რონდომ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

„საკრამენტო კინგზის“ გამთამაშებელმა რაჟონ რონდომ ლიგისგან ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რის შესახებაც ESPN.com წერს.

თავის ყოფილ გუნდთან „ბოსტონ სელტიკსთან“ მატჩში რონდომ მსაჯთან კამათისშთვის ორი ტექნიკური მიიღო. სათქმელია, რომ მეორე ტექნიკურის შემდეგ მან მსაჯის გადაწყვეტილების აპელირება სცადა, თანაგუნდელები მის დაწყნარებასაც ეცადნენ.

რონდო „ჰიუსტონ როკეტსთან“ შეხვედრას გამოტოვებს, რომელიც სამშაბათს გაიმართება.

პირსი: „მიკვირს, რომ რონდო „დალასში“ ტიტულისთვის ვერ იბრძოდა“

„ბოსტონ სელტიკსში“ რაჟონ რონდოს ყოფილი თანაგუნდელი პოლ პირსი გაკვირვებულია, რომ „დალას მავერიკსში“ გამათაშებელმა წარმატებას ვერ მიაღწია.

„სიმართლე რომ გითხრათ, გამიკვირდა, რაც „დალასს“ მოუვიდა. ვფიქრობ, ყველაფერი უბრალოდ კონტროლს გასცდა. არ მეგონა, რომ ასე იქნება. რონდოს გადასვლის შემდეგ ვთვლიდი, რომ „დალასი“ ტიტულისთვის იბრძოლებდა. მათ უკანახაზელი ჰყავდათ, რომელიც კონფერენციის სხვა ამ პოზიციაზე მთამაშე კალათბურთელებს არაფერს უთმობდა.

მე ამ გუნდიდან არ ვარ და ვერ გეტყვით, ასე რატომ მოხდა. მხოლოდ ის მსურს, რომ რონდო იმ გუნდში იყოს, რომელშიც თავის შესაძლებლობებს გამოამჟღავნებს“, – ციტირებს პირსს „Boston Herald“-ი.

„დალასის“ მოთამაშეებმა რონდოსთან საპრიზო თანხის გაყოფა არ ისურვეს

„დალას მავერიკსის“ გამთამაშებელ რაჟონ რონდოს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფში მონაწილეობის მიღებაში საპრიზო თანხის წილი არ მიუღია, რის შესახებაც ESPN-ი იტყობინება.

გუნდის ხელმძღვანელობამ კალათბურთელებს იმ 14 მოთამაშის დასახელება სთხოვა, რომელთა შორისაც 208 940 დოლარი უნდა განაწილებულიყო. ხსენებულ 14 კალათბურთელს შორის რონდოს სახელი არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარი ყველამ დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ უკანახაზელი „მავეირკსს“ „ბოსტონ სელტისკიდან“ მიმდინარე სეზონის მიმდინარეობისას შეუერთდა. „ჰიუსტონ როკეტსთან“ პოლეიოფის განვლილ სერიაში მან მხოლოდ ორჯერ ითამაშა, ზაფხულში კი რონდო სრულყოფილი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.

რატომ არ გადავიდა რონდო „ლეიკერსში“?

გაირკვა, თუ რატომ ვერ მოახერხა „ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა“ რაჟონ რონდოსთან კონტრაქტის გაფორმება.

„ბოსტონ სელტიკსი“ თავისი ბოლო ვარსკვლავის ლოს-ანჯელესში გადაშვებად მზად იყო, თუ კალიფორნიული კლუბისგან სანაცვლოდ ჯულიუს რენდლს მიიღებდა, თუმცა „ლეიკერსმა“ ამ გაცვლაზე უარი თქვა, რის შემდეგაც ბოსტონელებმა „დალასის“ წინადადება მიიღეს.

„მავერიკსში“ გადასვლის შემდეგ რონდომ ორი მატჩი ჩაატარა – ახალ გუნდში მისმა საშუალო მონაგარმა 9,5 ქულა, 5,5 მოხსნა და 10 ასისტი შეადგინა.

რონდომ „დალასში“ პირველი მატჩი ჩაატარა (ვიდეო)

„დალას მავერიკსის“ ახალწვეულმა რაჟონ რონდომ გამთენიისას გუნდში თავისი სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

წარმოგიდგენთ მისი თამაშის ამსახველ ვიდეოს:

რონდოს ათი საუკეთესო მომენტი „ბოსტონის“ შემადგენლობაში (ვიდეო)

როგორც მოგახსენეთ, დღეს, „ბოსტონ სელტიკსის“ ბოლო ვარკსვლავი, რაჟონ რონდო „დალას მავერიკსში“ გადავიდა. წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც ასახულია რონდოს „ბოსტონის“ მაისურით ათი საუკეთესო ეპიზოდი.

ოფიციალურად: რონდო „ბოსტონიდან“ „დალასში“ გადავიდა

ბოლო დღეებში რაჟონ რონდოს „ბოსტონ სელტიკსიდან“ „დალას მავერიკსში“ გადასვლის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

„ბოსტონი“ თავისი უკვე ყოფილი ლიდერისა და ფორვარდ დუაიტ პაუელის სანაცვლოდ ბრენდან რაიტს, ჯეი კროუდერსა და ჯამირ ნელსონს მიიღებს, რის შესახებაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებსაიტი წერს.

