2007 წლის მსოფლიო თასის ფინალის მსაჯი ბორჯღალოსნების შეკრებაზე

ცნობილი ირლანდიელი რეფერი ალან როლანი, რომელმაც სამსაჯო კარიერა ცოტა ხნის წინ დაამთავრა, თბილისის თასისზე ხუთი დღის განმავლობაში საქართველოს სტუმრობდა.

ყოფილმა 9 ნომერმა, რომელმაც ლეინსტერის შემადგენლობაში 40 მატჩი ჩაატარა და 3-ჯერ მოირგო ირლანდიის კვართი, თავისი საარბიტრო კარიერის დასასრულს 2014 წლის ჰეინიკენის თასის ფინალი იმსაჯა ტულონსა და სარასენს შორის.

13 წლიანი კარიერისა და სამი მსოფლიო თასის, მათ შორის 2007 წლის ფინალის შემდეგ, ალან როლანი რაგბის საერთაშორისო საბჭოს ეგიდით თავის გამოცდილებას უზიარებს მეორე დონის ისეთ სარაგბო ქვეყნებს, როგორებიცაა საქართველო და რუმინეთი.

მისი საქართველოში ჩამოსვლის მიზანს ქართული სამწვრთნელო შტაბისა და მოთამაშეების დახმარება და სამსაჯო კუთხიდან გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. მან განაცხადა: „საქართველოში რაგბის საერთაშორისო საბჭოს დავალებით ვიმყოფები. ჩემი ვიზიტის მიზან წარმოადგენს სამსაჯო კუთხით 2015 წლის მსოფლიო თასისთვის ქართული სამწვრთნელო შტაბისა და მოთამაშეების მომზადება. ცოტაოდენი ხანი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შეკრებაზე დავყავი, სადაც მათ ზოგადი წარმოდგენა შევუქმენი თუ რას მიაქცევენ მსოფლიო თასზე მსაჯები დიდ ყურადღებას. ”

ალან როლანი საქართველოს ნაკრების რამოდენიმე მატჩის არბიტრი გახლდათ. პირველად მან 2002 წელს იმსაჯა საქართველოსა და რუსეთის შეხვედრა, რომელიც გახლდათ 2003 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტი მატჩი. მეორედ იგი 2003 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და სამოას მატჩზე ვიხილეთ. 8 წლის შემდეგ კი, ალან როლანი ახალ ზელანდიაში ბორჯღალოსნებისა პუმების შეხვედრას გაუძღვა.

„ქართველები ძალიან ძლიერები არიან. მათ ტრადიციულად ღონიერი შერკინება ჰყავთ. შესაძლოა მათ უკანა ხაზს დრო და დრო უჭირდა უპირატესობის მოპოვება და შერკინებისათვის გადაწყობის შესაძლებლობის მიცემა, მაგრამ ამ ბოლო დროს გუნდი კარგად დაბალანსდდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურნირზე საფრანგეთში მოთამაშე ქართველი მორაგბეები თითქმის არ არიან, მათი და სხვა მოთამაშეების საქმისადმი პროფესიონალურმა მიდგომამ ქართულ რაგბიში ბევრი რამ შეიცვალა. ამ მიდგომამ ის საჭირო ბალანსი მოიტანა, რომელიც გუნდს ათიოდე წლის წინ აკლდა, როდესაც პირველად ვუმსაჯე მათ.”

ქართული რაგბი ბოლო ათწლეულში საგრძნობლად განვითარდა. როლანის აზრით საქართველოს განვითარების კიდევ უფრო დიდი პოტენციალი გააჩნია. „საქართველოს რაგბის კავშირმა უნდა გააგრძელოს არჩეული გზა და მეტი ფინანსები მოიზიდოს განვითარებაში ჩასადებად. მათ სამი კარგი მწვრთნელი ჰყავთ – მილტონ ჰეიგი, როგორც მთავარი მწვრთნელი, დიდიე ბესი, როგორც მორკინალთა თავკაცი და მაიქლ ბრედლი, რომელსაც ხაზი აბარია. რაგბის კავშირმა ბრწყინვალედ იცის, რომ მოთამაშეთა განვითარებისათვის შესაბამისი სამწვრთნელო შტაბია საჭირო, რომელსაც ამის განხორციელება შეუძლია.

„არსებული ინფრასტრუქტურა საუკეთესო ხარისხისაა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბოლო წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებში მიმდინარეობს ინვესტორება, რაც მომავალი თაობის გაზრდისა და განვითარებისათვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს.”

თბილისის თასის დასრულების შემდეგ ყველას ყურადღება ილრანდიის წინააღმდეგ გასამართი ნოემბრის ტესტის მიმართ იქნება მიბყრობილი, რომელიც ავივა სთედიუმზე 2014 წლის 16 ნოემბერს შედგება – “საქართველოს რაგბის კავშირი მიმდენარე თბილისის თასს, როგორც განვითარების საშუალებას უყურებს, რათა მსოფლიო თასისთვის მოთამაშეები გამოსცადონ. დარწმუნებული ვარ ნოემბერში ისინი სრული შემადგენლობით იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრები კარგი გუნდა, რაც მათ წინა მსოფლიო თასზეც დაამტკიცეს. ისინი მუდმივად ვითარდებიან და ძლიერდებიან და რაც მთავარია, მათ ძლიერი ერთობა გააჩნიათ. განვითარებისათვის ბორჯღალოსნები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რაც დარწმუნებული ვარ მსოფლიო თასზე დაუფასდებათ.” დასძინა ალან როლანმა.

rugby.ge

ბორჯღალოსნები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

ქართველი ბორჯღალოსნები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ერთიანდებიან და გაეროს ქალთა ორგანიზაციის კამპანიას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებენ.

თბილისის თასი 2014 – ჯილდო იაგუარებმა მოიპოვეს, ბორჯღალოსნები მეორეზე გავიდნენ

იაგუარები თბილისიდან თასით მიდიან

არგენტინელი იაგუარები 41- 7 ესპანეთი

თბილისის თასის 2014 წლის გათამაშების ბოლო მატჩში ესპანეთზე გამარჯვებით იაგუარებმა თბილისის თასი მოიპოვეს.

არგენტინელებმა ხუთი ლელო დადეს და მხოლოდ ერთი მიიღეს. მეორე ნახევარში გულადი ესპანელები გვარიანად შეასკდნენ ძლიერ მოწინააღმდეგეს და პოზიტიურ ნოტაზე დაასრულეს ტურნირი.

იაგუარების მწვრთნელმა, ვერნანდო ურდანეტამ განაცხადა: „თასის მოპოვებით ნამდვილად ბედნიერები ვართ. კარგი ტურნირი გამოდგა და მოთამაშეებმაც, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებმა ზღვა გამოცდილება მიიღეს. მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო ესპანეთის ნაკრების მიმართ, რომლებმაც თავიანთი ნიჭი მეორე ნახევარში გამოავლინეს და საქმე გაგვირთულეს. ახლა მთავარია, ჩემმა ბიჭებმა ეს გამოცდილება გამოიყენონ, რათა „უფროსებს“ კონკურენცია გაუწიონ.“

ესპანელებმა დიდი გულით ითამაშეს და მატჩის ბოლო წუთამდე ფარ-ხმალი არ დაუყრიათ. კაპიტანმა პაბლო ფეიხომ ნამატჩევს განაცხადა: „პირველ ნახევარში ძალიან გაგვიჭირდა. ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგესთან ქარის საწინააღმდეგოდ მოგვიწია თამაში და პირველ ტაიმში 30 ქულა გავუშვით. მეორე ნახევარში მოვუმატეთ. რამოდენიმე კონტრშეტევა განვახორციელეთ და ვანახეთ არგენტინელებს თუ რას წარმოვადნენდით. ლელო დავდეთ, თუმცე კიდევ რამოდენიმე ლელოს შანსი გვქონდა. საბოლოო ჯამში თამაშით კმაყოფილი ვარ. ამ ტურნირზე კარგი გამოცდილება მივიღეთ და ასეთი მაღალი დონის გუნდებთან თამაში ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.“

ლო 34-10 მზარდი იტალია

თბილისის თასის მესამე რაუნდის პირველ შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა 34-10 სძლიეს მზარდ იტალიელებს.

