„ნაპოლის“ პრეზიდენტი: „იმედია, ფლორენტინო პერესი ბენიტესთან კარგ კონტრაქტს გააფორმებს“

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტრინო პერესს მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაფაელ ბენიტესის დანიშვნა ურჩია.

„ბენიტესს ნებისმიერი კლუბის ხელმძღვანელს ვურჩევდი, მაგრამ პერესს ჩემი რჩევა არ სჭირდება.

თუ რაფა „რეალის“ თავკაცი გახდება, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ორი წლის წინ სწორი არჩევანი გავაკეთე. იმედია, ფლორენტინო მას კარგ კონტრაქტს შესთავაზებს.

ვიცოდი, რომ ჩვენთან მას ბოლო სეზონი ექნება, რადგან ბენიტესს ოჯახთან ერთად ყოფნა სურდა. მას ორწლიანი კონტრაქტი ჰქონდა, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების წლის გახანგრძლივებაც შეგვეძლო, მაგრამ მან წასვლის მიზეზი კარგად ამიხსნა.

ორი წლის წინ უეფას საკლუბო რეიტინგში 46-ე ადგილზე ვიყავით, ახლა კი მე-20 პოზიციას ვიკავებთ, რითაც დიდ გუნდებს ვუსწრებთ. „იუვენტუსის“ გარდა ერთადერთი იტალიური კლუბი ვართ, რომელმაც ტიტული მოიგო. შემდეგ სეზონში ერთადერთი იტალიური გუნდი ვიქნებით, რომელიც ევროტურნირებზე ზედიზედ მეექვსედ გავიდა.

„ნაპოლი“ ძლიერია და კარგ მდგომარეობაში იმყოფება. ძალიან მიხარია, რომ რაფასთან ერთად მუშაობა მოგვიწია. მან ამ კლუბის კულტურა ჩამოაყალიბა“, – განაცხადა დე ლაურენტინასმა.

იხილეთ ასევე: 

“რეალის” პირველი შენაძენი ბენიტესის დროს სტერლინგი იქნება

ბენიტესის “რეალი” რონალდუზე არ იქნება აწყობილი

“რეალის” პირველი შენაძენი ბენიტესის დროს სტერლინგი იქნება

The Mirror-ის ინფორმაციით, რაფაელ ბენიტესი მადრიდის “რეალში” მისვლის შემთხვევაში, პირველ ტრანსფერად რაჰიმ სტერლინგის გაფორმებას ეცდება.

ბენიტესი დღეს ოფიციალურად დაემშვიდობა “ნაპოლის”, მაგრამ არაა ცნობილი “სამეფო გუნდის” მწვრთნელის ვინაობა.

რაჰიმ სტერლინგი, რომელიც ამ ზაფხულში აუცილებლად დატოვებს “ლივერპულს”, ისეთ გუნდს ეძებს, რომელიც ყველაზე მეტს გადაუხდის. ალბათ, ამ საკითხში “რეალი” საუკეთესო იქნება.

მერსისაიდელებს კვლავ აკავშირებთ რაჰიმთან კონტრაქტი, მაგრამ გარდაუვალია: თუ მათ 20 წლის შემტევის სანაცვლოდ დიდ ფულს შესთავაზებენ, ისინი ინგლისელს გამოეთხოვებიან.

The Mirror-მა აღნიშნა ისიც, რომ ბენიტესი და სტერლინგი უკვე იცნობენ ერთმანეთს. “ქპრ”-ში ინგლისელი სწორედ ესპანელის აღმოჩენილია.

ბენიტესის “რეალი” რონალდუზე არ იქნება აწყობილი

Daily Mirror-ში რაფელ ბენიტესის იდეებზე ისაუბრეს, რომლებსაც ესპანელი მწვრთნელი მადრიდის “რეალის” თავკაცის პოსტზე დანიშვნის შემთხვევაში განახორციელებს.

“რაფაელ ბენიტესი ახალ “რეალის” აწყობას გარეტ ბეილის და არა კრიშტიანუ რონალდუს ირგვლივ აპირებს. ბენიტესს უელსელი მოთმაშესთან ერთად დიდი გეგმები აქვს.

ნათელია ისიც, რომ ფლორენტინო პერესი უახლოეს მომავალში ბენიტესის კონრაქტთან დაკავშირებით ყველანაირ დეტალს შეათანხმებს” – იუწყება Daily Mirror-ი.