გარდა ამისა, „სელტიკსი“ 2015 წლის დრაფტის პირველ რაუნდში შეუზღუდავ უფლებას მიიღებს. ბოსტონელები 2016 წლის დრაფტის მეორე პიკსაც მიიღებენ. ამასთანავე, კლუბს, ფულადი კომპენსაციის სახით, 12,9 მილიონი დოლარი გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ NBA-ში თავისი რვაწლიანი კარიერის განმავლობაში რონდოს სხვა კლუბში არ უთამაშია. აქამდე იგი ერთადერთი ვარსკვლავი იყო, რომელიც „ბოსტონში“ ლიგის მოგების შემდეგ რჩებოდა.

რონდო „დალასში“ გადავა?

გავცელებული ინფორმაციით, „დალას მავერიკსმა“ „ბოსტონ სელტიკსთან“ რაჟონ რონდოს გაცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკება დაიწყო.

შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, „ბოსტონი“ მთავარი ვარსკვლავის სანაცვლოდ დრაფტ-პიკებს, ცენტ ბრენდან რაიტს და კიდევ რამდენიმე მოთამაშეს მიიღებს, რათა ხელფასების ბალანსი შეინარჩუნოს.

ESPN-ის ინფორმაციით, რონდოს დამატება ასევე „საკრამენტო კინგსის“, „ნიუ-იორკ ნიქსის“, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსისა“ და „ჰიუსტონ როკეტსის“ ხელმძღვანელებს სურთ, თუმცა ამჟამად რაჟონთან კონტრაქტის გაფორმების ყველაზე მეტი შანსი სწორედ „დალასს“ აქვს.

მიმდინარე სეზონში 28 წლის მოთამაშემ 22 მატჩი ჩაატარა, მისმა საშუალო მონაგარმა კი 8,3 ქულა, 6,5 მოხსნა და 10,8 გადაცემა შეადგინა.

რონდომ და კობიმ რესტორანში ივახშმეს

„ბოსტონ სელტიკსსა“ და „ლოს-ანჯელეს ლეიკერსს“ შორის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩით ერთი დღით ადრე გუნდების ლიდერებმა კობი ბრაიანტმა და რაჟონ რონდომ ბოსტონის ერთ-ერთ რესტორანში ივახშმეს, რასაც აშშ-ს პრესაში სხვადასხვა ჭორები მოჰყვა. მაგალითად, რამდენიმე გამოცემამ რონდომ „ლეიკერსში“ შესაძლო გადასვლაზე დაწერა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს რონდო სრულყოფილი თავისუფალი აგენტი გახდება.

1

რონდოს „ბოსტონში“ დარჩენა სურს

ორშაბათს „ბოსტონ სელტიკსის“ ლიდერი რაჟონ რონდო კლუბის პრეზიდენტ დენი ეინჯთან ერთად პრესას შეხვდა. როდესაც გამათამაბელს ჰკითხეს, სურს თუ არა მას „ბოსტონში“ დარჩენა, მან ჟურნალისტებს დადებითი პასუხი გასცა.

„მსურს თუ არა კონტრაქტის გახანგრძლივება? დიახ“, – განაცხადა რონდომ.

გარდა ამისა, კალათბურთელმა დაამატა, რომ ახალ კონტრაქტში პუნქტის დამატება სურს, რომლის მიხედვითაც, კლუბს მისი გაცვლის უფლება არ ექნება.

ცნობისთვის, შემდეგ ზაფხულს 28 წლის მოთამაშე თავისუფალი აგენტი გახდება.

რონდო სააბაზანოში წაქცევისთვისა და ხელის მოტეხვისთვის მინიმუმ ექვს კვირას გამოტოვებს

„ბოსტონ სელტიკსის“ გამთამაშებელს რაჟონ რონდოს მარცხენა ხელის მოტეხილობის გამო ოპერაცია ჩაუტარდა. „ESPN Boston“-ის ცნობით, კალათბურთელმა ხელი საშხაპეში წაქცევისას მოიტეხა.

წყაროს ინფორმაციით, დიდი ალბათობით, კალათბურთელი ექვსიდან რვა კვირას გამოტოვებს.

რონდოს აგენტმა თავისი კლიენტის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „ბოსტონ სელტიკსის“ ვარსკვლავმა რაჟონ რონდომ კლუბის ხელმძღვანელობას მისი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რომელიმე სხვა კლუბში გაშვება სთხოვა.

ამის შესახებ თავად მოთამაშის აგენტმა ბილ დაფმა ისაუბრა. რონდოს წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმათლეს არ შეესაბამება და რაჟონი „სელტიკსიდან“ წასვლაზე არ ფიქრობს.

განვლილ სეზონში რონდომ 30 მატჩი ჩაატარა, მისმა საშუალო მონაგარმა კი, 11,7 ქულა, 5,5 მოხსნა და 9,8 გადაცემა შეადგინა.