პირველი ნახევრის ერთი და მეორე ნახევრის სამი ლელო (მათ შორის ორი ტექნიკური იყო), საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებისათვის.

საქართველოს ნაკრები მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში დომინირებდა. ბურთის ფლობა და ტერიტორიული უპირატესობაც მათი იყო, რაც 13 ქულით დაუფასდათ.

ბორჯღალოსნები მე-14 წუთზე დაწინაურდნენ – ლაშა მალაღურაძემ 50 მეტრიდან შეასრულა ჯარიმა და გუნდი 3 ქულით დააწინაურა.

მალევე ბორჯღალოსნები 6 ქულით დაწინაურდნენ, მას შემდეგ რაც ბექა წიკლაურმა 22 მეტრიანი ზონის გარეთ არეკნი გაიტანა.

პირველი ნახევრის დასრულებამდე ცოტა დრო რჩებოდა, როდესაც ზურაბ ჟვანიამ ტურნირზე თავისი მეორე ლელო დადო, რომელიც მალაღურაძემ გარდასახა და ბორჯღალოსნები 13-0 დააწინაურა.

საქართველოს ნაკრებმა მეორე ნახევარი კვლავ დომინირებით დაიწყეს. ბორჯღალოსნებმა იტალიელთა შერკინება რამოდენიმეჯერ დაჯაბნეს და ტექნიკური ლელოც მიითვალეს. გარდასახვაც ზუსტი იყო და  20-0 გახდა. იტალიელებს შერკინებაში საკმაოდ გაუჭირდათ და მიღებულ ტექნიკურ ლელოს ექვს წუთში კიდევ ერთი მიამატეს. მალაღურაძემ კვლავ იზუსტა და ანგარიში 27-0 დააფიქსირა.

ჯეიმს ამბროზინის 55-ე წუთზე მიეცა ანგარიშის შემცირების შესაძლებლობა – კარის წინ დანიშნული ჯარიმა ზუსტი იყო. ამ ჯარიმას ბორჯღალოსნებმა კი მეოთხე, ბონუსის მომტანი ლელოთი უპასუხეს – ნაკრების ახალწვეულმა, 19 წლის მურაზ გიორგაძემ იტალიელთა გრძელი პასი ჩაჭრა და ლელომდე 35 მეტრი ირბინა.

იტალიელებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ, რასაც მატჩის დასრულებამდე 12 წუთით ადრე მათი ლელო მოყვა და მატჩის საბოლოო ანგარიში 34-10 დაფიქსირდა.

იტალიელთა მწვრთნელმა, მარიუს ღუზენმა განაცხადა: „ბიჭებმა დღეს რაგბის კარგი გაკვეთილი მიიღეს. ქართველებმა თავიანთი ფიზიკური ძალა და გამოცდილება სრულიად გამოიყენეს, რასაც ჩვენ ვერაფერი დავუპირისპირეთ. ტურნირით კმაყოფილი ვარ და მინდა ორგანიზატორებს და განსაკუთრებით საქართველოს რაგბის კავშირს დიდი მადლობა გადავუხადო.“

ნამატჩევს მილტონ ჰეიგმა განაცხადა: „შერკინების გარჯით კმაყოფილი ვარ. დავით ქუბრიაშვილმა შესანიშნავად ითამაშა და მისი ყოფნა შეეტყო გუნდს. მოწინააღმდეგე წნეხის ქვეშ ვამყოფედ და შერკინებიდან ორი ლელოც მივითვალეთ. ხარვეზებსაც ჰქონდა ადგილი. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ტურნირის კარგად დასრულებას, რასაც 20 ქულიანი სხვაობით მოგებული თამაშით მივაღწიეთ კიდეც. შუა კვირას უკეთესად, რომ გვეთამაშა არგენტინას მოვუგებდით და ტურნირშიც გავიმარჯვებდით. მე საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ. ჩვენ ორი მიზანი გვქონდა: მოთამაშეების გამოცდა და ტურნირის მოგება, სამწუხაროდ ეს უკანასკნელი ვერ მოვახერხეთ.“

Rugby.Ge

IRB თბილისის თასი 2014 – გუნდებმა მესამე, დასკვნითი რაუნდის რაზმები დაასახელეს

ბორჯღალოსნები მზარდ იტალიელებთან ითამაშებენ

კაპიტნის ვარჯიშის ფოტოები >>>

დასკვნითი რაუნდის პირველ შეხვედრაში საქართველო და მზარდი იტალია შეხვდებიან ერთმანეთს. გუნდებს თითო მოგება აქვთ. წინა რაუნდში მოპოვებული ბონუსით იტალიელები მეორე ადგილს იკავებენ.

 

იტალიელთა მწვრთნელი ანდრეა კავიტანო კმაყოფილია თავისი გუნდის თამაშით ესპანელთა წინააღმდეგ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პირველ რაუნდში ისინი არგენტინასთან დამარცხდნენ – „ჩვენ შევდექით როგორც გუნდი. ესპანეთთან თამაში საგრძნობლად გამოვასწორეთ. ახლა საჭიროა კიდევ ერთხელ დავდგეთ, რათა ჩვენი ძალები საქართველოს წინააღმდეგ გამოვცადოთ. პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან გაგვიჭირდება, ვინაიდან საქართველო მასიური და დიდი ფიზიკური ძალის მქონე გუნდია.”

 

მილტონ ჰეიგმა განაცხადა: „ბევრი შანსი გვქონდა, რომლებიც ელემენტარულად ვერ გამოვიყენეთ. განსაკუთრებით შერკინებაში მოვიკოჭლებდით. რეალურად რომ შევხედოთ, მოცემული შესაძლებლობებიდან ერთი მაინც რომ გამოგვეყენებინა, მოვიგებდით თამაშს. განხილვისას ბევრი პოზიტიური ასპექტიც დავინახეთ. მათი გადატანა აუცილებელია ხვალინდელ შეხვედრაში. მზარდი იტალია ძლიერი მოწინააღმდეგეა – კარგი შერკინება ჰყავს. წინ უკომპრომისო შეხვედრა გველის.”

იაგუარებს თასის მოპოვებამდე ერთი მატჩი დარჩათ

 

ხვალ 19:00 საათზე არგენტინელი იაგუარები ესპანეთს შეხვდებიან და ეცდებიან თბილისის თასი შინ გაიყოლონ.

 

იაგუარებმა ორი მატჩი უკვე მოიგეს, მათ შორის, ურთულესი შეხვედრა ბორჯღალოსნების წინააღმდეგ.

 

ვერნანდო ურდანეტამ განაცხადა: „ესპანეთთან რთული მატჩი გველის. კარგად დავიწყეთ ტურნირი და გვინდა გავიმარჯვოთ. გეგმასა და სტრატეგიას თუ მივყვებით, ამ მიზანს ადვილად მივაღწევთ. მიუხედავად ყველაფრისა ესპანეთის ნაკრები გულადი გუნდია და არაფერს დაგვითმობს.“

 

წინა ტურში იტალიელებთან პირწმინდად წაგებული მატჩის შემდეგ ესპანეთი ეცდება რამენაირად ღირსება აღიდგინოს. როგორც მწვრთნელმა, სანტიაგო სანტოსმა განაცხადა, წინა კვირას მათ უკუნაბიჯი გადადგეს.

 

ესპანელთა კაპიტანმა, პაბლო ფეიხომ დასძინა: „ძალიან გაგვიჭირდება, ვინაიდან არგენტინელებმა წინა ორი მატჩი მოიგეს. საქართველოსთან ყველაზე დაძაბული და რთული თამაში ჰქონდათ.  ჩვენთვის, როგორც წინა კვირაში აღვნიშნე, ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა ექნება მოთამაშეებისათვის, გამოცდილების შესაძენად. არგენტინასთან კარგ თამაშს და ანგარიშში მცირე სხვაობას მიღწევად მივიჩნევდი.”

რაზმები

საქართველო – იტალია, 22 ივნისი, 17 საათი

საქართველო

15 ბექა წიკლაური, 14 მურაზ გიორგაძე, 13 მერაბ შარიქაძე, 12 რეზო გიგაური, 11 სანდრო თოდუა; 10 ლაშა მალაღურაძე, 9 გიორგი ბეგაძე /

1 ზურაბ ჟვანია, 2 შალვა მამუკაშვილი, 3 დუდუ ქუბრიაშვილი; 4 გიორგი ნემსაძე, 5 კოტე მიქაუტაძე; 6 შალვა სუთიაშვილი^კაპ, 7 გიორგი თხილაიშვილი, 8 ბექა ბიწაძე *

16 გურამ კავთიძე, 17 დაჩი ყუფარაძე; 18 ლაშა ლომიძე, 19 გივი ბერიშვილი, 20 დიმიტრი ბასილაია / 21 გიორგი როხვაძე. 22 თამაზ მჭედლიძე

იტალია

15 დევიდ-მაიქლ ოდიეტე, 14 სიმონე რაგუზი, 13 ტომაზო ბონი,  12 ტომაზო კასტელო (კაპ), 11 მიკელე ვიზენტინ; 10 ჯეიმზ ამბროზინი, 9 მარჩელო ვიოლი /

1 ანდრეა ლოვოტი, 2 ორნელ ჯეგა, 3 ლორენცო რომანო;  4 ფილიპო ჯეროზა,  5 მიკელე ანდრეოტი; 6 მაკსიმე მბანდა-მატა, 7 ემილიანო კაფინი, 8 მატეო ფერო *

16 ჯოვანი სკალვი, 17 ლუკა სკარსინი, 18 რუდი ბიანკოტი; 19 იაკოპო სარტო, 20 ენრიკო ბაკინ / 21 ალეკს მორსელინო, 22 კარლო კანა

არგენტინა – ესპანეთი, 22 ივნისი, 19 საათი

არგენტინა

15 რამირო მოჟანო, 14 ფაკუნდო ვარეა, 13 ხუან-იგნასიო ვრექს, 12 ხავიერ როხას, 11 დან ისაკ; 10 სებასტიან პოეტ, 9 მარკოს ვოჟინი /

1 სანტიაგო გარსია-ვოტა, 2 ტომას ვარავაჟე, 3 გასტონ კორტეს; 4 ფრანკო ვალდონი, 5 ლუკას პონსე; 6 ლუკას მაგვაიერ, 7 ლაუტარო კასადო, 8 ლისანდრო აუალი (კაპ) *

16 დამიან არიას, 17 ნაუელ ლოვო; 18 ნიკოლას პროტო; 19 ფაკუნდო ისა / 20 ფელიპე ესკურა, 21 მატიას მასერა, 22 ხუან კაპიელო

 

ესპანეთი

15 ხავიერ კარიონ, 14 ალბერტო დიას,  13 პაბლო ფონტეს,  12 დენიელ-როს სნი, 11 სერხიო ფერნანდეს; 10 მარიანო-ესეკიელ გარსია, 9 პაბლო ფეიხო (კაპ)

1 ფრანსისკო-ხავიერ სანს, 2 ხუან ანაია, 3 ხესუს მორენო; 4 ალეხანდრო ბლანკო, 5 მანუელ მორა;  6 ხავიერ დე-ხუან, 7 ხოსე-ლუის დელ-ვაჯე, 8 ადამ-რობერთ ნიუთონ *

16 გიჯერმო ესპინოს, 17 რომენ აზენსი, 18 გაბრიელ-აგუსტინ ორტის, 19 ფრანსისკო ბლანკო;  20 იგნასიო-დუკო მოლინა / 21 ალეხანდრო გუტიერეს-მიულერ, 22 ფაკუნდო მუნიჯა

Rugby.GE

სამზადისი ბოლო, მესამე ტურისთვის

თბილისის თასის მეორე რაუნდში, რომელიც ოთხშაბათს, 18 ივნისს, ავჭალაში გაიმართა, საქართველომ 10 ქულით წააგო არგენტინელ იაგუარებთან, ხოლო მზარდმა იტალიამ მშრალზე, 37 ქულით ძლია ესპანეთი.

თბილისის თასის მესამე, ბოლო რაუნდი კვირას, 22 ივნისს ჩატარდება: 17 საათზე ბორჯღალოსნები მზარდ იტალიას ეთამაშებიან, ხოლო 19 საათზე იაგუარები ესპანეთს შეხვდებიან.

სატურნირო მდგომარეობა

იაგუარებმა პირველ რაუნდში მოპოვებულ ბონუსიან, 5-ქულიან გამარჯვებას მეორე რაუნდის 4 ქულა მიამატეს და 9 ქულით ლიდერობა განიმტკიცეს. იტალიელები ბონუსმა მეორე ადგილზე აწია. მესამე ადგილს 4 ქულით ბორჯღალოსნები იკავებენ, ხოლო ბოლოზე, კვლავ ნული ქულით, ესპანეთია.

ხვალ, შაბათს, 21 ივნისს, ოთხივე გუნდი გამართავს კაპიტნის ვარჯიშს, რის შემდეგაც გამოქვეყნდება სამატჩო, 22-კაცა, გადანომრილი რაზმები.

ტელე და ინტერნეტ ტრანსლაცია

დამაგვირგვინებელი რაუნდის მატჩს საქართველოსა და მზარდ იტალიას შორის პირდაპირ ეთერში შემოგვთავაზებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. ტრანსლაცია 17 საათზე დაიწყება

ორივე მატჩის ხილვა სტრიმის მეშვეობით შესაძლებელია რაგბის საერთაშორისო საბჭოს ვებგვერდზე http://www.irb.com/live/video.html

ბილეთები იყიდება ყოველდღიურად საქართველოს რაგბის კავშირში, ხოლო მატჩის დღეს – ავჭალის სარაგბო სტადიონზე. თითო დღის ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს.

Rugby.GE

გიორგი ნიჟარაძე ევროპული რაგბის მომავალ გეგმებზე და 2017 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე ხორვატიის ქალაქ სპლიტში იმყოფება, სადაც 18-23 ივნისის ჩათვლით ტარდება ფირა-აერის კონგრესი. გამომდინარე განსახილველი საკითხებიდან, აღნიშული კონგრესი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ RUGBY.GE გიორგი ნიჟარაძეს სპლიტში დაუკავშირდა:

ფირა აერის მომავალი და ევროპის საკლუბო ტურნირები

„გამომდინარე იმ საკითხებიდან, რომლებიც უნდა განვიხილოთ, ეს კონგრესი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. პირველი და უმთავრესი იქნება ის, რომ ალბათ ჩვენ შევცვლით თვითონ ამ ორგანიზაციის სახელს. ყველასთვის ცხადია, რომ ფირა-აერი არის მოუქნელი და არაფრის მთქმელი სახელწოდება და შესაბამისად ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის რაგბის ევროპულ ფედერაციას. მეორე საკითხი რაზეც ვიმსჯელებთ, არის ის, რომ ევროპული ფედერაცია უნდა იყოს რეალურად ევროპული ფედერაცია ყველასთვის, მათ შორის 6 ერისთვის და არა მარტო პირველი ექვსი ერის ქვემოთ მყოფი ქვეყნებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ეს ისტორიული მომენტია. ცხადია, იქნება  ცხარე დებატები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ და ევროპული ფედერაცია სრულიად ახალი სახით, ახალი სახელით, პოლიტიკითა და დებულებით წარდგება ამ კონგრესის ბოლოს – მე ამის დიდი იმედი მაქვს.

