ბორჯღალოსნების ღია ვარჯიში 6 ნოემბერს შევარდენზე გაიმართება

ხუთშაბათს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ბორჯღალოსნები ღია ვარჯიშს გამართავენ. 2014 წლის ნოემბრის ტესტ-სერიის პირველი ღია ვარჯიში 16:30 საათზე დაიწყება.

ტრადიციულად ფოტო-ვიდეო გადაღება დაწყებიდან 10 წუთის განმავლობაში არის ნებადართული, ხოლო ხვალ, 6 ნოემბერს მედია საშუალებების წარმოადგენლებს ფოტო-ვიდეო გადაღების წარმოება პირველი 30 წუთის განმავლობაში შეეძლებათ.

ქართული რაგბის ქომაგებს მოგიწოდებთ ხუთშაბათს მობრძანდეთ შევარდენზე და დაესწროთ ჩვენი გუნდის ღია ვარჯიშს.

მატჩის ბილეთები იყიდება!

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ტესტ-სერიის პირველ მატჩს, საქართველოს ეროვნული ნაკრები შაბათს, 8 ნოემბერს ტონგას წინააღმდეგ გაამართავს. მსოფლიო თასამდე ერთი წლით ადრე, ბორჯღალოსნები ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს მესხის სტადიონზე 17:00 საათზე ერკინებიან!

მატჩის ბილეთები, რომლებიც 3 და 5 ლარი ღირს, მესხის სტადიონის სალაროებში ყოველდღიურად, 11 საათიდან 19 საათამდე იყიდება. შეგახსენებთ, რომ ყველა ბილეთი დანომრილია.

ტონგას სავსე ტრიბუნებით დავხვდეთ!

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტ-სერიაში ბოლო რამოდენიმე წელიწადია რაც მონაწილეობენ. წლეულს პირველივე საშინაო ტესტში ტონგას, 2015 წლის მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის კონკურენტ ნაკრებ გუნდს ვეთამაშებით. აქედან გამომდინარე ძალზე მნიშვნელოვანია 8 ნომბერის ტესტ-მატჩზე სტადიონის გავსება და მხურვალე ქომაგობა. ქართული რაგბის ყველა ქომაგს მოგიწოდებთ დროულად იზრუნოთ ბილეთების შეძენაზე, 8 ნომებერს თამაშამდე ერთი საათით ადრე მობრძანდეთ მესხის სტადიონზე და ერთად ვუქომაგოთ ბორჯღალოსნებს!

რაგბი ჩვენი თამაშია!

Rugby.GE

საქართველო – ტონგა, ბილეთების გაყიდვა დაიწყო!

2014 წლის ნოემბრის ტესტ სერიის პირველ საშიანო მატჩამდე 5 დღე რჩება – 8 ნოემბერს ‘ბორჯღალოსნები’ ტონგელ ‘ზღვის არწივებს’ მესხის სტადიონზე ერკინებიან. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

ბილეთების გაყიდვა დაიწყო!

დღეს, 3 ნოემბერს მესხის სტადიონის სალაროებში დაიწყო მატჩის ბილეთების გაყიდვა. დღეიდან ყოველდღიურად მსურველებს ბილეთების შეძენა 11 საათიდან 19 საათამდე შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთები 3 და 5 ლარი ღირს და რომ ყველა ბილეთი დანომრილია.

ტონგას სავსე ტრიბუნებით დავხვდეთ!

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტ-სერიაში ბოლო რამოდენიმე წელიწადია რაც მონაწილეობენ. წლეულს პირველივე საშინაო ტესტში ტონგას, 2015 წლის მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის კონკურენტ ნაკრებ გუნდს ვეთამაშებით. აქედან გამომდინარე ძალზე მნიშვნელოვანია 8 ნომბერის ტესტ-მატჩზე სტადიონის გავსება და მხურვალე ქომაგობა. ქართული რაგბის ყველა ქომაგს მოგიწოდებთ დროულად იზრუნოთ ბილეთების შეძენაზე, 8 ნომებერს თამაშამდე ერთი საათით ადრე მობრძანდეთ მესხის სტადიონზე და ერთად ვუქომაგოთ ბორჯღალოსნებს!

რაგბი ჩვენი თამაშია!

მესხის სტადიონის ბილეთების კატეგორიების სქემა >>>

1

2

Rugby.GE

უმაღლესი ლიგა: ქვემო ქართლი მძლავრობს

საქართველოს XXV ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შემდეგ მეტად დაწინაურდნენ ქვემო ქართლის გუნდები – ბოლნისის ყოჩები და რუსთავის ხარები.

ყოჩები ავჭალაში ეწვივნენ ბოლო ორი წლის ჩემპიონს – ლელოს და სტატიკაში დაჯაბნეს * 21:12. ბოლნისელთა კაპიტანმა თემურ სოხაძემ მორიგი 6 ჯარიმაც გაიტანა და 95 ქულით ლიდერობს ბომბარდირთა დოღს.

რუსთავში თამაში თუმც უმაყურებლოდ ჩატარდა, ხარებმა მაინც დამაჯერებლად ძლიეს ჯიქი * 14:6

არმაზმა 4-ჯერ დაალელოვა თიბიესი, მაგრამ საქართველოში მოქმედი ფრანგული სისტემით პრემია მაინც ვერ აიღო, რადგან თავადაც გაუშვა ორი * 26:14

არმია კარგა ხანს აგებდა ლოკომოტივთან, მაგრამ ბრძოლაში რეზერვი ჩააბა და ბექებით ორი ლელო გაიტანა * 16:12

სულ ტურის 4 მატჩში 10 ლელო დაიდო, ჩემპიონატის საშუალო მაჩვენებელი კი თამაშში 2.9 ლელოა.

წესრიგიანობის მხრივ ტურს არა უშავდა რა – მხოლოდ 4 სინბინი აღინუსხა.

VII ტური
ხარები 14:6 ჯიქი
2ლ: ღამბარაშვილი თეგეთაშვილი; 2გ: ხუციშვილი –
2ჯ: ხარაზიშვილი
რეფ ჩიხლაძე (ქუთ) @ რუსთავი (0)
0:3(3) 7:3(32) / 14:3(50) 14:6(52)

ლელო 12:21 ყოჩები
4ჯ: ყიასაშვილი სბ სურგულაძე –
6ჯ: სოხაძე; ა: მახარაშვილი
რეფ თევზაძე (თბ) @ ავჭალა (800)
3:0(5) 6:0(10) 6:3(22) 6:6(30) 6:9(36) 6:12(39) /
9:12(44) 9:15(53) 12:15(62) 12:18(68) სბ(69ლ) 12:21(79ა)

თიბიეს 14:26 არმაზი
2ლ: ლაზარიშვილი ნასრულაევ; 2გ: მჭედლიშვილი ჯოგლიძე სბ კორკელია –
4ლ: ჩომახაშვილი მინაშვილი მისრიაშვილი [საჯ]; 3გ: ნიკოლავა სბ მინაშვილი პინაიშვილი
რეფ ამაშუკელი (თბ) @ ავჭალა (200)
7:0(11) სბ(23თ) 7:5(35) 7:12(40) /
7:19(49) სბ(56ა) 14:19(65) სბ(77ა) 14:26(80+)

არმია 16:12 ლოკომოტივი$
2ლ: კუპრეიშვილი გოგოლაძე; 2ჯ: მეკოკიშვილი –
3ჯ ა: წიკლაური
რეფ ნჩაკაზა (აფრ) @ ავჭალა’ხელ (500)
0:3(24) 0:6(30ა) 3:6(34) 3:9(36) 6:9(37) /
6:12(52) 11:12(57) 16:12(67)

ბათუმი – აია
გადაიდო

cats

ქულა

95 თემურ სოხაძე (ყოჩ; 65 ვაჟა ხუციშვილი (ხარ; 56 ბახვა კობახიძე (ბთმ; 55 ირაკლი ყიასაშვილი (ლელ; 54 რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქ; 51 ბექა წიკლაური (ლოკ, ბაჩო ჯოგლიძე (თბს; 47 საბა ნიკოლავა (ამზ; 44 რატი ნუცუბიძე (არმ)

ლელო

5 ლევან თხელიძე (ბთმ)

3 გიორგი ბიწაძე (ლოკ, ირაკლი გეგენავა (ყოჩ, თორნიკე გოგლიძე (თბს, ოთარ მინაშვილი (ამზ, ჟორა მღებრიშვილი (ხარ)

2 ვახტანგ ამირანაშვილი (ამზ, გიორგი ბებიაშვილი (ხარ, ბექა გიგაშვილი (ბთმ, ლევან გოგოლაშვილი (ყოჩ, თორნიკე თეგეთაშვილი (ხარ, იოსებ კიკვაძე (აია, ზვიად მაისურაძე (ლელო, გიორგი მელიქიძე (ხარ, გიორგისოსელია (ამზ, თემურ სოხაძე (ყოჩ, გიორგი ფრუიძე (აია, გელა შალამბერიძე (აია, მიხეილ წიკლაური (ხარ)

Rugby.GE

ბორჯღალოსნების თბილისური შეკრება დაიწყო

ბორჯღალოსნების თბილისური შეკრება დაიწყო. დღეს, 3 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები შევარდენის სანაკრებო ბაზაზე შეუდგა ნომებრის ტესტებისთვის მზადებას.

მილტონ ჰეიგის განკარგულებაში მყოფმა ბორჯღალოსნებმა დილით დარბაზში ივარჯიშეს, ხოლო საღამოს ვარჯიში კი, მოედანზე გამართეს.

