კასილიასისთვის “ხეტაფესთან” მატჩი “რეალის” მაისურით ბოლო იქნება

პრიმერა დივიზიონის 38-ე ტური, შესაძლოა იკერ კასილიასისთვის გუნდთან გამოსამშვიდობებელი იყოს.

ამის შესახებ Marca იტყობინება. პრესა აქტიურად იტყობინება იმის შესახებ, რომ ზაფხულში დავიდ დე ხეა “რეალს” შეუერთდება და იკერ კასილიასი მთავარ შემადგენლობაში ადგილს დაკარგავს. ეს ყველაფერი ლეგენდარულ მეკარეს გუნდის დატოვებისკენ მოუწოდებს.

“სამეფო გუნდი” მატჩს ხეტაფეს წინააღმდეგ 23 მაისს გამართავს. მადრიდულმა გრანდმა საჩემპიონოდ ყველანაირი შანსი დაკარგა.

კასილასისა და კოენტრაუს რეაქცია კეილორ ნავასის უხეშ შეცდომაზე (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 37-ე ტურში “ესპანიოლსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას “სამეფო კლუბის” მცველმა ფაბიო კოენტრაუმ საკუთარი გუნდის კიპერ კეილორ ნავასს დასცინა.

პორტუგალიელი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე იკერ კასილასის გვერდით იჯდა. მატჩის 74-ე წუთზე კეილორ ნავასმა უხეში შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც “რეალის” კარში გოლი გავიდა. აღნიშნულ მომენტს რეაქციის გარეშე შეჰყურებდა კასილასი, ხოლო კოენტრაუმ კეილორ ნავასს დასცინა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი “რეალის” გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.

 

„ყველაფერს ფულით ვერ იყიდი“

ლეგენდარული ფეხბურთელის იოჰან კრუიფის თქმით, ტურინის „იუვენტუსმა“ დაამტკიცა, რომ თანამედროვე ფეხბურთში მაღალი თანხები ხარჯვა წარმატების გარანტიას ყოველთვის არ იძლება.

„იუვენტუსმა“ თავისი მაგალითით დაამტკიცა, რომ წარმატების ყიდვა არ შეიძლება.

საქმე წარმატების ფორმულაშია. ტურინში სტადიონი ყოველთვის სავსეა. გუნდის თამაშზე ესეც მოქმედებს.

„იუვენტუსი“ იტალიაში ერთ-ერთი პირველი გუნდია, რომელმაც სხვა სტილით ითამაშა. ტურინელები მიხვდნენ, რომ იტალიური ფეხბურთის სტილი მიმზიდველი ყოველთვის არაა“, – განაცხადა კრუიფმა.



კეილორ ნავასი: „რეალში“ სათადარიგოთა სკამზე ჯდომას არ ვგეგმავდი“

მადრიდის „რეალის“ მეკარემ კეილორ ნავასმა „ბლანკოსში“ თავისი სადებიუტო სეზონი შეაფასა. ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში კოლუმბიელის ანგარიშზე მხოლოდ 11 მატჩია.

„თუ არ ვთამაშობ, მაშინ ჩემი შესაძლებლობების შესახებ ვერ გავიგებ. მიუხედავად იმისა, რომ პრესასთან ამ თემაზე აქამდე არ მისაუბრია, თავს ადვილად ვერ ვგრძნობ. მიმდინარე სეზონში მეტი სათამაშო დროის მიღება მსურდა და სათადარიგოთა სკამზე ჯდომას არ ვგეგმავდი.

იმედია, შემდეგ სეზონში სიტუაცია შეიცვლება და ძირითად შემადგენლობაშიც ვითამაშებ. გამიჭირდება, მაგრამ არ დავნებდები. იმედია, რომელიმე ეტაპზე თავის გამოჩენის შანსი მექნება“, – განაცხადა ნავასმა.



ინგლისური გრანდები სტარტზე არიან: ბეილი “რეალს” ემშვიდობებდა

უელსელმა ნახევარმცველმა “სამეფო გუნდის” დატოვება გადაწყვიტა.

Sunday Times-ის ინფორმაციით, გარეტ ბეილი გულშემატკივრებს დაემშვიდობა და იგი ზაფხულში მადრიდს დატოვებს.

ბეილის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ფლორენტინოს და მათ მიაღწიეს შეთანხმებას რამდენიმე პუნქტთან დაკავშირებით. “გალაქტიკოსის” პრეზიდენტი 25 წლის შემტევს 85 მილიონ ფუნტს ამზადებს.

უელსელის გაფორმების მთავარი კანდიდატები “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ჩელსი” არიან. წყაროს ცნობით, “წითელი ეშმაკები” დავიდ დე ხეას ბეილის გასაფორმებლად გამოიყენებენ.

მიმდინარე სეზონში, 25 წლის ნახევარმცველმა ლა ლიგაში ჩატარებულ 31 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და ცხრა ასისტი გააკეთა.

რონალდუმ საკუთარი შედეგი გააუმჯობესა

“ესპანიოლის” წინააღმდეგ კრიშტიანუ რონალდუმ ჰეთ-თრიქი გაიფორმა და “რეალის” საუკეთესო ბომბარდირთა დავაში წინ მიიწევს.

“სამეფო გუნდის” ყველა დროის ათი საუკეთესო ბომბარდირი:

1. რაული (1994-2010) – 323 გოლი

2. კრიშტიანუ რონალდუ (2009 …) – 310 გოლი

3. ალფრედო დი სტეფანო (1953-1964) – 308 გოლი

4. კარლოს სანტილიანა (1971-1988) – 289 გოლი

5. ფერენც პუშკაში (1958 – 1966) – 242 გოლი

6. უგო სანჩესი (1985 – 1992) – 208 გოლი

7. ფრანცისკო გენტო (1952 – 1970) – 179 გოლი

8. პირიე (1964 – 1979) – 171 გოლი

9. ემილიო ბუტრაგენიო (1983 – 1995) – 171 გოლი

10. ამანსიო (1962 – 1976) – 155 გოლი

“ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონია!

ესპანეთის პრიმერადივზიონის 37-ე ტურში “ბარსელონამ” მადრიდის “ატლეტიკო” ანგარიშით 1:0 დაამარცხა და მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ქვეყნის ჩემპიონის ტიტული გაინაღდა. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის 65-ე წუთზე ლეო მესიმ გაიტანა.

“ბარსელონამ” 93 ქულას მოუყარა თავი. კატალონიურ გუნდს უახლოესი მადევარი მადრიდის “რეალი” 4 ქულით ჩამორჩება, რაც ნიშნავს იმას, რომ “სამეფო კლუბს” ბოლო ტურში “ბლაუგრანასთან” გათანაბრების თეორიული შანსიც აღარ აქვს. მესამე პოზიციაზე 77 ქულით “ატლეტიკო” გახლავთ.

ამრიგად, “ბარსელონა” ისტორიაში 23-ედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
37-ე ტური
“ატლეტიკო” — “ბარსელონა” 0:1 (0:0)

გოლი: მესი 65′.
გაფრთხილებები: გოდინი 32′, კოკე 53′, გაბი 75′, ხიმენესი 89′, სიკეირა 90+4′ — პედრო 29′, ნეიმარი 90+2′, მესი 90+4′.

პიკე „რეალზე“ ოცნებობს

„ბარსელონას“ მცველმა ხერარდ პიკემ აღიარა, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალთან“ თამაშზე ოცნებობს.

„ფინალში „რეალთან“ თამაშს ვისურვებდი, რადგან ეს დიდი დაპირისპირება იქნებოდა. მე იმ ფეხბურთელთა შორის ვარ, რომლებიც ამაზე ოცნებობენ.

წინ დიდებულ გუნდთან მძიმე ფინალი გველის, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრება. „იუვე“ იტალიური გუნდია, თუმცა ის დაცვიდან არ მოქმედებს, რაც „ბერნაბეუზე“ დამტკიცდა.