შემდეგი უმნიშვნელოვანესი საკითხი რასაც ამ კონგერსზე განვიხილავთ, არის ევროპული საკლუბო ტურნირების რეორგანიზაცია და საქართველოსთვის, რუმინეთისთვის, რუსეთისთვის და პორტუგალიისთვის ამ ტურნირებში მონაწილეობისთვის ახალი შანსის გაჩენა. ჯერ ამ თემაზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ, ვინაიდან იქნება განხილვები და დისკუსიები, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მეორე დონის ტურნირი (ჩელენჯ კაპი) ახალი ფორმატით ჩატარდება და მასში ფირას ორი ქვეყნის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. დისკუსია გაიმართება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ჩატარდეს საკვალიფიკაციო ტურნირი, რა პრინციპით, ვინ მიიღებს მონაწილეობას და ასე შემდეგ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ყველა ვარიანტში მივიღებთ მონაწილეობას ამ შესარჩევში. ალბათ გულშემატკივარს ესმის, რომ ქართულ კლუბებს პრაქტიკულად არ გააჩნიათ ამ ტურნირში მონაწილეობის ფინანასური საშუალება. განვმეორდები და ვიტყვი, რომ კვალიფიკაციის გავლის შემთხვევაში კლუბს შემდეგ რვა თამაში ექნება ჩასატარებელი და ეს სადღაც 300 ათასი ევრო დაჯდება, მაგრამ აქაც არსებობს გამოსავალი – ამ შეჯიბრის დებულება იძლევა რეგიონის ან ქალაქის ნაკრებით წარდგენის შესაძლებლობას. არა ქვეყნის კლუბების ნაკრებით, არამედ რეგიონის. შესაბამისად, რადგან წელს ქვეყნის ჩემპიონია თბილისური კლუბი, ეს იქნება თბილისის ან აღმოსავლეთის ნაკრები. ამაზე კიდევ ვიმსჯელებთ.

განიხილება კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, ძალიან დაძაბული სამუშაო გრაფიკია და იმედია, რომ 22 ივნის ბევრი რამ იქნება უკვე ცხადი თუ საით მიდის ევროპული რაგბი და რა შანსები და სარგებელი  გაუჩნდება ამით საქართველოს.“

JWC2017-ის საქართველოში გამართვის განაცხადი

17 ივნისს ჩატარდა მთავრობის სხდომა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მინისტრათა კაბინეტს საქართველოს რაგბის კავშირმა წარუდგინა  2017 წლის მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის საქართველოში გამართვისათვის გასაკეთებელი განაცხადის შესახებ პრეზენტაცია. ამასთან დაკაშირებით გიორგი ნიჟარაძემ განაცხადა შემდეგი:

„ამ საკითხზე მუშაობა ჩვენ დიდი ხნის წინ დავიწყეთ. ეს იდეა გუშინ არ დაბადებულა.  ცხადია რაგბის საერთაშორისო საბჭოსთან შევამოწმეთ ჩვენი შესაძლებლობები. ამის შემდეგ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლეთ სპორტის სამინისტროსთან, პირადად მინისტრთან ბატონ ლევან ყიფიანთან და მის მოადგილესთან ბატონ აკაკი ლოდიასთან და მხოლოდ ამის შემდეგ გავიტანეთ ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე სადაც გავაკეთეთ შესაბამისი პრეზენტაცია, რომელიც ორ ნაწილად დავყავით.

პირველი ნაწილი ეძღვნებოდა 2015  წელს ინგლისში გასამართ რაგბის მსოფლიო თასს.  მთავრობას შევთავაზეთ იდეა, რომ ინგლისში გასამართი მსოფლიო თასი გამოგვეყენებინა,  როგორც საქართველოს წარმოჩენის საუკეთესო საშუალება. მოგეხსენებათ, რომ რაგბის მსოფლიო თასი სპორტულ სამყაროში მნიშვნელობითა და სიდიდით მესამე მოვლენაა ოლიპიადისა და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. ინგლისი თავისთავად არის შესანიშნავი ადგილი იმისთვის, რომ წარმოვაჩინოთ ზოგადად ჩვენი ქვეყანა, ჩვენი კულტურა, ჩვენი ღვინო (რაც ჩვენის აზრით ძალზედ მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვეძებთ ახალ ბაზრებს ქართული ღვინისთვის, ხოლო ინგლისი ზოგადად და კერძოდ ლონდონი არის ღვინის დაგემოვნების და ღვინის სამყაროში მოდის დამკვიდრების ერთერთი მსოფლიო ლიდერი). ეს შეთავაზება მთავრობამ ძალიან კარგად მიიღო და უახლოეს მომავალში შეიქმნება სამთავრობო კომისია, რომელიც იმუშავებს ამ საკითხებზე და დიდი იმედი მაქვს, რომ ინგლისის მსოფლიო თასის დროს იქ იქნება გახსნილი ქართული სახლი და ქვეყანა იქნება წარმოჩენილი მაქსიმალურად ეფექტურად.

მეორე ნაწილი ეხებოდა უშუალოდ 2017 წლის 20-წლამდელების მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების იდეას. ჩვენ დავუსაბუთეთ მინისტრტთა კაბინეტს თუ რას მოუტანს ეს ქვეყანას, რა არის რაგბის საერთაშორისო საბჭოს კონტრიბუცია, მასპინძელი ქვეყნის ვალდებულებები. ეს ყველაფერი გავიარეთ ციფრებში, ფინანსებში და სრული მხარდაჭერა მივიღეთ ბატონ პრემიერ-მინისტრისგან და კაბინეტის წევრებისგან. იქვე გადაწყდა, რომ ჩვენ ვაკეთებთ ამ განაცხადს და გულშემატკივრებს მინდა მოვახსენო, რომ ეს განაცხადი გაკეთდა.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება მასპინძლობის შესახებ უნდა მიეღო 2015 წლის მაისში. საქართველოს რაგბის კავშირზე გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში ეწერა, რომ ირბ გაგებით ეკიდება იმ ფაქტს, რომ თუ საქართველო მიიღებს მასპინძლობის ტენდერში მონაწილეობას, მას ექნება გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები განსახორციელებელი და ამისთვის, ქვეყანას მეტი დრო დასჭირდება და შესაბამისად რაგბის საერთაშორისო საბჭო მზად არის 2015 წლის მაისის ნაცვლად ეს გადაწყვეტილება მიიღოს 2014 წლის ნოემბერში. ამ წერილიდან დაკვირვებული გულშემატკივარი ადვილად ამოიკითხავს ირბ-ს კეთილგანწყობას ამ უდიდესი სპორტული ტურნირის საქართველოში ჩატარების მიმართ.

შემდეგ ეტაპზე გვმართებს ძალიან სერიოზული მუშაობა იმისთვის, რომ   გავწეროთ მთელი გეგმა – რას ვაპირებთ, რა გვჭირდება იმისთვის, რომ რაგბის საერთაშორისო საბჭომ ჩვენ დაგვიჭიროს მხარი. ვფიქრობთ, რომ ძირითადი ფული უნდა ჩაიდოს დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნაში, ანუ უნდა აშენდეს დამატებითი სავარჯიშო მოედნები და სხვა. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ თბილისის გარდა მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლოს  ქუთაისმაც და საამისოდ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს რაგბის საერთაშორისო საბჭო

იმ შემთხვევაში თუ საქართველო მოიპოვებს ამ ტურნირის ჩატარების უფლებას, ეს უმნიშვნელოვანესი იქნება არა მხოლოდ ქვეყანაში რაგბის განვითარებისთის, არამედ ქვეყნის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციისთვის. უდავო იქნება ხელშესახები სარგებელიც. მაგალითად თუ სწორედ წავრმართეთ მარკეტინგული პროგრამა, ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია მსგავსი შეჯიბრისთვის ტურისტების რეკორდული ოდენობა მოვიზიდოთ ქვეყანაში. ამისთვის სლოგანიც მოვიფიქრეთ: „საქართველო – ღვინის სამშობლო, სადაც რაგბს თამაშობენ“/”Georgia – Cradle of Wine & Rugby Country”მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებით ამ ორი-სამი წლის განმავლობაში შეგვეძლება ძალიან ბევრი რამის გაკეთება საიმისოდ, რომ  მომავალში ვიყოთ მზად ამ დონის შეჯიბრების ჩასატარებლად. ჩვენ შეგვიძლია დავუტოვოთ ქვეყანას სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა და ბევრი რამ სხვა სფეროებიდან. მაგალითად ქვეყანაში  გავქვს ერთი ან საუკეთესო შემთხვევაში ორი მოძრავი სატელევიზიო სადგური, ე.წ „პე ტე ეს-ი“, რითაც ხდება მასშტაბური სპორტული და დიდი ღონისძიებების გადაცემა პირდაპირ ეთერში. ცხადია, რომ ამ ოდენობის სადგური ვერ უზრუნველყოფს მსოფლიო ჩემპიონატის ტელეგაშუქებას. შესაბამისად უნდა ვიყიდოთ სამი ან ოთხი ასეთი სადგური, რომელიც შემდეგ დარჩება ქვეყანას. ან მაგალითად ისეთი მტკინვეული საკითხის გადაწყვეტა, როგორიც არის ვიდეო რეფერის პროგრამა. იმედია საზოგადოებრივ მაუწყებელს გამოუყოფენ შესაბამის თანხებს მსგავსი პროგრამის შესაძენად.