ჩვენი ნაკრების სანოემბრე რაზმი პარასკევს გახდა ცნობილი. შერჩეულ მოთამაშეთა შორის ორი ახალგაზრდა მორაგბეა: მურაზ გიორგაძე (არმაზი) და გიორგი აფციაური (აია). მურაზ გიორგაძეს ორი კეპი აქვს მოხვეჭილი. მისი დებიუტი 2014 წლის თბილისის თასზე, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩზე შედგა. გიორგი აფციაურს, რომელსაც ეროვნული ნაკრების კვართი ჯერ არ სცმია, თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. წლეულს სექტემბერში მან თბილისის კავკასიელების შემადგენლობაში ევროპული საკლუბო რაგბის ჩელნჯ ქაპის საკვალიფიკაციო სერიაში იასპარეზა.

როგორც მოგეხსენებათ ტრავმების გამო, წლევანდელ ნოემბრის კამპანიაში ნაკრებს ვერ დაეხმარებიან მამუკა გორგოძე, შალვა სუთიაშვილი (ორივე მუხლის ტრავმა) და დავით ზირაქაშვილი (ტვინის შერყევა). ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადიან ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე, თედო ზიბზიბაძე, ანტონ ფეიქრიშვილი და დავით ხინჩაგიშვილი.

ჩვენი მეტოქე თბილისშია

დღეს გამთენიიისას თბილისში ტონგელი ‘ზრვის არწივები’ ჩამოვიდნენ, რომლებიც 8 ნოემბრის ტესტისთვის მზადებას ავჭალის სარაგბო სტადიონზე გააგრძელებენ. მთავარი მწვრთნელის, მანა ოთაის განცხადებით, თბილისამდე გუნდმა რამდენიმე დღიანი შეკრება დიდ ბროტანეთში გაიარა და რომ საქართველოში კარგად მომზადებულნი ჩამოვიდნენ. შეგახსენებთ, რომ ტონგა 2015 წლის მსოფლიო თასის „C“ ჯგუფში ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი კონკურენტია. საქართველომ და ტომგამ უკანასკნელად 1999 წელის 28 მარტს, მსოფლიო თასის რეპეშაჟში ითამაშეს თბილისში. ის შეხვედრა ბორჯღალოსნებმა ერთი ქულის სხვაობით – 28:27 მოიგეს, მაგრამ მანამდე ტონგაში 37:6 წაგების გამო, მაშინ ვერ მოვახერხეთ მსოფლიოზე გასვლა.

cats

cats

cats

Rugby.GE

19 წლამდე ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონები გახდნენ!

>>> 19 წლამდე ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონები გახდნენ!

>>> საქართველო 44 პორტუგალია 14

2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მასპინძელი პორტუგალიის თანატოლების ნაკრები 44-14 დაამარცხეს და ამ გამარჯვებით 2015 წლის მსოფლიო ახალგაზრდული ალაფის საგზურიც დაიმსახურეს, რომელიც გაისად გაზაფხულზე ასევე პორტუგალიაში გაიმართება. ალაფაზე პორტუგალიელებიც გავიდნენ. მათ ეს პატივი, როგორც ტურნირის მასპინძლებს ერგოთ.

ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას! რაგბი ჩვენი თამაშია!!!

Rugby.GE

ბორჯღალოსნების სანოემბრე რაზმი ცნობილია

2014 წლის ნოემბრის ტესტ სერიის პირველ საშინაო მატჩამდე 8 დღე რჩება და დადგა დრო ქართული სანოემბრე რაზმიც გაიცნოს სარაგბო სამყარომ – ბორჯღალოსნები ტესტ-მატჩებისთვის საშინაო შეკრებას ორშაბათიდან, 3 ნოემბრიდან შევარდენის სანაკრებო ბაზაზე შეუდგებიან. სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში 28 მორაგბეა. მილტონ ჰეიგმა განაცხადა: “წელს ჩვენ გამოცდილი მოთამაშეებისა და რამოდენიმე იმ ახალგაზრდა მორაგბის ნაზავი გამოგვივიდა, რომლებმაც თავიანთი თავდაუზოგავი ვარჯიშით დაამტკიცეს, რომ ნამდვილად იმსახურებენ ეროვნულ ნაკრებში მოხვედრას.“

 

„წინ ძალზე რთული თვე გველის, აქედან გამომდინარე მწვრთნელებმა ისეთი მოთამაშეები შევარჩიეთ, ვინც  „დიდი თამაშისთვის“ დამახასიათებელ ზეწოლას ისე გაუძლებენ, რომ სათამაშო გეგმიდან არ ამოვარდებიან. ამ მოთამაშეებს ძლიერ მოწინააღმდეგესთან თავიანთი პოტენციალის გამოვლენის უნიკალური შესაძლებლობა მიეცემათ.”

