7 კაცა – საქართველოს ჩემპიონი ხარები გახდნენ

დასრულდა საქართველოს 2014 წლის ჩემპიონატი 7 კაცა რაგბში. ტურნირი 25 და 26 ოქტომბერს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ჩატარდა. ძირითადი ტურნირის პარალერულად გაიმართა თბილისის პირველობა ჭაბუკთა შორის.

კაცთა ტურნირის I I დღის მატჩების ფოტოები >>>

ჭაბუკთა ტურნირის I I დღის მატჩების ფოტოები >>>

კაცთა ტურნირის I დღის მატჩების ფოტოები >>>

ჭაბუკთა ტურნირის I დღის მატჩების ფოტოები >>>

ჭაბუკთა პირველობა 13 საათზე დასრულდა. ფინალი ლელო სარასენსსა დაჩოხოსნებს შორის გაიმართა, რომელშიც ლელოელებმა 15-7 გაიმარჯვეს. პირველობის III ადგილი წმინდა გიორგის სკოლის რაგბის გუნდმა მერანმა დაიკავა.
კაცთა ტურნირის ფინალში კი რუსთავის ხარები და ბოლნისის ყოჩებიშეერკინენ. ფინალი მოლოდინისამებრ ძალზე დაძაბული გამოდგა – ძირითადი დრო ფრედ, 12-12 დასრულდა, შესაბამისად გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ორი ხუთ წუთიანი ტაიმი დაინიშნა. აქ თამაში პირველ ქულამდე გრძელდებოდა, რომელიც რუსთავის ხარებმა ლელოთი მოიპოვეს და ჩემპიონები მატჩში ანგარიშით 17 (12+5):12  გაიმარჯვებით გახდნენ.

ჩემპიონის თასის გარდა, ხარები პრემიალურ 15. 000 ლარს დაეუფლნენ. მეორე ადგილოსანმა ყოჩებმა 7. 000 ლარი მიიღეს, ხოლო მესამეზე გასულმა ჯიქმა – 3. 000.

დანარჩენი ადგილები შემდეგნაირად განაწილდა: IV ადგილი – ბათუმის ბათუმი, V ადგილი – თბილისის აკადემია, VI ადგილი – შარშანდელი ჩემპიონი ქუთაისის აია, VII ადგილი – თბილისის ლოკომოტივი, VIII ადგილი – ლელო სარასენსი, IX ადგილი – თბილისის თი ბი ეს, X  ადგილი – ქუთაისის ბაგრატი, XI ადგილი – თბილისის არმია, ხოლო XII ადგილზე ამ ტურნირისათვის შეკრებილი, ლოკომოტივის, აკადემიისა და ყოჩების მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდი – ბარბაროსები გავიდნენ.

Rugby.GE

სარაგბო ფესტივალი სოფელ ქანდაში

26 ოქტომბერს 12:00 საათზე სპორტისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერით სოფელ ქანდაში ატარებს რაგბის ფესტივალს.

ფესტივალი ტარდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან ურთიერთობის განვითარებისა და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში.

მონაწილეობას მიიღებს 7 გუნდი: „ადიგენი”, „ხაშური”, „სურამი”, „ყვარელი”, „გურჯაანი”, „წიქარა”, „თბილისი” და გუნდი „რაინდები”. გუნდი „რაინდები” დაკომპლექტებულია წეროვნის დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები ახალგაზრდებით.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან ურთიერთობის განვითარებისა და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში 2013 წლიდან აფინანსებს აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდებისათვის რაგბის უფასო სწავლებას და საჭირო სპორტული ინვენტარით უზრუნველყოფას.

Rugby.GE

საქართველო 55 ჰოლანდია 3; 19 წ. ევროპის ჩემპიონატი

დასრულდა შეხვედრა 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩი საქართველოსა და ჰოლანდიის 19 წლამდე ნაკრებ გუნდებს შორის – ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა 55-3 გაიმარჯვეს.

მატჩის მიმოხილვას და ფოტოებს ორშაბათს შემოგთავაზებთ.

19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი – 26/10-01/11/2014, ლისაბონი

Rugby.GE

7-კაცა რაგბის ეროვნული ჩემპიონატი – I სათამაშო დღე

ამ უქმეებზე (25-26 ოქტომბერი) შევარდენის სანაკრებო ბაზის ბუნებრივ საფარიან მოედანზე მიმდინარეობს საქართველოს 2014 წლის ჩემპიონატი 7-კაცა რაგბში. ძირითადი ტურნირის პარალერულად მიმდინარეობს 7-კაცა თბილისის ჭაბუკთა პირველობა.