აღსანიშნვია, რომ ბენიტესი მთავარი პრეტენდენტია “რეალის” მწვრთნელის ვაკანტურ თანამდებობაზე. დღეს, ესპანელმა სპეციალისტამ “ნაპოლიდან” წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

ბენიტესმა „ნაპოლიდან“ წასვლა ოფიციალრუად დაადასტურა

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა მიმდინარე სეზონის სერია ა-ს გათამაშების ბოლო ტურის შემდეგ კლუბიდან წასვლა დაადასტურა.

„პრეზიდენტს, გუნდსა და გულშემატკვირებს მადლობას ვუხდი. „ნაპოლიში“ გატარებული 2-წლიანი პერიოდი დასასრულს უახლოვდება“, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ბენიტესის სახელს მადრიდის „რეალს“ უკავშირებდნენ, რომელიც კარლო ანჩელოტის გათავისუფლების შემდეგ ახალ თავკაცს ეძებს.

აგენტი: ბენიტესი “რეალს” ჩაიბარებს

ერნესტო ბროცენტიმ მადრიდის “რეალის” მომავალი მწვრთნელის ვინაობაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კარლო ანჩელოტი “სამეფო გუნდის” მწვრთნელის პოსტიდან მოხსნეს.

“ანჩელოტის გაშვება მას დიდი ხანია მიზნად ჰქონდა. ფლორენტინო არცერთ მწვრთნელს სეზონის ტიტულის გარეშე დასრულებას არ აპატიებს. ბევრმა პერესს მხარი დაუჭირა, ხოლო ბევრმა კი მისი გადაწყვეტილების შემდეგ იტირა”.

ბროცენტის მადრიდული გუნდის მომდევნო მწვრთნელზეც ჰკითხეს, რაზეც შემდეგნაირად უპასუხა.

“დიახ, 99%-ით დარწმუნებული ვარ, “რეალს” ბენიტესი ჩაიბარებს”.

ბენიტესი „ლივეპულში“ დაბრუნებას გეგმავს

გუნდის შედეგებით უკმაყოფილო „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის რაფაელ ბენიტესის გათავისუფლებას გეგმავს.

„სქაი სპორტსის“ ინფორმაციით, იტალიური კლუბის დატოვება თავად ფეხბურთის ესპანელ სპეციალისტს სურს. მეტიც, წყაროს ცნობით, ბენიტესს მუშაობის გაგრძელება თავის ყოფილ კლუბ „ლივერპულში“ უნდა, რომელთან ერთადაც 2005 წელს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, „ნაპოლის“, შესაძლოა, „სამპდორიას“ ამჟამინდელმა დამრიგებელმა სინიშა მიხაილოვიჩმა უთავკაცოს.

იხილეთ სერია ა-ს სატურნირო ცხრილი

ბენიტესი „დნიპროსთან“ წაგებული მატჩის შესახებ

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა დნეპროპეტროვსკის „დნიპროსთან“ წაგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ორ მატჩში საკმარისი მომენტი შევქმენით, რათა გოლები გაგვეანა და ფინალში გავსულიყავით. გულდაწყვეტილი ვარ, რომ ბურთს ასეთი კონტროლის შემდეგ საჭირო გოლი მაინც ვერ გავიტანეთ.

სელეზნევმა ბრიტოსზე თამაშის წესი დაარღვია? უკვე არაფრის შეცვლა შეგვიძლია. ჩვენი მომენტები უნდა გამოგვეყენებინა“, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

ბენიტესი – “რეალში” მუშაობის მთავარი კანდიდატი

ბენიტესი – “რეალში” მუშაობის მთავარი კანდიდატი

“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი შესაძლოა, სულ მალე “რეალში”, კარლო ანჩელოტის შემცვლელად ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსთან” მატჩის(1:1) და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, იტალიელი სპეციალისტის ნდობის ხარისხი გუნდში ძალიან დაეცა.

Mundo Deportivo-ს თქმით, ზაფხულში მადრიდის “რეალს” ნეაპოლიტანელტა თავკაცი ჩაიბარებს.

სეზონის ბოლოს ბენიტესს “ნაპოლთან” კონტრაქტის ვადა ეწურება, ამიტომაც დიდი ალბათობით, მადრიდელები მასთან უკვე დაიწყებენ მოლაპარაკებას.