 

თბილისამდე ტულუზაში ივარჯიშეს

 

ქართულ შეკრებამდე ჩვენმა ნაკრებმა 26-29 ოქტომბერს ტულუზაში  3 დღიანი შეკრება გაიარა, სადაც შესაძლებელი გახდა მოთამაშეთა კონდიციის შეეფასება. მსგავსი შეკრებების გამართვა მიღებული პრაქტიკაა, რაც რაგბის საერთაშორისო საბჭოს დებულების მე-9 მუხლით არის გათვალისწინებული.

 

ტულუზაში ნოემბრის საერთაშორისო სერიისთვის მზადებას ასევე ფიჯის ეროვნული ნაკრები გადიოდა. 29 ნოემბერს გუნდებმა ერთობლივი ვარჯიში გამართეს. ვარჯიშისას ქართულ-ფიჯურმა შერკინებამ და ხაზმა ცალ-ცალკე გაუსინჯეს ერთმანეთს გემო.

 

„აი არ ბის დებულების შესაბამისად, ოფიციალურ შეკრებამდე, საფრანგეთში სამ დღიანი მზადების კურსი გავიარეთ. ეს ძალზე წაგვადგება, ვინაიდან ამ დროს მოგვეცა, როგორც მოთამაშეების შეფასების, ასევე სათამაშო სისტემაზე, გეგმაზე თუ სტრუქტურაზე ყურადღების გამახვილების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, ქართულ შეკრებაზე უფრო მეტ დროს დეტალებს დავუთმობთ“ – დასძინა მთავარმა მწვრთნელმა.

 

ისევ ტრავმები

 

სამწუხაროდ უტრავმოდ ვერც ამ სანაკრებო სეზონს ვხვდებით. როგორც მოგეხსენებათ მამუკა გორგოძეს მუხლის ტრავმა აქვს – შერკინების ბურჯ, დავით ზირაქაშვილს კი, ტვინის შერყევა. მუხლის დაზიანების გამო ვერც შალვა სუთიაშვილის გამოძახება მოხერხდა. ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადიან ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე, თედო ზიბზიბაძე, ანტონ ფეიქრიშვილი და დავით ხინჩაგიშვილი.

 

„ტრავმები აწუხებთ ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც აუცილებლად მოხვდებოდნენ შემადგენლობაში, რაც გულდასაწყვეტია. მეორესმხრივ ეს საქმეში მათი შემცვლელების ნახვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომლებმაც უნდა დაამკტკიცონ, რომ რაზმში მოხვედრას იმსახურებენ. ხშირად გუნდში „ახლების“ ენთუზიაზმი დანარჩენ მოთამაშეებს გადაედებათ ხოლმე, მეც ამის იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ნოემბრის სერიის განმავლობაში, ყოველი მათგანი თავდაუზოგავად ივარჯიშებს და გამორჩეულად ითამაშებს“ განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

 

სამწვრთნელო შტაბის ახალი წევრი

 

ქართულ სამწვრთნელო შტაბს ახალი წევრი –  ფიზ.მომზადების ცნობილი ინგლისელი სპეციალისტი ქელვინ მორისი შეემატა.

 

ბორჯღალოსნების ნოემბრის ტესტ სერიის რაზმი:

1 2 cats

Rugby.Ge

ფინალი: 19-წლამდე ბორჯღალოსნების შემადგენლობა პორტუგალიის წინააღმდეგ

ხვალ, 1 ნოემბერს ლისაბონში მიმდინარე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართება, სადაც ევროპის მოქმედი ჩემპიონი საქართველოს ნაკრები მასპინძელ პორტუგალიას ეთამაშება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატის ფინალის სთრიმი >>>

ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა მეოთხედფინალში ჰოლანდიის ნაკრები 55-3, ხოლო ნახევარფინალში რუსეთის თანატოლთა ნაკრები 41-5 დაამარცხეს. პორტუგალიელმა 19-წლამდელებმა კი, ჯერ ბელგიელებს მოუგეს 38-5, ხოლო ნახევარფინალში ესპანელების 14-8 ძლევით გავიდნენ. შეგახსენებთ, რომ ტურნირი ასევე 2015 წლის მსოფლიო ახალგაზრდული ალაფის შესარჩევის სტატუსს ატარებს.

დღეს, 31 ოქტომბერს ჩვენმა ნაკრებმა კაპიტნის ვარჯიში გამართა. ზურაბ ამონაშილმა, 19-წლამდელების ერთ-ერთმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ბიჭები ფინალისთვის მზად არიან. მისი თქმით: „გავაანალიზეთ ჩვენი და პორტუგალიელების წინა მატჩები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინ ტურნირის ყველაზე რთული მატჩი გველის. საკმაოდ ძლიერ მოწინააღდეგესთან გვაქვს ფინალი, რომელსაც საკუთარ კედლებში თამაშის უპირატესობა ექნება. რაც მთავარია, ბიჭები მობილიზებულნი არიან და ხვალინდელ მატჩზე ფიქრობს.“

კაპიტნის ვარჯიშის შემდეგ სამწვრთნელო შტაბმა სამატჩო შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ნახევარფინალში მიღებული ტრავმების გამო რამოდენიმე ცვლილების განხორციელება გახდა საჭირო. კერძოდ კი, რუსეთთან მატჩში მუხლი დაიზიანა შერკინების ბურჯმა – ბექა კაკაბაძემ, რის გამო მან მარქაფაში გადაინაცვლა. მაჯის ძველი ტრავმა გაუმიზეზდა ფულბეკ ირაკლი სვანიძეს, რომელსაც ასევე მარქაფაში ვიხილავთ. სასიამოვნო ინფორმაციაა ბესიკ ბარბაქაძესთან მიმართებაში. როგორც მოგეხსენებათ, მან ჰოლანდიასთან მხარი დაიზიანა და ნახევარფინალის გამოტოვება მოუწია. დღეს კი, მან სრულფასოვნად ივარჯიშა.

2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

შერკინება

1. ნიკა ნეფარიძე, 2. ბადრი ალხაზაშვილი (კაპ), 3. გიორგი მელიქიძე, 4. თორნიკე ზოიძე, 5. ოთარ გიორგაძე, 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 7. დავით პაპავაძე, 8. ბექა გორგაძე

ღერძი

9. ვასილ ლობჟანიძე, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი

ხაზი

11. დავით გულიტაშვილი, 12. ბადრი ლიპარტელიანი, 13. გიორგი კოშაძე, 14. იოსებ კიკვაძე, 15. რატი შანიძე,

მარქაფა

16. თორნიკე მატარაძე, 17. გიორგი ტორაძე, 18. ბექა კაკაბაძე, 19. როლანდ კვაჭაძე, 20. ბესიკ ბარბაქაძე, 21. ბადრი დანგაძე, 22. თემურ თუთბერიძე, 23. გიორგი ბაბუნაშვილი, 24. ანზორ სიჭინავა, 25. ირაკლი სვანიძე

Rugby.GE

საქართველო – ტონგა, ბილეთები

2014 წლის ნოემბრის ტესტ სერიის პირველ საშიანო მატჩამდე ერთი კვირა რჩება – 8 ნოემბერს ‘ბორჯღალოსნები’ ტონგელ ‘ზღვის არწივებს’ მესხის სტადიონზე ერკინებიან. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

ბილეთები ორშაბათიდან

ბილეთების გაყიდვა ორშაბათიდან, 3 ნომბერიდან დაიწყება, რომლებიც 3 და 5 ლარი ეღირება. ყველა ბილეთი დანომრილი იქნება. ბილეთები მესხის სტადიონის სალაროებში ყოველდღიურად – 11 საათიდან 19 საათამდე გაიყიდება. დარჩენის შემთხვევაში, ბილეთები მატჩის დღეს, 8 ნოემბერს 12 საათიდან გაიყიდება.

ტონგას სავსე ტრიბუნებით დავხვდეთ!

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტ-სერიაში ბოლო რამოდენიმე წელიწადია რაც მონაწილეობენ. წლეულს პირველივე საშინაო ტესტში ტონგას, 2015 წლის მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის კონკურენტ ნაკრებ გუნდს ვეთამაშებით. აქედან გამომდინარე ძალზე მნიშვნელოვანია 8 ნომბერის ტესტ-მატჩზე სტადიონის გავსება და მხურვალე ქომაგობა. ქართული რაგბის ყველა ქომაგს მოგიწოდებთ დროულად იზრუნოთ ბილეთების შეძენაზე, 8 ნომებერს თამაშამდე ერთი საათით ადრე მობრძანდეთ მესხის სტადიონზე და ერთად ვუქომაგოთ ბორჯღალოსნებს!

რაგბი ჩვენი თამაშია!

მესხის სტადიონის ბილეთების კატეგორიების სქემა >>>

LocomotiveTicketingSchemeTests2014_instory tongabiletebis gayidva_Instory1 tongabiletebis gayidva_Instory2Rugby.GE

 

ევროპის ჩემპიონი ფინალშია

ლისაბონში მიმდინარე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ‘ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა’ 41- 5 დაამარცხეს თანატოლი ‘დათვები’. 19-წლამდელებმა ილია მაისურაძის და სამწვრთნელო შტაბის სათამაშო გეგმის ზედმიწევნით შესრულების დავალება კარგად შეასრულეს და ფინალში დამსახურებულად გავიდნენ.

მატჩში ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა – რუსმა მორაგბეებმა ბურთი დაკიდეს, რომელიც რამოდენიმე ფაზიანი შეტევსი შემდეგ 19-წლამდელების მგეზავმა, რევაზ ჯინჭველაშვილმა ლელოში მარჯვენა ფრთიდან დაამიწა. თავისივე ლელოს გარდასახვა ჯინჭველაშვილს არ გასჭირვებია, რითაც ახალგაზრდა ბორჯღალოსნები 7-0 დაწინაურდნენ. რუსმა მორაგბეებმა განაახლეს თამაში და მალევე დაცვაში დაჯარიმდნენ. ჯინჭველაშვილმა კარში დაარტყა და სხვაობა ათ ქულამდე გაზარდა (10-0). ეს ყველაფერი საწყის 4 წუთში მოხდა.

ამ ეპიზოდიდან 17 წუთის განმავლობაში ანგარიში არ შეცვლილა. რუსეთის ნაკრებმა მიღებული ქულების შემდეგ დაცვა გააუმჯობესა და შეტევის რამოდენიმე მცდელობაც ჰქონდათ. 21-ე წუთზე კი, ახალგაზრდა დათვებმა მატჩში პირველი და ერთადერთი 5 ქულა მოიხვეჭეს – ცენტრში დანიშნული შერკინებიდან, რუსმა 19-წლამდელებმა შეტევა მარცხენა ფთაზე გადაიტანეს და ლელო გაიტანეს, რომლის გარდასახვაც ვერ მოეხაერხეს (10-5).

დათვებს ბორჯღალოსნებმა პასუხი 28-ე წუთზე გასცეს, როდესაც მეტოქის ლელოდან 5 მეტრში დანიშნული შერკინებიდან ბექა გორგაძემ ბურთი გამოიტანა და ზედ ლელოს ხაზსთან გარეთ ვასილ ლობჟანიძეს გადააწოდა. ამ უკანასკნელს კი დამიწება აღარ გასჭირვებია. ჯინჭველაშვილი ამჯერად არაზუსტი იყო და ტაიმის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა (15-5).

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები ბევრად უფრო მრისხანედ გამოიყურებოდა და საწყის 17 წუთში რუსებს ოთხი ერთმანეთზე უკეთესი ლელო გავუტანეთ. თავი გამოიჩინეს: ოთარ გიორგაძემ, დავით გულიტაშვილმა, ნიკა ნეფარიძემ და შეცვლაზე შესულმა გიორგი მელიქიძემ. ამ ოთხი ლელოდან ჯინჭველაშვილმა სამი გარდასახა და მის ანგარიშზე საბოლოოდ 16 ქულა გამოვიდა.

ნამატჩევს ახალგაზრდა ბორჯღალოსანთა კაპიტნამა ბადრი ალხაზაშვილმა განაცხადა: „დილიდანვე მთელი გუნდი უაღრესად მოტივირებულნი ვიყავით. ყველა თამაშზე ვფიქრობდით და ჩვენთვის ეს დიდი დღე იყო, რადგან რუსეთთან თამაში ყოველთვის დაკავშირებულია ემოციებთან და დიდ პასუხისმგებლობასთან. თამაშამდე, გახურებისას ყველას დაგვეტყო, რომ 100 პროცენტით მზად ვიყავით და ეს მინდორზეც დავამტკიცეთ. შეცდომების მიუხედავად მაინც მოვახერხეთ და დავლაგდით. შედეგით კმაყოფილები ვართ. მთელი გუნდის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს – მიუხედავად მანძილისა, მათგან დიდი სითბოს ვგრძნობდით.“

ფინალი პორტუგალიის წინააღმდეგ

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ტურნირის მასპინძელი პორტუგალიის ნაკრები ესპანეთს შეხვდა და 14-7 სძლია მოწინააღმდეგეს.

2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში, რომელიც 1 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიის თანატოლთა ნაკრებ გუნდს შეხვდება.

ფინალის სთრიმი შემდეგ ბმულზე იწარმოებს >>> http://www.fpr.pt/noticias/index.asp?opm=25&id=11386&id2=25

Rugby.GE

ბორჯღალოსნები ტულუზაში შეიკრიბნენ

26 ოქტომბერს ბორჯღალოსნები საფრანგეთში გაემგზავრნენ, სადაც ფრანგული ტომ 14-ის კლუბ ტულუზას ბაზაზე (ერნესტ ვალონი) ერთ კვირიან შეკრებას გაივლიან. შეკრებაზე იმყოფებიან ქართულ კლუბებში და საზღვარგარეთ მოასპარეზე ნაკრების სანოემბრე რაზმის კანდიდატები. ფრანგული შეკრება ერთ კვირას გასტანს, რომლის შემდეგ ბორჯღალოსნები შევარდენის სანაკრებო ბაზაზე 3 ნოემბრიდან განაგრძობენ მზადებას 2014 წლის ნოემბრის ტესტ-სერიისთვის.

ბორჯღალოსნების სანოემბრე რაზმს, სამწვრთნელო შტაბი ფრანგული შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ დაასახელებს.

ნოემბრის სანაკრებო სეზონის განმავლობაში ბორჯღალოსნები გამართავენ ღია ვარჯიშებს (თითოს თითო საშინაო მატჩის წინ), რომლებზეც დასწრება ტრადიციულად ქომაგებსა და მედია საშუალებების წარმომადგენლებს შეეძლებად. ღია ვარჯიშების გრაფიკს მოგვიანებით გაცნობებთ.

Rugby.GE

19 წლამდე ბორჯღალოსნების შემადგენლობა რუსეთის წინააღმდეგ

ლისაბონში მიმდინარეობს 2014 წლის ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. ტურნირმა სტარტი 26 ოტომბრს მეოთხედფინალური ეტაპის მატჩებით აიღო. ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა, 19-წლამდე ბორჯღალოსნებმა პირელ შეხვედრაში ჰოლანდიის ნაკრებს 55-3 მოუგეს, რითაც ნახევარფინალის საგზური დაიმსახურეს. ფინალში გასასვლელად, ქართველი მორაგბეები რუსეთის ნაკრებს ეთამაშებიან, რომლებმაც თავისმხრივ ნახევარფინალში პოლონეთს 48-15 სძლიეს.

 

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩი 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. თამაშის სთრიმს პორტუგალიის რაგბის კავშირი უზრუნველყოფს.

 

მატჩის სთრიმის ბმული >>>

 

დღეს, 19-წლამდელებმა კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რომლის შემდეგ სამწვრთნელო შტამბა სამატჩო რაზმი დაასახელა. გუნდში ერთი იძულებითი ცვლილებაა – ჰოლანდიასთან მატჩში მხრის ტრავმა მიიღო ბესიკ ბარბაქაძემ, შესაბამისად მწვრთნელებმა მისი დასვენება გადაწყვიტეს.

 

შერკინება

1. ნიკა ნეფარიძე, 2. ბადრი ალხაზაშვილი ^კაპ, 3. ბექა კაკაბაძე, 4. თორნიკე ზოიძე, 5. ოთარ გიორგაძე, 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 7. დავით პაპავაძე, 8.ბექა გორგაძე

 

ღერძი

9. ვასილ ლობჟანიძე, 10. რეზი ჯინჭველაშვილი

 

ხაზი

11. დავით გულიტაშვილი, 12. ბადრი ლიპარტელიანი, 13. გიორგი კოშაძე, 14. ანზორ სიჭინავა, 15.ირაკლი სვანიძე,

 

მარქაფა

16. გიორგი ტორაძე, 17. თორნიკე მატარაძე, 18. გიორგი მელიქიძე, 19. როლანდ კვაჭაძე, 20. ბადრი დანგაძე, 21. თემურ თუთბერიძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. იოსებ კიკვაძე, 24. რატი შანიძე

Rugby.GE

19 წლამდე ‘ბორჯღალოსნები’ ნახევარფინალში ‘დათვებს’ ეთამაშებიან

26 ოქტომბერს ლისაბონში სტარტი აიღო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა. ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში 55-3 გაიმარჯვეს ჰოლანდიელ თანატოლებთან. საქართველოს ნაკრებმა შეხვედრაში 9 ლელო გაიტანა. აქედან მხოლოდ 5 გარდავსახეთ.
პირველი ლელო 19-წლამდელებმა მე-7 წუთზე მიითვალეს – მეტოქის ხუთ მეტრიანთან აუტი სუფთად მოიგეს, მოლი შეკრეს, მიეძალნენ და ლელოში შევიდნენ. გარდასახვა არაზუსტი იყო (5-0).

მე-13 წუთზე ქართველებმა მეორე ლელო გაიტანეს – მოტექე თავის 22-დან ფეხით გამოსვლას აპირებდა. ჩვენმა მორაგბეებმა დააფარეს, რასაც საქართველოს ნაკრებმა კონტრ-შეტევით უპასუხა. რაქიდან ლობჟანიძემ ფრთაზე იოსებ კიკვაძეს გადასცა ბურთი, რომელსაც მოწინააღმდეგის დაცვამ ვერაფერი მოუხერხა – ჯინჭველაშვილის გარდასახვაც ზუსტი იყო და ახალგაზრდა ბორჯღალოსნები 12-0 დაწინაურდნენ.

ამ ეპიზოდიდან 6 წუთში ჰოლანდიელებს მატჩში პირველად და უკანასკნელად მიეცათ ანგარიშის სხვაობის შემცირების შესაძლებლობა –  წინ დავარდნილ ბურთს ჰოლანდიელები დაეუფლნენ და კონტრშეტევისას ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს (12-3).
ტაიმის დასრულებამდე, ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა კიდევ ორი ლელო მიითვალეს: 24-ე წუთზე აუტიდან მოლით დავდეთ (გარდასახვა ზუსტი იყო), ხოლო 30-ე წუთზე კი, ათმეტრიანთან შებოჭილმა კიკვაძემ შიგნით დააბრუნა ბურთი. რაქიდან კი, პირველი ბურთს შუამრბი გიორგი კოშაძე დაეუფლა, რომელსაც ლელოს დადება არ გასჭირვებია. ამჯერად ჯინჭველაშვილის გარდასახვა არაზუსტი იყო. პირველი ტაიმი 24-3 დასრულდა.

 

19-წლამდელებმა ლელოების „სეზონი“ მეორე ტაიმის მე-3 წუთიდან განაახლეს. ჩვენი 22-დან დავით პაპავაძემ ცენტრამდე ამოიტანა ბურთი და რამოდენიმე დარტყმის შემდეგ მეტოქის ლელოს მოედნის მარცხენა კუთხეში ბადრი დანგაძემ დაამიწა (31-3). ხუთი წუთის შემდეგ, ჰოლანდიელთა ხუთმეტრიანში მოგებული დერეფნიდან ლელო ვასილ ლობჟანიძემ დადო (38-3). მე-16 წუთზე რატი შანიძემ გაზარდა ანგარიში. ლელო შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ბაბუნაშვილმა ვერ გარდასახა (43-3). 24-ე წუთზე მოგებული დერეფნიდან მოლით შევედით ლელოში. ამჯერად ბაბუნაშვილის დარტყმა ზუსტი იყო (50-3). სამიოდ წუთის შემდეგ – საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიელებს მატჩის ბოლო ლელო გაუტანეს – მოწინააღდეგე ეცადა გადმოკიდებული ბურთის დაჭერას, მაგრამ შეცვლაზე შემოსულმა შერკინების კვაჭმა, გიორგი ტორაძემ დაასწრო ყველას, ლელომდე შეუჩერებლად ირბინა და დაამიწა. ლელოს გარდასახვა აღარ მოყოლია და რამოდენიმე წუთში დასრულდა შეხვედრა.

ნახევარფინალში საქართველოს 19-წლმადელთა ნაკრები რუსეთს ეთამაშება, რომელმაც მეოთხედფინალურ შეხვედრაში 48-15 სძლია პოლონეთს.
ახალგაზრდა ბორჯღალოსნებისა და 19-წლამდე დათვების შეხვედრა 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება. მატჩის სთრიმი პორტუგალიის რაგბის კავშირის ვებ გვერდის შემდეგ ბმულზე იწარმოებს >>> http://www.fpr.pt/noticias/index.asp?opm=25&id=11386&id2=25 
სხვა მატჩები:
ესპანეთი 24 რუმინეთი 13; რუსეთი 48 პოლონეთი 15; პორტუგალია 38 ბელგია 5

ირაკლი აბუსერიძე, რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი: „ნაკრებმა კარგად ითამაშა. პირველი 15 წუთის განმავლობაში გარკვეულ ტექნიკურ წუნს ჰქონდა ადგილი, რაც მალევე გამოსწორდა და ბიჭებმა მატჩში გარდატეხა შეიტანეს.

“სამწვრთნელო შტაბის დავალება გუნდმა ზედმიწევნით შეასრულა რაც კარგ სათამაშო დისციპლინაში და უშეცდომო დაცვაში გამოიხატა.“

 

ილია მაისურაძე, 19-წლამდელების მთავარი მწვრთნელი: „ბიჭებს მინდა მადლობა გადავუხადო. კმაყოფილი ვარ იმით, რომ დავალება ზუსტად შეასრულა გუნდმა და სათაშო გეგმის და სისტემის მიხედვით ითამაშა. წინა მატჩებთან შედარებით აღსანიშნავია გაუმჯობესებული სათამაშო დისციპლინა. მოწინააღმდეგე გუნდიც მინდა შევაქო, რომელიც ანგარიშის მიუხედავად ბოლომდე გვეთამაშა და წინააღმდეგობა გაგვიწია.

„დღეს გუნდს აღდგენის დღე აქვს, ხვალ კი ბუნებრივ საფარიან მოედანზე ვივარჯიშებთ. პირველ თამაშამდე რამოდენიმე ვარჯიშის ჩატარება ხელოვნულ მოედანზე მოგვიწია, რამაც მოთამაშეებს დაჭიმულობები გაუჩინა, რადგან მთელი მოსამზადებელი პერიოდი შევარდენის ბალახიან მოედანზე გავიარეთ.

„ნახევარფინალში ჩვენს მეტოქეს რაც შეეხება, რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები ძლიერი გუნდია, რომელიც მსხვილი და სწრაფი მომორაგბეებით არის დაკომპლექტებული. ჩვენ მოვიპოვეთ მათი მეოთხედფინალური მატჩის ჩანაწერი და ვიდეოანალიზს გავდივართ. ვიცით მათი სუსტი და ძიერი მხარეები. მიმაჩნია, რომ არსებული სათამაშო გეგმით მოწინააღმდეგეს ძლიერი მხარეების გამოყენების შესაძლებლობას არ მივცემთ.“

Rugby.GE