რაფა ბენიტესი: “ვწუხვარ “ნიუკასლის” ფანების გამო”

“ნიუკასლის” მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა “საუთჰემპტონთან” გამართული მატჩის (2-2) შემდეგ პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდი განვითარების სწორ გზას ადგას.

“ვწუხვარ ფანების გამო. 3,500-ზე მეტი გულშემატკივარი გამოგვყვა ძალიან დიდ მანძილზე, რათა ჩვენთვის მხარი დაეჭირა, ჩვენ კი სამი ქულის მოპოვება ვერ მოვახერხეთ.

მართალია, ძალიან რთული იყო, მაგრამ ფანები ამას იმსახურებდნენ. საბოლოო ჯამში ერთი ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ კარგი ხასიათი ვაჩვენეთ, გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლეთ.

ადაპტაციის პერიოდს გავდივართ, მალე ყველაფერი უკეთ გამოგვივა. ახლა მთავარი დაცვის პრობლემების გამოსწორებაა, ორი გოლი გავუშვით და ვერც შეტევაში ვიყავით საკმარისად ეფექტურები. ყველაფრის მიუხედავად, მაინც კმაყოფილი ვარ,”- აცხადებს “რეალის” ყოფილი თავკაცი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ პრემიერ ლიგის 2017/18 წლების სეზონის რვა ტურის შემდეგ “ნიუკასლი” 11 ქულით მეცხრე ადგილზეა და მომდევნო მატჩს ბოლოადგილოსანი “კრისტალ პალასის” წინააღმდეგ გამართავს.

რაფა ბენიტესმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა

მადრიდის “რეალის” ყოფილი თავკაცი, რაფაელ ბენიტესი აცხადებს, რომ ინგლისის რიგით მეორე დივიზიონში მოთამაშე “ნიუკასლის” დამრიგებლის სტატუსით კმაყოფილია და უახლოეს მომავალში კლუბიდან წასვლას არ აპირებს.

“ვნახე, რასაც ბოლო დროს პრესა ჩემს შესახებ წერს. შემდეგ დღეს კი განვაცხადე, რომ ყველაფერი ძალიან მარტივად იყო.

სატრანსფერო ფანჯარაზე ჩვენი საქმეები დავასრულეთ, კარგი გუნდი გვყავს, რომლის შესაძლებლობებშიც დარწმუნებული ვარ.

კლუბს არ დავტოვებ, არ მინდა წავიდე, რადგანაც აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ.

მზად ვარ ვიბრძოლო, ვიბრძოლო სამი ქულისთვის და სეზონის ბოლოს პრემიერ ლიგის საგზურისთვისაც. ყველაფერი ძალიან მარტივი და ნათელია.”

რაფაელ ბენიტესი პიტერ კრაუჩის გადაბირებით არის დაინტერესებული

როგორც ჩანს, რაფაელ ბენიტესს პიტერ კრაუჩთან მუშაობა მოენატრა – “ნიუკასლის” თავკაცი “სტოკ სიტის” შემტევის გადაბირებით არის დაინტერესებული.

ბენიტესისა და კრაუჩის თანამშრომლობა 2005 წელს დაიწყო, როდესაც ისინი ერთმანეთს “ლივერპულში” შეხვდნენ.

“ნიუკასლის” თავკაცმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე უკვე მოასწრო 5 ტრანსფერის განხორციელება, თუმცა ის კვლავ აპირებს ერთი თავდამსხმელის დამატებას გუნდში.

ესპანელი სპეციალისტი თვლის, რომ 35 წლის კრაუჩი იდეალური მეწყვილე იქნება გეილისათვის, რომელიც ჩემფიონშიპში გადაბარგებულმა გუნდმა 10 მილიონ ფუნტად შეიძინა “კრისტალ პალასიდან”.

Sky Sports: ბენიტესმა “ნიუკასლთან” 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა

Sky Sports-ის მიერ მოპოვებული უახლესი ინფორმაციის თანახმად “ნიუკასლის” ამჟამინდელი თავკაცი, რაფა ბენიტესი კლუბიდან წასვლას არ აპირებს.

როგორც იცით, 56 წლის სპეციალისტმა მარტში “კაჭკაჭებთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ამ კონტრაქტში აღნიშნული იყო სპეციალური პუნქტი, რომლის თანახმადაც რაფას სეზონის ბოლოს შეეძლო კონტრაქტის გაუქმება.

ბენიტესის მიზანი, რომელმაც კლუბში სტივ მაკლარენი ჩაანაცვლა, გუნდის პრემიერ ლიგაში დატოვება იყო, რომელიც ვერ შეასრულა. ამიტომაც უცხოური მედია აქტიურად ალაპარაკდა მის წასვლაზე.

თუმცა როგორც ინგლისური გამოცემა გვამცნობს, ის წასვლას არ აპირებს და კლუბთან ახალი, 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.

მოურინიო: “თუ ზიდანი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, რაფა ყველას დაავიწყდება”

ჟოზე მოურინიომ მის ყოფილ კლუბზე, მადრიდის “რეალზე” და ზინედინ ზიდანზე ისაუბრა, რომელმაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. როგორც იცით, დებიუტანტმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესი ჩაანაცვლა, როცა გუნდში არც ისე კარგი მდგომარეობა იყო.

“მართალია, რომ ზიდანმა გუნდი გვიან ჩაიბარა, მაგრამ მან გუნდში გადამწყვეტი ცვლილებების შეტანა მოახერხა. მან გუნდის დინამიკა სრულიად შეცვალა.

თუ ზიდანი ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოახერხებს, მაშინ ყველა დაივიწყებს იმ პრობლემებს, რაც გუნდს შობამდე ჰქონდა. ამ ცუდ გამოცდილებას ლიგის მე-11 ტიტული ჩაანაცვლებს.

ზიზუმ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, რაც ასეთი ცუდი სტარტის შემდეგ გუნდს მთლიანად სეზონის შეცვლის საშუალებას აძლევს.

ეს იქნება ფინალი ორ გუნდს შორის, რომლებიც ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთს, “რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის. ვფიქრობ, დიდებული მატჩის მომსწრენი გავხდებით.” – განუცხადა პორტუგალიემლა As-ს.

შირერი: “ნიუკასლმა” ბენიტესის მოყვანა დააგვიანა”

“ნიუკასლ იუნაიტედის” ლეგენდა, ალან შირერი თვლის, რომ გუნდს უფრო ადრე უნდა მოეყვანა რაფაელ ბენიტესი, რაც ამ უკანასკნელს საქმეს გაუადვილებდა.

“ასეთივე სიტუაცია იყო ჩემს შემთხვევაშიც, 2009 წელს ჩემს ხელში მხოლოდ 8 მატჩი იყო. ვიცოდი, რომ ეს საკმარისად დიდი დრო არ იყო. მჯერა, რომ ოთხი-ხუთი მატჩით მეტი რომ მქონოდა, გამოვძვრებოდით.

იგივეა რაფა ბენიტესის შემთხვევაშიც, რომელსაც მხოლოდ 10 მატჩი მისცეს.

უფრო ადრე რომ დაეინშნათ, დარწმუნებული ვარ, რომ “ნიუკასლი” ახლა ასეთ სიტუაციაში არ იქნებოდა. დაიგვიანეს, კვლავ დაიგვიანეს.”

მორატი: “ბენიტესის მწვრთნელად დანიშვნა შეცდომა იყო”

“ინტერის” ყოფილმა პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ აღიარა, რომ ჟოზე მოურინიოს გაშვება და მისი რაფაელ ბენიტესით ჩანაცვლება (2010-ში) დიდი შეცდომა იყო.

შეგახსენებთ, რომ “ინტერიდან” წასვლამდე ტრიპლეტის შესრულება მოახერხა “ნერაძურისთან” ერთად, რის შემდეგადაც ის მადრიდში გადაბარგდა.

“არასწორი არჩევანი გავაკეთეთ. მართალია, ბენიტესი მზად იყო, თანაც მოტივირებული, თუმცა მათ პიროვნებებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდი იყო.

ბენიტესი ფეხბურთელებს წარსულის დავიწყებისაკენ მოუწოდებდა. გვეშინოდა უკან გახედვა და იმით ამაყობა, რაც გავაკეთეთ. არ შეგვეძლო აღნიშვნა, ასე რომ წინა სეზონის ენთუზიაზმიც გაგვიქრა.”

სისოკო დარწმუნებულია, რომ ბენიტესი თავის საქმეს გააკეთებს

მუსა სისოკო დარწმუნებულია, რომ “ნიუკასლის” ახალი თავკაცი, რაფაელ ბენიტესი შეძლებს და კლუბს ინგლისურ პრემიერ ლიგაში დატოვებს.

“ძალიან გაგვიკვირდა, როცა გავიგეთ, რომ ბენიტესი ჩვენთან მუშაობას დათანხმდა, რამეთუ ის ყოველთვის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშისთვის იბრძვის.

ძალიან გაგვიხარდა ეს ამბავი. წინ 9 მატჩია და გვჯერა, რომ ბენიტესთან ერთად მომავალ სეზონშიც პრემიერ ლიგაში ვითამაშებთ.

ბენიტესს “რეალში”, “ლივერპულში” და კიდევ რამდენიმე კარგ გუნდში აქვს ნამუშევარი, ამიტომაც ჩვენ მას უნდა მოვუსმინოთ და გავაკეთოთ ის რასაც ის გვეტყვის. რაფა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია.” – განაცხადა “კაჭკაჭების” ლიდერმა.

The Times: ბენიტესს ბონუსის სახით 3 მილიონის მიღება შეუძლია

რაფაელ ბენიტესი 3 მილიონ ფუნტს მიიღებს ბონუსის სახით, იმ შემთხვევაში, თუ “ნიუკასლი” პრემიერ ლიგაში დარჩენას მოახერხებს. ამ ინფორმაციას ინგლისური The Times ავრცელებს.

როგორც იცით, “ინტერის”, “ლივერპულის”, “ვალენსიასა” და “რეალის” ყოფილი თავკაცი 3 წლის მანძილზე უხელმძღვანელებს “კაჭკაჭებს” და სეზონში 6 მილიონ ფუნტს მიიღებს.

ბენიტესს ძალიან რთული დავალების შესრულება მოუწევს – რაფამ გუნდი, რომელიც მე-19 პოზიციას იკავებს 24 ქულით, დარჩენილ 10 მატჩში პრემიერ ლიგიდან გავარდნას უნდა გადაარჩინოს.

პრესა: ბენიტესმა “ნიუკასლთან” 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალისა” და “ლივერპულის” ყოფილი თავკაცი, რაფაელ ბენიტესი უახლოეს მომავალში ინგლისურ “ნიუკასლს” ჩაიბარებს.

ბენიტესი სტივ მაკლარენის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ ჩამნაცვლებლად ითვლება. ცნობილი ბუკმეიკერული კომპანიის ცნობით ბენიტესის “ნიუკასლში” მისვლის შანსი საკმაოდ დიდია – 2/7 (1.29).

თუ მოვლენები ამგვარად განვითარდა, 55 წლის სპეციალისტს, რომელიც მადრიდის “რეალიდან” გააგდეს, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში მყოფი გუნდის ჩაბარება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ “ნიუკასლი” ამ დროისთვის 19-ე ადგილზე იმყოფება 24 ქულით და პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის.

გარსია: “რეალის” წარუმატებლობაში ბენიტესი დამნაშავე არ ყოფილა”

“ბარსელონას” ყოფილ ფეხბურთელს, ლუის გარსიას სჯერა, რომ რაფაელ ბენიტესი “რეალისთვის” შესაბამისი პიროვნება იყო და ის პრობლემები, რომლებიც მადრიდულ გრანდს გააჩნდა არ იყო გამოწვეული ბენიტესის ქმედებებით.

“როდესაც ის პირველად მოვიდა ვიფიქრე, რომ “რეალმა” სწორი არჩევანი გააკეთა. ის კარგად იცნობდა კლუბს, წლების განმავლობაში მუშაობდა იქ და იცოდა, თუ როგორ მუშაობდა “რეალი”.

ამ შანსს წლების მანძილზე ელოდებოდა. ყველამ ვიცოდით, რომ ერთ დღეს ის “რეალში” მოხვდებოდა.

თუმცა ბოლოს ფეხბურთი მაინც შედეგებზეა დამოკიდებული. ფეხბურთი არც მწვრთნელზე, არც ფეხბურთელებზე და არც კლუბზე არ არის დამოკიდებული. აქ მთავარი შედეგებია.” – განაცხადა მან.

ბენიტესი: „გვარიდოლა „მანჩესტერ სიტისთან“ წარმატებას მიაღწევს“

მადრიდის „რეალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი „ბაიერნის“ ამჟამინდელი თავკაცის ხოსეპ გვარიდოლას შრომისმოყვარეობით მოხიბლულია.

„გვარდიოლა პირველად ის „ბარსლეონაში“ მუშაობის პერიოდში შემხვდა. მაშინ მოხიბლული დავრჩი. ეს დიდი ცოდნის მქონე ადამიანია. მესმის, რომ ის ძალიან მეთოდიურად მუშაობს. ის წარმატებას მაიღწევს, რადგან შრომისმოყვარეა. მასში ასევე მოგების დიდი სურვილია, გვარიდოლა ძალიან მოტივირებულია.

მისი „მანჩესტერ სიტიში“ მუშაობის ხილვა საინტერესო იქნება. პეპს ბურთთან კარგად მომუშავე მოთამაშეები მოსწონს. ვფიქრობ, ინგლისში გვარდიოლა წარმატებას მიაღწევს“, – ციტირებს ბენიტესს Goal.com-ი.