კაცთა ტურნირის I დღის მატჩების ფოტოები >>>

ჭაბუკთა ტურნირის I დღის მატჩების ფოტოები >>>

დღეს გათამაშების ჯგუფური ეტაპი გაიმართა კაცთა და ჭაბუკთა შორის.

პირველი დღე, შაბათი 25/10

მატჩები და ანგარიშიები:

cats

cats1

ხვალ, 26 ოქტომბერს გათამაშების მეორე დღეს გაიმართება. მატჩები ჭაბუკთა ტურნირის ფლეიოფებით განახლდება 10:30 საათზე. კაცთა პლეიოფები 11:10-დან განახლდება.

Rugby.GE

7-კაცა რაგბის ეროვნული ჩემპიონატი – პრესკონფერენცია

ქართული რაგბის ქომაგებს წლეულს საინტერესო თბილისობა ელით: 25-26 ოქტომბერს შევარდენის სანაკრებო ბაზა საქართველოს 2014 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს 7-კაცა რაგბში.

ჩემპიონატის ორგანიზებასთან დაკავშირებით 23 ოქტომბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მედიასთან ტურნირის დირექტორმა – ზაზა ლეჟავამ, 7-კაცა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – კახა ალანიამ, რაგბის კავშირის ფინანსურმა დირქტორმა – მიხეილ კალანდაძემ და მედია-მენეჯერმა – ალექსანდრე უჯმაჯურიძემ ისაუბრეს.

პრესკონფერენციაზე გაჟღერდა, რომ ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 25 ათას ლარს შეადგენს, რომელიც პრიზიორებზე შემდეგნაირად გადანაწილდება: ჩემპიონი – 15 ათასი, ვიცე-ჩემპიონი – 7 ათასი, ბრინჯაოს პრიზიორი – 3 ათასი.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ გათამაშებაში 9 უმაღლესი და 2 პირველი ლიგის კლუბი მონაწილეობს. ტურნირზე მე-12 გუნდად წარმოდგენილი იქნება ‘ლოკომოტივის’, ‘აკადემიისა’ და ‘ყოჩების’ მორაგბეებისგან შემდგარი გუნდი, რომელსაც ‘ბარბაროსები’ დაერქვა.

გუნდები სამ – ‘ა’ და ‘ბ’ და ‘გ’ ჯგუფად გადანაწილდნენ. ჯგუფური ეტაპის მატჩები 25 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო პლეიოფები და ფინალები 26-ში.

‘ა’ ჯგუფი – ლელო სარასენს, ჯიქი, ხარები, ბარბაროსები;

‘ბ’ ჯგუფი – არმია, აია, ბათუმი, ბაგრატი;

‘გ’ ჯგუფი – ლოკომოტივი, ყოჩები, თი ბი ეს, აკადემია;

ძირითადი ტურნირის პარალერულად გაიამრთება თბილისის პირველობა ჭაბუკთა შორის, რომელშიც 8 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. ჭაბუკები თითო 7 წუთიან ტაიმებს ითამაშებენ, ხოლო ფინალები ორ 7 წუთიან ტაიმებად გაიმართება.

ჭაბუკები ორ, ‘დ’ და ‘ე’ ჯგუფებად გადანაწილდებიან

‘დ’ ჯგუფი – მერანი, აკადემია, ჩოხოსნები, არმია;

‘ე’ ჯგუფი – არმაზი, ხვამლი, ხულიგანა, ლელოს სარასენს;

‘ანდერ არმორი’ ბორჯღალოსნების ახალი ტექნიკური პარტნიორი

ანდერ არმორ’ Under Armour® – ბორჯღალოსნების ეკიპირების ახალი მომწოდებელი
უწყვეტი ტექნოლოგიური მიღწევებით დაგროვებული გამოცდილება
ინოვაციური ტექნოლოგიებით დამზადებული ეკიპირება

დღეს საქართველოს რაგბის კავშირმა და სპორტული ეკიპირების მწარმოებელმა კომპანიამ „ანდერ არმორმა“ (Under Armour®) ოფიციალურად განაცხადეს პარტნიორობის შესახებ, რითაც ‘ანდერ არმორი’ საქართველოს ეროვნული ნაკრების სპორტული ეკიპირების ოფიციალური მომწოდებელი გახდა. ბორჯღალოსნების ახალი სათამაშო ფორმის პრეზენტაცია ნოემბრის ტესტებზე, საქართველო-ტონგას მატჩის წინა-სამატჩო პრესკონფერენციაზე მოხდება.

უელსის რაგბის კავშირთან და საფეხბურთო კლუბ ტოტენჰემ ჰოთსფურთან პარტნიორობით დაგროვებული გამოცდილებით, კომპანიაში მიაჩნიათ, რომ იმ უწყვეტი თექნოლოგიური მიღწევებით, რომლებსაც ‘ანდერ არმორი’ ახორციელებს, ახალი ეკიპირება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება ნებისმიერ სარბიელზე საუკეთესო შედეგის მიღწევაში.

ბორჯღალოსნების ახალი ეკიპირება ინოვაციურია, რომელიც ნესტის შემაკავებელი ტექნოლოგიის გამოყენებით ახლებური წელვადი მასალისგან არის დამზადებული.

ამრიგად, 2015 წლის მსოფლიო თასის ჩათვლით, ‘ანდერ არმორი’ სამი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ეკიპირების ოფიციალური მომწოდებელი იქნება. ეკიპირების შეძენა, რომელიც მსოფლიო თასისთვის დამზადდება, შესაძლებელი იქნება საქართველოში. ინტერნეტით კი, დიდ ბრიტანეთში ცნობილ სარაგბო პორტალებზე Lovell-Rugby.co.uk და Rugbystore.co.uk.

Rugby.GE

სარაგბო ნოემბერი მოგვიახლოვდა

  • საქართველო – ტონგა, 8 ნოემბერი;
  • საქართველოს – იაპონია, 23 ნოემბერი;
  • მესხის სტადიონი;
  • ბილეთის ფასი 3 და 5 ლარი;

2014 წლის ნოემბრის ტესტ სერიის პირველ საშინაო მატჩამდე 20 დღეზე ნაკლები დრო რჩება – 8 ნოემბერს მესხის სტადიონზე ბორჯღალოსნები „ზღვის არწივებს“ – ტონგას ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებენ. საქართველოს და ტონგას ეროვნული ნაკრები გუნდები 2015 წლის მსოფლიო თასზე C ჯფუში ერთმანეთის კონკურენტები არიან, შესაბამისად ერთი წლით ადრე მათი სანოემბრე რკენა ქართული რაგბის ქომაგებსთვის ძალზე საინტერესო იქნება.

გუნდები ერთმანეთს ბოლოს 1999 წლის 28 მარტს მსოფლიო თასის რეპეშაჟში შეხვდნენ თბილისში. ბორჯღალოსნებმა ერთი ქულის სხვაობით – 28:27 მოიგეს, მაგრამ ტონგასთან შინ 37:6 წაგების გამო, მაშინ ვერ მოახერხეს მსოფლიოზე გასვლა

სეზონის პირველი საშემოდგომო ტესტიდან ერთ კვირაში, ბორჯღალოსნები, 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს ავივაზე სთედიუმზე ეთამაშებიან. მატჩი თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

დღეიდან ზუსტად ერთ თვეში, გიორგობას, წლევანდელი ნოემბრის საერთაშორისო სერიის ბოლო საშინაო ტესტ-მატჩში ბორჯღალოსნები „ალუბლებს“ – იაპონიის ეროვნულ ნაკრებს ერკინებიან.

ქართულ-იაპონური ტესტი ბოლოს 2012 წლის ნოემბერში შედგა თბილისში, რომელშიც სტუმრებმა ანგარიშით, 25-22 გაიმარჯვეს ბორჯღალოსნებთან.

სტადიონი და ბილეთების ფასები

2014 წლის ორივე საშემოდგომო ტესტს ბორჯღალოსნები მიხეილ მესხის სტადიონზე გამართავენ. საქართველო-ტონგას და საქართველო-იაპონიის მატჩების ბილეთები 3 და 5 ლარი ეღირება. ბილეთები მესხის სტადიონის სალაროებში გაიყიდება. გაყიდვების დაწყების თაიღი შემდეგ კვირას გახდება ცნობილი. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოც.მედიის პლატფორმებზე დაიდება.

Rugby.GE

7-კაცა რაგბის ეროვნული ჩემპიონატი

  • 7 კაცა – 20114 წლის საქართველოს ჩემპიონატი – 12 გუნდი
  • თბილისის ჭაბუკთა პირველობა – 8 გუნდი
  • 25-26 ოქტომბერი

ქართული რაგბის ქომაგებს წლეულს საინტერესო თბილისობა ელით: 25-26 ოქტომბერს შევარდენის სანაკრებო ბაზა საქართველოს 2014 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს 7-კაცა რაგბში.

ტურნირის განრიგი >>>

წლევანდელ გათამაშებაში 9 უმაღლესი და 2 პირველი ლიგის კლუბი მონაწილეობს. ტურნირზე მე-12 გუნდად წარმოდგენილი იქნება ‘ლოკომოტივის’, ‘აკადემიისა’ და ‘ყოჩების’ მორაგბეებისგან შემდგარი გუნდი, რომელსაც ‘ბარბაროსები’ დაერქვა.

გუნდები სამ – ‘ა’ და ‘ბ’ და ‘გ’ ჯგუფად გადანაწილდნენ. ჯგუფური ეტაპის მატჩები 25 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო პლეიოფები და ფინალები 26-ში.

‘ა’ ჯგუფი – ლელო სარასენს, ჯიქი, ხარები, ბარბაროსები;

‘ბ’ ჯგუფი – არმია, აია, ბათუმი, ბაგრატი;

‘გ’ ჯგუფი – ლოკომოტივი, ყოჩები, თი ბი ეს, აკადემია;

ძირითადი ტურნირის პარალერულად გაიამრთება თბილისის პირველობა ჭაბუკთა შორის, რომელშიც 8 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. ჭაბუკები თითო 7 წუთიან ტაიმებს ითამაშებენ, ხოლო ფინალები ორ 7 წუთიან ტაიმებად გაიმართება.

ჭაბუკები ორ, ‘დ’ და ‘ე’ ჯგუფებად გადანაწილდებიან

‘დ’ ჯგუფი – მერანი, აკადემია, ჩოხოსნები, არმია;

‘ე’ ჯგუფი – არმაზი, ხვამლი, ხულიგანა, ლელოს სარასენს;

ხვალ, 23 ოქტომბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარმაზში საქართველოს რაგბის კავშირი გამართავს წინა-სატურნირო პრესკონფერენციას, რომელიც 14 საათზე დაიწყება.

განვითარების ჯგუფის განცხადება

ს.რ.კ. – ს განვითარების ჯგუფი გაცნობებთ, რომ ა.წ. 21 – 24 და 27 – 30 ოქტომბერს, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე, ჩატარდება მწვრთნელთა პირველი დონის სემინარი (მონაწილეთა სია თან ერთვის).

Untitled

Untitled

Untitled

ახალი ზელანდიელები “ჰაკა”, რომელიც კინაღამ ავსტრალიელებთან ჩხუბში გადაიზარდა (ვიდეო)

რაგბში, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის 20-წლამდელთა ნაკრებებს შორის გამართული მატჩის დაწყების წინ, ტრადიციულად, ზელანდიელებმა “ჰაკა” შეასრულეს, რომელიც კინაღამ ჩხუბში გადაიზარდა.

სპარინგში 19-წლამდელებმა იმარჯვეს

(18/10/2014), შევარდენის სანაკრებო ბაზაზე, 19 წლამდელებმა უმაღლესი ლიგის კლუბ „არმაზსთან“ ითამაშეს. ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც 26 ოქტომბრიდან 1 ნომებრის ჩათვლით ლისაბონში გაიმართება.

19-წლამდელები წინა-სატურნირო მზადებას 13 ოქტომბერს შეუდგნენ, რომლის ფარგლებში მათ სპარინგ-მატჩი გამართეს არმაზსთან. ილია მაისურაძემ რამოდენიმე მოთამაშე – ბადრი ალხაზაშვილი, ბექა კაკაბაძე და ვასილ ლობჟანიძე დაასვენა.

არმაზი მატჩზე შედრებით შესტებული რაზმით გამოვიდა. ირაკლი მაჩხანელმა ძირითადის ოთხმოცი პროცენტი დაასვენა, რითაც კლუბის ესპუარებს მიეცათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა.

შეხვედრა 13 საათზე დაიყო და 19-წლამდელთა გამარჯვებით 35-5 დასრულდა.

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები შეკრებას ხვალ დაასრულებენ, რომლის შემდეგ სამწვრთნელო შტაბი 26 კაციან სატურნირო რაზმს დაასახელებს.

19წ ბორჯღალოსნები: სამწვთნელო შტაბი და საშეკრებო რაზმი

მთ. მწვრთნელი – ილია მაისურაძე, მწვრთნელები – ზურა ამონაშვილი, ლადო კილასონია, გიგა გურეშიძე, ფიზ. მომზადება – გიორგი ნადარეიშვილი, ექიმი – ვახო წიკლაური, ვიდეო ანალიტიკოსი – დავით რამიშვილი

შეკრებაზე არ იმყოფება მონ დე მარსანის მორაგბე ბექა გორგაძე, რომელიც გუნდს ტურნირზე შეუერთდება.

Rugby.GE

ასეთ ილეთს რაგბშიც ვეღარ აკეთებენ – რა უქნა ფეხბურთელმა მოწინააღმდეგეს (ვიდეო)

გასულ უქმეებზე ერთ-ერთი ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩში ასეთი რამ მოხდა: