რაიან გიგზი: “ბეილი საუკეთესო უელსელი ფეხბურთელია, რომელიც ოდესმე მინახავს”

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რაიან გიგზმა, გარეტ ბეილი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი ულამაზესი გოლის გატანა შეძლო, საუკეთესო უელსელ ფეხბურთლად დაასახელა.

“ბეილი – საუკეთესო უელსელი ფეხბურთელია, რომელიც ოდესმე მინახავს. რა თქმა უნდა, ჯონ ჩარლზისა და კიდევ ბევრი კარგი უელსელის თამაში მინახავს, მაგრამ გარეტი განსაკუთრებულია.

მათ შორის განსხვავება სწორედ ის არის, რომ ბეილს დიდ მატჩებში შეუძლია თავის გამოჩენა და შეხვედრის ბედის გადაწყვეტაც. ეს მან ჩემპიონთა ლიგის ფინალში უკვე მეორედ გააკეთა.

“რეალის” დონის კლუბში ასე წარმატებულად თამაში, ჩემპიონთა ლიგის ოთხჯერ მოგება – ეს რომ შეძლო აუცილებლად საუკეთესო უნდა იყო,” – აცხადებს რაიან გიგზი.

გიგზი “ევერტონსა” და “ლესტერში” მუშაობით ინტერესდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი, რაიან გიგზი მოუთმენლად ელის თავისი სამწვრთნელო კარიერის დასაწყისს. როგორც ცნობილი ხდება, მან უკვე დაადგა თვალი რამდენიმე კლუბს.

“ლესტერი” და “ევერტონი”? ჩემთვის ორივე ვარიანტი მისაღებია. “ლესტერი” ორი წლის წინ ჩემპიონი გახდა, “ევერტონი” კი ფანტასტიკური კლუბია, რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს.

მესმის, რომ ამ პოზიციების დაკავებით ბევრი სხვა სპეციალისტიც იქნება დაინტერესებული, თუმცა, მე მაქსიმალურად ვეცდები ჩემი კანდიდატურის დაცვას. მინდა, რომ ფეხბურთელებს და გუნდებს პროგრესში დავეხმარო,” – აცხადებს გიგზი.

გეტყვით იმასაც, რომ “ლესტერში” კრეიგ შექსპირის შემცვლელად კლოდ პუელს მოისაზრებენ, “ევერტონში” – დევიდ მოიესს.

გარეთ ბერიმ რაიან გიგზის რეკორდი გაიმეორა

ინგლისის პრემიერ ლიგაში მოთამაშე “ვესტ ბრომვიჩის” ნახევარმცველმა, გარეთ ბერიმ “ვესტ ჰემთან” გამართული მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, რითიც რაიან გიგზის რეკორდი გაიმეორა.

“ვესტ ჰემთან” გამართული მატჩი 36 წლის ფეხბურთელისათვის პრემიერ ლიგაში ჩატარებული რიგით 632-ე მატჩი გახლავთ, რაც ამ დროისთვის საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მატჩში ბარიმ თავისივე რეკორდი გააუმჯობესა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერ ლიგის 600 მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობიდან.

ცნობისთვის გეტყვით, რომ გარეთ ბარი ინგლისში 1998 წლიდან თამაშობს. მისი დებიუტი “ასტონ ვილაში” შედგა. მას “ევერტონისა” და “მანჩესტერ სიტის” რიგებშიც აქვს ნათამაშები. 2012 წელს კი “ქალაქელებთან” ერთად პრემიერ ლიგის ტიტულიც კი ასწია.

გიგზი: “თუ რუნი “მანჩესტერ იუნაიტედს” გაუტანს, მაშინ…”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა, რაიან გიგზი პრესასთან საუბრისას საინტერესო განცხადებას აკეთებს. მისი აზრით, ყოფილ კლუბში გატანილი გოლის შემთხვევაში, უეინ რუნიმ ეს უნდა აღნიშნოს.

“როდესაც გოლი გაგაქვს, ცოტა არ იყოს, შენს თავს კარგავ და ძალიან გიხარია. ამისგან თავი არავინ უნდა შეიკავოს, თუმცა ზედმეტიც არ შეიძლება. პატივისცემის გამოჩენა ყოველთვის საჭიროა.

გოლს თუ გაიტანს, უნდა აღნიშნოს კიდეც. ვფიქრობ, ფანები მას გაუგებენ.

რუნის ძალიან კარგად ვიცნობ, ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს ინერვიულებს. მაგრამ, ის პირველ რიგში ფეხბურთელია და შანსი თუ იქნება, თავისი საქმე უნდა გააკეთოს,” – აცხადებს რაიან გიგზი.

რაიან გიგზის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

“მანჩესტერ უნაიტედისა” და უელსის ნაკრების ლეგენდამ, რაიან გიგზმა საკუთარი სიმბოლური გუნდი დაასახელა.

