“რეალი” რონალდუს “პსჟ”-ში არ გაუშვებს

“პსჟ”-ს კიდევ ერთი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

ესპანური პრესის ინფორმაციით, ფრანგთა მფლობელმა, ნასერ ელ-ჰელაიფიმ ახალი, 120 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის თაობაზე.

ეს შეთავაზება მხოლოდ წინადადებად დარჩა, პერესის თქმით, პორტუგალიელს მხოლოდ 1 მილიარდად თუ შეელევა.

“პსჟ”-ს გარდა, 30 წლის წინახაზელის დამატება ყოფილ გუნდს “მანჩესტერ იუნაიტედსაც” სურს. რონალდუს გუნდიდან წასვლის თემა მას შემდეგ გაღვივდა, რაც პრესა კრიშტიანუსა და ბენიტესის კონფლიქტის შესახებ საუბრობს.

რამდენს იხდის რონალდუს სანაცვლოდ პსჟ?

„პარი სენ-ჟერმენი“ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს მადრიდის „რეალის“ ლიდერის კრიშტიანუ რონალდუს შეძენას ცდილობდა. პარიზელებმა მადრიდულ კლუბს პორტუგალიელის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო შესთავაზეს.

მას შემდეგ, რაც უეფა-მ ფრანგულ კლუბს შეზღუდვა შეუმსუბუქა, „Qatar Investment Authority“, მზად იყო, რონალდუს ტრანსფერისთვის სწორედ ეს თანხა გამოეყო.

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ-ს პრეზიდენტი ნასელ ალ-ჰელაიფი ფლორენტინო პერესს შეხვდა და კრიშტიანუს შეძენა განიხილა, თუმცა პასუხად უარი მიიღო. პერესის თქმით, რონალდუს კონტრაქტში არსებული პუნქტის თანახმად, მისი შეძენის მსურველებმა ერთი მილიარდი უნდა გადაიხადონ.

ოფიციალურად: “რეალმა” 300 ათას ევროდ ჩინელი თინეიჯერი გაიფორმა

მადრიდის “რეალმა” სულ ცოტა ხნის წინ საინტერესო ტრანსფერი განახორციელა.

ჩინური საინფორმაციო გამოცემა Xinhua-ს ინფორმაციით, “რეალმა” 19 წლის ნახევარმცველი, ლია ლიანმინი გაიფორმა.

ტრანსფერის ზუსტი თანხა უცნობია, თუმცა პრესის ინფორმაციით, ესპანელებს ახალგაზრდას დამატება 300 ათასი ევრო დაუჯდათ.

აღსანიშნავია, რომ ლიანმინი ჩინეთში ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება.

“რეალში” ათი მეტრის წესი შემოიღეს

მადრიდის “რეალი” დამდეგი სეზონისთვის ემზადება. “სამეფო კლუბის” ახალი მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი გუნდში თავის მეთოდებს ნერგავს. როგორც აღმოჩნდა, ესპანელი სპეციალისტი განსაკუთრებულ აქცენტს დაცვაში ორგანიზებულ თამაშზე აკეთებს.

ბენიტესმა გუნდში ახალი წესი დანერგა. ის თვლის, რომ ფეხბურთელები მჭიდროდ უნდა მოქმედებდნენ, ამიტომ სათამაშო ხაზებსა და მცველებს შორის მანძილი ათ მეტრს არ უნდა აღემატებოდეს. ბენიტესის აზრით, ამ დისტანციის დაცვა მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს სამოქმედო არეალს მნიშვნელოვნად შეუზღუდავს. გარდა ამისა, ამ პრინციპის დაცვის შემთხვევაში, ცენტრალური ნახევარმცველების უკან ცარიელი ზონა არ უნდა დარჩეს.

ავსტრალიური ტურნეს დაწყებამდე ბენიტესმა გულდასმით შეისწავლა კარლო ანჩელოტის დროინდელი “რეალის” თამაში და შენიშნა, რომ წინა სეზონში გუნდის
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ ხაზებს შორის წყვეტა და თავისუფალი ზონების გაჩენა იყო.

რაფა ბენიტესმა ათი მეტრის წესი ყველა გუნდში დაამკვიდრა, სადაც მუშაობდა. სპეციალური კომპიუტერული პროგრამაც კი შეიქმნა, რომელიც ფეხბურთელებს შორის საჭირო მანძილის დაცვას აკონტროლებს.

 

წყარო: „მანჩესტერ იუნაიტედი“ რონალდუს დი მარიას დახმარებით დაიბრუნებს

ბოლო დროს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის ლუი ვან გაალის მხრიდან მადრიდის „რეალის“ ლიდერის კრიშტიანუ რონალდუს „წითელ ეშმაკებში“ დაბრუნების სურვილის შესახებ ევროპული პრესა აქტიურად წერს.

როგორც „Manchester Evening News“-ი წერს, მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა პორტუგალიელის დასაბრუნებლად ანხელ დი მარიას ტრანსფერისგან მიღებული თანხის დახარჯვას აპირებს. შეაგახსენებთ, რომ არგენტინელით აქტიურად პსჟ ინტერესდება და „იუნაიტედს“ 65 მილიონ ევროს სთავაზობს.

აქამდე ესპანური მედია რონალდუს რაფაელ ბენიტესთან კონფლიქტის შესახებ წერდა, თუმცა ესპანელმა სპეციალისტმა ეს ინფორმაცია უარყო.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2003 წლიდან 2009 წლამდე თამაშობდა.

აგუეროს აგენტი მადრიდშია

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში კუნ აგუეროს აგენტი იმყოფებოდა.

“რეალის” შეფის, ფლორენტინო პერესის მოთხოვნით შეხვედრა ჟურნალისტებისგან დახურულ, გასაიდუმლოებულ ადგილას შედგა.

მხარეებმა შესაძლო ტრანსფერის ყველანაირი დეტალი განიხილეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” არგენტინელ შემტევში 45 მილიონ ფუნტს იხდის.

აქედან გამომდინარე, სერხიოს “სამეფო გუნდში” მისვლის შემთხვევაში, ესპანელები კარიმ ბენზემას შეელევიან, რომლის დამატებაც “არსენალს” სურს.

“არსენალი” ისკოსადმი ინტერესს ააქტიურებს

არსენ ვენგერს გუნდის გაძლიერება ესპანელი ნახევარმცველით სურს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “არსენალი” ემზადება 23 წლის შემტევის ტრანსფერის განსახორციელებლად.

“მეთოფეთა” წარმომადგენლები ახლა მოლაპარაკებებს “სამეფო გუნდის” ხელმძღვანელებთან მართავენ და 35 მილიონად გარიგების განხორციელებას ეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ “არსენალის” გარდა ისკო “ჩელსის”, “მან.სიტის” და “იუვენტუსს” სურს, რომელიც ახალგაზრდა ფლეიმეიქერს ანდრეა პირლოს შემცვლელად მოიაზრებს.

ბენიტესმა რონალდუსთან კონფლიქტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა

ადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუსთან კონფლიქტი არ აქვს.

„კრიშტიანუსთან უკვე საკმარისაც ვიმუშავე, რათა მისი მებრძოლი სული მენახა. ახლა გასაგებია, ის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე რატომ არის. მსურს, რომ ასეთ ხასიათი ყველა მოთამაშეს ჰქონდეს. კონფლიქტები? არა, პორტუგალიელთან ზუსტად ისეთი ურთერთბა მაქვს, როგორიც სხვებთან. ჩვენ ნორმალური სამუშაო ურთიერთობა გვაკავშირებს“, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

“რეალი” მზადაა განიხილოს – რამოსი დე ხეას სანაცვლოდ

El Pais-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” აქტიურად აგრძელებს დავიდ დე ხეას ტრანსფერზე მუშაობას, რომელსაც შესაძლოა, სერხიო რამოსი შეეწიროს.

უკვე ერთ თვეზე მეტია, “სამეფო გუნდს” და ესპანელ კიპერს ერთმანეთს უკავშირებენ, თუმცა მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ. რამდენიმე დღეში “გალაქტიკოსი” ახალი შეთავაზებით შეუტევს ინგლისურ გუნდს.

El Pais წერს, რომ იკერ კასილიასის “პორტოში” წასვლის შემდეგ, “რეალი” დაუყოვნებლივ ცდილობს დავიდის დამატებას. კიკო კასილია და კეილორ ნავასი კვალიფიციური მეკარეები არიან, თუმცა არა დედაქალაქური გუნდის დონის.

სერხიო რამოსის ბედი კი ფლორენტინო პერესზეა დამოკიდებული. AS-ის უწყებით, პერესი ჩავიდა გუნდის ტესტ-მატჩებზე პირადად, რათა გამოცდილ უკანახაზელს გასაუბრებოდა. განიხილება ბარტერი ესპანელი მცველისა და მისივე ეროვნების მეკარის.

თავის მხრივ, თუ ერთი წლით “რეალი” დაიცდის, სერხიო რამოსსაც შეინარჩუნებს და დე ხეასაც უფასოდ ჩაიგდებს ხელში.

ბენიტესმა “რეალის” ნახევარმცველებს ტაქტიკის გაკვეთილი ჩაუტარა

გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა გუნდის ნახევარმცველებს ტაქტიკური მეცადინეობა ჩაუტარა.

“ასის” ცნობით, ესპანელი სპეციალისტი 20 წუთის განმავლობაში ლუკას მოდრიჩს, ტონი კროოსს, კაზემიროს, ასიერ ილიარამენდისა და მარკოს ლორენტეს ტაქტიკის შესახებ ესაუბრებოდა.

ბენიტესმა ფეხბურთელებს აუხსნა, სად უნდა იყვნენ თავდაცვისა და თავდასხმის დროს. მწვრთნელმა მოთამაშეებს განუმარტა, საიდან უნდა დაიწყონ პრესინგი და რომელი პოზიციები უნდა დაიკავონ თანაგუნდელებისთვის საქმის გასაიოლებლად.

აღსანიშნავია, რომ რაფა ბენიტესმა ასეთი ინდივიდუალური მეცადინეობა მცველებისთვისაც ჩაატარა და მომავალში, ალბათ, თავდამსხმელებსაც ჩაუტარებს.

 

“რეალმა” გადაწყვიტა – ბენზემა რჩება

მადრიდის “რეალმა” “არსენალის” შეთავაზება კარიმ ბენზემას ტრანსფერის თაოაბზე დაბლოკა.

ბრიტანული ტაბლოიდის, Daily Express-ის ინფორმაციით, “სამეფო გუნდმა” ლონდონური გუნდის 31 მილიონიანი შეთავაზება უარყო.

ეს გადაწყვეტილება გუნდის ახალმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა მიიღო. ესპანელი სპეციალისტი მზადაა გუნდის ყველა ფეხბურთელს კიდევ ერთი შანსი მისცეს. როგორც ჩანს, მადრიდელები ამ ზაფხულს სერხიო აგუეროს აღარ დაიმატებენ.

რაც შეეხება “არსენალს”, ისინი ამ ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, ალტერნატიულ გეგმაზე გადავლენ. “მეთოფეები” პიერე-ემერიკ ობამეიანგზე, გონსალო იგუაინზე და ედინ ჯეკოზე იმუშავებენ.

“რეალმა” აგუეროს პირადი კონტრაქტი შეუთანხმა

ესპანური და ინგლისური პრესა მადრიდის “რეალის” სატრანსფერო მიზნებზე უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სამეფო გუნდი” არგენტინელ შემტევს, სერხიო აგუეროს დაიმატებს. მხარეებს შორის შეთანხმების ხარჯზე, 27 წლის წინახაზელი წელიწადში 9 მილიონამდე, 8.9 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემას დამატებაზე დიდი ხანია მუშაობენ ინგლისური გუნდები, ასე რომ, ფლორენტინოს ფრანგის შემცვლელად სუპერ-ტრანსფერის განხორციელება სურს. თუ დავიდ დე ხეასა და სერხიოს ტრანსფერი შედგა, “რეალში” ორი ყოფილი “ატლეტიკოელი” ჩაირიცხება.

კუნი “სიტიში” 2011 წლიდან ასპარეზობს. პრემიერ ლიგაში 120 მატჩი ჩაატარა და 78 გოლი გაიტანა.