სტადიონების საკითხიც დგას. ამ წუთისთვის არსებობს ორი სტადიონი – დინამო არენა და მესხის სტადიონი. თუ ქუთაისის ჩართვაც გამოგვივა, იქ ჩვენი 5 ათასიანი სტადიონი გვექნება უკვე იმ დროისთის. ასაშენებელი იქნება სავარჯიშო მოედნები, არა სტადიონები, არამედ მოედნები. ადგილი უკვე შერჩეულია სადაც ამის გაკეთებას შევძლებთ. მე მოედნების კონკრეტული ოდენობის დასახელებისგან თავს შევიკავებ. ეს იქნება მარტივი ინფრასტრუქტურის მოედნები საშხაპეებით და გასახდელებით. ჩემპიონატის შემდეგ ეს მოედნები მოემსახურება ჩვენს კლუბებს და სპორტულ სკოლებს.

კვლავ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და მთავრობას სრული მხარდაჭერისთვის. ახლა არის ბევრი შრომა საჭირო, ბიუჯეტის დაზუსტება და დეტალების გავლა, მოგეხსენებათ ეშმაკი დეტალებშია. ალბათ მალე ჩამოვა რაგბის საერთაშორისო საბჭოს ტურნირებისა და საშეჯიბრო კომიტეტის მენეჯერი და ამ ყველაფრის გავლის შემდეგ იმედია, რომ ნოემბერში წარვდგებით სერიოზული გეგმით და პრეზენტაციით.  პირადად მე ბევრი სამუშაო მექნება რაგბის საერთაშორისო საბჭოს თითოეულ წევრთან, რათა დავარწმუნო ისინი იმაში, რომ მხარი დაგვიჭირონ.

ვიმედოვნებთ, რომ გულშემატკივრებიც მხარში დაგვიდგებიან. ამ დონის შეჯიბრის ორგანიზებაში და ჩატარებაში მთელი ქვეყანა უნდა იყოს ჩართული და მჯერა, რომ იმ შემთხვევაში თუ ირბ მიიღებს გადაწყვეტილებას, ყველანი ერთად მოვახერხებთ, იმას, რომ ეს ტურნირი მის ისტორიაში საუკეთესო გახდეს.“

Rugby.GE

IRB თბილისის თასის II რაუნდში იაგუარებთან დავთმეთ – იტალიელებმა ესპანელებს ქულა არ გააკეთებინეს

საქართველო 16-26 არგენტინელი იაგუარები

მატჩის ფოტოები >>>

არგენტინელმა იაგუარებმა წლევანდელ თბილისის თასზე მეორე გამარჯვება მოიპოვეს მატჩში მასპინძელთა წინააღმდეგ, რომელშიც უხვად ვიხილეთ ბარათები.

მატჩის დაწყებიდან ცოტაოდენი ხანი იყო გასული, როდესაც არგენტინელებს პირველი ქულების მიღების შესაძლებლობა მიეცათ – ცენტრმა, პავლო სოსინომ კარში ზუსტად დაარტყა, მას შემდეგ, რაც რაქში არგენტინელებისათვის ბურთის გამოტანისთვის ხელის შეშლის გამო არბიტრმა ბორჯღალოსნები დაჯარიმა და გივი ბერიშვილი სინ ბინში გაუშვა.

კაცნაკლულ ბორჯღალოსნებს გაუჭირდათ და საკუთარ შერკინებაში დაჯარიმების შემდეგ, სოსინომ კიდევ სამი ქულა მიიმატა.

მიღებული ექვსი ქულის შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა, რის შედეგადაც მე-12 წუთზე ლაშა მალაღურაძემ ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა.

ამას მალევე მატჩის პირველი ლელო მოყვა. ბორჯღალოსნების შერკინების შემკვრელმა, ბექა ბიწაძემ მეტოქის ხუთ მეტრიან ზონასთან გაჭრა ხაზი. ბიწაძე ლელომდე ერთ მეტრში შეაჩერეს. ბურთი მყისვე აიღო და მიეძალა პირველ ხაზელი ზურაბ ჟვანია, რომელსაც დამიწება აღარ გასჭირვებია. გარდასახვა მალაღურაძემ შეასრულა და ანგარიში 10-6 დააფიქსირა.

პავლო სოსინომ თავისი მესამე ჯარიმით სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა, მაგრამ მალევე მალაღურაძის 55 მეტრიდან დარტყმულმა სხვაობა ოთხ ქულამდე გაზარდა. ჯარიმა კი არგენტინელებმა კაპიელოს სახიფათო ბოჭვის მერე მიიღეს, რასაც 10 წუთით მისი გაძევება მოყვა.

იაგუარებმა ტაიმის ბოლო წუთებზე ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს. სოსინო ისევ ზუსტი აღმოჩნდა და შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 13-12 გავიდნენ.

მეორე ნახევარში სამხრეთ ამერიკელებმა კვლავ შეძლეს წინ გასვლა. ამჯერადაც სოსინო იყო ზუსტი. მოგვიანებით ბორჯღალოსნები შერკინებაში დაჯარიმდნენ და სოსინომ ისევ ზუსტად დაარტყა.

სათამაშოდ 20 წუთი რჩებოდა, როდესაც მალაღურაძემ მორიგი სამი ქულა შესძინა ბორჯღალოსნების ყულაბას და ანგარიში 16-18 დააფიქსირა.

თამაში საინტერესო და სანახაობრივი დასკვნით თხუთმეტ წუთში გახდა: ბორჯღალოსნებმა შეტევა საკუთარი 22-დან წამოიწყეს. მოედნის შუაწელში მალაღურაძისგან ბურთი მიქაუტაძეს მიუვიდა, რომელმაც ოფლოუდის შესრულება ვერ მოახერხა და შეტევა შედეგის გარეშე დასრულდა.

მალევე შანსი თედო ზიბზიბაძეს მიეცა, რომელმაც ხაზი სუფთად გაიჭრა და ყველამ იფიქრა, რომ ლელო აუცილებლად გავიდოდა, მაგრამ მცველმა ნახტომში ხელი ფეხზე ოდნავ გამოკრა და შემტევს წონასწორობა დააკარგვინა. ზიბზიბაძეს 5 მეტრში წამოკრეს ფეხში, იგი წაიქცა და სწრაფადვე წამოხტა, მაგრამ მსაჯმა იერიშის გაგრძელების საშუალება არ მისცა.

ქართველები კიდევ ერთხელ დაირაზმნენ. შეტევა მარცხნივ ვითარდებოდა, რა დროსაც ლაშა მალაღურაძემ ბურთი მარჯვნივ დაჰკიდა. ბურთს თაზო მჭედლიძე დაეუფლა და ლამაზი ნახტომით დაამიწა კიდეც, მაგრამ გვერდითი მსაჯის ამართული ალამი იმას მეტყველებდა, რომ ლელო არ ჩაითვალა, ვინაიდან დამიწებამდე მჭედლიძე ფეხით აუტის ხაზს შეეხო.

დაძაბულობამ იმატა, რის შედეგად უკვე 70-ე წუთზე ორივე გუნდს თითო მოთამაშე აკლდათ.

მატჩის დასრულებამდე სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო რჩებოდა. ამ დროს არგენტინელთა ფრთამ, რამირო მოჟანომ ბორჯღალოსანთა დაცვას თავი კარგად აარიდა და მატჩის ბოლო ლელო დააფიქსირა. მანამდე კი, სოსინოს კიდევ ერთი ზუსტად შესრულებული ჯარიმა ვიხილეთ. მატჩი არგენტინელთა გამარჯვებით 16-26 დასრულდა.

ნამატჩევს

მილტონ ჰეიგი: „არ ვფიქრობ, რომ დღეს ბევრად უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე ესპანეთთან. ტექნიკური წუნი ნაკლებად გვქონდა, მაგრამ მხოლოდ პირველ ტაიმში 10 ჯარიმა გავეცით. ამდენი ჯარიმა მთელი ექვსი თვის განმავლობაში არ მოგვიგროვებია, დღეს კი, დისციპლინაში მოვიკოჭლებდით.

„ჩვენ თავად გავირთულეთ საქმე, თორემ ამ თამაშს აუცილებლად მოვიგებდით. ამ ტურნირის მიზანი ჩვენი მოთამაშეთა რაოდენობის ზრდაა. ზოგს კიდევ მიეცემა შანსი, ზოგი ამ შანსს ვეღარ მიიღებს, ზოგმა კი, თავი უკვე გამოიჩინა. მსოფლიო თასამდე ჯერ კიდევ 15 თვეა. .“

მერაბ შარიქაძე: „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ასეთ ასაკში საქართველოს ნაკრების გაძღოლა. ამის გამო, ცოტა არ იყოს ვნერვიულობდი და შესაძლოა, ამის ბრალიცაა ჩვეულად რომ ვერ ვითამაშე. იყო ასეთი გამოცდილი მორაგბეებით დაკომპლექტებული გუნდის კაპიტანი, უდიდესი პასუხისმგებლობაა.

„რაც შეეხება თამაშს და ტურნირს, მარცხმა გული დაგვწყვიტა, მაგრამ სწორედ ასეთ მატჩებში უნდა მივიღოთ ახალგაზრდებმა გამოცდილება და მერე ის ოფიციალურ შეხვედრებში გამოვიყენოთ”.

მზარდი იტალია 37-0 ესპანეთი

მეორე რაუნდის მეორე მატჩში იტალიელებმა ადვილ გამარჯვებას მიაღწიეს ესპანელებთან.

პირველი ტაიმის სამი და მეორე ნახევრის ორი ლელოთი იტალიელები ბონუსით სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზე ამოვიდნენ.

ანდრეა კავინატოს შეგირდები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, რომელბმაც პირველ ნახევარში სამი კარგი ლელო დადეს.

მატჩის შემდეგ ესპანელთა მწვრთნელმა, სანტიაგო სანტოსმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა უკუნაბიჯი გადადგა და რომ საქართველოსთან ჩატარებული მატჩის შემდეგ ის დღეს უფრო მეტს ელოდა.

ტომაზო კასტელოს თქმით კი, პირველ რაუნდში არგენტინელებთან წაგებული თამაშის მერე, გუნდი უფრო შეიკრა და შესაძლებლობების მაქსიმუმზე მეტი გამოიყენა.

სატურნირო მდგომარეობა და ფინალური რაუნდი

ამრიგად თბილისის თასის მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ არგენტინელებმა უფრო განიმტკიცეს პირველი ადგილი. ბოლო ადგილიდან მეორეზე გადმოინაცვლეს იტალიელებმა. ბორჯღალოსნები მესამე ადგილზე ჩამოქვეითდნენ, ხოლო ესპანელები კლვლავინდებურად ნული ქულით, ბოლო საფეხურზე იმყოფებიან.

22 ივნისს IRB თბილისის თასი 2014-ის ფინალური რაუნდი გაიმართება, რომელშიც ბორჯღალოსნები მზარდ იტალიელებს, ხოლო არგენტინელები ესპანეთს ეთამაშებიან.

Rugby.GE

ალ ფაისალი – დინამოს მეტოქე თურქულ შეკრებაზე

დინამოელები თურქეთის მთიან კურორტ- კარტეპეში, პირველ მოსამზადებელ შეკრებას გადიან. შეკრებაზე ძირითადი აქცენტი ფიზ-მომზადებას ეთმობა, თუმცა საკონტროლო მატჩებიც დაიგეგმა. თბილისელები 15 ივნისს თურქმენეთის შაგადამს დაუპირისპირდნენ და 1:0 აჯობეს მეტოქეს. ხვალ დინამო კიდევ ერთ სპარინგს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე საუდის არაბეთის პრო ლიგის მეექვსე ადგილოსანი- ალ ფაისალი იქნება.

სიახლეები

18.06.2014
ალ ფაისალი – დინამოს მეტოქე თურქულ შეკრებაზე

დინამოელები თურქეთის მთიან კურორტ- კარტეპეში, პირველ მოსამზადებელ შეკრებას გადიან. შეკრებაზე ძირითადი აქცენტი ფიზ-მომზადებას ეთმობა, თუმცა საკონტროლო მატჩებიც დაიგეგმა. თბილისელები 15 ივნისს თურქმენეთის შაგადამს დაუპირისპირდნენ და 1:0 აჯობეს მეტოქეს. ხვალ დინამო კიდევ ერთ სპარინგს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე საუდის არაბეთის პრო ლიგის მეექვსე ადგილოსანი- ალ ფაისალი იქნება.

საუდის არაბეთის ქალაქ ჰარმას გუნდი 1954 წელს დაარსდა. ჩვენი მომავალი მეტოქე გუნდის ფერები თეთრი და შინდისფერია. საშინაო შეხვედრებს გუნდი პრინც სალმან აბდულაზის სახელობის სტადიონზე  ატარებს, რომლის ტევადობაც 7000 მაყურებელია.

გუნდი დიდი წარმატებებით ვერ დაიკვეხნის. 2003 წელს ალ ფაისალმა საუდის არაბეთის მეორე დივიზიონში იმარჯვა. 2006 წელს გუნდმა პირველი დივიზიონის ვერცხლის მედლები მოიპოვა, ხოლო 2010 წელს იმავე დივიზიონში იჩემპიონა. 2010 წლიდან ალ ფაისალი პრო ლიგაში ასპარეზობს და ჯერ-ჯერობით ორჯერ დაკავებული მე- 8 ადგილით დაიკვეხნის. მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2013 წლის დეკემბრიდან იტალიელი სპეციალისტი- ჯოვანი სალინასი მუშაობს.

ალ ფაისალის შემადგენლობაში ადგილობრივი ფეხბურთელების გარდა 4 ლეგიონერი ასპარეზობს. იორდანიელი ნახევარმცველები- ხალილ ბანიატეა და იასენ ალ ბახეტი. ბრაზილიელები, ნახევარმცველი- რეინალდუ და თავდამსხმელი- მარსელუ.

Rugby.GE

 

IRB თბილისის თასი 2014 – გუნდებმა მეორე რაუნდის რაზმები დაასახელეს

თბილისის თასის ოთხივე მონაწილე გუნდი მეორე რაუნდის მოლოდინშია. 18 ივნისს, 17 საათზე, ბორჯღალოსნებისა და არგენტინელი იაგუარების მატჩი გახსნის მეორე ტურს, 19 საათზე კი მზარდი იტალიელები ესპანეთს შეხვდებიან.

ვარჯიშის ფოტოები >>>

იაგუარები ცხრილში პირველ ადგილზე არიან. მათ პირველ რაუნდში ბონუსით სძლიეს იტალია და 5 ქულა დაიმსახურეს. ბორჯღალოსნები 4 ქულით კვალში უდგანან ლიდერს. აქედან გამომდინარე, ხვალინდელი რკენა თასის მფლობელის გამოსავლენად გადამწყვეტია, მზარდი იტალია და ესპანეთი კი პირველი ქულების მოპოვებას ეცდებიან.

რამზმებში ცვლილებებია

დღეს გუნდებმა გამართეს ტრადიციული, წინა-სამატჩო, კაპიტნის ვარჯიშები, რომელთა შემდეგაც მეორე რაუნდის 22-კაცა რაზმები დაასახელეს.

ბორჯღალოსანთა რიგებში რამდენიმე ცვლილებაა. დავით კაჭარავასა და ანტონ ფეიქრიშვილს ტვინის შერყევის გამო შეკრების შეწყვეტა მოუხდათ – კაჭარავა პირველ რაუნდში ესპანეთთან მატჩისას დაზიანდა, ხოლო ფეიქრიშვილი ვარჯიშზე დაშავდა.

27- კაპიტანი

ესპანეთთან რკენისას ფეხის კუნთი დაეჭიმა შალვა სუთიაშვილს და სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, იგი იაგუარებთან მატჩს გამოტოვებს. აქედან გამომდინარე, ხვალინდელი თამაშის სასტარტო თხუტმეტეულში თედო ზიბზიბაძეს ვიხილავთ, ხოლო მარქაფაში – გურამ კავთიძესა და დაჩი ყუფარაძეს.