ტურინელებმა გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის მიღება დაიმსახურეს. ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს. ჩვენ იმას გავაგრძელებთ, რასაც წინა ოთხ თვეში ვაკეთებდით. არ დაგავიწყდეთ, ჩვენმა მეტოქემ ასპარეზობას „ბორუსია“ და „რეალი“ გამოთიშა“, – განაცხადა პიკემ.





„ბოლო სამ თვეში კრიშტიანუ რონალდუმ ვერავის აჯობა“

„მილანის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არიგო საკიმ მადრიდის „რეალის“ თავდდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს თამაში შეაფასა.

„კრიშტიანუ რონალდუმ ბოლო სამ თვეში ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ მოატყუა. ის გოლებს იტანს, რადგან მებრძოლია, თუმცა ამჟამად კრიშტიანუ ფორმაში ნამდვილად არ არის“, – განუცხადა საკიმ „მედიასეტს“.

როგორ ვარჯიშობს კრიშტიანო რონალდუ შვილთან ერთად (ვიდეო)


შოკი “მანჩესტერში”: დე ხეა “რეალის” შეთავაზებას დათანხმდა

“მანკუნიანელები” გუნდის ძირითადი მეკარის დაკარგვასთან ახლოს არიან.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, დე ხეამ შეთანხმებას მადრიდში მიაღწია. “ატლეტიკოს” აღზრდილმა პირადი დეტალები უკვე შეათანხმა და გუნდები დანარჩენს თავად გაარკვევენ.

24 წლის მეკარემ “სამეფო გუნდთან” 5-6 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. დე ხეა მადრიდში ოთხ მილიონს მიიღებს. ტრანსფერი დაახლოებით 30 მილიონი ფუნტი დაჯდება.

დავიდის მადრიდში დაბრუნება დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს. პირველ რიგში იმიტომ, რომ იგი “რეალის” მტრის, მადრიდის “ატლეტიკოს” აღზრდილია. მეორე, “მანჩესტერს” ახალი მეკარის შეძენა მოუწევს. კანდიდატები უგო ლორისი(“ტოტენჰემი”) და სამირ ჰანდანოვიჩი(“ინტერი”) არიან.

დე ხეა “მანჩესტერში” 2011 წლიდან თამაშობს. იგი “წითელმა ეშმაკებმა” “ატლეტიკოდან”, 17 მილიონ ფუნტად დაიმატეს.

ბენიტესი – “რეალში” მუშაობის მთავარი კანდიდატი

“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი შესაძლოა, სულ მალე “რეალში”, კარლო ანჩელოტის შემცვლელად ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსთან” მატჩის(1:1) და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, იტალიელი სპეციალისტის ნდობის ხარისხი გუნდში ძალიან დაეცა.

Mundo Deportivo-ს თქმით, ზაფხულში მადრიდის “რეალს” ნეაპოლიტანელტა თავკაცი ჩაიბარებს.

სეზონის ბოლოს ბენიტესს “ნაპოლთან” კონტრაქტის ვადა ეწურება, ამიტომაც დიდი ალბათობით, მადრიდელები მასთან უკვე დაიწყებენ მოლაპარაკებას.

ტიერი ანრიმ „რეალი“ – „იუვენტუსის“ შედეგი შეაფასა

„სქაი სპორტსის“ ექსპერტმა, საფრანგეთის ნაკრების ექს-თავდამსხმელმა ტიერი ნარიმ „რეალი“ – „იუვენტუსის“ განმეორებითი შეხვედრა შეაფასა.

„იუვენტუსი“ უფრო გუნდურ ფეხბურთს თამაშობდა.

მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი გუნდის შემადგენლობაში გამოდიან უფრო ძლიერი ფეხბურთელები. ასეთ შეხვედრებში, პირველ რიგში, ერთიანობაა საჭირო“, – განაცხადა ანრიმ, რომელიც 1999 წელს ტურინულ კლუბში თამაშობდა.

ტიერი ანრიმ ჩიჩარიტო გააკრიტიკა