რამოსის დედამ შვილის მომავლის შესახებ ისაუბრა

მადრიდის „რეალის“ მცველი სერხიო რამოსი თავისი ამჟამინდელი კლუბის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ მოთამაშის დედამ პაკი გარსიამ ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ის დარჩება. „რეალი“ ყველაზე მაღლა დგას. „მანჩესტერ იუნაიტედი“? არამგონია. მას ესპანეთში ცხოვრება სურს“, – განაცხადა რამოსის დედამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ევროპული პრესა სერხიოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ ტრანსფერის შესახებ აქტიურად წერდა.

არბელოა, შესაძლოა, „ვესტ ჰემში“ გადავიდეს

მადრიდის „რეალის“ მცველი ალვარო არბელოა, შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ი წერს, არბელოას შეძენის სურვილი „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას გაუჩნდა. ამავდროულად, წყაროს ვარაუდით, თავად არბელოას მადრიდულ გრანდში დარჩენა სურს.

შეგახსენებთ, რომ არბელოას ინგლისში 2007-2009 წლებში უთამაშია – ამ პერიოდში ის „ლივერპულის“ ღირსებას იცავდა.

“მანჩესტერ სიტი” “მანჩესტერ იუნაიტედს” რამოსის ტრანსფერში შეეცილება

ორი მანჩესტერული გიგანტი ესპანელი მცველის გაფორმებას ეცდება.

გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტი” “წითელ ეშმაკებს” სერხიო რამოსის შეძენაში შეეცილება. “ქალაქელები” დაუკავშირდნენ “სამეფო გუნდის” წარმომადგენლებს და გაარკვიეს შესაძლო ტრანსფერის დეტალები.

მანამდე, “მანჩესტერ იუნაიტედმა” ორჯერ გააგზავნა, 35 და 42 მილიონიანი შეთავაზებები, თუმცა “რეალმა” ორივე უარყო. ცნობილი გახდა, რომ “გალაქტიკოსი” გამოცდილ უკანახაზელს 65 მილიონზე ნაკლებად არ შეელევა.

შეგახსენებთ, რომ სერხიომ “სანტიაგო ბერნაბეუს” დატოვება დატოვება მიმდინარე ზაფხულს გადაწყვიტა. მას შემდეგ, რაც მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ.

“რომას” კასილიასის გაფორმება სურს

იტალიის ვიცე-ჩემპიონებს გამოცდილი მეკარის გაფორმება სურთ.

ამ ზაფხულს, იკერ კასილიასი მადრიდს დატოვებს, რადგან გუნდში დავიდ დე ხეა მიდის. 34 წლის მეკარის გაფორმება “ტოტენჰემს”, “პსჟ”-ს და “ინტერს” სურდათ. ესპანელის მსურველთა რიცხვს “რომაც” დაემატა.

“მგლები” ახალი მეკარის ძიებაში არიან. შეიძლება, დედაქალაქელთათვის მისი შეძენა ორმაგად მომგებიანი იყოს, რადგან თუ იკერს შეიძენენ, “სტადიო ოლიმპიკოს” ბინადრებს უფრო მეტი გულშემატკივარი ეყოლებათ.

ამჟამად, იკერ კასილიასს “რეალთან” 2017 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი. იგი წელიწადში სამ მილიონ ევროს იღებს.

ბენიტესი რამოსის გაშვებას არ აპირებს

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი მცველ სერხიო რამოსის გაშვებას არ აპირებს, რის შესახებაც ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, სპეციალისტს მოთამაშის დატოვება მისი ლიდერის ფუნქციების გამო სურს. მსგავსი სიტუაცია სტივენ ჯერარდთან შექმნილ სიტუაციას ჰგავს, როდესაც ბენიტესი სათავეში „ლივერპულს“ ჩაუდგა. მაშინ სტივი ჯის ყიდვა „ჩელსის“ სურდა, მაგრამ ესპანელმა სპეციალისტმა ჯერარდი დარჩენაში დაარწმუნა, რის შემდეგაც მერსესაიდელებმა ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლეს.

 

სავარაუდოდ, რამოსი და ფლორენტინო პერესი ერთმანეთს ლოს-ანჯელესში შეხვდებიან და შექმნილ მდგომარეობას განიხილავენ.

“მანჩესტერის” ულტიმატუმი “რეალს”!

“მანჩესტერ იუნაიტედს” არ ეშინია იმის, რომ დავიდ დე ხეა მომდევნო წელს თავისუფალი აგენტი ხდება.

ბრიტანული ტაბლოიდის Daily Mail-ის ინფორმაციით, “მანკუნიანელები” არ ჩქარობენ 24 წლის მეკარის მადრიდში გასხვისებას.

ლუის ვან გაალი მზადაა, მხოლოდ ერთ შემთხვევაში განიხილის წინადადება დავიდ დე ხეას ტრანსფერის თაობაზე. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ “რეალი” ესპანელში 35 მილიონ ფუნტს, მეკარისთვის სარეკორდო თანხას გადაიხდის.

მეკარის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი 2001 წელს მოხდა. ჯანლუიჯი ბუფონი “პარმადან” “იუვენტუსს” 32.6 მილიონ ფუნტად შეუერთდა. სატრანსფერო ექსპერტების ვარაუდით, 14 წლის შემდეგ ეს რეკორდი გაუმჯობესდება.

„იუვენტუსი“ ისკოს პირლოს შემცვლელად მოიაზრებს

ტურინის „იუვენტუსი“ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის ისკოს შეძენის ვარიანტს განიხილავს, რის შესახებაც „გაძეტა დელო სპორტი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, „იუვეს“ ხელმძღვანელობა ოსკოს სახით ანდრეა პირლოს შემცვლელს ხედავს, რომელიც უახლოეს მომავალში, დიდი ალბათობით, „ნიუ-იორკ სიტიში“ გადაბარგდება.

აქამდე გავრცელებული ცნობით, ისკომ რაფაელ ბენიტესთან საუბრის შემდეგ „რეალში“ დარჩენა გადაწყვიტა.

რამოსს “რეალის” დატოვება სურს

მადრიდის “რეალის” ცენტრალურ მცველს “სანტაგო ბერნაბეუს” დატოვება სურს.

19 წლის რამოსი “რეალს” 2005 წელს, 27 მილიონ ევროდ “სევილიადან” შეუერთდა.

ბოლოს სერხიომ “სამეფო გუნდთან” 2011 წელს გააუმჯობესა ხელშეკრულება. ამჟამად, ფეხბურთელი წელიწადში 5.5 მილიონს იღებს და გუნდში ხელფასის მიხედვით მეხუთეა.

გამოცდილი უკანახაზელი ფლორენტინო პერესს ჯამაგირის გაზრდას თხოვს, თუმცა გუნდის ბოსი “ლა დესიმას” მთავარ შემოქმედს უარს ეუბნება.

მოლაპარაკებები ახალ კონტრაქტზე იანვარში დაიწყო, მაგრამ თუ ყველაფერი ამ ტემპში გაგრძელდა, სერხიო რამოსი “რეალს” აუცილებლად დატოვებს.

მანჩესტერში დავიდ დე ხეას სახლი იყიდება!

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარის დავიდ დე ხეას მიერ ნაქირავები სახლი იყიდება. როგორც „დეილი მეილი“ წერს, ეს გადაწყვეტილება სახლის პატრონმა მიიღო.

სახლის ფასი, რომელშიც ოთხი დონეა და ექვსი საძინებელია, 2,75 მილიონ ფუნტს შეადგენს (დაახლოებით, 3,9 მილიონ ევროს).

შეგახსენებთ, რომ დე ხეა, დიდი ალბათობით, კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს, „წითელი ეშმაკები“ კი უგო ლიორისს დაიმატებენ.

შესაძლოა, კოშელნიმ რამოსი “რეალში” შეცვალოს

“არსენალის” მცველი “სამეფო გუნდის” ინტერესთა სფეროში მოხვდა.

დიდი ალბათობით, მიმდინარე ზაფხულში სერხიო რამოსი “რეალს” დატოვებს. გუნდში რჩება ორი მცველი: რაფაელ ვარანი და პეპე. იქიდან გამომდინარე, რომ ორივე მცველი ხშირი ტრავმიანობით გამოირჩევა, ფლორენტინო პერესი ახალი უკანახაზელის მოყვანას აპირებს.

France Football-ის ინფორმაციით, ბენიტესი “არსენალიდან” ლორან კოშელნის დამატებას აპირებს.

29 წლის მცველმა “მეთოფეებთან” ერთი წლის წინ გაახანგრძლივა კონტრაქტი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ინგლისური გუნდი 21.5 მილიონს მიიღებს, არსენ ვენგერი მზადაა, ლონდონელთა ერთ-ერთი ლიდერი მადრიდში გაუშვას.

ლორან კოშელნი “არსენალში” 2010 წელს 12 მილიონ ფუნტად გადავიდა. ამ სეზონში, ფრანგმა პრემიერ ლიგაში 27 მატჩი ჩაატარა და სამჯერ გაიტანა.

ვის რა ხელფასს უხდის “რეალი”?

ესპანურმა გამოცემებმა “მუნდო დეპორტივომ” და “დონ ბალონმა” მადრიდის “რეალის” ფეხბურთელთა ხელფასები გამოაქვეყნეს. არავისთვის არაა უცხო, რომ “სამეფო კლუბის” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუა, რომლის წმინდა წლიური ხელფასი (გადასახადების გარეშე) 17 მილიონ ევროს შეადგენს.

 

ფეხბურთელი ხელფასი
1. კრიშტიანუ რონალდუ 17
2. გარეტ ბეილი 11
3. კარიმ ბენზემა 8
4. იკერ კასილასი 7,5
5. ტონი კროოსი 6
ხამეს როდრიგესი 6
7. სერხიო რამოსი 5,5
8. ლუკა მოდრიჩი 4,5
9. მარსელო 4
ფაბიო კოენტრაუ 4
11. პეპე 3,8
12. ხავიერ ერნანდესი 3,5
13. ალვარო არბელოა 2,8
14. რაფაელ ვარანი 2,4
ასიერ ილიარამენდი 2,4
16. დანილუ 2
კეილორ ნავასი 2
18. დანიელ კარვახალი 1,2
ნაჩო 1,2
ხესე 1,2
21. ლუკას სილვა 1
22. ფერნანდო პაჩეკო 0,8

* თანხა მოცემულია მილიონ ევროში

 

კიდევ ერთი წარუმატებელი მოლაპარაკება: “რეალი” რამოსს ვერ უთანხმდება

ესპანელი მცველის სხვა გუნდში გადასვლა დღითიდღე რეალური ხდება.

რამოსი, რომლის შეძენითად “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდება, “რეალთან” ვერ ახერხებს ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას. სერხიოს ძმა, რენე რამოსი უკმაყოფილოა ფლორენტინო პერესის შეთავაზებით და დიდი ალბათობით, 29 წლის უკანახაზელი ზაფხულში გუნდს შეიცვლის.

რამოსს დიდად არ სურს “სამეფო გუნდის” დატოვება, მაგრამ გამოცდილი მცველი არ აპირებს ამ პირობებში “სანტიაგო ბერნაბეუზე” ასპარეზობას.

“იმის გათვალისწინებით, რასაც “რეალი” რამოსს სთავაზობს, სერხიო გუნდში არ დარჩება. რამოსს არავისთვის არაფერი აქვს დასამტკიცებელი. ის, რასაც პერესი მას სთავაზობს, რამოსისთვის აბუჩად აგდებაა,”-განაცხადა რენე რამოსმა.