შმეიხელი, ევრა/ირვინი, სტამი, ფერდინანდი, ნევილი, გიგზი, სქოულზი, კინი, ბექემი, რონალდუ, რუნი.

 

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (28 დეკემბერი)

მარსიალი “მანჩესტერ იუნაიტედს” ტოვებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი, ანტონი მარსიალი ესპანურ “სევილიაში” გადასასვლელად ემზადება. მისმა აგენტმა, ფილიპე ლამბოლიმ განაცხადა: “სევილიურ ვარიანტს ახლოდან ვაკვირდებით.

“სევილია” დიდებული კლუბია, თანაც ლა ლიგის სატურნირო ცხრილშიც კარგ პოზიციაზე არიან და ჩემპიონთა ლიგაზეც თამაშობენ. მათ ძლიერი მწვრთნელიც ჰყავთ. ამ დროისთვის მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.”

ვინ იქნება პეპეს შემცვლელი?

მადრიდის “რეალის” ვეტერანი მცველი, კეპლერ პეპე სულ მალე 34 წლის გახდება. მადრიდელებმა უკვე დაიწყეს მის შემცვლელებზე ფიქრი.

ესპანურ Sport-ს თუ დავუჯერებთ, ზინედინ ზიდანი “რეალის” მფლობელობაში მყოფი 19 წლის ცენტრალური მცველის, ხესუს ვალეხოს კანდიდატურას უჭერს მხარს, რომელიც ამჟამად ფრანკფურტის “აინტრახტის” ღირსებას იცავს.

კლატენბურგი ჩინელებს უნდათ

პრემიერ ლიგის მსაჯი, მარკ კლატენბურგი ჩინური სუპერ ლიგის ბოლო ახირება გახლავთ. ამ ინფორმაციას Daily Mirror-ის გამომცემლობაც ადასტურებს.

როგორც იცით, წლის საუკეთესო მსაჯს, კლატენბურგს ისეთი მნიშვნელოვანი მატჩების განსჯა უწევს, როგორებიცაა ინგლისის თასის, ჩემპიონთა ლიგისა და ევრო 2016-ის ფინალური მატჩები.

ასე რომ, მის გადასაბირებლად საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევთ ჩინელებს.

Untitled-1

“მესი “ბარსასთან” გაახანგრძლივებს”

“ბარსელონას” ყოფილ, ესპანელ ფორვარდს, დავიდ ვილიას სჯერა, რომ არგენტინელი ლეო მესი “კამპ ნოუს” დატოვებას არ აპირებს და რომ ის კლუბთან არსებულ კონტრაქტს უახლოეს მომავალში გაახანგრძლივებს.

“ვფიქრობ, ის კონტრაქტს ადრე თუ გვიან, მაინც გაახანგრძლივებს. “ბარსას” უყვარს მესი და მესის – “ბარსელონა”. სხვაგვარად არც შეიძლება.” – განაცხადა მან.

რაიან გიგზი “სუონსიში”?

როგორც FANEBI.COM-მა უკვე გაცნობათ, “სუონსის” ხელმძღვანელებმა ბობ ბრედლი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს, მისი ადგილი კი კვლავ ვაკანტურია.

ბრიტანულ წყაროში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სუონსისთან” მოლაპარაკებებს “მანჩესტერის” უელსელი ლეგენდა, რაიან გიგზი აწარმოებს და საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ გიგზი მშობლიურ კლუბს ჩაუდგეს სათავეში.

მოსალოდნელი ტრანსფერები (28.12.2016)

გიგზი მოურინიოს თავისი მომავლის განსახილველად შეხვდება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელი რაიან გიგზი შემდეგ კვირას „წითელი ეშაკების“ ახალ თავკაცთან ჟოზე მოურინიოსთან შეხვედრას და მასთან გუნდის სამწვრთნელო შტაბთან დაკავშირებულ გეგმებზე საუბარს აპირებს, რის შესახებაც „A Bola“ იუწყება.

ამჟამად გიგზი არაბერთის გაერთანებულ საამიროებში იმყოფება, ამიტომ მოურინიოს მასთან ჯერ არ უსაუბრია. უელსელი „მანჩესტერ იუნაიტედის“ სამწვრთნელო შტაბში დევიდ მოიესისა და ლუი ვან გაალის პერიოდში მუშაობდა, თუმცა მოურინიოს მუდმივი ასისტენტი რუი ფარიაა, ამის გამო რაიანის მომავალი ჯერ უცნობია.

აქამდე ინგლისური წყაროები წერდნენ, რომ მოურინიოს მოსვლის შემდეგ გიგზი „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს.

BBC-ს ჟურნალისტი: რაიან გიგზს მოურინიოსთან ერთად მუშაობა არ სურს

ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, რაიან გიგზი მანჩესტერული გრანდის დატოვებას აპირებს.

როგორც BBC-ს ჟურნალისტი, რიჩარდ ესკამი გვამცნობს, “წითელი ეშმაკების” ლეგენდა უკმაყოფილოა იმით, რომ “მანჩესტერში” ჟოზე მოურინიო მოდის.

შეგახსენებთ იმასაც, რომ რაიან გიგზი დევიდ მოიესთან ერთადაც მუშაობდა, რომელმაც თავის დროზე სერ ალექს ფერგიუსონი ჩაანაცვლა.

გიგზი: “ჩემი საკუთარი შვილი არ მაფასებს, ის ჩემს თავს ნეიმარს ამჯობინებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი, რაიან გიგზი წუხს, რომ მის ვაჟს მამამისის თამაში არასდროს არ უნახია. გიგზმა საკუთარ შვილს უთხრა, რომ ის მესიზე სწრაფი იყო.

“ერთადერთი რამ, რაც მწყინს არის ის, რომ ჩემს ვაჟს ჩემი თამაშის ხილვის შესაძლებლობა არასოდეს ჰქონია.” – განაცხადა უელსელმა გიგზმა, რომელიც ამჟამად ლუი ვან გაალს ეხმარება.

“ჩემმა ვაჟმა ჩემზე მხოლოდ ის იცის, რომ “იუნაიტედში” რამდენიმე წელი ვითამაშე. დამივიწყეთ მე, მისი საყვარელი ფეხბურთელი – ნეიმარია, ბრაზილიელის შემდეგ ის რონალდოს აყენებს, შემდეგ კი მესის.

ის მე არ მაფასებს. ერთხელ ვუთხარი : “მამაშენი მესიზე სწრაფი იყო”, მან კი არ დამიჯერა: “არა , მე შენზე სწრაფი ვარ”. ერთხელაც, როცა ტელევიზორში ჩემს გოლს აჩვენებდნენ ვუთხარი, “ნახე ეს ერთ-ერთი საუკეთესო გოლია”. თუმცა ის უბრალოდ ოთახიდან გავიდა.”

სქოულზს “მანჩესტერ იუნაიტედში” სურს მუშაობა

Manchester Evening News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ექს-ფეხბურთელს, პოლ სქოულზს კლუბის სამწვრთნელო შტაბში სურს მუშაობა.

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ლუი ვან გაალის ჩანაცვლება სურს, რომლის ხელმძღვანელობითაც მანჩესტერული კლუბი საშინლად გამოიყურება.

შეგახსენებთ, რომ 41 წლის პოლი ამჟამად ბრიტანულ მედიაში მუშაობს, თუმცა უახლოეს მომავალში ჟურნალისტური კარიერის დასრულებას აპირებს.

 

ვან გაალი: “გიგზი სწრაფად სწავლობს”

“მანცსტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა საკუთარი ასისტენტის, რაიან გიგზის შესახებ ისაუბრა.

“უნდა ვაღიარო, რომ არ ველოდი მის ასეთ შრომისმოყვარეობას. ყოფილი მოთამაშეები ასეთ სამუშაოს მიჩვეულები არ არინ, მაგრამ ის ძალაინ კარგად კითხლობს თამაშს, როგორც ჟოზე.

მაგრამ, გუნდის სამართავად სწავლაა საჭირო. იმასაც ვხედავ, რომ მას ეს ძალიან სწრაფად გამოსდის” – განაცხადა ჰოლანდიელმა.

გიგზმა ძმას ბოდიში მოუხადა იმისთვის, რომ რვა წელი მის ცოლთან ეძინა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი რაიან გიგზი საკუთარ ძმასთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის გაზაფხულზე მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო იმ ფაქტის გამჟღავნებამ, რომ გიგზსა და მისი ძმის მეუღლეს რომანი ჰქონდათ გაბმული. “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული ფეხბურთელი რვა წლის განმავლობაში ატყუებდა არამხოლოდ მეუღლეს, არამედ საკუთარ ძმასაც.

ამ ამბის გამძღავნების შემდეგ გიგზი ცოლმა მიატოვა, ფეხბურთელთან ძმამაც გაწყვიტა ურთიერთობა. ძმები ამ დრომდე არ ურთიერთობენ.

სკანდალური ამბიდან ოთხი წლის შემდეგ გიგზი ძმასთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობს. მან ბოდიში უკვე მოიხადა.

რამდენიმე კვირის წინათ ძმები მანჩესტერის ერთ-ერთ ბარში ერთად შენიშნეს. წამყვანი ინგლისური გამოცემები წერენ, რომ ძმებს შორის ურთიერთობის აღდგენამდე ჯერ კიდევ შორია.