არგენტინასთან ბორჯღალოსნებს მორიგი ახალი კაპიტანი ეყოლებათ – 21 წლის მერაბ შარიქაძე ნაკრებს პირველად გამოუძღვება და ქართული რაგბის მატიანეში რიგით 27-ე გუნდის-თავად შევა.

საქართველო – არგენტინა 18 ივნისი, 17:00

საქართველო

15 ირაკლი ყიასაშვილი, 14 თამაზ მჭედლიძე, 13 თედო ზიბზიბაძე, 12 მერაბ შარიქაძე (კაპ), 11 სანდრო თოდუა; 10 ლაშა მალაღურაძე, 9 გიორგი როხვაძე /

1 ზურაბ ჟვანია, 2 სიმონ მაისურაძე, 3 გიორგი მჭედლიშვილი; 4 გიორგი ნემსაძე, 5 კოტე მიქაუტაძე; 6 დიმიტრი ბასილაია, 7 გივი ბერიშვილი, 8 ბექა ბიწაძე *

მარქაფა

16 შალვა მამუკაშვილი, 17 გურამ კავთიძე, 18 დაჩი ყუფარაძე; 19 ლაშა ლომიძე, 20 გიორგი თხილაიშვილი / 21 გიორგი ბეგაძე, 22 ბექა წიკლაური

არგენტინა

15 გონსალო გუტიერეს-ტავოადა, 14 მატიას მასერა, 13 ხუან კაპიელო, 12 ხუან-პავლო სოსინო, 11 რამირო მოჟანო; 10 ხავიერ როხას, 9 ფელიპე ესკურა /

1 ნაუელ ლოვო,  2 ფაკუნდო ვოშ,  3 დამიან არიას; 4 მარტინ ჩიაპესონი, 5 ლუკას პონსე; 6 ნიკოლას პროტო,  7 ფაკუნდო ისა, 8 ლისანდრო აუალი^კაპ *

მარქაფა

16 სანტიაგო გარსია-ვოტა, 17 ტომას ვარავაჟე, 18 გასტონ კორტეს; 19 ლუკას მაგვაიერ, 20 ლაუტარო კასადო / 21 მარკოს ვოჟინი, 22 დან ისაკ

იტალია – ესპანეთი 18 ივნისი, 19:00

იტალია

15 დევიდ-მაიქლ ოდიეტე, 14 სიმონე რაგუზი, 13 ტომაზო ბონი, 12 ტომაზო კასტელო (კაპ), 11 მიკელე ვიზენტინ; 10 ედოარდო პადოვანი, 9 მარჩელო ვიოლი /

1 ანდრეა ლოვოტი, 2 ორნელ ჯეგა, 3 რუდი ბიანკოტი; 4 ფილიპო ჯეროზა, 5 მიკელე ანდრეოტი; 6 მაკსიმე მბანდა-მატა, 7 ემილიანო კაფინი, 8 მატეო ფერო *

მარქაფა

16 ჯოვანი სკალვი, 17 ლუკა სკარსინი; 18 იაკოპო სარტო, 19 ნიკოლა ბელარდო / 20 ჯულიო ბიზენი. 21 ჯეიმზ ამბროზინი, 22 კარლო კანა

ესპანეთი

15 ხავიერ კარიონ, 14 ალეხანდრო გუტიერეს-მიულერ, 13 პაბლო ფონტეს,  12 დენიელ-როს სნი, 11 სერხიო ფერნანდეს; 10 მარიანო-ესეკიელ გარსია, 9 პაბლო ფეიხო (კაპ)

1 ფრანსისკო-ხავიერ სანს, 2 ხუან ანაია, 3 ხესუს მორენო; 4 ალეხანდრო ბლანკო, 5 იგნასიო-დუკო მოლინა; 6 მანუელ მორა, 7 ხავიერ დე-ხუან, 8 ადამ-რობერთ ნიუთონ

მარქაფა

16 ფრანსისკო ბლანკო, 17 რომენ აზენსი, 18 გაბრიელ-აგუსტინ ორტის; 19 ხოსე-ლუის დელ-ვაჯე / 20 ფრანსისკო კოპლეტ, 21 ალბერტო დიას, 22 ფაკუნდო მუნიჯა

rugby.ge

JWC2017 შესაძლოა საქართველოში ჩატარდეს

2017 წელს საქართველომ, შესაძლოა, რაგბიში ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს. საქართველოს რაგბის კავშირს განაცხადის გაკეთებაზე თანხმობა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე მისცა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რაგბის კავშირი შესაბამის განაცხადს 27 ივნისს წარადგენს.

„ჩვენ გვაქვს რაგბის საერთაშორისო ფედერაციის დიდი მხარდაჭერა, რომ აღნიშნული ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს ცნობადობის გაზრდის, ქართული სპორტისა და კულტურის პროპაგანდის, ასევე რაგბის პოპულარიზაციის მიმართულებით,”-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს 2015 წლის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი გეგმაც წარუდგინეს. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს, საქართველო უძლიერესი გუნდით წარსდგება, ასევე იგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები ქართული კულტურისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

სამზადისი მეორე ტურისთვის

თბილისის თასის პირველ რაუნდში, რომელიც შაბათს, 14 ივნისს, ავჭალაში გაიმართა, საქართველომ ესპანეთი, ხოლო არგენტინის იაგუარებმა მზარდი იტალიელები დაამარცხეს.

მეორე რაუნდი ოთხშაბათს, 18 ივნისს ჩატარდება: 17 საათზე ბორჯღალოსნები იაგუარებს ეთამაშებიან, 19 საათზე კი ესპანეთი იტალიას დაუპირისპირდება.

სატურნირო მდგომარეობა

ბონუსის მოპოვებით იაგუარებმა 5 ქულა მოიხვეჭეს, რითაც ცხრილს სათავეში მოქცნენ. 4 ქულით მეორე ადგილზე ბორჯღალოსნები არიან, ესპანელები და იტალიელები კი უქულოდ ბოლო ადგილს იყოფენ.

ხვალ, სამშაბათს, 17 ივნისს, ოთხივე გუნდი გამართავს კაპიტნის ვარჯიშს, რის შემდეგღა გამოქვეყნდება სამატჩო, 22-კაცა, გადანომრილი რაზმები.

ტელე და ინტერნეტ ტრანსლაცია

საქართველო – არგენტინის მატჩს პირდაპირ ეთერში შემოგვთავაზებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი.

ორივე მატჩის ხილვა სტრიმის მეშვეობით შესაძლებელია რაგბის საერთაშორისო საბჭოს ვებგვერდზე http://www.irb.com/live/video.html

მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა წარმოებს ყოველდღიურად საქართველოს რაგბის კავშირში, ხოლო სამატჩო დღეს ბილეთები ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიყიდება. თითო სამატჩო დღის ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს

Rugby.GE

IRB თბილისის თასის პირველ რაუნდში ბორჯღალოსნებმა და იაგუარებმა გაიმარჯვეს

საქართველო 23 – 13 ესპანეთი

მატჩის ფოტოები >>>

ოქმი

2014 წლის თბილისის თასი საქართველო-ესპანეთის მატჩით გაიხსნა, რომელშიც დამაჯერებელი პირველი ტაიმი საკმარისი გახდა იმისათვის, რომ ბორჯღალოსნებს 23-13 გაემარჯვა თავის ძველ მეტოქესთან.

საქართველოს ნაკრებმა პირველ ნახევარში სამი ლელო დადო  და შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 20-7 გავიდნენ.  ბონუსამდე ჩვენებს ერთი ლელოღა აკლდათ, მაგრამ მეორე ნახევარში უხვად დაშვებული შეცდომების გამო მხოლოდ ერთ ჯარიმას დაჯერდნენ.

პირველი ტაიმი გიჟური ტემპით მიმდინარეობდა

ბორჯღალოსნებმა მატჩი დიდი ფიზიკური ძალის დემოსტრირებით დაიწყეს. ისინი დომინირებდნენ რაქში, რითაც უკანახაზელებისთვის ბურთის გამოტანას სწრაფად ახერხებდნენ.

ფულბეკმა, ბექა წიკლაურმა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ზუსტად შესრულებული ჯარიმით მე-16 წუთზე დააწინაურა საქართველოს ნაკრები. ჯარიმას  ბორჯღალოსნებმა მალევე პირველი ლელო მიაყოლეს – ლაშა მალაღურაძემ ფლანგზე გადაკიდა ბურთი, რომელსაც თამაზ მჭედლიძე დაეუფლა და კიდეში დაამიწა.

ესპანელებმა მალევე შეძლეს პასუხის გაცემა. ბექა წიკლაურმა აბრაგანი ასწია. ბურთი კი, ალბერტო დიასს ჩაუვარდა ხელში. ამ უკანასკნელმა შებოჭვისას მოახერხა ადამ ნიუტონისათვის პასის მიცემა, რომელმაც ბურთი ძელებს შუა დაამიწა. გარდასახვაც გამოიყენეს და ანგარიშში სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირეს 8-7.

დაშვებული შეცდომის შემდეგ, ბორჯღალოსნები გამოცოცხლდნენ და სტუმრებს ტაიმის ბოლომდე ორი ლელო დაუდეს. პირველად კვაჭმა, შალვა მამუკაშვილმა გაიბრწყინა. მან სტუმრებს ხუთ მეტრიან ხაზსთან გადაუარა და ლელო მიითვალა.

ტაიმის დასრულებამდე ორიოდ წუთით ადრე, სანდრო თოდუამ ჩვენი ანგარიში 20-7 გახადა, მას შემდეგ რაც ფრთაზე შთამბეჭდავი ლელო დადო.

ესპანური დაცვის ბონუსი არ შედგა

მეორე ნახევარში ბორჯღალოსნები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ დაშვებულმა შეცდომებმა ესპანელებს ორი ჯარიმის შესრულების შესაძლებლობა მისცა. მარიანო გარსიას ზუსტმა დარტყმებმა ანგარიში 20-13 გახადა, რითაც თავისი გუნდი დაცვით ბონუსს მიუახლოვა, მაგრამ მატჩის ბოლო წუთზე წიკლაურის მეორე ჯარიმამ ესპანელებს ბონუსი წაართვა და საბოლოო ანგარიში 23-13 გახადა.

ნამატჩევს

მილტონ ჰეიგი უკმაყოფილო იყო თავისი გუნდის თამაშით. მან განაცხადა: „შესრულებით უკმაყოფილო ვარ. ჩვენ ვიცით, რომ უკეთესად თამაში შეგვეძლო. პირველ ნახევარში დრო და დრო ძალიან კარგად ვთამაშობდით და ორი ბრწყინვალე ლელოც დავდეთ. ჩვენს თამაშში უფრო თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ. მეორე ნახევარში საკმაოდ ბევრი შეცდომა დავუშვით. ოთხშაბათს არგენტინასთან თამაშისათვის ეს შეცდომები უნდა გამოვასწოროთ.“

ესპანელთა მწვრთნელი სანტიაგო სანტოსი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილებას ვერ მალავდა: „როგორც წინა პრესკონფერენციაზე ვთქვი, ჩვენს მიზანს განვითარება  და 2019 წლის მსოფლიო თასისთვის გუნდის გაზრდა წარმოადგენს. დღეს კარგად დავიწყეთ. ჩვენმა ბიჭებმა, რომლებიც ესპანეთის პირველობაში თამაშობენ, მამაცად იბრძოლეს. პირველ და მეორე ტაიმებში კარგი დაცვა ვანახეთ და შესაბამისად  მთლიანობაში კმაყოფილი ვარ.”

არგენტინელი იაგუარები 45 – 20 მზარდი იტალია

მატჩის ფოტოები >>>

ოქმი

პირველი რაუნდის მეორე მატჩში არგნეტინელმა იაგუარებმა მზარდ იტალიელებს 45-20 სძლიეს.

სანახაობრივ მეორე ტაიმში არგენტინელებმა იტალიელებს ექვსი ლელო დაუდეს, რითაც პირველი ტაიმის დეფიციტი ამოწურეს და შეხვედრა 15 ქულით სხვაობით მოიგეს.

პირველი ნახევრის განმავლობაში ორივე გუნდი საკმაოდ თანაბრად გამოიყურებოდა. მზარდ იტალიას პირველი ქულები ედოარდო პადოვანიმ მოუტანა. მან ჯარიმა ზუსტად შეასრულა, მაგრამ ხუან-პავლო სოსინომ მას მალევე უპასუხა და თავისი სამი ჯარიმიდან პირველი მატჩის მე-19 წუთზე გაიტანა.

იტალიელთა ფულბეკმა დევიდ-მაიქლ ოდიეტემ პირველი ტაიმის პირველი ლელო მალევე დადო.

ტაიმის მიწურულს არგენტინელები დომინირებდნენ. მათ ორი ჯარიმა გაიტანეს და ანგარიში 10-9 დააფიქსირეს.

მეორე ნახევრის ექვსმა ლელომ იაგუარებს დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა

მეორე ნახევრის დებიუტშივე ორივე გუნდმა ქულები მიითვალა. 42-ე წუთზე პადოვანიმ მეორე ჯარიმა გაიტანა, რომელსაც არგენტინელებმა თავიანთი პირველი ლელოთი უპასუხეს 16-13.

არგენტინელებმა სხვაობა მალევე გაზარდეს – მატჩის საუკეთესო ტიტულის მომხვეჭმა, სებასტიან პოეტმა იტალიელთა დაცვას თავი ოსტატურად აარიდა და მშვენიერი ინდივიდუალური ლელო მიითვალა. სოსინომ ზუსტი შესრულებით ლელო გარდასახა, რითაც თავის გუნდს ანგარიშში გვარიანი უპირატესობა მოუტანა.

იტალიელებს ორჯერ მიეცათ სხვაობის შემცირების შესაძლებლობა, მაგრამ ორივე შემთხვევაში დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. ამასობაში იაგუარებმა კი უფრო მოუმატეს – კარგად აგორებული მოლი იტალიელებმა თავიანთ კარის ხაზზე ჩაშალეს და მსაჯს არაფერი დარჩენოდა, იაგაურებისათვის ტექნიკური ლელო ჩაეთვალა. ამას გარდასახვაც მიყვა და 30-13 დაფიქსირდა.

ბონუს ქულაც სამხრეთ ამერიკელებმა 63-ე წუთზე მოიპოვეს. რამირო მოჟანომ დადო ლელო. მეხუთე ლელოც მასვე შეეძლო მიეთვალა, მაგრამ ბურთი შიგნით ფულბეკ გუტიერესსს გადასცა, რომელსაც მხოლოდ დამიწება დაჭირდა.

იტალიელებმა მატჩის ბოლოს მიკელე ვიზენტინის ლელო მიიმატეს, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც იაგუარებმა თქვეს და მატჩში თავიანთი მეექვსე ლელო დადეს და საბოლოო ანგარიში 45-20 დააფიქსირეს.

ვერნარდო ურდანეტა, იაგუარების მთავარი მწვრთნელი: „მეორე ნახევარში ჩვენი ნამდვილი ხასიათი გამოვავლინეთ, კარგი რაგბი ვითამაშეთ და ლელოებიც დავდეთ. პირველ ნახევარში დაშვებული შეცდომები თუ არა შესაბამისი შესრულება უნდა გამოვასწოროთ, რადგან წინ ამ ტურნირის ყველაზე რთული მატჩი გველის”

იტალიელთა კაპიტანმა, ტომაზო კასტელომ აღნიშნა: „მეორე ნახევარში ჩვენი თამაშით იმედგაცრუებული ვარ. პირველი 40 წუთის განმავლობაში საგრძნობლად კარგად ვითამაშეთ და გვიხაროდა შესვენებაზე დაწინაურებულები, რომ გავედით. მეორე ნახევარში ტემპი ვეღარ შევინარჩუნეთ, ხოლო არგენტინელებმა საგრძნობლად მოუმატეს. ეს უნდა გამოვასწოროთ და შემდეგ მატჩში კონცენტრაცია 80-ვე წუთის განმავლობაში უნდა შევინარჩუნოთ.”

Rugby.GE