ბენიტესმა ჯაბა კანკავას გუნდი შეაფასა

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ევროპის ლგიის კენჭისყრის შედეგი შეაფასა. შეგახსენებთ, რომ „პარტენოპეის“ მეტოქე ტურნირის 1/2 ფინალში დნეპროპეტროვსკის „დნიპრო“ იქნება.

„თუ ევროთასების ნახევარფინალამდე მიხვედით, ტოპ დონის კლუბი გყავთ. „დნიპრომ“ „ოლიმპიაკოსი“, „აიაქსი“ და „ბრიუგე“ დაამარცხა, რაც ყველაფერზე მეტყველებს.

იმას, რომ პირველ მატჩს სახლში ვატარებთ, ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამაში „დინამოსთან“ 1/8 ფინალშიც დარწმუნდებოდით“, – განაცხადა ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა.

ბენიტესი – მთავარი კანდიდატი “მან.სიტის” მწვრთნელობის

დიდი შანსია, რაფა ბენიტესი მომავალ სეზონში “მან.სიტის” მთავარი მწვრთნელი გახდეს.

უკვე დიდი ხანია საუბრობენ, რომ სეზონის ბოლოს მანუელ პელეგრინის გუნდიდან გაანთავისუფლებენ. გადაყწდა, რომ ჩილელი სპეციალისტი “ქალაქელებნს” პრემიერ ლიგას ვერ მოაგებინებს, მეტიც საქმე ოთხეულში დარჩენაზე მიდგა.

დარჩენის ბოლო შანსი პელეგრინის მაშინ გადაეწურა, როდესაც გასულ კვირას მანჩესტერულ დერბიში 4-2 დამარცხდა.

ახლა რადარზე “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი გამოჩნდა, რომელიც დიდი ალბათობით, ზაფხულში ნეაპოლიტანურ გუნდს დატოვებს.

ბენიტესის მოწვევის დასაკმაყოფილებლად, ესპანელ სპეციალისტს მოთხოვნილები უნდა დაუკმაყოფილონ. არაბები თავიდან რაფაელს საწყის, ერთწლიან კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ. ფაქტობრივად, ეს იქნება საცდელი კონტრაქტი. შეიხები ამ დროში უკეთესის პოვნას ეცდებიან, ხოლო შედეგის შემთხვევაში გამოცდილ სპეციალისტსაც დატოვებენ.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლას და კარლო ანჩელოტისაც თავიანთ გუნდებთან ერთ წელში ეწურებათ კონტრაქტის ვადა, ხოლო მათ მიმართ “მანჩესტერ სიტი” ინტერესდება.

„ნაპოლიმ“ ბენიტესთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაიფიქრა

ბოლო დროს „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას გუნდის მთავარ მწვრთნელთან რაფაელ ბენიტესთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ არ უსაბრია. გარდა ამისა, აღნიშნულ თემას არც თავად ესპანელი სპეციალისტი შეხებია. ნეაპოლიტანური გაზეთის „Il Mattino“-ს ვერსიით, აურელიო დე ლაურენტისმა ბენიტესთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაიფიქრა.

„ნაპოლის“ პრეზიდენტი სერია ა-ში გუნდის ბოლო შედეგებით ძალიან უკმაყოფილოა (ცნობისთვის, „პარტენოპეის“ ბოლო ხუთი მატჩი არ მოუგია). „რომასთან“ მატჩის შემდეგ გუნდმა მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ცნობით, კლუბმა ბენიტესს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რაზეც თავად სპეციალისტმა უარი თქვა.

ერთადერთი, რაც ბენიტესს „ნაპოლიში“ დატოვებს, შესაძლოა, ევროპის ლიგაზე წარმატება იყოს.

ბენიტესი: „ყოველი მატჩის მოგებაა საჭირო“

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტეის კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას სულ მალე განიხილავს, რის შესახებაც მან ბოლო ინტერვიუში განაცხადა.

„მალე კლუბის პრეზიდენტს შევხვდები და ყველაფერსაც გავარკვევთ. იმას გავაკეთებთ, რაც „ნაპოლისთვის“ სასურველი იქნება. ახლა ყოველი მატჩის მოგება უმნიშვნელოვანესია. გუნდი მაღალ დონეზე უნდა ავიყვანოთ“, – განაცხადა ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა.