატივი ვცეთ და რაგბი პოლიტიკასთან არ დავაკავშიროთ“.

დავალება შესრულებულია – საქართველომ რუსეთს კვლავ სოლიდური ანგარიშით სძლია

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და რუსეთის სარაგბო ნაკრებებს შორის შემდგარი მატჩი მოსალოდნელი შედეგით დასრულდა – „ბორჯღალოსნებმა“ „დათვები“ ანგარიშით 33:0 დაამარცხეს.

შეხვედრა ყურადღებას იმიტომაც იმსახურებდა, რომ ირაკლი მაჩხანელი საქართველოს ნაკრების რიგებში ბოლო მატჩს ატარებდა. აღსანიშნავია, რომ სიმბოლურად მე-14 წუთზე გულშემატკივრებმა მის საპატივსაცემულოდ ტაში დაუკრეს და ვეტერანი ღირსეულად გააცილეს.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, პირველ ნახევარში სტუმრებმა მეტოქეს მაქსიმალური წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც ანგარიშზეც აისახა – პირველი 40 წუთი ჩვენმა ნაკრებმა ანგარიშით 6:0 მოიგო.

მეორეაანხევარში აღსანიშნავი იყო მეკოს თამაში, რომელმაც ორი საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ანგარიში 12:0 გახადა. მეკომ კაჭარავას ლელოს შემდეგ გარდასახვაც გამოიყენა და ანგარიში 19:0-მდე გაზარდა. გარდასახვა მან ზურაბ ჟვანიას ლელოს შემდეგაც ზუსტად შეასრულა. წერტილი მატჩის 86-ე წუთისთვის ასეიშვილის ლელოს შემდეგ გარდასახვით კვირიკაშვილმა დასვა. საბოლოოდ, 33:0 და ქართველებმა რუსი სტუმრები კვლავ უშანსოდ დატოვეს!

მარიამ ნიშნიანიძის სურათები:

საქართველო-რუსეთი _767474

საქართველო-რუსეთი _76-9-

საქართველო-რუსეთი _077

საქართველო-რუსეთი _52535

საქართველო-რუსეთი _76646

საქართველო-რუსეთი _757474
საქართველო-რუსეთი _7608080