თუ „იაჰუ სპორტსს“ დავუჯერებთ, გასული კვირის ბოლოს რაჟონ რონდომ „ბოსტონ სელტიკსის“ ხელმძღვანელობას მისი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რომელიმე სხვა კლუბში გაშვება სთხოვა.
კალათბურთელს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი არ აქვს. მოქმედი შეთანხმება მხარეებს შემდეგი წლის ზაფხულამდე აკავშირებთ, ამიტომაც რონდო გადასვლას უახლოეს დროში გეგმავს.
ცნობისთვის, აქამდე კალათბურთელისადმი ინტერესი „ინდიანა პეისერსს“, „საკრამენტო კინგსსა“ და „ჰიუსტონ როკეტსს“ ჰქონდათ.
განვლილ სეზონში გამთამაშებელმა 30 მატჩი ჩაატარა, მისმა საშუალო მონაგარმა კი 11,7 ქუილა, 5,5 მოხსნა და 9,8 აგდაცემა შეადგინა.